საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - საცხოვრებლად უცხოეთში წასვლა ერის გადაგვარებაა
ილია მეორე - საცხოვრებლად უცხოეთში წასვლა ერის გადაგვარებაა

გა­ჭირ­ვე­ბის გამო ადა­მი­ა­ნი უცხო­ეთ­ში არ უნდა წა­ვი­დეს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

რო­გორც უწ­მინ­დეს­მა აღ­ნიშ­ნა, უცხო­ეთ­ში კარ­გია, როცა ადა­მი­ა­ნი სწავ­ლობს და ცოდ­ნას იღებს, მაგ­რამ სა­ცხოვ­რებ­ლად უცხო­ეთ­ში წას­ვლა არის გა­დაგ­ვა­რე­ბა ერი­სა და ამი­ტომ ძა­ლი­ან სა­ში­შია.

"რაც უნდა გა­უ­ჭირ­დეს, გა­ჭირ­ვე­ბის გამო ადა­მი­ა­ნი არ უნდა წა­ვი­დეს უცხო­ეთ­ში. მად­ლო­ბა უფალს, რომ ჩვენ გვაქვს სა­შა­უ­ლე­ბა, საქ­მე გა­მოვ­ნა­ხოთ აქ, თუნ­დაც მი­წის და­მუ­შა­ვე­ბა­ზე, თუნ­დაც სხვა­დას­ხვა სა­წარ­მო­ებ­ზე. არ უნდა დავ­ხარ­ბდეთ იმ ხელ­ფა­სებს და ფულს, რო­მელ­საც იქ აძ­ლე­ვენ. ამი­ტომ ჩვენ ვთხოვთ უფალს, რომ უფალ­მა მის­ცეს ძალა ერს, უფალ­მა ამ­ყო­ფოს ერი ჩვე­ნი მშვი­დო­ბით", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

მან და­ლო­ცა მრევ­ლი და უფალს სა­ქარ­თვე­ლოს გამ­თლი­ა­ნე­ბა სთხო­ვა.

"ღმერ­თმა ინე­ბოს, რომ გამ­თლი­ან­დეს ქრათ­ვე­ლი ხალ­ხი, ვი­ყოთ ერთი სამ­წყსო და უფა­ლი იესო ქრის­ტე იყოს მწყემ­სი ჩვე­ნი", - დას­ძი­ნა პატ­რი­არ­ქმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ილია მეორე - საცხოვრებლად უცხოეთში წასვლა ერის გადაგვარებაა

ილია მეორე - საცხოვრებლად უცხოეთში წასვლა ერის გადაგვარებაა

გაჭირვების გამო ადამიანი უცხოეთში არ უნდა წავიდეს, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

როგორც უწმინდესმა აღნიშნა, უცხოეთში კარგია, როცა ადამიანი სწავლობს და ცოდნას იღებს, მაგრამ საცხოვრებლად უცხოეთში წასვლა არის გადაგვარება ერისა და ამიტომ ძალიან საშიშია.

"რაც უნდა გაუჭირდეს, გაჭირვების გამო ადამიანი არ უნდა წავიდეს უცხოეთში. მადლობა უფალს, რომ ჩვენ გვაქვს საშაულება, საქმე გამოვნახოთ აქ, თუნდაც მიწის დამუშავებაზე, თუნდაც სხვადასხვა საწარმოებზე. არ უნდა დავხარბდეთ იმ ხელფასებს და ფულს, რომელსაც იქ აძლევენ. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ უფალს, რომ უფალმა მისცეს ძალა ერს, უფალმა ამყოფოს ერი ჩვენი მშვიდობით", - ბრძანა უწმინდესმა.

მან დალოცა მრევლი და უფალს საქართველოს გამთლიანება სთხოვა.

"ღმერთმა ინებოს, რომ გამთლიანდეს ქრათველი ხალხი, ვიყოთ ერთი სამწყსო და უფალი იესო ქრისტე იყოს მწყემსი ჩვენი", - დასძინა პატრიარქმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია