მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მშენებლები ჩამონგრეული გუმბათის 50 ტონიანი მასის ქვეშ მოყვნენ
 მშენებლები ჩამონგრეული გუმბათის 50 ტონიანი მასის ქვეშ მოყვნენ

ხელ­ვა­ჩა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ახალ­სო­ფელ­ში მშე­ნე­ბა­რე ეკ­ლე­სი­ის გუმ­ბა­თის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი ორი მშე­ნე­ბე­ლი ნან­გრე­ვე­ბი­დან ამო­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც ახალ­სოფ­ლე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე დღეს 19- დან 30 წლამ­დე ასა­კის ხუთი მა­მა­კა­ცი მუ­შა­ობ­და.

აჭა­რის სა­გან­გე­ბო და გა­და­უ­დე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის, მა­მუ­კა თურ­მა­ნი­ძის თქმით, სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია ორ სა­ათს გაგ­რძელ­და. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გუმ­ბა­თის ჩა­მონ­გრე­ვის დროს ერ­თმა ადა­მი­ან­მა გა­დახ­ტო­მა შეძ­ლო, ხოლო ოთხი ნან­გრე­ვებ­ში მოყ­ვა.

"16:00 სა­ათ­ზე შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნა სა­მაშ­ვე­ლო­ში. 10 წუთ­ში გა­მოვ­ცხად­დით ად­გილ­ზე და გა­მო­ვი­ძა­ხეთ კი­დევ რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი. დაგ­ვხვდა ტრა­გე­დია, მშე­ნე­ბა­რე ეკ­ლე­სი­ის გუმ­ბა­თი, და­ახ­ლო­ე­ბით, 50 ტონა მასა იყო ჩა­მოშ­ლი­ლი და მო­ყო­ლი­ლი იყო ოთხი მშე­ნე­ბე­ლი. გა­ვარ­კვი­ეთ, რომ დღეს სულ ხუთი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობ­და. ჩა­მონ­გრე­ვის დროს ერ­თმა შეძ­ლო გად­მოხ­ტო­მა, ხოლო ოთხი ნან­გრე­ვებ­ში მოყ­ვა. ორ­სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად ორი გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ ცო­ცხლად, ხოლო ორი გარ­და­იც­ვა­ლა", - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა თურ­მა­ნი­ძემ.

ახალ­სო­ფელ­ში მცხოვ­რე­ბი თა­მაზ გო­გი­ტი­ძე უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის მი­ზე­ზად უხა­რის­ხო სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლა­სა და საყ­რდე­ნი ბო­ძე­ბის დრო­ზე ადრე გა­მო­ღე­ბას ასა­ხე­ლებს. "და­სა­წყის­ში მე­ზობ­ლე­ბი ვეხ­მა­რე­ბო­დით მშე­ნებ­ლო­ბა­ში. თით­ქმის სრულ­დე­ბო­და ჩა­მოს­ხმი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ცოტა ადრე მო­იხ­სნა ხა­რა­ჩო­ე­ბი, რა­მაც უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა გა­მო­იწ­ვია. შემ­დგომ­ში ექ­სპერ­ტიც და­ამ­ტკი­ცეს. შე­საძ­ლოა, სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი იყო უხა­რის­ხო. არ­მა­ტუ­რა, ბე­ტო­ნის მარ­კა, ცე­მენ­ტის ხა­რის­ხი უნდა ისინ­ჯე­ბო­დეს", - აღ­ნიშ­ნა თა­მაზ გო­გი­ტი­ძემ.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ ხა­ბა­ძე, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი და ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რომ და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ და­ე­მუქ­როს.

ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბიც, თუმ­ცა მათ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს. წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია მე­ო­თხე წე­ლია შენ­დე­ბა. ახალ­სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლებ­თან ერ­თად, ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი მამა მარ­კო­ზია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მშენებლები ჩამონგრეული გუმბათის 50 ტონიანი მასის ქვეშ მოყვნენ

 მშენებლები ჩამონგრეული გუმბათის 50 ტონიანი მასის ქვეშ მოყვნენ

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში მშენებარე ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი ორი მშენებელი ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

როგორც ახალსოფლელები აცხადებენ, ეკლესიის მშენებლობაზე დღეს 19- დან 30 წლამდე ასაკის ხუთი მამაკაცი მუშაობდა.

აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, მამუკა თურმანიძის თქმით, სამაშველო ოპერაცია ორ საათს გაგრძელდა. მისივე განმარტებით, გუმბათის ჩამონგრევის დროს ერთმა ადამიანმა გადახტომა შეძლო, ხოლო ოთხი ნანგრევებში მოყვა.

"16:00 საათზე შემოვიდა შეტყობინა სამაშველოში. 10 წუთში გამოვცხადდით ადგილზე და გამოვიძახეთ კიდევ რამდენიმე ჯგუფი. დაგვხვდა ტრაგედია, მშენებარე ეკლესიის გუმბათი, დაახლოებით, 50 ტონა მასა იყო ჩამოშლილი და მოყოლილი იყო ოთხი მშენებელი. გავარკვიეთ, რომ დღეს სულ ხუთი ადამიანი მუშაობდა. ჩამონგრევის დროს ერთმა შეძლო გადმოხტომა, ხოლო ოთხი ნანგრევებში მოყვა. ორსაათიანი ოპერაციის შედეგად ორი გამოვიყვანეთ ცოცხლად, ხოლო ორი გარდაიცვალა", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.

ახალსოფელში მცხოვრები თამაზ გოგიტიძე უბედური შემთხვევის მიზეზად უხარისხო სამშენებლო მასალასა და საყრდენი ბოძების დროზე ადრე გამოღებას ასახელებს. "დასაწყისში მეზობლები ვეხმარებოდით მშენებლობაში. თითქმის სრულდებოდა ჩამოსხმითი სამუშაოები, მაგრამ როგორც ჩანს, ცოტა ადრე მოიხსნა ხარაჩოები, რამაც უბედური შემთხვევა გამოიწვია. შემდგომში ექსპერტიც დაამტკიცეს. შესაძლოა, სამშენებლო მასალები იყო უხარისხო. არმატურა, ბეტონის მარკა, ცემენტის ხარისხი უნდა ისინჯებოდეს", - აღნიშნა თამაზ გოგიტიძემ.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, რომელმაც განაცხადა, რომ მობილიზებულია სამედიცინო პერსონალი და ყველაფერს აკეთებენ, რომ დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს.

ადგილზე იმყოფებოდნენ სასულიერო პირებიც, თუმცა მათ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მეოთხე წელია შენდება. ახალსოფლის მცხოვრებლებთან ერთად, ტაძრის მშენებლობის ინიციატორი მამა მარკოზია.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"