პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისინი ავიდნენ იქ, სადაც მხოლოდ ჯიხვები არიან" -სვანეთში დაღუპული მთამსვლელების ბოლო წუთები (ექსკლუზივი)
"ისინი ავიდნენ იქ, სადაც მხოლოდ ჯიხვები არიან" -სვანეთში დაღუპული მთამსვლელების ბოლო წუთები (ექსკლუზივი)

სვა­ნეთ­ში ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პულ უცხო­ელ ტუ­რის­ტებს ისევ ეძე­ბენ. 4 უცხო­ე­ლი მეს­ტი­ა­ში და­ი­ღუ­პა, ერთი გა­დარ­ჩა. ორი და­ღუ­პუ­ლი, ფრან­გი სილ­ვან ფავრ-ფე­ლიქ­სი და გერ­მა­ნე­ლი ვინ­გფ­რიდ გერ­გი უკვე იპო­ვეს. ორი და­კარ­გუ­ლის - თი­ე­რი ვენ­ზე­ლის და ოლი­ვერ კრაფ­ტის ძებ­ნა კი 8 მარტს, დი­ლის 4 სა­ა­თი­დან ისევ გა­ნახ­ლდე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 5 კა­ცი­ა­ნი ექ­სტრე­მა­ლე­ბის ჯგუ­ფი სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩა­მო­ვი­და და ისი­ნი სვა­ნეთ­ში 2 მარტს ავიდ­ნენ. 4 დღე ფრან­გი და გერ­მა­ნე­ლი ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ურ­თუ­ლე­სი მარ­შუ­ტით მოძ­რა­ობ­დნენ. 6 მარტს, 11 სა­ათ­ზე, უცებ ზვა­ვი ჩა­მოწ­ვა და ხუ­თი­ვე უცხო­ე­ლი ქვეშ მო­ი­ყო­ლა.

სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს ფრან­გი ექ­სტრე­მა­ლი - გი­უ­ლემ დე ფრან­სა­ი­ზი. იგი თურ­მე 2 სა­ა­თი ცდი­ლობ­და სამ­შვი­დო­ბოს გა­მოს­ვლას და სა­ბო­ლოდ მო­ა­ხერ­ხა კი­დეც, მომ­ხდა­რი მე­სა­ზღვრე­ე­ბის­თვის ეც­ნო­ბე­ბი­ნა.

საქ­მე­ში შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი ჩა­ერ­თნენ და ხან­გრძლი­ვი ძებ­ნის შემ­დეგ 2 და­კარ­გულს მი­აგ­ნეს.

გი­ორ­გი მა­კა­ლა­თია, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი:

-ორი და­ღუ­პუ­ლი უკვე ჩა­მო­ვას­ვე­ნეთ, ორს ისევ ვე­ძებთ. სა­ვა­რა­უ­დოდ ისი­ნიც და­ღუ­პუ­ლე­ბი არი­ან. ხუ­თი­ვე გა­მოც­დი­ლი მთამ­სვლე­ლე­ბი და ძა­ლი­ან კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი მო­თხი­ლა­მუ­რე­ე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა უბე­დურ შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლნენ. და­ღუ­პუ­ლე­ბი ცნო­ბი­ლე­ბი არი­ან ამ სფე­რო­ში. მხო­ლოდ ერთი გა­დარ­ჩა, ისიც ზვავ­ში მოყ­ვა, 2 სა­ა­თი ცდი­ლობ­და ზვა­ვი­დან ამოს­ვლას და ძლივს გა­დარ­ჩა. ჩვე­ნამ­დე რომ მო­აღ­წია, ნერ­ვუ­ლი შოკი ჰქონ­და. მან მიგ­ვიყ­ვა­ნა იმ ად­გი­ლამ­დე, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ და­ღუ­პუ­ლე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ.

გარ­დაც­ვლი­ლებს ვი­ზუ­ა­ლუ­რად მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ. ორი­ვე ცხე­და­რი რა­მო­დე­ნი­მე მეტ­რით, და­ახ­ლო­ე­ბით 50 მეტ­რის და­შო­რე­ბით ვი­პო­ვეთ. გა­დარ­ჩე­ნი­ლის მო­ნა­თხრო­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვი­ცით და­ნარ­ჩე­ნე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლიც და ალ­ბათ მა­თაც ვი­პო­ვით. დი­ლი­დან გა­ნახ­ლდე­ბა სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. სა­ში­ნელ დღე­შია გა­დარ­ჩე­ნი­ლი ტუ­რის­ტი. ის სას­ტუმ­რო­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ, რომ მო­ის­ვე­ნოს, ძლივს და­ვა­ძი­ნეთ. ხვალ ჩვენ­თან ერ­თად ისიც ჩა­ერ­თვე­ბა მე­გობ­რე­ბის ძებ­ნა­ში.

მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის კა­პი­ტონ ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის თქმით, ისი­ნი ურ­თუ­ლეს მო­ნაკ­ვეთ­ზე იყ­ვნენ ასუ­ლე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი ასე­თი სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გით დას­რულ­და.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"ისინი ავიდნენ იქ, სადაც მხოლოდ ჯიხვები არიან" -სვანეთში დაღუპული მთამსვლელების ბოლო წუთები (ექსკლუზივი)

"ისინი ავიდნენ იქ, სადაც მხოლოდ ჯიხვები არიან" -სვანეთში დაღუპული მთამსვლელების ბოლო წუთები (ექსკლუზივი)

სვანეთში ტრაგიკულად დაღუპულ უცხოელ ტურისტებს ისევ ეძებენ. 4 უცხოელი მესტიაში დაიღუპა, ერთი გადარჩა. ორი დაღუპული, ფრანგი სილვან ფავრ-ფელიქსი და გერმანელი ვინგფრიდ გერგი უკვე იპოვეს. ორი დაკარგულის - თიერი ვენზელის და ოლივერ კრაფტის ძებნა კი 8 მარტს, დილის 4 საათიდან ისევ განახლდება. გავრცელებული ინფორმაციით, 5 კაციანი ექსტრემალების ჯგუფი საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და ისინი სვანეთში 2 მარტს ავიდნენ. 4 დღე ფრანგი და გერმანელი ექსტრემალური სპორტის მოყვარულები ურთულესი მარშუტით მოძრაობდნენ. 6 მარტს, 11 საათზე, უცებ ზვავი ჩამოწვა და ხუთივე უცხოელი ქვეშ მოიყოლა.

სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს ფრანგი ექსტრემალი - გიულემ დე ფრანსაიზი. იგი თურმე 2 საათი ცდილობდა სამშვიდობოს გამოსვლას და საბოლოდ მოახერხა კიდეც, მომხდარი მესაზღვრეებისთვის ეცნობებინა.

საქმეში შესაბამისი სამსახურები ჩაერთნენ და ხანგრძლივი ძებნის შემდეგ 2 დაკარგულს მიაგნეს.

გიორგი მაკალათია, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი:

-ორი დაღუპული უკვე ჩამოვასვენეთ, ორს ისევ ვეძებთ. სავარაუდოდ ისინიც დაღუპულები არიან. ხუთივე გამოცდილი მთამსვლელები და ძალიან კარგად მომზადებული მოთხილამურეები იყვნენ, თუმცა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლნენ. დაღუპულები ცნობილები არიან ამ სფეროში. მხოლოდ ერთი გადარჩა, ისიც ზვავში მოყვა, 2 საათი ცდილობდა ზვავიდან ამოსვლას და ძლივს გადარჩა. ჩვენამდე რომ მოაღწია, ნერვული შოკი ჰქონდა. მან მიგვიყვანა იმ ადგილამდე, სადაც სავარაუდოდ დაღუპულები უნდა ყოფილიყვნენ.

გარდაცვლილებს ვიზუალურად მოტეხილობები არ აღენიშნებათ. ორივე ცხედარი რამოდენიმე მეტრით, დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით ვიპოვეთ. გადარჩენილის მონათხრობით, სავარაუდოდ, ვიცით დანარჩენების ადგილსამყოფელიც და ალბათ მათაც ვიპოვით. დილიდან განახლდება სამძებრო სამუშაოები. საშინელ დღეშია გადარჩენილი ტურისტი. ის სასტუმროში გადავიყვანეთ, რომ მოისვენოს, ძლივს დავაძინეთ. ხვალ ჩვენთან ერთად ისიც ჩაერთვება მეგობრების ძებნაში.

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, ისინი ურთულეს მონაკვეთზე იყვნენ ასულები და ყველაფერი ასეთი სავალალო შედეგით დასრულდა.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია