პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კატასტროფის ადგილზე 121 მგზავრის ცხედარია აღმოჩენილი - ბოლო მონაცემები "ბოინგ 777"-ის ჩამოვარდნის ადგილიდან
კატასტროფის ადგილზე 121 მგზავრის ცხედარია აღმოჩენილი - ბოლო მონაცემები "ბოინგ 777"-ის ჩამოვარდნის ადგილიდან

უკ­რა­ი­ნის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის კომ­პა­ნია Malaysia Airlines-ის კუთ­ვნი­ლი ბო­ინგ 777-ის ჩა­მო­ვარ­დნის ად­გილ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლია 121 მგზავ­რის ცხე­და­რი. ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

ამას­თან, უკ­რა­ი­ნის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, სა­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რებს არ­თუ­ლებს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის ყოფ­ნა, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწე­ვენ ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის მუ­შა­ო­ბას.

liga.net-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს უკ­რა­ი­ნის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­თა სამ­სა­ხუ­რის 95 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 18 ერ­თე­უ­ლი ტექ­ნი­კა აწარ­მო­ებს.

გარ­და ამი­სა, ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის გა­მო­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მიზ­ნით, აშშ-ი უკ­რა­ი­ნა­ში სა­კუ­თა­რი ექ­სპერ­ტე­ბის გაგ­ზავ­ნის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავს. უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ის პრე­ზი­დენტ ბა­რაკ ობა­მას­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას პრე­ზი­დენ­ტმა პო­რო­შენ­კომ გა­ნა­ცხა­და, რომ გა­მო­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად მოწ­ვე­უ­ლი იქ­ნე­ბი­ან სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ნი­დერ­ლან­დე­ბი­დან და მა­ლა­ი­ზი­ი­დან.

რო­გორც უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ჯო­ზეფ ბა­ი­დენ­მა გა­ნუ­ცხა­და, აშშ-ი გა­ნი­ხი­ლავს გა­მო­ძი­ე­ბის მიზ­ნით აშშ-ის სატ­რან­სპორ­ტო უსაფრ­თხო­ე­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი საბ­ჭოს ექ­სპერ­ტე­ბის გაგ­ზავ­ნის სა­კითხს.

დო­ნეც­კის ოლ­ქის და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტ გრა­ბო­ვო­ში გუ­შინ სა­ღა­მოს მა­ლა­ი­ზი­ის ავი­ა­ხა­ზე­ბის კუთ­ვნი­ლი "ბო­ინგ 777" ჩა­მო­ვარ­და, რომ­ლის ბორტზე მყო­ფი 280-ვე მგზავ­რი და ეკი­პა­ჟის 15-ვე წევ­რი და­ი­ღუ­პა. ავი­ა­ლა­ი­ნე­რი ამ­სტერ­და­მი-კუ­ა­ლა-ლუმ­პუ­რის რე­ისს ას­რუ­ლებ­და და 10 ათა­სი მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე მიფ­რი­ნავ­და.

მა­ლა­ზი­ის ავი­ა­ხა­ზე­ბის ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, "ბო­ინგ 777"-ზე 10 ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ინ­ფორ­მა­ცი­ას "ბი­ბი­სის" ავ­რცე­ლებს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბორტზე და­ღუ­პულ ნი­დერ­ლანდთა რი­ცხვი 173-მდე გა­ი­ზარ­და. თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მა­ლა­ი­ზი­ის 44 მო­ქა­ლა­ქე, ავ­სტრა­ლი­ის – 27, ინ­დო­ნე­ზი­ის – 12, დიდი ბრი­ტა­ნე­თის – 9, გერ­მა­ნი­ი­სა და ბელ­გი­ის – 4-4, ფი­ლი­პი­ნე­ბის – 3, კა­ნა­დი­სა და ახა­ლი ზე­ლან­დი­ის 1-1 მო­ქა­ლა­ქე.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ თუ არა ჩა­მო­ვარ­დნილ თვითმფრი­ნავ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი - სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი მა­ლა­ი­ზი­უ­რი თვითმფრი­ნა­ვის კა­ტას­ტრო­ფის შემ­დეგ

უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭომ თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მოგ­დე­ბის შე­სა­ხებ ტე­რო­რის­ტე­ბის სა­უ­ბა­რი და­ა­ფიქ­სი­რა

ვი­დეო:

-შემ­ზა­რა­ვი კად­რე­ბი: დამ­სხვრე­უ­ლი მა­ლა­ი­ზი­უ­რი "ბო­ინ­გი" და და­ღუ­პუ­ლი მგზავ­რე­ბი (+18)

-გავ­რცელ­და "ბო­ე­ვი­კე­ბის" აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ისი­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მოგ­დე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ

sponsored by ContentRoom

კატასტროფის ადგილზე 121 მგზავრის ცხედარია აღმოჩენილი - ბოლო მონაცემები "ბოინგ 777"-ის ჩამოვარდნის ადგილიდან

კატასტროფის ადგილზე 121 მგზავრის ცხედარია აღმოჩენილი - ბოლო მონაცემები "ბოინგ 777"-ის ჩამოვარდნის ადგილიდან

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია Malaysia Airlines-ის კუთვნილი ბოინგ 777-ის ჩამოვარდნის ადგილზე აღმოჩენილია 121 მგზავრის ცხედარი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ამასთან, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, საძიებო სამსახურებს ართულებს ტერიტორიაზე შეიარაღებული სეპარატისტების ყოფნა, ვინაიდან ისინი წინააღმდეგობას უწევენ ქვედანაყოფების მუშაობას.

liga.net-ის ინფორმაციით, საძიებო სამსახურს უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის 95 თანამშრომელი და 18 ერთეული ტექნიკა აწარმოებს.

გარდა ამისა, ავიაკატასტროფის გამოძიებაში მონაწილეობის მიზნით, აშშ-ი უკრაინაში საკუთარი ექსპერტების გაგზავნის საკითხს განიხილავს. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა პოროშენკომ განაცხადა, რომ გამოძიებაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნებიან სპეციალისტები ნიდერლანდებიდან და მალაიზიიდან.

როგორც უკრაინის პრეზიდენტს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განუცხადა, აშშ-ი განიხილავს გამოძიების მიზნით აშშ-ის სატრანსპორტო უსაფრთხოების ნაციონალური საბჭოს ექსპერტების გაგზავნის საკითხს.

დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში გუშინ საღამოს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 280-ვე მგზავრი და ეკიპაჟის 15-ვე წევრი დაიღუპა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.

მალაზიის ავიახაზების ბოლო მონაცემებით, "ბოინგ 777"-ზე 10 ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ინფორმაციას "ბიბისის" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ბორტზე დაღუპულ ნიდერლანდთა რიცხვი 173-მდე გაიზარდა. თვითმფრინავის ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ მალაიზიის 44 მოქალაქე, ავსტრალიის – 27, ინდონეზიის – 12, დიდი ბრიტანეთის – 9, გერმანიისა და ბელგიის – 4-4, ფილიპინების – 3, კანადისა და ახალი ზელანდიის 1-1 მოქალაქე.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე დაგაინტერესებთ: იმყოფებოდნენ თუ არა ჩამოვარდნილ თვითმფრინავში საქართველოს მოქალაქეები - საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ინფორმაცია

უკრაინის პრეზიდენტის პირველი კომენტარი მალაიზიური თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ

უკრაინის უშიშროების საბჭომ თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ტერორისტების საუბარი დააფიქსირა

ვიდეო:

-შემზარავი კადრები: დამსხვრეული მალაიზიური ”ბოინგი” და დაღუპული მგზავრები (+18)

-გავრცელდა "ბოევიკების" აუდიოჩანაწერი, სადაც ისინი სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე საუბრობენ

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია