მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მკვლელისთვის ლაშა მახარაძე მეორე მსხვერპლი იყო - ფოტომასალა ტრაგედიის ადგილიდან და სასტიკი შურისძიების ვერსიები (+5 ფოტო)
მკვლელისთვის ლაშა მახარაძე მეორე მსხვერპლი იყო - ფოტომასალა ტრაგედიის ადგილიდან და სასტიკი შურისძიების ვერსიები (+5 ფოტო)

უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცია | ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბა დად­გე­ნი­ლია: შსს-ს პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი

25 წლის ლაშა მა­ხა­რა­ძის (კოშ­კას) მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვად შუ­რის­ძი­ე­ბა სა­ხელ­დე­ბა. ვრცელ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე ვერ­სია – მათ შო­რის ერთ-ერ­თის მი­ხედ­ვით, მკვლელ­თან უთან­ხმო­ე­ბა თა­ვად ლა­შას ჰქონ­და. მე­ო­რე ვერ­სია კი ასე­თია – მოკ­ლუ­ლის მე­ზობ­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ პირს, რო­მელ­მაც მა­ხა­რა­ძე მოკ­ლა, თა­ვის დრო­ზე უთან­ხმო­ე­ბა ჰქონ­და მოკ­ლუ­ლის ძმას­თან, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ, ოჯახ­თან ერ­თად, ავა­რი­ა­ში და­ი­ღუ­პა.

Ambebi.ge-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პირი, რო­მე­ლიც ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, მკვლე­ლო­ბის­თვის ად­რეც ნა­სა­მარ­თლე­ვია.

წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი დი­ღომ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 5 წლის წინ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე გა­ა­სა­მარ­თლეს და აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის იხ­დი­და სას­ჯელს, ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გად კი ციხე და­ტო­ვა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლაშა მა­ხა­რა­ძის ოჯა­ხი ფა­ლი­აშ­ვილ­ზე ცხოვ­რობს და ამა­ვე უბან­ში ცხოვ­რობს ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლიც.

მე­ზობ­ლე­ბის ამ­ბო­ბენ, რომ სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს მოკ­ლუ­ლი ლაშა მა­ხა­რა­ძე პა­ტიმ­რო­ბი­დან ამ­ნის­ტი­ით იყო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მა­ხა­რა­ძე წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის­თვის იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი და სას­ჯე­ლი სრუ­ლად მო­ი­ხა­და.

მოკ­ლუ­ლის მე­ზობ­ლებ­მა თქვეს, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო ლაშა მა­ხა­რა­ძის ძმა, რო­მე­ლიც გა­სულ წელს ოჯახ­თან – მე­უღ­ლეს­თან და 7 წლის გო­გო­ნას­თან ერ­თად, ავა­რი­ა­ში და­ი­ღუ­პა.

რაც შე­ე­ხე­ბა მკვლე­ლო­ბის ად­გილს, აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე #50-თან, ორი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის შუ­ა­ში, სა­დაც სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა შე­დის, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ლაშა მა­ხა­რა­ძეს­თან ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ვი­და მკვლე­ლი, გა­ე­სა­უბ­რა და ორ­ჯერ გა­ის­რო­ლა. ად­გილ­ზე სხვა - "გოლ­ფის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლიც იდგა, რო­მელ­საც სა­ვა­რა­უ­დოდ, დაჭ­რი­ლი მა­ხა­რა­ძე და­ე­ცა. ავ­ტო­მო­ბი­ლი მთლი­ა­ნად სის­ხლი­ა­ნი იყო და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მას ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტა­რეს. სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე, ლაშა მა­ხა­რა­ძე შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­ვამდყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­სას მას გული უკვე გა­ჩე­რე­ბუ­ლი ჰქონ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ამ დრომ­დე არ გა­კე­თე­ბუ­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე. მხო­ლოდ ის არის ცნო­ბი­ლი, რომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108 მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ხა­თუ­ნა გაგ­ნი­ძე, Ambebi.ge

იხი­ლეთ ფო­ტო­მა­სა­ლა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან

ლაშა მა­ხა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა | ყვე­ლა მნიშნ­ვე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი თეგ­ზე #ლაშა მა­ხა­რა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

მკვლელისთვის ლაშა მახარაძე მეორე მსხვერპლი იყო - ფოტომასალა ტრაგედიის ადგილიდან და სასტიკი შურისძიების ვერსიები (+5 ფოტო)

მკვლელისთვის ლაშა მახარაძე მეორე მსხვერპლი იყო - ფოტომასალა ტრაგედიის ადგილიდან და სასტიკი შურისძიების ვერსიები (+5 ფოტო)

უახლესი ინფორმაცია | ლაშა მახარაძის მკვლელის ვინაობა დადგენილია: შსს-ს პირველი კომენტარი

25 წლის ლაშა მახარაძის (კოშკას) მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება. ვრცელდება რამდენიმე ვერსია – მათ შორის ერთ-ერთის მიხედვით, მკვლელთან უთანხმოება თავად ლაშას ჰქონდა. მეორე ვერსია კი ასეთია – მოკლულის მეზობლები ვარაუდობენ, რომ პირს, რომელმაც მახარაძე მოკლა, თავის დროზე უთანხმოება ჰქონდა მოკლულის ძმასთან, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ, ოჯახთან ერთად, ავარიაში დაიღუპა.

Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ პირი, რომელიც ლაშა მახარაძის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, მკვლელობისთვის ადრეც ნასამართლევია.

წყაროს ინფორმაციით, მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დიღომში, დაახლოებით 5 წლის წინ ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე გაასამართლეს და აღნიშნული დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს, ამნისტიის შედეგად კი ციხე დატოვა.

არსებული ინფორმაციით, ლაშა მახარაძის ოჯახი ფალიაშვილზე ცხოვრობს და ამავე უბანში ცხოვრობს ეჭვმიტანილიც.

მეზობლების ამბობენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოკლული ლაშა მახარაძე პატიმრობიდან ამნისტიით იყო გათავისუფლებული. ერთ-ერთი ვერსიით, მახარაძე წვრილმანი ხულიგნობისთვის იყო ნასამართლევი და სასჯელი სრულად მოიხადა.

მოკლულის მეზობლებმა თქვეს, რომ სავარაუდოდ, ნასამართლევი იყო ლაშა მახარაძის ძმა, რომელიც გასულ წელს ოჯახთან – მეუღლესთან და 7 წლის გოგონასთან ერთად, ავარიაში დაიღუპა.

რაც შეეხება მკვლელობის ადგილს, აბაშიძის ქუჩაზე #50-თან, ორი საცხოვრებელი კორპუსის შუაში, სადაც საავტომობილო გზა შედის, როგორც ცნობილია, ლაშა მახარაძესთან ავტომობილით მივიდა მკვლელი, გაესაუბრა და ორჯერ გაისროლა. ადგილზე სხვა - "გოლფის" მარკის ავტომობილიც იდგა, რომელსაც სავარაუდოდ, დაჭრილი მახარაძე დაეცა. ავტომობილი მთლიანად სისხლიანი იყო და სამართალდამცველებმა მას ექსპერტიზა ჩაუტარეს. საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე, ლაშა მახარაძე შემთხვევის ადგილიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების ინფორმაციით, საავამდყოფოში მიყვანისას მას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე არ გაკეთებულა ოფიციალური განცხადება მომხდარი მკვლელობის თაობაზე. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ხათუნა გაგნიძე, Ambebi.ge

იხილეთ ფოტომასალა შემთხვევის ადგილიდან

ლაშა მახარაძის მკვლელობა | ყველა მნიშნველოვანი დეტალი თეგზე #ლაშა მახარაძე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია