Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 ადგილი თბილისში, სადაც ყველაზე მეტი ავარია ხდება
7 ადგილი თბილისში, სადაც ყველაზე მეტი ავარია ხდება

თბი­ლის­ში გზე­ბის პრობ­ლე­მა მუდ­მი­ვი გან­სჯის თე­მაა. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის გა­მომ­წვევ მი­ზეზ­თა უმე­ტე­სო­ბა (მძღო­ლე­ბის შეც­დო­მე­ბის გარ­და) მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი გზე­ბი და მოძ­რა­ო­ბის­თვის მო­უ­ხერ­ხებ­ლად დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი გზის მო­ნაკ­ვე­თე­ბია. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა, შე­საძ­ლოა, ნე­ბის­მი­ერ გზა­ზე მოხ­დეს, მაგ­რამ თბი­ლის­ში არ­სე­ბობს ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ავა­რი­ე­ბი ზედ­მე­ტად ხში­რად ხდე­ბა.

ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერტ კონ­სტან­ტი­ნე მჭედ­ლიშ­ვილს გა­ვე­სა­უბ­რეთ, რო­მელ­მაც შვი­დი ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო გზის მო­ნაკ­ვე­თი, რა თქმა უნდა, შე­სა­ბა­მი­სი არ­გუ­მენ­ტე­ბით დაგ­ვი­სა­ხე­ლა.

კონ­სტან­ტი­ნე მჭედ­ლიშ­ვი­ლი: "გზის მო­ნაკ­ვე­თე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა საგ­ზაო სატ­რან­სპო­ტო შემ­თხვე­ვა­თა გა­ნა­წი­ლე­ბის კარ­ტოგ­რა­მის მი­ხედ­ვით დგინ­დე­ბა, სა­დაც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის მეტი კონ­ცენ­ტრა­ცი­აა, იქ არის გზის სა­ში­ში მო­ნაკ­ვე­თიც. გზა, ერთი შე­ხედ­ვით, შე­იძ­ლე­ბა, კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყოს, მაგ­რამ სწო­რედ ამის გამო იყოს სა­ში­ში...

გმირ­თა მო­ე­და­ნი

ეს ად­გი­ლი თბი­ლის­ში ავა­რი­უ­ლად ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თოა. ზო­გა­დად, კვან­ძი უნდა იყოს მო­სარ­გებ­ლის­თვის ძა­ლი­ან ნა­თე­ლი და ხა­ფან­გებს არ უნდა უგებ­დეს მას, გმირ­თა მო­ე­და­ნი კი ხა­ფან­გე­ბი­თაა სავ­სე. ეს ხა­ფან­გე­ბი შემ­დეგ­ნა­ი­რად არის და­გე­ბუ­ლი: გმირ­თა მო­ე­დან­ზე მარ­ჯვნივ რომ მო­უხ­ვიო, სა­ი­და­ნაც არ უნდა შე­მოხ­ვი­დე, ჯერ მარ­ცხნივ უნდა გა­და­ე­წყო და მერე მარ­ჯვნივ გა­დახ­ვი­დე. ძა­ლი­ან ვიწ­როა ერ­თზო­ლი­ა­ნი ეს­ტა­კა­დე­ბი - მოძ­რა­ო­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა და­ბა­ლიც რომ იყოს, ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­სავ­ლე­ლი უნდა დავ­ტო­ვოთ.

ჩიხი კა­ზი­ნო აჭა­რას­თან

მე­ო­რე საკ­მა­ოდ სა­ხი­ფა­თო ად­გი­ლია კა­ზი­ნო აჭა­რას­თან მდე­ბა­რე გზის მო­ნაკ­ვე­თი, რომ­ლი­თაც პე­კი­ნის ქუ­ჩის­კენ გა­დავ­დი­ვართ. ამ ქუ­ჩის სქე­მა თა­ვი­დან დრო­ე­ბი­თი იყო, თუმ­ცა, უკვე 12 წე­ლია მუ­შა­ობს. გზის ეს მო­ნაკ­ვე­თი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ძა­ბუ­ლია, აქ ძა­ლი­ან ხში­რია შე­ფერ­ხე­ბე­ბი და სა­ცო­ბე­ბი. ამ მო­ნაკ­ვე­თის სა­ხი­ფა­თო­ო­ბას იწ­ვევს ისიც, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ქვე­ი­თი გა­და­ად­გილ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც წე­სებს ძი­რი­თა­დად არ იცა­ვენ და გა­და­დი­ან სა­დაც უნ­დათ და რო­გორც უნ­დათ.

დი­დუ­ბის სად­გუ­რის კვან­ძი

რთუ­ლი და სა­ხი­ფა­თოა დი­დუ­ბის სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე კვან­ძიც. აქაც უდი­დე­სი შე­ფერ­ხე­ბე­ბია, რის გა­მოც ეს მო­ნაკ­ვე­თიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თოა. ეს ბევ­რი ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის ბრა­ლი­ცაა - ერთ ად­გილ­ზე ამ­დე­ნი არ უნდა იყოს. ერთი ფა­ტა­რა აფეთ­ქე­ბის მუხ­ტი რომ და­უ­დოს ვინ­მემ, ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე ნამ­დვი­ლი არ­მა­გე­დო­ნი მოხ­დე­ბა.

მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო

საკ­მა­ოდ სა­ხი­ფა­თოა მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხი­ფა­თოა მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო - მა­გა­ლი­თად იქ, სა­დაც ვე­რის ხიდი ჩა­მო­დის, ორი­ვე მხა­რეს სა­ში­შია. მთე­ლი სა­ნა­პი­რო გა­სა­ფარ­თო­ე­ბე­ლია, რათა ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე ავა­რი­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ იკ­ლოს.

იხი­ლეთ სრუ­ლად

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

5 ყვე­ლა­ზე "გა­ჭე­დი­ლი" ად­გი­ლი თბი­ლის­ში:

შსს-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი

7 ადგილი თბილისში, სადაც ყველაზე მეტი ავარია ხდება

7 ადგილი თბილისში, სადაც ყველაზე მეტი ავარია ხდება

თბილისში გზების პრობლემა მუდმივი განსჯის თემაა. ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზთა უმეტესობა (მძღოლების შეცდომების გარდა) მოუწესრიგებელი გზები და მოძრაობისთვის მოუხერხებლად დაპროექტებული გზის მონაკვეთებია. ავტოსაგზაო შემთხვევა, შესაძლოა, ნებისმიერ გზაზე მოხდეს, მაგრამ თბილისში არსებობს ადგილები, სადაც ავარიები ზედმეტად ხშირად ხდება.

ამ თემასთან დაკავშირებით საგზაო უსაფრთხოების ექსპერტ კონსტანტინე მჭედლიშვილს გავესაუბრეთ, რომელმაც შვიდი ყველაზე სახიფათო გზის მონაკვეთი, რა თქმა უნდა, შესაბამისი არგუმენტებით დაგვისახელა.

კონსტანტინე მჭედლიშვილი: "გზის მონაკვეთების საშიშროება საგზაო სატრანსპოტო შემთხვევათა განაწილების კარტოგრამის მიხედვით დგინდება, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევების მეტი კონცენტრაციაა, იქ არის გზის საშიში მონაკვეთიც. გზა, ერთი შეხედვით, შეიძლება, კარგ მდგომარეობაში იყოს, მაგრამ სწორედ ამის გამო იყოს საშიში...

გმირთა მოედანი

ეს ადგილი თბილისში ავარიულად ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა. ზოგადად, კვანძი უნდა იყოს მოსარგებლისთვის ძალიან ნათელი და ხაფანგებს არ უნდა უგებდეს მას, გმირთა მოედანი კი ხაფანგებითაა სავსე. ეს ხაფანგები შემდეგნაირად არის დაგებული: გმირთა მოედანზე მარჯვნივ რომ მოუხვიო, საიდანაც არ უნდა შემოხვიდე, ჯერ მარცხნივ უნდა გადაეწყო და მერე მარჯვნივ გადახვიდე. ძალიან ვიწროა ერთზოლიანი ესტაკადები - მოძრაობის ინტენსივობა დაბალიც რომ იყოს, ორი მსუბუქი ავტომობილის გასავლელი უნდა დავტოვოთ.

ჩიხი კაზინო აჭარასთან

მეორე საკმაოდ სახიფათო ადგილია კაზინო აჭარასთან მდებარე გზის მონაკვეთი, რომლითაც პეკინის ქუჩისკენ გადავდივართ. ამ ქუჩის სქემა თავიდან დროებითი იყო, თუმცა, უკვე 12 წელია მუშაობს. გზის ეს მონაკვეთი ერთ-ერთი ყველაზე დაძაბულია, აქ ძალიან ხშირია შეფერხებები და საცობები. ამ მონაკვეთის სახიფათოობას იწვევს ისიც, რომ ძალიან ბევრი ქვეითი გადაადგილდება, რომლებიც წესებს ძირითადად არ იცავენ და გადადიან სადაც უნდათ და როგორც უნდათ.

დიდუბის სადგურის კვანძი

რთული და სახიფათოა დიდუბის სადგურის მიმდებარე კვანძიც. აქაც უდიდესი შეფერხებებია, რის გამოც ეს მონაკვეთიც ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა. ეს ბევრი ბენზინგასამართი სადგურების ბრალიცაა - ერთ ადგილზე ამდენი არ უნდა იყოს. ერთი ფატარა აფეთქების მუხტი რომ დაუდოს ვინმემ, ამ მონაკვეთზე ნამდვილი არმაგედონი მოხდება.

მარჯვენა და მარცხენა სანაპირო

საკმაოდ სახიფათოა მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები. განსაკუთრებით სახიფათოა მარცხენა სანაპირო - მაგალითად იქ, სადაც ვერის ხიდი ჩამოდის, ორივე მხარეს საშიშია. მთელი სანაპირო გასაფართოებელია, რათა ამ მონაკვეთზე ავარიული შემთხვევების რაოდენობამ იკლოს.

იხილეთ სრულად

ასევე დაგაინტერესებთ:

5 ყველაზე "გაჭედილი" ადგილი თბილისში:

შსს-ს ოფიციალური მონაცემები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია