საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბუბაშვილების ოჯახის ორი ტრაგედია - რა ვითარებაში დაიღუპნენ ახალგაზრდა სოპრანო და მისი უმცროსი ძმა
ბუბაშვილების ოჯახის ორი ტრაგედია - რა ვითარებაში დაიღუპნენ ახალგაზრდა სოპრანო და მისი უმცროსი ძმა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი სოპ­რა­ნოს სიკ­ვდილ­მა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა - მოს­კოვ­ში სას­წავ­ლებ­ლად ჩა­სუ­ლი 25 წლის ანა ბუ­ბაშ­ვი­ლი მე-12 სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­და. ანამ თბი­ლის­ში კონ­სერ­ვა­ტო­რია წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რა, შემ­დეგ მოს­კოვ­ში გა­ემ­გზავ­რა. დიდ სა­ო­პე­რო მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ და რო­გორც ამ­ბო­ბენ, ძა­ლი­ან მალე და­ი­კა­ვებ­და თა­ვის ად­გილს მსოფ­ლი­ოს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სცე­ნებ­ზე. თუმ­ცა, არ დას­ცალ­და... ანას შე­სა­ხებ მისი მე­გობ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" სა­უბ­რო­ბენ:

ელზა ქარ­ქა­შა­ძე (ნა­თე­სა­ვი): თბი­ლი გოგო იყო და მის გარ­შე­მო სულ ღი­მი­ლი ტრი­ა­ლებ­და. გა­მო­ირ­ჩე­ო­და ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით და ოჯა­ხიც ხელს უწყობ­და, დედა სულ მას­თან ერ­თად იყო. ბავ­შვო­ბი­დან მღე­რო­და, სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და იმარ­ჯვებ­და. ზა­ფხუ­ლო­ბით სულ ერ­თად ვი­ყა­ვით, მის დებ­თან და პა­ტა­რა ძმას­თან ერ­თად, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, და­ი­ღუ­პა.

- რა ვი­თა­რე­ბა­ში და­ე­ღუ­პა ძმა?

- და­ახ­ლო­ე­ბით 5 წლის წინ, ექ­სკურ­სი­ა­ზე, 14 წლის გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა. ეს იყო მო­უ­ლოდ­ნე­ლი, არა­ნა­ი­რი ავად­მყო­ფო­ბა ბავ­შვს არ ჰქო­ნია. უც­ბად მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. წა­ვი­და ბორ­ჯომ­ში ექ­სკურ­სი­ა­ზე და ოჯა­ხის წევ­რებს შე­ა­ტყო­ბი­ნეს, ბავ­შვი და­ი­ღუ­პაო. ანას დიდი სტრე­სი აქვს გა­და­ტა­ნი­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მისი და მისი დე­ბის ხელ­ში გა­ი­ზარ­და და­თუ­ნა, და­თუ­ნაც ისე­თი ბავ­შვი იყო - თბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და მშობ­ლებ­თან. სა­ერ­თოდ, ოჯა­ხია ისე­თი, რომ ხუ­თი­ვე და-ძმა თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე­ე­ბი არი­ან. სამ­წუ­ხა­როდ, ამ სა­ო­ცარ ადა­მი­ა­ნებს ასე­თი უბე­დუ­რე­ბა და­ა­ტყდათ თავს. ანას ამ­ბავ­მა კი­დევ უფრო და­ამ­ძი­მა მათი მდგო­მა­რე­ო­ბა.

- ანას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ორ ვერ­სი­ას გა­ნი­ხი­ლა­ვენ: თვით­მკვლე­ლო­ბას და შემ­თხვე­ვი­თო­ბას. ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობთ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით, დას­კვნა არაა და გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამი­ტომ, ზუს­ტად ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს იტყვის. უბ­რა­ლოდ, ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან, გა­მო­რი­ცხუ­ლია, ანას თავი მო­ეკ­ლა. ანას ცხოვ­რე­ბა ისე წა­ვი­და, მი­უ­ხე­და­ვად იმ დიდი სტრე­სი­სა, რაც და­თუ­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია ოჯახ­ში, მთე­ლი არ­სე­ბით ჩარ­თუ­ლი იყო თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ში და დიდი წარ­მა­ტე­ბე­ბიც ჰქონ­და. იმ­დე­ნად კარგ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ და ისე დატ­ვირ­თუ­ლი იყო, გა­მო­რი­ცხუ­ლია თავი მო­ეკ­ლა.

- სა­დაც ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და, იმ ბი­ნა­ში მოხ­და ეს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა?

- დიახ, თა­ვის სახ­ლში. ოჯახს სა­კუ­თა­რი ბინა აქვს მოს­კოვ­ში. დედა სულ მას­თან იყო, რად­გან რთუ­ლია ამ­ხე­ლა ქა­ლაქ­ში ბავ­შვის მარ­ტო გაშ­ვე­ბა. ანაც აგ­ვის­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ის­ვე­ნებ­და და ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­და მოს­კოვ­ში. დედა იმ დღეს ჩა­ვი­და და ასე­თი სი­ტუ­ა­ცია დახ­ვდა.მოს­კოვ­ში, ოლიმ­პი­ურ სო­ფელ­ში მე-12 სარ­თულ­ზე ჰქონ­დათ ბინა. გა­მო­ძი­ე­ბის დას­კვნე­ბი ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. პა­ტარ-პა­ტა­რა პრობ­ლე­მა ყვე­ლა ოჯახ­შია, მაგ­რამ ეს ორი, ძა­ლი­ან დიდი გან­საც­დე­ლი, სრუ­ლი შო­კია, ამ კე­თილ, შრო­მის­მოყ­ვა­რე, ინ­ტე­ლი­გენ­ტუ­რი ოჯა­ხის­თვის.

ნინო სა­ნებ­ლი­ძე

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

sponsored by ContentRoom

ბუბაშვილების ოჯახის ორი ტრაგედია - რა ვითარებაში დაიღუპნენ ახალგაზრდა სოპრანო და მისი უმცროსი ძმა

ბუბაშვილების ოჯახის ორი ტრაგედია - რა ვითარებაში დაიღუპნენ ახალგაზრდა სოპრანო და მისი უმცროსი ძმა

რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა ქართველი სოპრანოს სიკვდილმა მთელი საქართველო შეძრა - მოსკოვში სასწავლებლად ჩასული 25 წლის ანა ბუბაშვილი მე-12 სართულიდან გადმოვარდა. ანამ თბილისში კონსერვატორია წარმატებით დაამთავრა, შემდეგ მოსკოვში გაემგზავრა. დიდ საოპერო მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და როგორც ამბობენ, ძალიან მალე დაიკავებდა თავის ადგილს მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს სცენებზე. თუმცა, არ დასცალდა... ანას შესახებ მისი მეგობრები და ნათესავები ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრობენ:

ელზა ქარქაშაძე (ნათესავი): თბილი გოგო იყო და მის გარშემო სულ ღიმილი ტრიალებდა. გამოირჩეოდა ვოკალური მონაცემებით და ოჯახიც ხელს უწყობდა, დედა სულ მასთან ერთად იყო. ბავშვობიდან მღეროდა, სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობდა და იმარჯვებდა. ზაფხულობით სულ ერთად ვიყავით, მის დებთან და პატარა ძმასთან ერთად, რომელიც, სამწუხაროდ, დაიღუპა.

- რა ვითარებაში დაეღუპა ძმა?

- დაახლოებით 5 წლის წინ, ექსკურსიაზე, 14 წლის გულის შეტევით გარდაიცვალა. ეს იყო მოულოდნელი, არანაირი ავადმყოფობა ბავშვს არ ჰქონია. უცბად მოხდა ყველაფერი. წავიდა ბორჯომში ექსკურსიაზე და ოჯახის წევრებს შეატყობინეს, ბავშვი დაიღუპაო. ანას დიდი სტრესი აქვს გადატანილი, ფაქტობრივად, მისი და მისი დების ხელში გაიზარდა დათუნა, დათუნაც ისეთი ბავშვი იყო - თბილი, მოსიყვარულე, განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა მშობლებთან. საერთოდ, ოჯახია ისეთი, რომ ხუთივე და-ძმა თბილი და მოსიყვარულეები არიან. სამწუხაროდ, ამ საოცარ ადამიანებს ასეთი უბედურება დაატყდათ თავს. ანას ამბავმა კიდევ უფრო დაამძიმა მათი მდგომარეობა.

- ანასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში ორ ვერსიას განიხილავენ: თვითმკვლელობას და შემთხვევითობას. ოჯახის წევრები, ნათესავები რა ინფორმაციას ფლობთ?

- ჯერჯერობით, დასკვნა არაა და გამოძიება მიმდინარეობს. ამიტომ, ზუსტად ვერავინ ვერაფერს იტყვის. უბრალოდ, ჩემი გადმოსახედიდან, გამორიცხულია, ანას თავი მოეკლა. ანას ცხოვრება ისე წავიდა, მიუხედავად იმ დიდი სტრესისა, რაც დათუნას გარდაცვალებამ გამოიწვია ოჯახში, მთელი არსებით ჩართული იყო თავის პროფესიაში და დიდი წარმატებებიც ჰქონდა. იმდენად კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და ისე დატვირთული იყო, გამორიცხულია თავი მოეკლა.

- სადაც ოჯახი ცხოვრობდა, იმ ბინაში მოხდა ეს უბედური შემთხვევა?

- დიახ, თავის სახლში. ოჯახს საკუთარი ბინა აქვს მოსკოვში. დედა სულ მასთან იყო, რადგან რთულია ამხელა ქალაქში ბავშვის მარტო გაშვება. ანაც აგვისტოში საქართველოში ისვენებდა და ცოტა ხნის წინ დაბრუნდა მოსკოვში. დედა იმ დღეს ჩავიდა და ასეთი სიტუაცია დახვდა. მოსკოვში, ოლიმპიურ სოფელში მე-12 სართულზე ჰქონდათ ბინა. გამოძიების დასკვნები ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი. პატარ-პატარა პრობლემა ყველა ოჯახშია, მაგრამ ეს ორი, ძალიან დიდი განსაცდელი, სრული შოკია, ამ კეთილ, შრომისმოყვარე, ინტელიგენტური ოჯახისთვის.

ნინო სანებლიძე

ჟურნალი "თბილისელები"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია