საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განათლების სამინისტრო მივა დასკვნამდე, რომ სკოლებსა და უმაღლესებში ანალიტიკური აზროვნება შეტანილი იქნება"
"განათლების სამინისტრო მივა დასკვნამდე, რომ სკოლებსა და უმაღლესებში ანალიტიკური აზროვნება შეტანილი იქნება"

ვფიქ­რობ, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო მივა იმ დას­კვნამ­დე, რომ სა­შუ­ა­ლო სკო­ლებ­სა და უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა შე­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ ბრძა­ნა.

ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე უწ­მინ­დეს­მა სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, დღე­ვან­დე­ლი წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ისა­უბ­რა.

"ძა­ლი­ან ხში­რად ჩვენ გვინ­და ავ­ხსნათ ესა თუ ის მოვ­ლე­ნა, ჩვე­ნი ადა­მი­ა­ნუ­რი გო­ნე­ბით, ჩვე­ნი მსჯე­ლო­ბით, ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბით. არა­ერ­თხელ მი­სა­უბ­რია თქვენ­თან, რომ ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა ეს ცოდ­ნა ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბი­სა. ჩვენ ვცხოვ­რობთ ძა­ლი­ან რთულ დროს, თა­ვი­სი სი­კე­თით და ბო­რო­ტე­ბით. სი­კე­თეც ბევ­რია და ბო­რო­ტე­ბაც მსოფ­ლი­ო­ში და ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის მო­ვა­ლე­ო­ბა არის ის, რომ გა­ა­ნა­ლი­ზოს, და­ი­ნა­ხოს, სად კე­თი­ლია და სად ბო­რო­ტი", - აღ­ნიშ­ნა პატ­რი­არ­ქმა.

რო­გორც უწ­მინ­დეს­მა ბრძა­ნა, ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბაა, როცა ადა­მი­ა­ნი ფიქ­რობს ერთ მოვ­ლე­ნა­ზე და უნდა და­ა­ნა­წევ­როს იგი, შემ­დეგ ცალ­კე გა­ა­ნა­ზი­ლოს ეს ნა­წი­ლე­ბი და შემ­დეგ ისევ შე­ა­ერ­თოს. ასე­თი პრო­ცე­სია. ჯერ მთლი­ა­ნად უყუ­რებს, მერე ანა­წევ­რებს და მერე ისევ აერ­თი­ა­ნებს.

"ეს სა­ჭი­როა, ეს ჩვენ გვჭირ­დე­ბა. გვჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ ძა­ლი­ან ხში­რი შემ­თხვე­ვაა, როცა ადა­მი­ა­ნი ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გა­რე­შე იწყებს ამა თუ იმ საქ­მეს და იწყებს იმ დროს, როცა არ არის მზად ამის­თვის, ამის გა­სა­კე­თებ­ლად. ამი­ტომ ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა ძა­ლი­ან სა­ჭი­როა. მე ვფიქ­რობ, ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო მივა იმ დას­კვნამ­დე, რომ და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში და უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბებ­ლებ­ში იქ­ნე­ბა ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბა შე­ტა­ნი­ლი", - დას­ძი­ნა ილია მე­ო­რემ.

"განათლების სამინისტრო მივა დასკვნამდე, რომ სკოლებსა და უმაღლესებში ანალიტიკური აზროვნება შეტანილი იქნება"

"განათლების სამინისტრო მივა დასკვნამდე, რომ სკოლებსა და უმაღლესებში ანალიტიკური აზროვნება შეტანილი იქნება"

ვფიქრობ, განათლების სამინისტრო მივა იმ დასკვნამდე, რომ საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ანალიტიკური აზროვნება შეტანილი იქნება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.

ანალიტიკური აზროვნების მნიშვნელობაზე უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში, დღევანდელი წირვის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"ძალიან ხშირად ჩვენ გვინდა ავხსნათ ესა თუ ის მოვლენა, ჩვენი ადამიანური გონებით, ჩვენი მსჯელობით, ანალიტიკური აზროვნებით. არაერთხელ მისაუბრია თქვენთან, რომ ადამიანს სჭირდება ეს ცოდნა ანალიტიკური აზროვნებისა. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, თავისი სიკეთით და ბოროტებით. სიკეთეც ბევრია და ბოროტებაც მსოფლიოში და ყოველი ადამიანის მოვალეობა არის ის, რომ გაანალიზოს, დაინახოს, სად კეთილია და სად ბოროტი", - აღნიშნა პატრიარქმა.

როგორც უწმინდესმა ბრძანა, ანალიტიკური აზროვნებაა, როცა ადამიანი ფიქრობს ერთ მოვლენაზე და უნდა დაანაწევროს იგი, შემდეგ ცალკე გაანაზილოს ეს ნაწილები და შემდეგ ისევ შეაერთოს. ასეთი პროცესია. ჯერ მთლიანად უყურებს, მერე ანაწევრებს და მერე ისევ აერთიანებს.

"ეს საჭიროა, ეს ჩვენ გვჭირდება. გვჭირდება იმისთვის, რომ ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი ანალიტიკური აზროვნების გარეშე იწყებს ამა თუ იმ საქმეს და იწყებს იმ დროს, როცა არ არის მზად ამისთვის, ამის გასაკეთებლად. ამიტომ ანალიტიკური აზროვნება ძალიან საჭიროა. მე ვფიქრობ, ჩვენი განათლების სამინისტრო მივა იმ დასკვნამდე, რომ დაწყებითი კლასებიდან დაწყებული საშუალო სკოლაში და უმაღლეს სასწავლებებლებში იქნება ანალიტიკური აზროვნება შეტანილი", - დასძინა ილია მეორემ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია