პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახლში შეეჭრნენ მძინარეს და მოგუდეს" - რას ყვებიან გარემოვაჭრეები ვაგზალზე მოვაჭრე ქალის მკვლელობაზე
"სახლში შეეჭრნენ მძინარეს და მოგუდეს" - რას ყვებიან გარემოვაჭრეები ვაგზალზე მოვაჭრე ქალის მკვლელობაზე

ვაგ­ზლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მკვლე­ლო­ბა მოხ­და. მოკ­ლუ­ლია ქალი, რო­მე­ლიც ვაგ­ზალ­ზე ბა­ნა­ნე­ბით ვაჭ­რობ­და. მომ­ხდარ­თან და­კა­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა შსს-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა, რო­მე­ლიც უარ­ყოფს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვით მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი ძარ­ცვა გახ­და [გან­ცხა­დე­ბის სრუ­ლი ტექ­სტი].

ვაგ­ზლის მო­ედ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სხვა მო­ვაჭ­რე­ე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­გან საქ­მის დრო­უ­ლად გა­მო­ძი­ე­ბას მო­ი­თხო­ვენ, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბით იმუქ­რე­ბი­ან.

"არა­ვის არა­ფერს არ უშავ­დე­ბა, პუ­რის ფულს აკე­თებ­და ქალი. სახ­ლში შე­ეჭრ­ნენ მძი­ნა­რეს, მო­გუ­დეს. ეს ამ­ბა­ვი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ირ­კვეს. ჩვენ ვი­თხოვთ გა­მო­ძი­ე­ბას, დამ­ნა­შა­ვე უნდა და­ი­სა­ჯოს, თუ არა­და ჩვენ ყვე­ლა ფეხ­ზე დავ­დგე­ბით და გზას გა­დავ­კე­ტავთ," - გა­ნა­ცხა­დეს "რუს­თა­ვი 2"-თან სა­უბ­რი­სას ვაგ­ზლის ბაზ­რო­ბა­ზე მო­ვაჭ­რე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც გარ­დაც­ვლილს კარ­გად იც­ნობ­დნენ.

ვაგ­ზლის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზეზს ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს.

"ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბულ­ნი არი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი. უკვე და­ი­ნიშ­ნა ექ­სპერ­ტი­ზა, რო­მე­ლიც ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის რე­ა­ლურ მი­ზეზს და­ად­გენს. ამ ეტაპ­ზე იმის თქმა ეს იყო მკვლე­ლო­ბა, თუ სხვა რამ, არ შეგ­ვიძ­ლია", - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია "ინ­ტერპრეს­ნი­სის" და "რუს­თა­ვი 2"-ს მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო

"სახლში შეეჭრნენ მძინარეს და მოგუდეს" - რას ყვებიან გარემოვაჭრეები ვაგზალზე მოვაჭრე ქალის მკვლელობაზე

"სახლში შეეჭრნენ მძინარეს და მოგუდეს" - რას ყვებიან გარემოვაჭრეები ვაგზალზე მოვაჭრე ქალის მკვლელობაზე

ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა. მოკლულია ქალი, რომელიც ვაგზალზე ბანანებით ვაჭრობდა. მომხდართან დაკაშირებით განცხადება გაავრცელა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა, რომელიც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით მკვლელობის მიზეზი ძარცვა გახდა [განცხადების სრული ტექსტი].

ვაგზლის მოედნის ტერიტორიაზე სხვა მოვაჭრეები სამართალდამცავებისგან საქმის დროულად გამოძიებას მოითხოვენ, სხვა შემთხვევაში, საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

"არავის არაფერს არ უშავდება, პურის ფულს აკეთებდა ქალი. სახლში შეეჭრნენ მძინარეს, მოგუდეს. ეს ამბავი აუცილებლად უნდა გაირკვეს. ჩვენ ვითხოვთ გამოძიებას, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, თუ არადა ჩვენ ყველა ფეხზე დავდგებით და გზას გადავკეტავთ," - განაცხადეს "რუსთავი 2"-თან საუბრისას ვაგზლის ბაზრობაზე მოვაჭრეებმა, რომლებიც გარდაცვლილს კარგად იცნობდნენ.

ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

"ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. უკვე დაინიშნა ექსპერტიზა, რომელიც ქალის გარდაცვალების რეალურ მიზეზს დაადგენს. ამ ეტაპზე იმის თქმა ეს იყო მკვლელობა, თუ სხვა რამ, არ შეგვიძლია", - აცხადებენ შსს-ში.

მომზადებულია "ინტერპრესნისის" და "რუსთავი 2"-ს მასალების მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია