პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურორი ვახტანგ ქირია სავარაუდოდ, მოკლული იპოვეს
პროკურორი ვახტანგ ქირია სავარაუდოდ, მოკლული იპოვეს

სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რი ვახ­ტანგ ქი­რია, სა­ვა­რა­უ­დოდ, მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დოდ, პრო­კუ­რო­რის ცხე­და­რი ქავ­თა­რა­ძის ქუ­ჩა­ზე 35-ე სკო­ლას­თან მდე­ბა­რე კორ­პუ­სის პირ­ველ სარ­თულ­ზე აღ­მო­ჩი­ნეს. ად­გილ­ზე ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ჯერ კონ­კრე­ტულ გან­ცხა­დე­ბას არ აკე­თე­ბენ.

სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის უფ­როს პრო­კუ­რორს ვახ­ტანგ ქი­რი­ას რამ­დე­ნი­მე დღეა ვერ პო­უ­ლო­ბენ. ქი­რია სახ­ლი­დან გა­ვი­და და აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. მისი ტე­ლე­ფო­ნი კი რუს­თავ­ში, ქუ­ჩა­ში იპო­ვეს, მაგ­რამ თა­ვად არ­სად ჩანს. ასე­ვე ვერ აგ­ნე­ბენ ქი­რი­ას ავ­ტო­მო­ბილს.

"კუ­რი­ე­რის" ცნო­ბით, ქი­რი­ას ოჯა­ხი კო­მენ­ტარს არ აკე­თებს და შე­საძ­ლო ვერ­სი­ებ­ზე არ სა­უბ­რობს. "რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რო­რის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ერთ-ერთ ვერ­სი­ად მისი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა. კერ­ძოდ, ქი­რია ზუგ­დი­დის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მუ­შა­ობ­და და მას ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბი ება­რა. ასე­ვე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოთხი დღის წინ მას უც­ნობ­მა პი­რებ­მა და­უ­რე­კეს, იგი სახ­ლი­დან გა­ვი­და, მან მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს მხო­ლოდ ერთხელ უპა­სუ­ხა, ხოლო შინ აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნა­თია სუ­ხი­აშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გუ­შინ გა­ნუ­ცხა­და, რომ სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი პრო­კუ­რო­რი ვახ­ტანგ ქი­რია თით­ქმის ორი დღეა არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა სამ­სა­ხურ­ში და არც ოჯახ­თან კონ­ტაქ­ტზე გა­სუ­ლა. მი­სი­ვე თქმით, ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნის მიზ­ნით.

იხი­ლეთ ვი­დეო

ასე­ვე იხი­ლეთ| შვი­ლის მო­ნა­თხრო­ბი პრო­კუ­რორ­ზე, რო­მე­ლიც არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

პროკურორი ვახტანგ ქირია სავარაუდოდ, მოკლული იპოვეს

პროკურორი ვახტანგ ქირია სავარაუდოდ, მოკლული იპოვეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი ვახტანგ ქირია, სავარაუდოდ, მოკლული იპოვეს. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, პროკურორის ცხედარი ქავთარაძის ქუჩაზე 35-ე სკოლასთან მდებარე კორპუსის პირველ სართულზე აღმოჩინეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სამართალდამცველები ჯერ კონკრეტულ განცხადებას არ აკეთებენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას რამდენიმე დღეა ვერ პოულობენ. ქირია სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ტელეფონი კი რუსთავში, ქუჩაში იპოვეს, მაგრამ თავად არსად ჩანს. ასევე ვერ აგნებენ ქირიას ავტომობილს.

"კურიერის" ცნობით, ქირიას ოჯახი კომენტარს არ აკეთებს და შესაძლო ვერსიებზე არ საუბრობს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, პროკურორის გაუჩინარების ერთ-ერთ ვერსიად მისი სამსახურეობრივი საქმიანობა განიხილება. კერძოდ, ქირია ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში მუშაობდა და მას ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულები ებარა. ასევე ტელეკომპანიის ინფორმაციით, ოთხი დღის წინ მას უცნობმა პირებმა დაურეკეს, იგი სახლიდან გავიდა, მან მობილურ ტელეფონს მხოლოდ ერთხელ უპასუხა, ხოლო შინ აღარ დაბრუნებულა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" გუშინ განუცხადა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირია თითქმის ორი დღეა არ გამოცხადებულა სამსახურში და არც ოჯახთან კონტაქტზე გასულა. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მოქმედებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ| შვილის მონათხრობი პროკურორზე, რომელიც არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია