რუსთავში, მეგობრობის გამზირზე #14 საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში 23 წლის გოგო, გ. კ. მეგობარმა გარდაცვლილი იპოვა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი მოკლულია და მას ყელი აქვს გამოჭრილი .
მეზობლების თქმით, ბინა სადაც გარდაცვლილი გოგო ნახეს, 30-წლამდე მამაკაცს ქონდა ნაქირავები.
მოგვიანებით, ბინაში გ.კ-ს დაქალმა მიაკითხა და ის უკვე გადაცვლილი დახვდა. გარდაცვლილის მეგობარი კლინიკა "რუსთავში" სტრესულ მდგომარეობაში გადაიყვანეს.
შსს-მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია რუსთავში მცხოვრები, 1992 წელს დაბადებული გიორგი მ. გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი მ-მ საკუთარ თანაკლასელს, 1992 წელს დაბადებულ გვანცა კ-ს, ცივი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა გიორგი მ. შემთხვევიდან რამდენიმე საათში, კისრის არეში მიყენებული ჭრილობებით, მკვლელობის ადგილიდან დაახლოებით 3 კილომეტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.