პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი კადრები მამა გაბრიელის საფლავის გახსნიდან (+7 ფოტო)
პირველი კადრები მამა გაბრიელის საფლავის გახსნიდან (+7 ფოტო)

სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლა­ვი ამ მო­მენ­ტი­სათ­ვის სა­ვა­რა­უ­დოდ გახ­სნი­ლია. მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლა სპე­ცი­ა­ლუ­რი საშ­ვე­ბით ხდე­ბა. მო­ნას­ტერ­თან და მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წეს­რიგს ჯა­რის­კა­ცე­ბი იცა­ვენ. მათ მიერ გა­კე­თე­ბუ­ლია კორ­დო­ნი მო­ნას­ტრი­დან სვე­ტი­ცხოვ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­კე­ტი­ლია მცხე­თის ცენ­ტრი და მო­ნას­ტერ­თან ასახ­ვე­ვი.

ჯა­რის­კა­ცე­ბი რკი­ნის ბა­რი­ე­რის გას­წვრივ დგა­ნან. ფე­რიც­ვა­ლე­ბის ტაძ­რი­დან ის­მის გა­ლო­ბა. ტა­ძარ­ში საღ­მრთო ლი­ტურ­გია სრულ­დე­ბა. მო­ნას­ტრის გარ­შე­მო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უამ­რა­ვი მომ­ლოც­ვე­ლი იმ­ყო­ფე­ბა.

მომ­ლოც­ველ­თა ნა­წი­ლი ასე­ვე მო­ნას­ტერ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე მთა­ზეც არი­ან ასუ­ლი და იქი­დან აკ­ვირ­დე­ბი­ან სი­ტუ­ა­ცი­ას. მცხე­თა­ში შე­სას­ვლე­ლი გზე­ბი პო­ლი­ცი­ის მიერ გა­და­კე­ტი­ლია. ისი­ნი მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლუ­რი საშ­ვის მქო­ნე ავ­ტო­მო­ბი­ლებს ატა­რე­ბენ.

მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ მო­მენ­ტამ­დე შეს­ვლას ვერც მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ახერ­ხე­ბენ. ღირ­სი მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლა­ვის გახ­სნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი გუ­შინ სა­ვა­რა­უ­დოდ 22 სა­ათ­ზე და­ი­წყო. ტა­ძარ­ში სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მობ­რძა­ნე­ბას 12:00 სა­ა­თი­სათ­ვის ელო­დე­ბი­ან, რომ­ლის დრო­საც უწ­მინ­დე­სი პა­რაკ­ლისს გა­და­იხ­დის.

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნოდ­მა არ­ქი­მან­დრი­ტი გაბ­რი­ე­ლი წმინ­და­ნად 2012 წლის 20 დე­კემ­ბერს წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მა­ზე შე­რა­ცხა და მისი ხსე­ნე­ბის დღედ 2 ნო­ემ­ბე­რი და­ად­გი­ნა. სა­ხე­ლად ღირ­სი მამა გაბ­რი­ელ სა­ლო­სი ეწო­და.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

პირველი კადრები მამა გაბრიელის საფლავის გახსნიდან (+7 ფოტო)

პირველი კადრები მამა გაბრიელის საფლავის გახსნიდან (+7 ფოტო)

სამთავროს დედათა მონასტერში მამა გაბრიელის საფლავი ამ მომენტისათვის სავარაუდოდ გახსნილია. მონასტრის ტერიტორიაზე შესვლა სპეციალური საშვებით ხდება. მონასტერთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგს ჯარისკაცები იცავენ. მათ მიერ გაკეთებულია კორდონი მონასტრიდან სვეტიცხოვლის მიმართულებით, შესაბამისად, გადაკეტილია მცხეთის ცენტრი და მონასტერთან ასახვევი.

ჯარისკაცები რკინის ბარიერის გასწვრივ დგანან. ფერიცვალების ტაძრიდან ისმის გალობა. ტაძარში საღმრთო ლიტურგია სრულდება. მონასტრის გარშემო ტერიტორიაზე უამრავი მომლოცველი იმყოფება.

მომლოცველთა ნაწილი ასევე მონასტერთან ახლოს მდებარე მთაზეც არიან ასული და იქიდან აკვირდებიან სიტუაციას. მცხეთაში შესასვლელი გზები პოლიციის მიერ გადაკეტილია. ისინი მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე ავტომობილებს ატარებენ.

მონასტრის ტერიტორიაზე ამ მომენტამდე შესვლას ვერც მედიის წარმომადგენლები ახერხებენ. ღირსი მამა გაბრიელის საფლავის გახსნის სამუშაოები გუშინ სავარაუდოდ 22 საათზე დაიწყო. ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მობრძანებას 12:00 საათისათვის ელოდებიან, რომლის დროსაც უწმინდესი პარაკლისს გადაიხდის.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი გაბრიელი წმინდანად 2012 წლის 20 დეკემბერს წმინდა სინოდის სხდომაზე შერაცხა და მისი ხსენების დღედ 2 ნოემბერი დაადგინა. სახელად ღირსი მამა გაბრიელ სალოსი ეწოდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია