ნოვოსიბირსკში 16 წლის გოგონა ხუთმა ბიჭმა გააუპატიურა. მას შემდეგ, რაც მოძალადეებმა ინტერნეტში გოგონას შიშველი ფოტოები გამოაქვეყნეს, ამ ამბავს საზოგადოებაში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.
გავრცელებული ვერსიის თანახმად, არასრულწლოვანი გოგონა თავის შეყვარებულთან ერთად ნაცნობთან სახლში წვეულებაზე მივიდა. იქ შეყვარებულთან იჩხუბა და შემდეგ როგორც ამბობენ სექსუალური კავშირი ჰქონდა ერთ-ერთ იქ მყოფ ბიჭთან. ამით მან დანარჩენი ბიჭები "აღაგზნო", რის შემდეგაც გოგონა სხვადასხვა ნივთის გამოყენებით გააუპატიურეს. შემდეგ გოგონას ჩააცვეს და სადარბაზოში გააგდეს.
ჯგუფური გაუპატიურების ერთ-ერთმა წევრმა მეორე დღეს ძალადობის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. სხვადასხვა რუსულ პორტალზე ბევრი წერს, რომ მსხვერპლი "თავადაა დამნაშავე", რადგან ასეთ კომპანიაში მოხვდა. ზოგმა მოძალადეები მორალურადაც კი გაამართლა.
თავად დაზარალებულმა მოძალადეებს ნოვვოსიბირსკის პოლიციაში უჩივლა. ამჟამად დანაშულზე გამოძიება მიმდინარეობს.
მომზადებულია news.vse42.ru-ს მიხედვით.