საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექიმები: "მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული" - ილიაუნიში დაჭრილ ქალს ოპერაცია უტარდება
 ექიმები: "მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული" - ილიაუნიში დაჭრილ ქალს ოპერაცია უტარდება

ნა­ხეთ ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ნახ­ლე­ბა თეგ­ზე #ტრა­გე­დია ილი­ა­უ­ნი­ში

ილი­ას სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რი, მაკა წივ­წი­ვა­ძე, რო­მელ­საც ყო­ფილ­მა ქმარ­მა ეს­რო­ლა, რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა შალ­ვა ბრა­ჭულ­მა გა­ნუ­ცხა­და, ის ყე­ლის არე­შია დაჭ­რი­ლი და ამ წუ­თებ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა.

"სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მებს პა­ცი­ენ­ტი ცო­ცხალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­ა­ბა­რა. რაც შე­ე­ხე­ბა მა­მა­კაცს, ჩვენ ის ად­გილ­ზე გარ­დაც­ვლი­ლი დაგ­ვხვდა. მას ჭრი­ლო­ბა თა­ვის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი", – გა­ნა­ცხა­და ბრა­ჭულ­მა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, რაც შე­ე­ხე­ბა ყო­ფილ ქმარს, რო­მელ­მაც თავი მო­იკ­ლა, მისი ცხე­და­რი ამ დრომ­დე შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან არ გა­და­უს­ვე­ნე­ბი­ათ.

შემ­თხვე­ვე­ის ად­გილ­ზე მიმ­დი­ან­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არა­ვის უშ­ვე­ბენ და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ნა­წი­ლობ­რივ შე­წყვე­ტი­ლია.

რო­გორც სტუ­დენ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ყო­ფი­ლი ქმა­რი უნი­ვესრსი­ტეტ­ში ლექ­ცი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს მი­ვი­და, ყო­ფილ მე­უღ­ლეს ეძებ­და, შემ­დეგ ლექ­ცი­ი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა, ეს­რო­ლა და თა­ვად თავი მო­იკ­ლა.

sponsored by ContentRoom

ექიმები: "მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული" - ილიაუნიში დაჭრილ ქალს ოპერაცია უტარდება

 ექიმები: "მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული" - ილიაუნიში დაჭრილ ქალს ოპერაცია უტარდება

ნახეთ ყველა მნიშვნელოვანი განახლება თეგზე #ტრაგედია ილიაუნიში

ილიას სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი, მაკა წივწივაძე, რომელსაც ყოფილმა ქმარმა ესროლა, რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსმა შალვა ბრაჭულმა განუცხადა, ის ყელის არეშია დაჭრილი და ამ წუთებში სავარაუდოდ, ოპერაცია უტარდება.

"სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს პაციენტი ცოცხალ მდგომარეობაში გადააბარა. რაც შეეხება მამაკაცს, ჩვენ ის ადგილზე გარდაცვლილი დაგვხვდა. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული", – განაცხადა ბრაჭულმა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, რაც შეეხება ყოფილ ქმარს, რომელმაც თავი მოიკლა, მისი ცხედარი ამ დრომდე შემთხვევის ადგილიდან არ გადაუსვენებიათ.

შემთხვევეის ადგილზე მიმდიანრეობს საგამოძიებო მოქმედებები. ტერიტორიაზე არავის უშვებენ და სასწავლო პროცესი ნაწილობრივ შეწყვეტილია.

როგორც სტუდენტები ამბობენ, ყოფილი ქმარი უნივესრსიტეტში ლექციების მიმდინარეობის დროს მივიდა, ყოფილ მეუღლეს ეძებდა, შემდეგ ლექციიდან გამოიყვანა, ესროლა და თავად თავი მოიკლა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია