რას ყვებიან მეზობლები კიწმარიშვილის გარდაცვალებაზე - "ცხედარი ავტოფარეხში დაცვამ იპოვა"

რას ყვებიან მეზობლები კიწმარიშვილის გარდაცვალებაზე - "ცხედარი ავტოფარეხში დაცვამ იპოვა"

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ადგილზე ამ წუთებში კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც Ambebi.ge-ს კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება , ეროსი კიწმარიშვილის სახლთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები; ასევე, შეკრებილია ხალხი.

მეზობლების განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი მის ავტოფარეხში დაცვამ იპოვა. ამ დროისთვის პოლიციას მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვს და კორპუსში არავის უშვებენ. შესვლას ცდილობს ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე ია კიწმარიშვილიც.

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შემთხვევა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია