Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩქარა აშენებდა, არ ამიკრძალონ და ბევრი მოვასწროვო" - რას ჰყვებიან სპორტის სასახლესთან ჩამონგრეულ შენობაზე ადგილობრივი მაცხოვრებლები
"ჩქარა აშენებდა, არ ამიკრძალონ და ბევრი მოვასწროვო" - რას ჰყვებიან სპორტის სასახლესთან ჩამონგრეულ შენობაზე ადგილობრივი მაცხოვრებლები

გა­ნახ­ლე­ბა| აფა­ქი­ძის ქუ­ჩა­ზე ნგრე­ვის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი ერთ-ერთი ახალ­გაზ­რდა 18 წლის იყო

თბი­ლის­ში სპორ­ტის სა­სახ­ლის უკან გა­მოთ­ვლი­თი მა­ტე­მა­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის ყო­ფი­ლი შე­ნო­ბის ნა­წი­ლის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად ობი­ექ­ტზე მო­მუ­შა­ვე ოთხი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. სამი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­თხე მუშა კი სა­ა­ვად­მყო­ში (კად­რე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან)

რო­გორც Ambebi.ge-ს სპორ­ტის სა­სახ­ლის უკან მდე­ბა­რე აფა­ქი­ძის ქუ­ჩის მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა უთხრეს, მშე­ნებ­ლო­ბა უკა­ნო­ნოდ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მათ მიერ შე­ტა­ნილ გან­ცხა­დე­ბებ­ზე მშე­ნებ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მე­რია უა­რით ის­ტუმ­რებ­და (თვითმხილ­ვე­ლე­ბი ტრა­გე­დი­ა­ზე)

რე­დაქ­ცია: თე­მის ყვე­ლა დე­ტა­ლი და გა­ნახ­ლე­ბა იხი­ლეთ თეგ­ზე #ტრა­გე­დია სპორ­ტის სა­სახ­ლეს­თან

"ძა­ლი­ან ბევ­რს ვაფრ­თხი­ლებ­დი და ძა­ლი­ან ბევ­რს ვიბ­რძო­დი, არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რიც გა­ვაფრ­თხი­ლე, ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რიც, მერ­თა­ნაც შე­ვე­დი, მაგ­რამ ყუ­რად არ იღეს. მერს წე­რი­ლი გა­და­ვე­ცი, სა­დაც წე­რია, რომ ეს მშე­ნებ­ლო­ბა საფრ­თხის შემ­ცვე­ლია და ყვე­ლას უფ­ლე­ბა ირ­ღვე­ვა. სა­ჩი­ვა­რი პირ­ველ ივ­ნისს შე­ვი­ტა­ნე, ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რი კი 26 ივ­ნისს მობ­რძან­და, მა­ნამ­დე იმ ადა­მი­ან­მა სამი სარ­თუ­ლი აა­შე­ნა, სა­ძირ­კვე­ლი ამო­თხა­რა და ეს ბი­ჭე­ბი მუ­შა­ო­ბით და­ხო­ცა.

მშე­ნებ­ლე­ბის სი­ხარ­ბეს სა­ზღვა­რი არ აქვს, გვერ­დით სას­ტუმ­რო რომ ჩა­ა­შე­ნა ჯერ იმის მშე­ნებ­ლო­ბით მოგ­ვკლა და შეგ­ვა­ვიწ­რო­ვა, ახლა ზედ ფან­ჯა­რა­ზე მა­შე­ნე­ბენ შე­ნო­ბას. ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხურ­მა გვი­თხრა, რომ სა­სა­მარ­თლო­ში უნდა იჩივ­ლო­თო. ახლა ჩქა­რა აშე­ნებ­და, არი­ქა, არ ამიკ­რძა­ლონ და ბევ­რი მო­ვას­წრო­ვო, მშე­ნებ­ლო­ბის სი­ღო­რეს სა­ზღვა­რი არ აქვს", - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რე­ბე­ლი ნინო ურუ­შა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბა პერ­მა­მენ­ტუ­ლად შე­იკ­რი­ბე­ბა, სა­ნამ და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბელ პა­სუხს არ მი­ი­ღე­ბენ.

"იმ და­ღუ­პუ­ლი ბი­ჭე­ბის სა­ხელ­ზე აა­შე­ნონ ეკ­ლე­სია და გა­ა­კე­თონ სკვე­რი, კორ­ტე­ბი, ბა­სე­ი­ნი, რაც თა­ვის დრო­ზე იყო გათ­ვლი­ლი. ვაფრ­თხი­ლებ­დით, რომ შე­ნო­ბა დარ­ღვე­ვე­ბით შენ­დე­ბო­და, მაგ­რამ ყუ­რად არა­ვინ იღო".

ერთ-ერთი მა­ცხოვ­რებ­ლის თქმით, შე­ნო­ბა უკა­ნო­ნოდ შენ­დე­ბო­და. მი­სი­ვე თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბა ინ­სტი­ტუ­ტის სკო­ლად გა­და­კე­თე­ბას ითხოვ­და.

"სა­წყა­ლი ბი­ჭე­ბი ჩა­მო­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ ქა­ლაქ­ში და ოჯა­ხის სარ­ჩე­ნად მუ­შა­ობ­დნენ, სულ ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ. ისე სწრა­ფად აშე­ნებ­დნენ, სა­ხუ­რა­ვი უკვე ახ­დი­ლი იყო და ზედ სარ­თუ­ლე­ბი უნდა და­შე­ნე­ბუ­ლი­ყო. სი­ნამ­დვი­ლე­ში მო­სახ­ლე­ო­ბა ინ­სტი­ტუ­ტის სკო­ლად გა­და­კე­თე­ბას ითხოვ­და, ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სკო­ლა არ არ­სე­ბობს. გვერ­დით რაც ახა­ლი კორ­პუ­სე­ბი და სას­ტუმ­რო­ე­ბია, ყვე­ლა­ფე­რი ამ კომ­პა­ნი­ამ აა­შე­ნა. მო­სახ­ლე­ბას არა­ვინ აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას. ყვე­ლა­ფე­რი მა­გა­თია და ახლა ეს აკა­დე­მი­აც და­ით­რი­ეს.

ჩვენ რო­გორც ვი­ცით, ესეც სას­ტუმ­რო და კა­ზი­ნო უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ორ­მო­ცი ძირი ხე სულ მოჭ­რეს. ტე­რი­ტო­რია უგუ­ლა­ვას დროს უკა­ნო­ნოდ გა­ი­ყი­და და სა­ნამ მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყე­ბო­და მე­რი­ა­ში სა­ჩი­ვა­რი მა­ნამ­დე შე­ვი­ტა­ნეთ, პა­სუ­ხი კი მო­ვი­და რომ ჩვე­ნი კომ­პე­ტენ­ცია არ არი­სო. დი­ლას 7 სა­ათ­ზე უკვე ამ­სხვრევ­დნენ ყვე­ლა­ფერს და ხალ­ხი წუხ­დე­ბო­და, მე­რი­ა­ში გან­ცხა­დე­ბა მე­ო­რე­დაც შე­ვი­ტა­ნეთ, მაგ­რამ შე­ვეშ­ვით, აზრი აღარ ჰქონ­და. ინ­სტი­ტუ­ტში მყო­ფი მეც­ნი­ე­რე­ბი სულ ძა­ლით გა­მო­ყა­რეს, ყვე­ლა­ფე­რი გას­დი­ო­დათ და ახ­ლაც გას­დით", - ამ­ბობს აფა­ქი­ძის ქუ­ჩის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი.

რო­გორც ინ­სტი­ტუტ­თან გაკ­რულ აბ­რა­ზეა მი­თი­თე­ბუ­ლი, ად­გილ­ზე 6 სარ­თუ­ლი­ან სო­ფი­სე შე­ნო­ბას შპს "ტიფ­ლის ბიზ­ნეს ცენ­ტრი" აშე­ნებს, ნე­ბარ­თვის გამ­ცე­მი კი მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რია.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

"ჩქარა აშენებდა, არ ამიკრძალონ და ბევრი მოვასწროვო" - რას ჰყვებიან სპორტის სასახლესთან ჩამონგრეულ შენობაზე ადგილობრივი მაცხოვრებლები

"ჩქარა აშენებდა, არ ამიკრძალონ და ბევრი მოვასწროვო" - რას ჰყვებიან სპორტის სასახლესთან ჩამონგრეულ შენობაზე ადგილობრივი მაცხოვრებლები

განახლება| აფაქიძის ქუჩაზე ნგრევის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდა 18 წლის იყო

თბილისში სპორტის სასახლის უკან გამოთვლითი მატემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ობიექტზე მომუშავე ოთხი ადამიანი დაიღუპა. სამი ადგილზე გარდაიცვალა, მეოთხე მუშა კი საავადმყოში (კადრები შემთხვევის ადგილიდან)

როგორც Ambebi.ge-ს სპორტის სასახლის უკან მდებარე აფაქიძის ქუჩის მაცხოვრებლებმა უთხრეს, მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობდა და მათ მიერ შეტანილ განცხადებებზე მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით, მერია უარით ისტუმრებდა (თვითმხილველები ტრაგედიაზე)

რედაქცია: თემის ყველა დეტალი და განახლება იხილეთ თეგზე #ტრაგედია სპორტის სასახლესთან

"ძალიან ბევრს ვაფრთხილებდი და ძალიან ბევრს ვიბრძოდი, არქიტექტურის სამსახურიც გავაფრთხილე, ზედამხედველობის სამსახურიც, მერთანაც შევედი, მაგრამ ყურად არ იღეს. მერს წერილი გადავეცი, სადაც წერია, რომ ეს მშენებლობა საფრთხის შემცველია და ყველას უფლება ირღვევა. საჩივარი პირველ ივნისს შევიტანე, ზედამხედველობის სამსახური კი 26 ივნისს მობრძანდა, მანამდე იმ ადამიანმა სამი სართული ააშენა, საძირკველი ამოთხარა და ეს ბიჭები მუშაობით დახოცა.

მშენებლების სიხარბეს საზღვარი არ აქვს, გვერდით სასტუმრო რომ ჩააშენა ჯერ იმის მშენებლობით მოგვკლა და შეგვავიწროვა, ახლა ზედ ფანჯარაზე მაშენებენ შენობას. ზედამხედველობის სამსახურმა გვითხრა, რომ სასამართლოში უნდა იჩივლოთო. ახლა ჩქარა აშენებდა, არიქა, არ ამიკრძალონ და ბევრი მოვასწროვო, მშენებლობის სიღორეს საზღვარი არ აქვს", - ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი მაცხოვრებელი ნინო ურუშაძე.

მისივე თქმით, მოსახლეობა პერმამენტულად შეიკრიბება, სანამ დამაკმაყოფილებელ პასუხს არ მიიღებენ.

"იმ დაღუპული ბიჭების სახელზე ააშენონ ეკლესია და გააკეთონ სკვერი, კორტები, ბასეინი, რაც თავის დროზე იყო გათვლილი. ვაფრთხილებდით, რომ შენობა დარღვევებით შენდებოდა, მაგრამ ყურად არავინ იღო".

ერთ-ერთი მაცხოვრებლის თქმით, შენობა უკანონოდ შენდებოდა. მისივე თქმით, მოსახლეობა ინსტიტუტის სკოლად გადაკეთებას ითხოვდა.

"საწყალი ბიჭები ჩამოსულები იყვნენ ქალაქში და ოჯახის სარჩენად მუშაობდნენ, სულ ახალგაზრდები იყვნენ. ისე სწრაფად აშენებდნენ, სახურავი უკვე ახდილი იყო და ზედ სართულები უნდა დაშენებულიყო. სინამდვილეში მოსახლეობა ინსტიტუტის სკოლად გადაკეთებას ითხოვდა, ამ ტერიტორიაზე სკოლა არ არსებობს. გვერდით რაც ახალი კორპუსები და სასტუმროებია, ყველაფერი ამ კომპანიამ ააშენა. მოსახლებას არავინ აქცევს ყურადღებას. ყველაფერი მაგათია და ახლა ეს აკადემიაც დაითრიეს.

ჩვენ როგორც ვიცით, ესეც სასტუმრო და კაზინო უნდა ყოფილიყო. ორმოცი ძირი ხე სულ მოჭრეს. ტერიტორია უგულავას დროს უკანონოდ გაიყიდა და სანამ მშენებლობა დაიწყებოდა მერიაში საჩივარი მანამდე შევიტანეთ, პასუხი კი მოვიდა რომ ჩვენი კომპეტენცია არ არისო. დილას 7 საათზე უკვე ამსხვრევდნენ ყველაფერს და ხალხი წუხდებოდა, მერიაში განცხადება მეორედაც შევიტანეთ, მაგრამ შევეშვით, აზრი აღარ ჰქონდა. ინსტიტუტში მყოფი მეცნიერები სულ ძალით გამოყარეს, ყველაფერი გასდიოდათ და ახლაც გასდით", - ამბობს აფაქიძის ქუჩის მაცხოვრებელი.

როგორც ინსტიტუტთან გაკრულ აბრაზეა მითითებული, ადგილზე 6 სართულიან სოფისე შენობას შპს "ტიფლის ბიზნეს ცენტრი" აშენებს, ნებართვის გამცემი კი მერიის არქიტექტურის სამსახურია.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია