10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მისწერა შეყვარებულმა 19 წლის ვარკეთილელ ბიჭს, სანამ მას გოგოს ოჯახის წევრები მოკლავდნენ - ახლობლები დეტალებზე
რა მისწერა შეყვარებულმა 19 წლის ვარკეთილელ ბიჭს, სანამ მას გოგოს ოჯახის წევრები მოკლავდნენ - ახლობლები დეტალებზე

ვარ­კე­თილ­ში, 19 წლის დათო ხა­რა­ზიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დე­ტა­ლებ­ზე მისი მე­გობ­რე­ბი სა­უბ­რო­ბენ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბარ­მა, გი­ორ­გი ბა­ბოშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, და­ვით ხა­რა­ზიშ­ვი­ლი მე­გო­ბარ­მა გო­გო­ნამ სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში სახ­ლი­დან გა­იყ­ვა­ნა, რის შემ­დე­გაც გო­გო­ნას მამა, ბა­ბუა და ძმა 19 წლის ახალ­გაზ­რდას ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ და ზურ­გის არე­ში და­ნით დაჭ­რეს.

"ვი­ცით, რომ გო­გომ მოს­წე­რა ფე­ის­ბუქ­ზე, რომ საქ­მე ჰქონ­და და ჩა­სუ­ლი­ყო. დათო ჩა­ვი­და. შემ­დეგ სა­დღაც გა­ვიდ­ნენ მან­ქა­ნით და ჯა­ვა­ხე­თის ქუ­ჩა­ზე, სხვა მან­ქა­ნით მი­ვიდ­ნენ ამ გო­გოს ბა­ბუა, მამა და ძმა. სწო­რედ აქ მოხ­და და­თოს მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა, რომ­ლის დრო­საც და­ნით დაჭ­რი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა", - გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბარ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" ესა­უბ­რა გარ­დაც­ვლი­ლის ბი­ძას, გი­ორ­გი ელიზ­ბა­რაშ­ვილ­საც. მისი თქმით, გო­გოს, რო­მელ­საც დათო ხა­რა­ზიშ­ვი­ლი შეხ­ვდა, პი­რა­დად იც­ნობ­და. ბი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ეს გო­გო­ნა გარ­დაც­ვლი­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო.

"ეს იყო მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა. შე­საძ­ლოა ერ­თმა­ნე­თი მოს­წონ­დათ, თუმ­ცა სტა­ტუ­სი არ ჰქონ­და მათ ურ­თი­ერ­თო­ბას. სხვა დროს მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ ჩემ­თვის არ არის ცნო­ბი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძამ.

რაც შე­ე­ხე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბის დე­ტა­ლებს, რო­გორც გი­ორ­გი ელიზ­ბა­რაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, დათო გო­გო­ნას­თან შე­სახ­ვედ­რად დე­დის ავ­ტო­მო­ბი­ლით იყო გა­სუ­ლი.

"და­თოს ამ გო­გოს მამა, ბიძა და ძმა ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ და დაჭ­რეს, წა­არ­თვეს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, დათო ცდი­ლობ­და სახ­ლამ­დე მო­ეღ­წია დაჭ­რილს, რომ ვინ­მეს­თვის შე­ე­ტყო­ბი­ნე­ბი­ნა ეს ამ­ბა­ვი, თუმ­ცა შუა გზა­ზე სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლა. მან­ქა­ნის გა­ღე­ბა და გა­ჩე­რე­ბა მო­ას­წრო. იგი მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვარ­დნი­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს", - აცხა­დებს გი­ორ­გი ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი.

ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამ დრო­ი­სათ­ვის და­კა­ვე­ბუ­ლია მხო­ლოდ არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას მამა. ძმა და ბა­ბუა კი, მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯერ და­ა­კა­ვეს და შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

მე­გობ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დათო ხა­რა­ზიშ­ვი­ლი ფო­ტო­მოყ­ვა­რუ­ლი იყო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" იმ­ყო­ფე­ბო­და გო­გო­ნას ბე­ბი­ას სახ­ლშიც, თუმ­ცა, რო­გორც ბე­ბი­ამ აღ­ნიშ­ნა, მისი შვი­ლიშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე დღეა იმ სახ­ლში აღარ ცხოვ­რობს.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რა მისწერა შეყვარებულმა 19 წლის ვარკეთილელ ბიჭს, სანამ მას გოგოს ოჯახის წევრები მოკლავდნენ - ახლობლები დეტალებზე

რა მისწერა შეყვარებულმა 19 წლის ვარკეთილელ ბიჭს, სანამ მას გოგოს ოჯახის წევრები მოკლავდნენ - ახლობლები დეტალებზე

ვარკეთილში, 19 წლის დათო ხარაზიშვილის გარდაცვალების დეტალებზე მისი მეგობრები საუბრობენ. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გარდაცვლილის მეგობარმა, გიორგი ბაბოშვილმა განაცხადა, დავით ხარაზიშვილი მეგობარმა გოგონამ საღამოს საათებში სახლიდან გაიყვანა, რის შემდეგაც გოგონას მამა, ბაბუა და ძმა 19 წლის ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ზურგის არეში დანით დაჭრეს.

"ვიცით, რომ გოგომ მოსწერა ფეისბუქზე, რომ საქმე ჰქონდა და ჩასულიყო. დათო ჩავიდა. შემდეგ სადღაც გავიდნენ მანქანით და ჯავახეთის ქუჩაზე, სხვა მანქანით მივიდნენ ამ გოგოს ბაბუა, მამა და ძმა. სწორედ აქ მოხდა დათოს მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რომლის დროსაც დანით დაჭრილი გარდაიცვალა", - განაცხადა გარდაცვლილის მეგობარმა.

"ინტერპრესნიუსი" ესაუბრა გარდაცვლილის ბიძას, გიორგი ელიზბარაშვილსაც. მისი თქმით, გოგოს, რომელსაც დათო ხარაზიშვილი შეხვდა, პირადად იცნობდა. ბიძის ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეს გოგონა გარდაცვლილის შეყვარებული იყო.

"ეს იყო მეგობარი გოგონა. შესაძლოა ერთმანეთი მოსწონდათ, თუმცა სტატუსი არ ჰქონდა მათ ურთიერთობას. სხვა დროს მათ შორის კონფლიქტის შესახებ ჩემთვის არ არის ცნობილი", - განაცხადა ბიძამ.

რაც შეეხება გარდაცვალების დეტალებს, როგორც გიორგი ელიზბარაშვილმა აღნიშნა, დათო გოგონასთან შესახვედრად დედის ავტომობილით იყო გასული.

"დათოს ამ გოგოს მამა, ბიძა და ძმა ფიზიკურად უსწორდებოდნენ და დაჭრეს, წაართვეს მობილური ტელეფონი, დათო ცდილობდა სახლამდე მოეღწია დაჭრილს, რომ ვინმესთვის შეეტყობინებინა ეს ამბავი, თუმცა შუა გზაზე სისხლისგან დაიცალა. მანქანის გაღება და გაჩერება მოასწრო. იგი მანქანიდან გადმოვარდნილი აღმოაჩინეს", - აცხადებს გიორგი ელიზბარაშვილი.

ახლობლები ამბობენ, რომ ამ დროისათვის დაკავებულია მხოლოდ არასრულწლოვანი გოგონას მამა. ძმა და ბაბუა კი, მათი ინფორმაციით, ჯერ დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს.

მეგობრების ინფორმაციით, დათო ხარაზიშვილი ფოტომოყვარული იყო.

"ინტერპრესნიუსი" იმყოფებოდა გოგონას ბებიას სახლშიც, თუმცა, როგორც ბებიამ აღნიშნა, მისი შვილიშვილი რამდენიმე დღეა იმ სახლში აღარ ცხოვრობს.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია