სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იყო შურისძიების მიზეზი, რომელსაც ლაშა მახარაძე შეეწირა - მკვლელობის ახალი ვერსია
რა იყო შურისძიების მიზეზი, რომელსაც ლაშა მახარაძე შეეწირა - მკვლელობის ახალი ვერსია

ბოლო გა­ნახ­ლე­ბა | არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის მცდე­ლო­ბი­სას და­ა­კა­ვეს

ვა­კე­ში მოკ­ლუ­ლი 25 წლის ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლია. შემ­თხვე­ვა აბა­ში­ძე­ზე სამი დღის წინ მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბის და სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ვა­კე­ში გ.ო.-მ, მეტ­სა­ხე­ლად "ოქ­რი­კამ" მოკ­ლა.

"ოქ­რი­კა" შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტომბლით მი­ვი­და, ნომ­რით LBD 777, რო­მე­ლიც ლადო ბერ­ძე­ნიშ­ვილს, იგი­ვე ბერ­ძე­ნას სა­კუთ­რე­ბა­შია. ლადო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა უკვე და­ა­კა­ვეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ოქ­რი­კამ ლაშა მა­ხა­რა­ძეს ჰკი­თხა, ისევ იყო თუ არა მას­ზე ნა­წყე­ნი და ამის შემ­დეგ ეს­რო­ლა და გა­იქ­ცა.

შსს-ს ცნო­ბით, საქ­მე გახ­სნი­ლია. "ოქ­რი­კას" თან­მხლე­ბი პირი "ბერ­ძე­ნა", პო­ლი­ცი­ამ ფა­სა­ნა­ურ­ში და­ა­კა­ვა.

მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზად წარ­სულ­ში მომ­ხდა­რი შუ­რის­ძი­ე­ბა სა­ხელ­დე­ბა. თუმ­ცა შუ­რის­ძი­ე­ბის დე­ტა­ლე­ბი უც­ნო­ბია. Ambebi.ge-მ მა­ხა­რა­ძის კლა­სე­ლე­ბის­გან შე­ი­ტყო, რომ 25 წლის მა­მა­კა­ცის სი­ცო­ცხლე "ოქ­რი­კას­თან" მისი ძმის რამ­დე­ნი­მე წლის წინ მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას შე­ე­წი­რა.

"ოქ­რი­კა" სას­ჯელს ლე­ვან თა­ლაკ­ვა­ძის მკვლე­ლო­ბის გამო იმ პე­რი­ოდ­ში იხ­დი­და, რო­დე­საც ლაშა მა­ხა­რა­ძის ძმა მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის გამო იჯდა ცი­ხე­ში. ცნო­ბი­ლია, რომ "ოქ­რი­კას" ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და ხში­რად გა­დაჰ­ყავ­დათ ე.წ. "რეზ­ბალ­ნი­ცა­ზე". ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ცი­ხე­ში ცდი­ლობ­და ე.წ. მა­ყუ­რებ­ლის სტა­ტუ­სი მო­ე­პო­ვე­ბი­ნა, რის გა­მოც ხში­რად ექ­მნე­ბო­და კონ­ფლიქ­ტი პა­ტიმ­რებ­თან.

გარ­დაც­ვლი­ლი ლაშა მა­ხა­რა­ძის კლა­სე­ლი Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ "ოქ­რი­კას" და ლაშა მა­ხა­რა­ძის ძმას შო­რის კონ­ფლიქ­ტი სწო­რედ ცი­ხე­ში და­ი­წყო. მისი თქმით, ლაშა მა­ხა­რა­ძის ძმამ "ოქ­რი­კა" ცი­ხე­ში სცე­მა და სწო­რედ ეს გახ­და მო­მა­ვა­ლი სის­ხლი­ა­ნი შუ­რის­ძი­ე­ბის მი­ზე­ზი.

შსს-ს გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სია ამ დრომ­დე არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა | ყვე­ლა მნიშნ­ვე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი თეგ­ზე #ლაშა მა­ხა­რა­ძე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

რა იყო შურისძიების მიზეზი, რომელსაც ლაშა მახარაძე შეეწირა - მკვლელობის ახალი ვერსია

რა იყო შურისძიების მიზეზი, რომელსაც ლაშა მახარაძე შეეწირა - მკვლელობის ახალი ვერსია

ბოლო განახლება | არსებული ინფორმაციით, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს

ვაკეში მოკლული 25 წლის ლაშა მახარაძის მკვლელობა გახსნილია. შემთხვევა აბაშიძეზე სამი დღის წინ მოხდა. გარდაცვლილის ახლობლების და სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ვაკეში გ.ო.-მ, მეტსახელად "ოქრიკამ" მოკლა.

"ოქრიკა" შემთხვევის ადგილზე "მერსედესის" მარკის ავტომბლით მივიდა, ნომრით LBD 777, რომელიც ლადო ბერძენიშვილს, იგივე ბერძენას საკუთრებაშია. ლადო ბერძენიშვილი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.  როგორც ამბობენ, ოქრიკამ ლაშა მახარაძეს ჰკითხა, ისევ იყო თუ არა მასზე ნაწყენი და ამის შემდეგ ესროლა და გაიქცა.

შსს-ს ცნობით, საქმე გახსნილია. "ოქრიკას" თანმხლები პირი "ბერძენა", პოლიციამ ფასანაურში დააკავა.

მახარაძის მკვლელობის მიზეზად წარსულში მომხდარი შურისძიება სახელდება. თუმცა შურისძიების დეტალები უცნობია. Ambebi.ge-მ მახარაძის კლასელებისგან შეიტყო, რომ 25 წლის მამაკაცის სიცოცხლე "ოქრიკასთან" მისი ძმის რამდენიმე წლის წინ მომხდარ დაპირისპირებას შეეწირა.

"ოქრიკა" სასჯელს ლევან თალაკვაძის მკვლელობის გამო იმ პერიოდში იხდიდა, როდესაც ლაშა მახარაძის ძმა მარიხუანას მოხმარების გამო იჯდა ციხეში. ცნობილია, რომ "ოქრიკას" ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ხშირად გადაჰყავდათ ე.წ. "რეზბალნიცაზე". ჩვენი ინფორმაციით, ის ციხეში ცდილობდა ე.წ. მაყურებლის სტატუსი მოეპოვებინა, რის გამოც ხშირად ექმნებოდა კონფლიქტი პატიმრებთან.

გარდაცვლილი ლაშა მახარაძის კლასელი Ambebi.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ "ოქრიკას" და ლაშა მახარაძის ძმას შორის კონფლიქტი სწორედ ციხეში დაიწყო. მისი თქმით, ლაშა მახარაძის ძმამ "ოქრიკა" ციხეში სცემა და სწორედ ეს გახდა მომავალი სისხლიანი შურისძიების მიზეზი.

შსს-ს გახმაურებული მკვლელობის ოფიციალური ვერსია ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ლაშა მახარაძის მკვლელობა | ყველა მნიშნველოვანი დეტალი თეგზე #ლაშა მახარაძე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია