საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკუთარი ქამრით ჩამოიხრჩო თავი" - რატომ მოიკლა თავი 20 წლის ბიჭმა "აჭარაბეთთან"
"საკუთარი ქამრით ჩამოიხრჩო თავი" - რატომ მოიკლა თავი 20 წლის ბიჭმა "აჭარაბეთთან"

თბი­ლის­ში, "აჭა­რა­ბე­თის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს. გარ­დაც­ვლი­ლი 20 წლი­საა. Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას თვითმხილ­ვე­ლი ამ­ბობს, რომ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ჯა­რის­კა­ცი იყო.

"იყო ძა­ლი­ან მთვრა­ლი. გამ­თე­ნი­ი­სას, ღა­მის 5 სა­ათ­ზე ჩა­ვი­და "აჭა­რა­ბეთ­ში" სა­თა­მა­შოდ, მაგ­რამ სიმ­თვრა­ლის გამო დაც­ვამ არ შე­უშ­ვა, რა­საც მოჰ­ყვა შე­ლა­პა­რა­კე­ბა დაც­ვა­სა და ბიჭს შო­რის. ამის შემ­დეგ ამო­ვი­და და კა­ზი­ნოს­თან სა­კუ­თა­რი ქამ­რით ჩა­მო­იხ­რჩო თავი", - ამ­ბობს თვითმხილ­ვე­ლი Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას.

გა­ნახ­ლე­ბა:

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, "აჭა­რა­ბეთ­თან" ჩა­მომ­ხრჩვა­ლი რი­გი­თი დათო გე­ლაშ­ვი­ლია. რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, 28 დე­კემ­ბერს რი­გი­თი დათო გე­ლაშ­ვი­ლი და­თხოვ­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

სა­მი­ნის­ტრო I კლა­სის რი­გი­თის, დათო გიას ძე გე­ლაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს და გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს უსამ­ძიმ­რებს.

იხი­ლეთ| "აჭა­რა­ბეთ­თან" ჩა­მომ­ხრჩვალ ჯა­რის­კაც­ზე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-მ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 115-ე მუხ­ლით აღ­ძრა, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ ისა­უბ­რე­ბენ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

"საკუთარი ქამრით ჩამოიხრჩო თავი" - რატომ მოიკლა თავი 20 წლის ბიჭმა "აჭარაბეთთან"

"საკუთარი ქამრით ჩამოიხრჩო თავი" - რატომ მოიკლა თავი 20 წლის ბიჭმა "აჭარაბეთთან"

თბილისში, "აჭარაბეთის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილი 20 წლისაა. Ambebi.ge-სთან საუბრისას თვითმხილველი ამბობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ჯარისკაცი იყო.

"იყო ძალიან მთვრალი. გამთენიისას, ღამის 5 საათზე ჩავიდა "აჭარაბეთში" სათამაშოდ, მაგრამ სიმთვრალის გამო დაცვამ არ შეუშვა, რასაც მოჰყვა შელაპარაკება დაცვასა და ბიჭს შორის. ამის შემდეგ ამოვიდა და კაზინოსთან საკუთარი ქამრით ჩამოიხრჩო თავი", - ამბობს თვითმხილველი Ambebi.ge-სთან საუბრისას.

განახლება:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "აჭარაბეთთან" ჩამომხრჩვალი რიგითი დათო გელაშვილია. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 28 დეკემბერს რიგითი დათო გელაშვილი დათხოვნაში იმყოფებოდა.

სამინისტრო I კლასის რიგითის, დათო გიას ძე გელაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.

იხილეთ| "აჭარაბეთთან" ჩამომხრჩვალ ჯარისკაცზე თავდაცვის სამინისტრო  ინფორმაციას ავრცელებს

შეგახსენებთ, რომ მომხდართან დაკავშირებით შსს-მ სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმის დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებენ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია