Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძლიერი ავარია თავისუფლების მოედანზე - არის მსხვერპლი
ძლიერი ავარია თავისუფლების მოედანზე - არის მსხვერპლი

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ავ­ტო­ა­ვა­რია მსხვერ­პლით დას­რულ­და. ერ­თმა­ნეთს სამი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა. გარ­დაც­ვლი­ლია ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის დროს ტაქ­სით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან სა­პატ­რუ­ლო და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბი.

თვითმხილ­ველ­თა გან­ცხა­დე­ბით, ავა­რია "ემ-ელ"-ის მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლის მი­ზე­ზით მოხ­და, რო­მე­ლიც მან­ქა­ნას არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მარ­თავ­და.

რო­გორც Ambebi.ge-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე­ხუ­თე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა და ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით, ვა­დით ოთხი­დან შვიდ წლამ­დე.

ძლიერი ავარია თავისუფლების მოედანზე - არის მსხვერპლი

ძლიერი ავარია თავისუფლების მოედანზე - არის მსხვერპლი

რუსთაველის გამზირზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. გარდაცვლილია ახალგაზრდა გოგონა, რომელიც შემთხვევის დროს ტაქსით გადაადგილდებოდა. არიან დაშავებულები. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

თვითმხილველთა განცხადებით, ავარია "ემ-ელ"-ის მარკის ავტომობილის მძღოლის მიზეზით მოხდა, რომელიც მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია