თვითმხილველები აცხადებენ, რომ ელიავაზე, გუდაუთის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის ადგილზე ორი ადამიანია დაკარგული.
როგორც საწყობში მომუშავე პირები აცხადებენ, ცეცხლი საწყობში უცბად გაჩნდა და რა იყო გამომწვევი მიზეზი, მათ ვერ შენიშნეს. მათივე განმარტებით, ადგილზე შეიქმნა ქაოსი, რომლის დროსაც ისინი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ცეცხლში ორი პირი დაიწვა.
მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.
სასწრაფოს ბრიგადებმა რამდენიმე დაშავებული საავადმოყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე გასულია 14 სამაშველო ჯგუფი.
ყველა ინფორმაცია ხანძრის შესახებ იხილეთ ტეგზე# ხანძარი ელიავაზე