ნახეთ ყველა მნიშვნელოვანი განახლება თეგზე #ტრაგედია ილიაუნიში
ილიაუნის სტუდენტების ინფორმაციით, უნივერსიტეტის შენობაში შესვლა თავისუფალია და ნებისმიერ პირს დაუბრკოლებლად შეუძლია შესვლა, მათ არ თხოვენ სტუდბილეთს ან სპეციალურ საშვს. თუმცა, შესასვლელთან დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები და დაცვაც მუდმივად დგას.
ილიაუნის ლექტორს ყოფილმა ქმარმა ესროლა, შემდეგ კი თვითონ მოიკლა თავი. ამ დრომდე ილიაუნში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და მამაკაცის ცხედარი ჯერ არ გადაუსვენებიათ.
არსებული ინფორმაციით, ლექტორი ყოფილმა ქმარმა ლექციიდან გამოიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.