პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ და რა გარემოებაში იმსხვერპლა სტიქიამ: ძლიერი წვიმის ყველაზე დრამატული შედეგები
ვინ და რა გარემოებაში იმსხვერპლა სტიქიამ: ძლიერი წვიმის ყველაზე დრამატული შედეგები

ინ­ფოგ­რა­ფი­კა| ტრა­გი­კუ­ლი 13: სტი­ქი­ას შე­წი­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და დრა­მა­ტუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ერთ ინ­ფოგ­რა­ფი­კა­ში

13 ივ­ნი­სის ღა­მეს თბი­ლის­ში მო­სულ­მა ძლი­ერ­მა წვი­მამ დე­და­ქა­ლაქ­ში მძი­მე ვი­თა­რე­ბა შექ­მნა. სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრი მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბა და ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რი­აა.

ძლი­ერ წვი­მას და წყალ­დი­დო­ბას თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძლი­ერ წვი­მის შე­დე­გად 12 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი, თუმ­ცა მო­ნა­ცე­მე­ბი შე­საძ­ლოა, ყო­ველ­წუთს შე­იც­ვა­ლოს და კი­დევ უფრო დამ­ძიმ­დეს.

გარ­დაც­ვლილ­თა­გან ორი ადა­მი­ა­ნი წყნე­თი-ბე­თა­ნი­ის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე მე­წყე­რის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. ერთი გარ­დაც­ვლი­ლი ქალი, ერთი კი 40 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კა­ცია.

წყნე­თი-ბე­თა­ნი­ის გზა­ზე ჩა­მო­წო­ლი­ლი მე­წყე­რის შე­დე­გად 4 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. მათ სხვა­დას­ხვა სა­ხის მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი მაშ­ვე­ლებ­მა სტი­ქი­ის ზო­ნი­დან კო­ჯრის მხრი­დან გა­იყ­ვა­ნეს. ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა 5 ადა­მი­ა­ნის ძებ­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ად­გილ­ზე ში­ნა­გას საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და გე­ო­ლო­გე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

4 ცხე­და­რი იქნა ნა­პოვ­ნი ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ცხედ­რე­ბი უკვე პრო­ზექ­ტუ­რა­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტო­რის ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოთხი გარ­დაც­ვლი­ლი­დან სამი ზო­ო­პარ­კის თა­ნამ­შრო­მე­ლია. და­ღუ­პულ­თა შო­რის არის გუ­ლი­კო ჭი­ტა­ძე და მისი მე­უღ­ლეც.

ნა­ხეთ| მშვი­დო­ბით, მე­გო­ბა­რო! - გუ­ლი­კო ჭი­ტა­ძე, რო­მე­ლიც ვე­ფხვებს გა­და­ურ­ჩა, სტი­ქი­ამ იმ­სხვერ­პლა

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­თხე ცხე­დარს, გუ­რი­ე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ეს არის ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას ცხე­და­რი, რო­მე­ლიც არ იყო ზო­ო­პარ­კის თა­ნამ­შრო­მე­ლი და სა­ვა­რა­უ­დოდ, მისი ცხე­და­რი მო­ვარ­დნილ­მა წყალ­მა გა­მო­რი­ყა ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

მსხვერ­პლი იყო ვა­კე­ში, სვა­ნა­ძის ქუ­ჩა­ზეც. სვა­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე გარ­და­იც­ვა­ლა 4 ქალი, აქე­დან 2 ახალ­გაზ­რდა, 2 კი სა­შუ­ა­ლო ასა­კის დები არი­ან. სვა­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა.

გა­დაც­ვლი­ლე­ბის გარ­და ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია და­კარ­გუ­ლე­ბის შე­სა­ხებ. და­კარ­გულ დებს, ინ­დი­რა და ლიზა ზა­რან­დი­ებს ამ დრომ­დე ვერ პო­უ­ლო­ბენ. რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, დები და­ახ­ლო­ე­ბით 00:30 სა­ათ­ზე თბი­ლის­ში, "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნი­დან" ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ე­მარ­თე­ბოდ­ნენ.

მა­თი­ვე თქმით, ორი­ვე დას გა­თი­შუ­ლი აქვს ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი და ამ დრომ­დე კონ­ტაქ­ტზე არ გა­მო­დი­ან.

ახ­ლობ­ლებ­მა მი­მარ­თეს ყვე­ლა შე­სა­ბა­მის უწყე­ბას, თუმ­ცა მათ შე­სა­ხებ არა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლო­ბენ.

დები ზა­რან­დი­ე­ბი 22 და 25 წლის არი­ან. მა­თტან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და კი­დევ ერთი პირი, 27 წლის სერ­გო კა­პა­ნა­ძე. და­კარ­გუ­ლი სერ­გო კა­პა­ნა­ძის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სერ­გო კა­პა­ნა­ძე დებ ინ­დი­რა და ლიზა ზა­რან­დი­ებ­თან ერ­თად ტაქ­სით მგზავ­რობ­და. მას­თან კონ­ტაქ­ტი 00:30 სა­ათ­ზე შე­წყდა, რის შემ­დე­გაც მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე ვე­ღარ უკავ­შირ­დე­ბი­ან.

რა­ი­მე სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ოჯა­ხი აღ­ნიშ­ნულ ნო­მერ­ზე და­კავ­ში­რე­ბას და ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას ითხოვს – 574194455.

ნა­ხეთ| ოჯა­ხის წევ­რე­ბი წუ­ხან­დე­ლი სტი­ქი­ის შემ­დეგ და­კარ­გულ დებს, ინ­დი­რა და ლიზა ზა­რან­დი­ებს ეძე­ბენ

სტი­ქი­ის­გან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დი შე­იქ­მნა. (https://docs.google.com/forms/d/18UeTz-i667-WaAhHLZqmDqn49rIa0Y4cDyeE1UhQZM8/viewform). აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქე­ლებ­ში გავ­რცელ­და.

მო­ხა­ლი­სე­ო­ბის მსურ­ვე­ლებ­მა და­რე­გის­ტრი­რე­ბის­თვის აპ­ლი­კა­ცია უნდა შე­ავ­სონ, რის­თვი­საც უნდა მი­უ­თი­თონ სა­ხე­ლი და გვა­რი, სა­კონ­ტაქ­ტო ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი, ელ.ფოს­ტის მი­სა­მარ­თი და მი­უ­თი­თოს თუ რა სა­ხის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა შე­უძ­ლია მას.

ჯონი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ვინ და რა გარემოებაში იმსხვერპლა სტიქიამ: ძლიერი წვიმის ყველაზე დრამატული შედეგები

ვინ და რა გარემოებაში იმსხვერპლა სტიქიამ: ძლიერი წვიმის ყველაზე დრამატული შედეგები

ინფოგრაფიკა| ტრაგიკული 13: სტიქიას შეწირული მოქალაქეები და დრამატული მონაცემები ერთ ინფოგრაფიკაში

13 ივნისის ღამეს თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში მძიმე ვითარება შექმნა. სტიქიის ეპიცენტრი მდინარე ვერეს ხეობა და ზოოპარკის ტერიტორიაა.

ძლიერ წვიმას და წყალდიდობას თბილისში რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ძლიერ წვიმის შედეგად 12 ადამიანია გარდაცვლილი, თუმცა მონაცემები შესაძლოა, ყოველწუთს შეიცვალოს და კიდევ უფრო დამძიმდეს.

გარდაცვლილთაგან ორი ადამიანი წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერის შედეგად დაიღუპა. ერთი გარდაცვლილი ქალი, ერთი კი 40 წლამდე ასაკის მამაკაცია.

წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. მათ სხვადასხვა სახის მოტეხილობები აღენიშნებოდათ. დაშავებულები მაშველებმა სტიქიის ზონიდან კოჯრის მხრიდან გაიყვანეს. ამ დრომდე გრძელდება 5 ადამიანის ძებნის სამუშაოები. ადგილზე შინაგას საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და გეოლოგები მუშაობენ.

4 ცხედარი იქნა ნაპოვნი ზოოპარკის ტერიტორიაზე. ცხედრები უკვე პროზექტურაში არიან გადაყვანილი. ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით, ოთხი გარდაცვლილიდან სამი ზოოპარკის თანამშრომელია. დაღუპულთა შორის არის გულიკო ჭიტაძე და მისი მეუღლეც.

ნახეთ| მშვიდობით, მეგობარო! - გულიკო ჭიტაძე, რომელიც ვეფხვებს გადაურჩა, სტიქიამ იმსხვერპლა

რაც შეეხება მეოთხე ცხედარს, გურიელიძის განცხადებით, ეს არის ახალგაზრდა გოგონას ცხედარი, რომელიც არ იყო ზოოპარკის თანამშრომელი და სავარაუდოდ, მისი ცხედარი მოვარდნილმა წყალმა გამორიყა ზოოპარკის ტერიტორიაზე.

მსხვერპლი იყო ვაკეში, სვანაძის ქუჩაზეც. სვანაძის ქუჩაზე გარდაიცვალა 4 ქალი, აქედან 2 ახალგაზრდა, 2 კი საშუალო ასაკის დები არიან. სვანაძის ქუჩაზე დაკარგული ადამიანების სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.

გადაცვლილების გარდა ვრცელდება ინფორმაცია დაკარგულების შესახებ. დაკარგულ დებს, ინდირა და ლიზა ზარანდიებს ამ დრომდე ვერ პოულობენ. როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, დები დაახლოებით 00:30 საათზე თბილისში, "თავისუფლების მოედნიდან" ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით მიემართებოდნენ.

მათივე თქმით, ორივე დას გათიშული აქვს ტელეფონის ნომერი და ამ დრომდე კონტაქტზე არ გამოდიან.

ახლობლებმა მიმართეს ყველა შესაბამის უწყებას, თუმცა მათ შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ.

დები ზარანდიები 22 და 25 წლის არიან. მათტან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, 27 წლის სერგო კაპანაძე. დაკარგული სერგო კაპანაძის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, სერგო კაპანაძე დებ ინდირა და ლიზა ზარანდიებთან ერთად ტაქსით მგზავრობდა. მასთან კონტაქტი 00:30 საათზე შეწყდა, რის შემდეგაც მობილურ ტელეფონზე ვეღარ უკავშირდებიან.

რაიმე სახის ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში ოჯახი აღნიშნულ ნომერზე დაკავშირებას და ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს – 574194455.

ნახეთ| ოჯახის წევრები წუხანდელი სტიქიის შემდეგ დაკარგულ დებს, ინდირა და ლიზა ზარანდიებს ეძებენ

სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის სპეციალური ინტერნეტგვერდი შეიქმნა. (https://docs.google.com/forms/d/18UeTz-i667-WaAhHLZqmDqn49rIa0Y4cDyeE1UhQZM8/viewform). აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქელებში გავრცელდა.

მოხალისეობის მსურველებმა დარეგისტრირებისთვის აპლიკაცია უნდა შეავსონ, რისთვისაც უნდა მიუთითონ სახელი და გვარი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი და მიუთითოს თუ რა სახის დახმარების გაწევა შეუძლია მას.

ჯონი პატარკაციშვილი

AMBEBI.GE

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია