მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

14

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 22:16-ზე, მთვარე კუროში იქნება 17:21-დან – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისთვის, ქალაქგარეთ გასეირნებისა და მივლინებისთვის. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიცავით ყელი და ყურები. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. კარგია რემონტის დაწყება. დღეს დაუთოებული თეთრეული და ტანსაცმელი დიდხანს დარჩება სწორი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპორტის სასახლესთან შენობის ჩამონგრევას სამი ადამიანი ემსხვერპლა
სპორტის სასახლესთან შენობის ჩამონგრევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

თბი­ლის­ში, აფა­ქი­ძის #13-ში მდე­ბა­რე გა­მოთ­ვლი­თი მა­თე­მა­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის შე­ნო­ბის რამ­დე­ნი­მე სარ­თუ­ლის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად სამი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი ად­გი­ლი­დან იუ­წყე­ბა, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი აღ­ნიშ­ნულ ობი­ექ­ტზე მო­მუ­შა­ვე მუ­შე­ბი არი­ან.

ინ­ფორ­მა­ცია სამი ადა­მი­ა­ნის და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ ადას­ტუ­რე­ბენ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტში. რო­გორც დე­პარ­ტა­მენ­ტის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნა­ცხა­დეს, სამი ცხე­და­რი ნან­გრე­ვე­ბი­დან ამოყ­ვა­ნი­ლია. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

თბი­ლის­ში, სპორ­ტის სა­სახ­ლის უკან, აფა­ქი­ძის #13-ში გა­მოთ­ვლი­თი მა­თე­მა­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის შე­ნო­ბის რამ­დე­ნი­მე სარ­თუ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის წინ ჩა­მო­ინ­გრა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მოთ­ვლი­თი მა­თე­მა­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ის შე­ნო­ბა ცოტა ხნის გას­ხვის­და და იქ სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბა იგე­მე­ბობ­და.

სამი მუ­შის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გარ­და, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მძი­მედ და­შავ­და კი­დევ ერთი მუშა, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

ასე­ვე იხი­ლეთ| სახ­ლის ჩა­მონ­გრე­ვის ამ­სახ­ვე­ლი პირ­ვე­ლი კად­რე­ბი - რა მოხ­და სპორ­ტის სა­სახ­ლეს­თან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რამდენი ადამიანი იღებს 100 ლარზე ნაკლებ და 100 ათას ლარზე მეტ თვიურ ხელფასს
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სპორტის სასახლესთან შენობის ჩამონგრევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

სპორტის სასახლესთან შენობის ჩამონგრევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, აფაქიძის #13-ში მდებარე გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის შენობის რამდენიმე სართულის ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, გარდაცვლილები აღნიშნულ ობიექტზე მომუშავე მუშები არიან.

ინფორმაცია სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში. როგორც დეპარტამენტის პრესსამსახურში განაცხადეს, სამი ცხედარი ნანგრევებიდან ამოყვანილია. მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

თბილისში, სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის #13-ში გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის შენობის რამდენიმე სართული დაახლოებით ერთი საათის წინ ჩამოინგრა. ადგილობრივების ინფორმაციით, გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუის შენობა ცოტა ხნის გასხვისდა და იქ სასტუმროს მშენებლობა იგემებობდა.

სამი მუშის გარდაცვალების გარდა, შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა კიდევ ერთი მუშა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ასევე იხილეთ| სახლის ჩამონგრევის ამსახველი პირველი კადრები - რა მოხდა სპორტის სასახლესთან

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია