პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''იურის რომ სცოდნოდა მოკლავდნენ, მაინც არ გაჩერდებოდა'' - რას ყვება ვაზაგაშვილის და ძმასთან უკანასკნელ შეხვედრაზე
''იურის რომ სცოდნოდა მოკლავდნენ, მაინც არ გაჩერდებოდა'' - რას ყვება ვაზაგაშვილის და ძმასთან უკანასკნელ შეხვედრაზე

იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი 20 იან­ვარს კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ყა­რა­ფი­ლა­ში, სა­კუ­თა­რი შვი­ლის საფ­ლავ­ზე მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. ზოგი ფიქ­რობს, რომ იური ვა­ზა­გაშ­ვილ­მა შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის დაჩ­ქა­რე­ბა, რაც ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­უ­ღა­ლა­ვი ბრძო­ლით ვერ მო­ა­ხერ­ხა, სიკ­ვდი­ლით შეძ­ლო და ძა­ლი­ან მალე ყვე­ლა დე­ტა­ლი გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ჩვენ ვე­სა­უბ­რეთ იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის დას, მა­ნა­ნა ვა­ზა­გაშ­ვილს, რო­მე­ლიც იმედს არ კარ­გავს და სჯე­რა, რომ ბო­ლოს და ბო­ლოს სი­მარ­თლე გა­ირ­კვე­ვა.

- შე­გიძ­ლი­ათ, გა­იხ­სე­ნოთ ძმას­თან შეხ­ვედ­რის ბოლო დღე და რო­გორ გან­წყო­ბა­ზე იყო?

- ბო­ლოს რომ შევ­ხვდი, დიდი იმე­დი ჰქონ­და, რომ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­იხ­სნე­ბო­და ზუ­რას საქ­მე. იმე­დი­ა­ნად იყო და გან­წყო­ბაც შე­და­რე­ბით გა­მო­უ­კეთ­და ბოლო დროს.

- თქვენ იცით, ვინ უნდა ყო­ფი­ლი­ყო მოწ­მე, რო­მე­ლიც საქ­მეს მთლი­ა­ნად შეც­ვლი­და?

- ამ ყვე­ლა­ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით მე არ ვარ საქ­მის კურ­სში.

- იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლე­ბი თქვენ­თვის ცნო­ბი­ლია?

- არა. ბოლო დროს იური ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი იყო და მას­თან არც მი­სა­უბ­რია. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ბე­დის­წე­რო დღე­საც ვნა­ხე, მაგ­რამ არ გვი­ლა­პა­რა­კია. შეხ­ვედ­რი­სას გა­დავ­კოც­ნე და მო­ვი­კი­თხე. არ დაგ­ვცალ­და, რომ გავ­სა­უბ­რე­ბო­დი.

- ცუდი წი­ნათ­გრძნო­ბა ჰქონ­და?

- არა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან შეხ­ვე-დრის შემ­დეგ კარგ გან­წყო­ბა­ზე იყო - ძა­ლი­ან და­ი­მე­დე­ბუ­ლი, რომ ამ დღე­ებ­ში საქ­მე გა­იხ­სნე­ბო­და. ეს დე­ტა­ლე­ბი გად-მო­ცე­მით ვიცი. მას­თან ამ ყვე­ლა­ფერ­ზე არ მი­ლა­პა­რა­კია.

- ბა­ტო­ნი იური ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა მას შემ­დეგ, რაც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში ჩა­ე­ბა?

- ჩემი ძმა იყო ძა­ლი­ან კარ­გი და ხა­ლი­სი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ ზუ­რი­კოს სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ შე­მარ­თე­ბა აღარ ჰქონ­და. ძა­ლით და­დი­ო­და. ძა­ლი­ან მძი­მე დღე­ე­ბი აქვს გა­და­ტა­ნი­ლი. ზუ­რას სიკ­ვდი­ლი დიდი ტრა­გე­დია იყო არა მარ­ტო იუ­რის­თვის, არა­მედ ოჯა­ხის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბის­თვი­საც. ტრა­გე­დი­ას იური არ გა­უ­ბო­რო­ტე­ბია. სამ­შა­ბათს, რო­დე­საც თა­ვი­სი შვი­ლის საფ­ლავ­ზე მი­ვი­და, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა. პირ­ვე­ლი ის რომ არ მი­სუ­ლი­ყო, ბევ­რი და­ი­ღუ­პე­ბო­და. სო-ფელ­ში ყვე­ლა დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ ხალ­ხი ზუ­რი­კოს საფ­ლავ­თან გროვ­დე­ბა ხოლ­მე. ყვე­ლას ეცო­დე­ბა და ყვე­ლა ტი­რის მისი ბე­დის გამო. იური ისე­თი მებ­რძო­ლი ადა-მი­ა­ნი იყო, რომ სცოდ­ნო­და მოკ­ლავ­დნენ, მა­ინც არ გა­ჩერ­დე­ბო­და. ბრძო­ლას აუცი-ლებ­ლად გა­აგ­რძე­ლებ­და.

- რო­დის­მე დაც­ვის აყ­ვა­ნა­ზე უფიქ­რია? ანუ იმის გან­ცდა, რომ შეი- ძლე­ბა მო­ეკ­ლათ, რო­დის­მე ჰქო­ნია?

- იუ­რის არას­დროს შე­ში­ნე­ბია. ჩემი ძმა უში­შა­რი ადა­მი­ა­ნი იყო. გარ­და ამი­სა, ქა­ლებ­თან ასეთ რა­ღა­ცებ­ზე არ ლაპა-რა­კობ­და. იური იყო კაცი და კა­ცუ­რად წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

''იურის რომ სცოდნოდა მოკლავდნენ, მაინც არ გაჩერდებოდა'' - რას ყვება ვაზაგაშვილის და ძმასთან უკანასკნელ შეხვედრაზე

''იურის რომ სცოდნოდა მოკლავდნენ, მაინც არ გაჩერდებოდა'' - რას ყვება ვაზაგაშვილის და ძმასთან უკანასკნელ შეხვედრაზე

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის საფლავზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ზოგი ფიქრობს, რომ იური ვაზაგაშვილმა შვილის გარდაცვალების გამოძიების დაჩქარება, რაც ცხრა წლის განმავლობაში დაუღალავი ბრძოლით ვერ მოახერხა, სიკვდილით შეძლო და ძალიან მალე ყველა დეტალი გახდება ცნობილი. ჩვენ ვესაუბრეთ იური ვაზაგაშვილის დას, მანანა ვაზაგაშვილს, რომელიც იმედს არ კარგავს და სჯერა, რომ ბოლოს და ბოლოს სიმართლე გაირკვევა.

- შეგიძლიათ, გაიხსენოთ ძმასთან შეხვედრის ბოლო დღე და როგორ განწყობაზე იყო?

- ბოლოს რომ შევხვდი, დიდი იმედი ჰქონდა, რომ უახლოეს დღეებში გაიხსნებოდა ზურას საქმე. იმედიანად იყო და განწყობაც შედარებით გამოუკეთდა ბოლო დროს.

- თქვენ იცით, ვინ უნდა ყოფილიყო მოწმე, რომელიც საქმეს მთლიანად შეცვლიდა?

- ამ ყველაფერთან დაკავშირებით მე არ ვარ საქმის კურსში.

- იური ვაზაგაშვილის ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალები თქვენთვის ცნობილია?

- არა. ბოლო დროს იური ძალიან დაკავებული იყო და მასთან არც მისაუბრია. მისი გარდაცვალების საბედისწერო დღესაც ვნახე, მაგრამ არ გვილაპარაკია. შეხვედრისას გადავკოცნე და მოვიკითხე. არ დაგვცალდა, რომ გავსაუბრებოდი.

- ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა?

- არა. ბიძინა ივანიშვილთან შეხვე-დრის შემდეგ კარგ განწყობაზე იყო - ძალიან დაიმედებული, რომ ამ დღეებში საქმე გაიხსნებოდა. ეს დეტალები გად-მოცემით ვიცი. მასთან ამ ყველაფერზე არ მილაპარაკია.

- ბატონი იური ძალიან შეიცვალა მას შემდეგ, რაც სამართლიანობისთვის ბრძოლაში ჩაება?

- ჩემი ძმა იყო ძალიან კარგი და ხალისიანი ადამიანი, მაგრამ ზურიკოს სიკვდილის შემდეგ შემართება აღარ ჰქონდა. ძალით დადიოდა. ძალიან მძიმე დღეები აქვს გადატანილი. ზურას სიკვდილი დიდი ტრაგედია იყო არა მარტო იურისთვის, არამედ ოჯახის დანარჩენი წევრებისთვისაც. ტრაგედიას იური არ გაუბოროტებია. სამშაბათს, როდესაც თავისი შვილის საფლავზე მივიდა, რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. პირველი ის რომ არ მისულიყო, ბევრი დაიღუპებოდა. სო-ფელში ყველა დაკრძალვის შემდეგ ხალხი ზურიკოს საფლავთან გროვდება ხოლმე. ყველას ეცოდება და ყველა ტირის მისი ბედის გამო. იური ისეთი მებრძოლი ადა-მიანი იყო, რომ სცოდნოდა მოკლავდნენ, მაინც არ გაჩერდებოდა. ბრძოლას აუცი-ლებლად გააგრძელებდა.

- როდისმე დაცვის აყვანაზე უფიქრია? ანუ იმის განცდა, რომ შეი- ძლება მოეკლათ, როდისმე ჰქონია?

- იურის არასდროს შეშინებია. ჩემი ძმა უშიშარი ადამიანი იყო. გარდა ამისა, ქალებთან ასეთ რაღაცებზე არ ლაპა-რაკობდა. იური იყო კაცი და კაცურად წავიდა ამ ქვეყნიდან.

იხილეთ გაგრძელება

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია