უკრაინაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა

უკრაინაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა

მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "Boeing 777"-ის ბორტზე მყოფი 280-ვე მგზავრი და ეკიპაჟის 15-ვე წევრი დაიღუპა , - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. თვითმფრინავი დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში ჩამოვარდა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა, რომელიც 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.

"ესპრესო.ტვ"-სთან საუბარში უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღნიშნული თვითმფრინავის ჩამოსაგდებად, სულ მცირე "ბუკ"-ის ტიპის საზენიტო დანადგარია აუცილებელი, რაც მისი თქმით, სეპარატისტებს არ გააჩნიათ. ამდენად, ანონიმური წყაროს განმარტებით, აღნიშნული დანადგარიდან გასროლა რუსეთის ტერიტორიიდან შეიძლება იყოს განხორციელებული. 

"დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის თქმა ჯერ არ შეგვიძლია, ვერც მიახლოებით, რადგან ნარჩენები დიდ ტერიტორიაზეა მიმოფანტული, ხეებს შორის", – აღნიშნა სამინისტროს წარმომადგენელმა.მისივე თქმით, გვამების ძიება მიმდინარეობს, 100-ზე მეტი ადამიანის გვამი უკვე აღმოაჩინეს.რომელთა მდებარეობა სპეციალური დროშებით ინიშნება. დილით კი ადგილზე დონეცკის სამედიცინო ექსპერტიზის თანამშორმლები მივლენ. კატასტროფის ადგილს ბატალიონ "ვოსტოკის" წარმომადგენლები იცავენ, რომლებმაც ტერიტორიიდან ადგილობრივი მცხოვრებლები უკვე გაიყვანეს.  ამასთან, "რია ნოვოსტი" თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ავიაკატასტროფამდე ცაში სამხედრო თვითმფრინავი შენიშნეს. (ვიდეო)

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია