მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლპობაში შესული სახიფათო შესასვლელი - ეტლით მოსიარულეებისთვის დამამცირებელი პანდუსი რესპუბლიკურ საავადმყოფოში (+7 ფოტო)
ლპობაში შესული სახიფათო შესასვლელი - ეტლით მოსიარულეებისთვის დამამცირებელი პანდუსი რესპუბლიკურ საავადმყოფოში (+7 ფოტო)

დამ­პა­ლი ხის ფიც­რე­ბი, მორ­ყე­უ­ლი მო­ა­ჯი­რი, სა­ხელ­და­ხე­ლოდ შე­ყუ­დე­ბუ­ლი საყ­რდე­ნი ბო­ძე­ბი, რო­მე­ლიც შშმ პი­რე­ბის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შეს­ვლის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი, - ასე­თი პან­დუ­სით ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შშმ პი­რე­ბის მი­ღე­ბა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მათ­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ეს ერ­თა­დერ­თი შე­სას­ვლე­ლი, ეტ­ლით მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბის­თვის არა­კომ­ფორ­ტუ­ლი, სრუ­ლი­ად მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი და საფრ­თხის შემ­ცვე­ლია.

Ambebi.ge-ს პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ არა­ერ­თმა შშმ პირ­მა და მათ­მა ახ­ლო­ბელ­მა მი­მარ­თა. პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლია რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­თვი­საც, თუმ­ცა პრობ­ლე­მა პრობ­ლე­მად რჩე­ბა.

რეს­პო­დენ­ტე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, რომ ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, ამ "და­მამ­ცი­რე­ბე­ლი პან­დუ­სით" სარ­გებ­ლო­ბა ეტ­ლში მჯდო­მი პა­ცი­ენ­ტე­ბის გად­მო­ვარ­დნი­თაც დას­რუ­ლე­ბუ­ლა.

შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბის შექ­მნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. გარ­და ამი­სა, და­უშ­ვე­ბე­ლია შე­ნო­ბე­ბის პან­დუ­სე­ბის გა­რე­შე აშე­ნე­ბა, - ვკი­თხუ­ლობთ კა­ნონ­ში "შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ".

სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია, სა­ქარ­თვე­ლო­ში კვლავ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­უ­მარ­თა­ვი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გამო მხო­ლოდ ახ­ლობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ახერ­ხე­ბენ სახ­ლი­დან ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლას.

"რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს თირკმლის ჩა­ნაც­ვლე­ბი­თი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის შე­ნო­ბას აქვს პან­დუ­სი, რო­მე­ლიც არა­ნა­ირ სტან­დარტსა და ნორ­მას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ისე­თი დახ­რი­ლო­ბა აქვს, რომ ეტ­ლით მო­სი­ა­რუ­ლე პა­ცი­ენ­ტი და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ შეძ­ლებს ას­ვლას. პან­დუსს არ აქვს მო­ა­ჯი­რი, ზე­და­პი­რი კი თხე­ლი ფიც­რე­ბით არის და­ფა­რუ­ლი. ერთხელ ფი­ცა­რი ჩა­ტყდა და ეტ­ლში მჯდა­რი მამა კი­ნა­ღამ გა­და­ვარ­და",- ამ პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს კლი­ნი­კის ერთ-ერთი პა­ცი­ენ­ტის შვილ­მა, ნინო გი­ორ­გა­ძემ უამ­ბო.

"ეს პრობ­ლე­მა მხო­ლოდ მე არ მა­წუ­ხებს. თირკმლის ჩა­ნაც­ვლე­ბი­თი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მეტ­წი­ლად მძი­მე პა­ცი­ენ­ტებს უწევთ კვი­რა­ში სამ­ჯერ მოს­ვლა, ყო­ვე­ლი ვი­ზი­ტი მათ­თვის ახა­ლი თავ­სა­ტე­ხია. ზოგს ფეხი აქვს მოკ­ვე­თი­ლი, ზოგს სხვა მი­ზე­ზის გამო არ შე­უძ­ლია გა­მარ­თუ­ლად სი­ა­რუ­ლი. დე­კემ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ვცდი­ლობ დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეს­თან ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას. ხან მე­რი­ა­ში გა­და­მა­მი­სა­მარ­თა, ხან ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში. მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ჩა­ვარ­და, ფიც­რე­ბი და­ა­გეს. კლი­ნი­კის დი­რექ­ტორს, ავ­თან­დილ იმე­და­ძეს უშუ­ა­ლოდ შევ­ხვდი, ბო­ლოს ისიც კი მი­თხრა, მსგავ­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი სხვა კლი­ნი­კებ­შიც არის და იქ გა­და­იყ­ვა­ნეთ თქვე­ნი პა­ცი­ენ­ტიო", - ამ­ბობს ნინო გი­ორ­გა­ძე.

"ამ­ბე­ბი.გე" შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, რა­ტომ ვერ მო­ხერ­ხდა ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა და, კონ­კრე­ტუ­ლად, ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.

რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, ნატა ხურ­ცი­ძის თქმით, მათ იცი­ან აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ და პა­ცი­ენ­ტებს პან­დუ­სის გა­კე­თე­ბას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ჰპირ­დე­ბი­ან:

"პან­დუ­სის და­ქა­ნე­ბა სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­დის, უბ­რა­ლოდ, კე­თილ­მო­წყო­ბას სა­ჭი­რო­ებს. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის წინ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ბრძა­ნე­ბა გას­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი პან­დუ­სის კე­თილ­მო­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე ვა­დებ­ში მოგ­ვარ­დე­ბა პრობ­ლე­მა. ვი­ნა­ი­დან რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო არის სა­ხელ­მწი­ფო შპს, ჩვენ სა­კუ­თა­რი ფი­ნან­სე­ბი არ გაქვს და ყო­ველ­გვა­რი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ოს წა­მო­წყე­ბა ტენ­დე­რის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამი­ტო­მაც გა­ი­წე­ლა დრო­ში ეს პრობ­ლე­მა. პირ­ველ რიგ­ში სწო­რედ ჩვენს ინ­ტე­რეს­ში შე­დის პა­ცი­ენ­ტე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა და ყო­ველ­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ ხოლ­მე ხარ­ვე­ზე­ბის გა­მოს­წო­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ნატა ხურ­ცი­ძემ.

"კო­ა­ლი­ცია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის" აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს შშმ პი­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა და ად­ვო­კა­ტი­რე­ბის სა­კი­თხებ­ზე. აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით Ambebi.ge ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მე­ბის მე­ნე­ჯერს, რატი იო­ნა­თა­მიშ­ვილს ესა­უბ­რა. რო­გორც ის აცხა­დებს, პან­დუ­სი პი­რა­დად აქვს ნა­ნა­ხი და ის არა­ნა­ირ სტან­დარ­ტებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. თუკი აქამ­დე კა­ნო­ნი სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს არ ავალ­დე­ბუ­ლებ­და შე­ნო­ბის შშმ პი­რე­ბი­სათ­ვის ადაპ­ტი­რე­ბას, ახლა უკვე ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან მაქ­სი­მუმ 5 წლის ვა­და­ში მო­აგ­ვა­რონ ადაპ­ტი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­კი­თხი:

"ამას პან­დუს­საც ვერ ვუ­წო­დებთ. ეს არის ლპო­ბა­ში შე­სუ­ლი ხის გა­ურ­კვე­ვე­ლი კონ­სტრუქ­ცია, რო­მე­ლიც იდე­ა­ში შშმ პი­რე­ბის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი. პან­დუსს არც მო­ა­ჯი­რი აქვს, რაც ეტ­ლით მო­სი­ა­რუ­ლე პი­რის­თვის და­მა­ტე­ბი­თი საფრ­თხის შემ­ცვე­ლი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს, დამ­პა­ლი ფი­ცა­რი კი რო­დის ჩა­ტყდე­ბა, არა­ვინ იცის. სა­სა­ცი­ლოა იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ ეს პან­დუ­სი რა­ი­მე სტან­დარტს აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ეს შშმ პი­რე­ბის და­ცინ­ვას უფრო ჰგავს და არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას­თან. რა გან­მარ­ტე­ბაც არ უნდა ჰქონ­დეს სა­ა­ვად­მყო­ფოს, ფაქ­ტია, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას არ ადარ­დებს ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა დას­რულ­დეს ასე­თი პრე­ცე­დენ­ტე­ბი. მით უმე­ტეს, რომ 6 დე­კემ­ბერს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მო­ა­წე­რა ხელი გან­კარ­გუ­ლე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვით ყვე­ლა სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ვალ­დე­ბუ­ლია გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს შშმ პირ­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და მო­ახ­დი­ნოს ადაპ­ტი­რე­ბა დად­გე­ნი­ლი სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით", - გა­ნა­ცხა­და რატი იო­ნა­თა­მიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2013 წელს რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო სა­ხელ­მწი­ფომ შე­ის­ყი­და და ამ­ჟა­მად ის ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ბა­ლანსზეა. სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ამ პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ აქამ­დე არა­ფე­რი იცოდ­ნენ, თუმ­ცა თუკი რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა უკვე გას­ცა ბრძა­ნე­ბა პან­დუ­სის და­მონ­ტა­ჟე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო მი­ე­სალ­მე­ბა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და პან­დუ­სი აუ­ცი­ლებ­ლად გა­კეთ­დე­ბა.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ლპობაში შესული სახიფათო შესასვლელი - ეტლით მოსიარულეებისთვის დამამცირებელი პანდუსი რესპუბლიკურ საავადმყოფოში (+7 ფოტო)

ლპობაში შესული სახიფათო შესასვლელი - ეტლით მოსიარულეებისთვის დამამცირებელი პანდუსი რესპუბლიკურ საავადმყოფოში (+7 ფოტო)

დამპალი ხის ფიცრები, მორყეული მოაჯირი, სახელდახელოდ შეყუდებული საყრდენი ბოძები, რომელიც შშმ პირების რესპუბლიკურ საავადმყოფოში შესვლისთვის არის განკუთვნილი, - ასეთი პანდუსით ხდება საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საავადმყოფოში შშმ პირების მიღება. საავადმყოფოში მათთვის განკუთვნილი ეს ერთადერთი შესასვლელი, ეტლით მოსიარულეებისთვის არაკომფორტული, სრულიად მოუხერხებელი და საფრთხის შემცველია.

Ambebi.ge-ს პრობლემის შესახებ არაერთმა შშმ პირმა და მათმა ახლობელმა მიმართა. პრობლემის შესახებ ცნობილია რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციისთვისაც, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება.

რესპოდენტები გვიყვებიან, რომ ზოგ შემთხვევაში, ამ "დამამცირებელი პანდუსით" სარგებლობა ეტლში მჯდომი პაციენტების გადმოვარდნითაც დასრულებულა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სრულფასოვანი ცხოვრებისა და სხვადასხვა საქმიანობაში მონაწილეობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა აუცილებელია. გარდა ამისა, დაუშვებელია შენობების პანდუსების გარეშე აშენება, - ვკითხულობთ კანონში "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის შესახებ".

სამწუხარო ფაქტია, საქართველოში კვლავ არიან ადამიანები, რომლებიც გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო მხოლოდ ახლობლების დახმარებით ახერხებენ სახლიდან ქუჩაში გამოსვლას.

"რესპუბლიკური საავადმყოფოს თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილების შენობას აქვს პანდუსი, რომელიც არანაირ სტანდარტსა და ნორმას არ შეესაბამება. ისეთი დახრილობა აქვს, რომ ეტლით მოსიარულე პაციენტი დამოუკიდებლად ვერ შეძლებს ასვლას. პანდუსს არ აქვს მოაჯირი, ზედაპირი კი თხელი ფიცრებით არის დაფარული. ერთხელ ფიცარი ჩატყდა და ეტლში მჯდარი მამა კინაღამ გადავარდა",- ამ პრობლემის შესახებ Ambebi.ge-ს კლინიკის ერთ-ერთი პაციენტის შვილმა, ნინო გიორგაძემ უამბო.

"ეს პრობლემა მხოლოდ მე არ მაწუხებს. თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილებაში მეტწილად მძიმე პაციენტებს უწევთ კვირაში სამჯერ მოსვლა, ყოველი ვიზიტი მათთვის ახალი თავსატეხია. ზოგს ფეხი აქვს მოკვეთილი, ზოგს სხვა მიზეზის გამო არ შეუძლია გამართულად სიარული. დეკემბრიდან მოყოლებული ვცდილობ დირექტორის მოადგილესთან ამ პრობლემის მოგვარებას. ხან მერიაში გადამამისამართა, ხან ეკონომიკის სამინისტროში. მხოლოდ მას შემდეგ, რაც რამდენიმე ადამიანი ჩავარდა, ფიცრები დააგეს. კლინიკის დირექტორს, ავთანდილ იმედაძეს უშუალოდ შევხვდი, ბოლოს ისიც კი მითხრა, მსგავსი დაწესებულებები სხვა კლინიკებშიც არის და იქ გადაიყვანეთ თქვენი პაციენტიო", - ამბობს ნინო გიორგაძე.

"ამბები.გე" შეეცადა გაერკვია, რატომ ვერ მოხერხდა ამდენი ხნის განმავლობაში არსებული პრობლემის მოგვარება და, კონკრეტულად, ვინ არის პასუხისმგებელი.

რესპუბლიკური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნატა ხურციძის თქმით, მათ იციან აღნიშნული პრობლემის შესახებ და პაციენტებს პანდუსის გაკეთებას უახლოეს მომავალში ჰპირდებიან:

"პანდუსის დაქანება სტანდარტებთან შესაბამისობაში მოდის, უბრალოდ, კეთილმოწყობას საჭიროებს. დაახლოებით ერთი კვირის წინ გენერალურმა დირექტორმა ბრძანება გასცა აღნიშნული პანდუსის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით და მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოგვარდება პრობლემა. ვინაიდან რესპუბლიკური საავადმყოფო არის სახელმწიფო შპს, ჩვენ საკუთარი ფინანსები არ გაქვს და ყოველგვარი სარემონტო სამუშაოს წამოწყება ტენდერის გარეშე შეუძლებელია, ამიტომაც გაიწელა დროში ეს პრობლემა. პირველ რიგში სწორედ ჩვენს ინტერესში შედის პაციენტების კეთილდღეობა და ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე ხარვეზების გამოსწორებას", - განაცხადა ნატა ხურციძემ.

"კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" აქტიურად მუშაობს შშმ პირების უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საკითხებზე. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით Ambebi.ge ორგანიზაციის პროგრამების მენეჯერს, რატი იონათამიშვილს ესაუბრა. როგორც ის აცხადებს, პანდუსი პირადად აქვს ნანახი და ის არანაირ სტანდარტებს არ შეესაბამება. თუკი აქამდე კანონი საჯარო დაწესებულებებს არ ავალდებულებდა შენობის შშმ პირებისათვის ადაპტირებას, ახლა უკვე ვალდებულნი არიან მაქსიმუმ 5 წლის ვადაში მოაგვარონ ადაპტირებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი:

"ამას პანდუსსაც ვერ ვუწოდებთ. ეს არის ლპობაში შესული ხის გაურკვეველი კონსტრუქცია, რომელიც იდეაში შშმ პირებისთვის არის განკუთვნილი. პანდუსს არც მოაჯირი აქვს, რაც ეტლით მოსიარულე პირისთვის დამატებითი საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს, დამპალი ფიცარი კი როდის ჩატყდება, არავინ იცის. სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ ეს პანდუსი რაიმე სტანდარტს აკმაყოფილებს, ეს შშმ პირების დაცინვას უფრო ჰგავს და არავითარი კავშირი არ აქვს თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფასთან. რა განმარტებაც არ უნდა ჰქონდეს საავადმყოფოს, ფაქტია, რომ ადმინისტრაციას არ ადარდებს ეს ადამიანები. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ასეთი პრეცედენტები. მით უმეტეს, რომ 6 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლის მიხედვით ყველა საჯარო დაწესებულება ვალდებულია გაითვალისწინოს შშმ პირთა საჭიროებები და მოახდინოს ადაპტირება დადგენილი სტანდარტების მიხედვით", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფომ შეისყიდა და ამჟამად ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ პრობლემის შესახებ აქამდე არაფერი იცოდნენ, თუმცა თუკი რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა უკვე გასცა ბრძანება პანდუსის დამონტაჟებასთან დაკავშირებით, ეკონომიკის სამინისტრო მიესალმება ამ გადაწყვეტილებას და პანდუსი აუცილებლად გაკეთდება.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია