გუდაურში უბედური შემთხვევის შედეგად 12 წლის გოგონა გარდაიცვალა. ტრაგედია პირველ სასრიალო სპორტულ ტრასაზე მოხდა, რა დროსაც სავარაუდოდ 18 წლის ბიჭმა თხილამურები ვერ დაიმორჩილა და ბავშვს დაეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ბიჭი კი დაშავდა და ამ დროისთვის მკურნალობას გუდაურის ამბულატორიულ საავადმყოფოში გადის. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც "ამბები.გე"-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.