სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დონეცკში მომხდარი ავიაკატასტროფის ამსახველი პირველი ფოტოები ვრცელდება. სხვადასხვა მომხმარებლები ფაქტის ამსახველ ფოტოებს საკუთარ გვერდზე აქვეყნებენ. გთავაზობთ აღნიშნულ ფოტოებს.
შეგახსენებთ, დონეცკში სამგზავრო ბოინგის ჩამოვარდნას 295 ადამიანი ემსხვერპლა. თვითაღიარებული დონეცკის რესპუბლიკის ე.წ. მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელი ალექსანდრ ბოროდაიმ ინციდენტს უკრაინელი სამხედროების პროვოკაცია უწოდა. უკრაინული მხარე კი მომხდარში სეპარატისტებს ადანაშაულებს.
ასევე იხილეთ: 295 ადამიანი ემსხვერპლა ავიალაინერის ჩამოვარდნას - ავიაკატასტროფა დონეცკში