კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერეკლე დეისაძე აცხადებს, რომ მას პოლიციელმა ესროლა - მწერლის პირველი ვრცელი კომენტარი
ერეკლე დეისაძე აცხადებს, რომ მას პოლიციელმა ესროლა - მწერლის პირველი ვრცელი კომენტარი

ახალ­გაზ­რდა მწე­რალს ერეკ­ლე დე­ი­სა­ძეს რამ­დე­ნი­მე დღის წინ თავს და­ესხნენ. ის ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ქე­თა­თო ჩარ­კვი­ან­თან და მე­გო­ბარ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც ნას­ვამ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. დე­ი­სა­ძის თქმით, ერთ-ერთი მათ­გა­ნი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, კონ­ფლიქ­ტი მა­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც მას შე­ა­გი­ნეს, რა­საც ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა. ერეკ­ლე დე­ი­სა­ძე Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ ინ­ცი­დენ­ტის მო­ნა­წი­ლე ე.წ. "თა­ნამ­შრო­მელ­მა" ეს­რო­ლა.

- ერეკ­ლე, გა­ვი­გეთ, რომ ქა­ლა­ქის ცენ­ტრში გეს­რო­ლეს, მარ­თა­ლია?

- გა­დავ­რჩი, გა­დავ­რჩი. მთა­ვა­რი ეს არის. შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე, სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს. გა­და­ღე­ბე­ბი­დან ვბრუნ­დე­ბო­დი მე­გო­ბარ ჟურ­ნა­ლის­ტთან და ქე­თა­თო ჩარ­კვი­ან­თან ერ­თად. შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, ფი­ზი­კუ­რი შეხ­ლა-შე­მოხ­ლა მო­მი­ვი­და იმ ბი­ჭებ­თან, შემ­დეგ მეს­რო­ლეს.

- რო­გორც ვიცი, სი­ტყვი­ე­რი შუ­რა­ცხყო­ფა ნას­ვამ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა მო­გა­ყე­ნეს...

- კი, ასე იყო. ისი­ნი იყ­ვნენ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­მა­ყე­ნეს, გა­ვა­ქა­ნე და ვხიე. ამა­სო­ბა­ში ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა გო­გო­ნამ მო­ას­წრო პო­ლი­ცი­ის გა­მო­ძა­ხე­ბა, რო­მე­ლიც ოპე­რა­ტი­უ­ლად, 3 წუთ­ში მო­ვი­და. მათ დრო­უ­ლად აღ­კვე­თეს ინ­ცი­დენ­ტი და გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.

- ამ­ბო­ბენ, რომ პირი, რო­მელ­მაც გეს­რო­ლათ, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია...

- კი, 24 წლის ბიჭი იყო, მას სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჰქონ­და ია­რა­ღის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა. მე მა­ინც მგო­ნია, რომ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რომ იყ­ვნენ, იმი­ტომ მეს­რო­ლეს, თორე ფხი­ზე­ლი ვერ გა­ბე­დავ­და.

- და­ა­კა­ვეს ის პი­როვ­ნე­ბა?

- წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს. მის მი­მართ არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ მაქვს. პო­ლი­ცი­ამ საქ­მე ხუ­ლიგ­ნო­ბის მუხ­ლით აღ­ძრა.

- რა ქვია მას, ვინც გეს­რო­ლა?

- არა, რომ ვი­ცო­დე, მა­ინც არ გე­ტყვით. სა­ქარ­თვე­ლოს მი­უ­ლო­ცეთ ჩემი გა­დარ­ჩე­ნა (იცი­ნის).

Ambebi.ge კო­მენ­ტა­რის­თვის შსს-ს და­უ­კავ­შირ­და, სა­ი­და­ნაც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვე­ლით კო­მენ­ტარს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ერეკლე დეისაძე აცხადებს, რომ მას პოლიციელმა ესროლა - მწერლის პირველი ვრცელი კომენტარი

ერეკლე დეისაძე აცხადებს, რომ მას პოლიციელმა ესროლა - მწერლის პირველი ვრცელი კომენტარი

ახალგაზრდა მწერალს ერეკლე დეისაძეს რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ. ის ქალაქის ცენტრში ქეთათო ჩარკვიანთან და მეგობართან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ნასვამმა ახალგაზრდებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. დეისაძის თქმით, ერთ-ერთი მათგანი პოლიციის თანამშრომელია.  უფრო კონკრეტულად, კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც მას შეაგინეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ერეკლე დეისაძე Ambebi.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ინციდენტის მონაწილე ე.წ. "თანამშრომელმა" ესროლა.

- ერეკლე, გავიგეთ, რომ ქალაქის ცენტრში გესროლეს, მართალია?

- გადავრჩი, გადავრჩი. მთავარი ეს არის. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა ვაჟა-ფშაველაზე, სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს. გადაღებებიდან ვბრუნდებოდი მეგობარ ჟურნალისტთან და ქეთათო ჩარკვიანთან ერთად. შელაპარაკება მოხდა, ფიზიკური შეხლა-შემოხლა მომივიდა იმ ბიჭებთან, შემდეგ მესროლეს.

- როგორც ვიცი, სიტყვიერი შურაცხყოფა ნასვამმა ახალგაზრდებმა მოგაყენეს...

- კი, ასე იყო. ისინი იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში, შეურაცხყოფა მომაყენეს, გავაქანე და ვხიე. ამასობაში ჩემმა მეგობარმა გოგონამ მოასწრო პოლიციის გამოძახება, რომელიც ოპერატიულად, 3 წუთში მოვიდა. მათ დროულად აღკვეთეს ინციდენტი და გადაგვიყვანეს განყოფილებაში.

- ამბობენ, რომ პირი, რომელმაც გესროლათ, პოლიციის თანამშრომელია...

- კი, 24 წლის ბიჭი იყო, მას სამსახურიდან გამომდინარე ჰქონდა იარაღის ტარების უფლება. მე მაინც მგონია, რომ ნასვამ მდგომარეობაში რომ იყვნენ, იმიტომ მესროლეს, თორე ფხიზელი ვერ გაბედავდა.

- დააკავეს ის პიროვნება?

- წარმოდგენა არ მაქვს. მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს. პოლიციამ საქმე ხულიგნობის მუხლით აღძრა.

- რა ქვია მას, ვინც გესროლა?

- არა, რომ ვიცოდე, მაინც არ გეტყვით. საქართველოს მიულოცეთ ჩემი გადარჩენა (იცინის).

Ambebi.ge კომენტარისთვის შსს-ს დაუკავშირდა, საიდანაც უახლოეს მომავალში ველით კომენტარს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია