მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ხდება ადამიანის წმინდანად შერაცხვა და რა არის მტკიცებულებები სინოდისათვის
როგორ ხდება ადამიანის წმინდანად შერაცხვა და რა არის მტკიცებულებები სინოდისათვის

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე პირ­ვე­ლად წმინ­და­ნად შე­რა­ცხუ­ლი სამი წმინ­და მა­მის საფ­ლა­ვი იხ­სნე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ღირ­სი მამა გი­ორ­გი (იო­ა­ნე) მხე­ი­ძი­სა და ღირ­სი იო­ა­ნე მა­ი­სუ­რა­ძის საფ­ლა­ვე­ბის გახ­სნის მომსწრე გახ­დე­ბა. ამ მოვ­ლე­ნას მორ­წმუ­ნე­ე­ბი წლო­ბით ელოდ­ნენ. თუ რო­გორ ხდე­ბა წმინ­და­ნად შე­რა­ცხვა და რა­ტომ ხდე­ბა მათი საფ­ლა­ვის გახ­სნა, ამ თე­მა­ზე Ambebi.ge პატ­რი­არ­ქის მდი­ვანს დე­კა­ნოზ მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველს ესა­უბ­რა.

მამა მი­ქა­ე­ლის გან­ცხა­დე­ბით, საფ­ლა­ვის გახ­სნის დროს წმინ­და­ნად შე­რა­ცხვის­თვის სხე­უ­ლის უხრწნე­ლო­ბა ერ­თა­დერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არის.

"უხრწნე­ლე­ბა არ არის ერ­თა­დერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის წმინ­და­ნო­ბის და­სად­გე­ნად. იგი ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია ამ მთლი­ა­ნი თე­მის, რა­საც კა­ნო­ნი­ზა­ცია ქვია. შე­იძ­ლე­ბა უხრწნე­ლი არ დაგ­ვხვდეს, შე­იძ­ლე­ბა უხრწნე­ლიც იყოს. საფ­ლა­ვის გა­თხრის შემ­დეგ, ჩვენც ასეთ მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში ვართ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა დაგ­ვხვდე­ბა იქ. უხრწნე­ლი იქ­ნე­ბა თუ გახ­რწნი­ლი იქ­ნე­ბა სხე­უ­ლი, ამით არ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა წმინ­და­ნო­ბა. ეს არ არის ერ­თა­დერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ამის", - დას­ძი­ნა მამა მი­ქა­ელ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პი­როვ­ნე­ბის თუ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის წმინ­და­ნად შე­რა­ცხვა წმინ­და სი­ნო­დის მიერ ხდე­ბა. სი­ნო­დის მიერ შექ­მნი­ლი კო­მი­სია სწავ­ლობს პი­რის კა­ნო­ნი­ზა­ცი­ის სა­კითხს. კერ­ძოდ, ხდე­ბა წმინ­და­ნად შე­სა­რა­ცხი ადა­მი­ა­ნის თუ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ცხოვ­რე­ბის შეს­წავ­ლა. შე­ის­წავ­ლი­ან მისი ცხოვ­რე­ბის წესს, ნაშ­რო­მებს, თუ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რია, ქა­და­გე­ბებს, რათა იქ არ იყოს ისე­თი ცდო­მი­ლე­ბა, რაც მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სწავ­ლე­ბას ან ქრი­ტი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის წესს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. საფ­ლავ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სას­წა­უ­ლე­ბი კი და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბია ამა თუ იმ პი­როვ­ნე­ბის კა­ნო­ნი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამი­ტომ არის რომ წმინ­და­ნად შე­რა­ცხვის პრო­ცე­სი შე­იძ­ლე­ბა ათწლე­უ­ლე­ბით გრძელ­დე­ბო­დეს.

ღირს მამა გი­ორ­გი (იო­ა­ნე) მხე­ი­ძეს და ღირს იო­ა­ნე მა­ი­სუ­რა­ძეს ბე­თა­ნი­ა­ში მსა­ხუ­რე­ბა ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდ­ში მო­უ­წი­ათ. ის­ტო­რი­კოს სერ­გო ვარ­დო­სა­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, 1921 წლი­დან, რო­დე­საც ეკ­ლე­სია კა­ნონ­გა­რე­შე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად გა­მო­ცხად­და, ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბი - სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბად და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის იძუ­ლე­ბით გან­მოს­ვის პრო­ცე­სი და­ი­წყო, ღირ­სი მამა გი­ორ­გი (იო­ა­ნე) მხე­ი­ძე და ღირ­სი იო­ა­ნე მა­ი­სუ­რა­ძე ბე­თა­ნი­ა­ში, ბე­რად მსა­ხუ­რე­ბას მა­ინც აგ­რძე­ლებ­დნენ. ისი­ნი პატ­რი­არქ კა­ლის­ტრა­ტეს ტაძ­რის მცვე­ლე­ბად ყავ­და გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

მამა გაბ­რი­ელ­მა მას­ზე წინ მისი სუ­ლი­ე­რი მო­ძღვრე­ბის წმინ­და­ნად შე­რა­ცხვის შე­სა­ხებ მის სი­ცო­ცხლე­ში­ვე იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა და ამა­ზე არა­ერ­თხელ და­ი­წე­რა. სა­პატ­რი­არ­ქომ საფ­ლა­ვე­ბის გახ­სნის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბაც გა­ა­კეთ­და.

სა­პატ­რი­არ­ქოს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, დე­კა­ნოზ და­ვით შა­რა­შე­ნი­ის თქმით, 20 თე­ბერ­ვალს, 17:00 სა­ათ­ზე, ბე­თა­ნი­ა­ში გა­იხ­სნე­ბა მამა გაბ­რი­ე­ლის მო­ძღვრის, ღირ­სი მამა გი­ორ­გი-იო­ა­ნეს და ღირ­სი მამა იო­ა­ნეს წმინ­და ნა­წი­ლე­ბი და დას­ვენ­დე­ბა ბე­თა­ნი­ის მო­ნას­ტრის ღვთის­მშობ­ლის შო­ბის ტა­ძარ­ში.

დე­კა­ნოზ და­ვით შა­რა­შე­ნი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმა­ვე დღეს 17:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა სა­ზე­ი­მო ლოც­ვა, ხოლო 24:00 სა­ათ­ზე სა­ზე­ი­მო წირ­ვა ღა­მის­თე­ვით. წირ­ვა-ლოც­ვა და პა­რაკ­ლი­სე­ბი შემ­დეგ დღე­ებ­შიც აღეს­რუ­ლე­ბა.

22 თე­ბერ­ვალს 12:00 სა­ათ­ზე გა­იხ­სნე­ბა სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტრის ეზო­ში დაკ­რძა­ლუ­ლი ღირ­სი მა­მის, წმინ­და გაბ­რი­ელ სა­ლო­სის წმინ­და ნა­წი­ლე­ბი. "წმინ­და ნეშ­ტი ჯერ დას­ვენ­დე­ბა სამ­თავ­როს ფე­რიც­ვა­ლე­ბის ტა­ძარ­ში, ხოლო 18:00 სა­ათ­ზე გა­დას­ვენ­დე­ბა სვე­ტი­ცხო­ველ­ში. სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში სა­ზე­ი­მო ლოც­ვა და­ი­წყე­ბა შა­ბათს, 19:00 სა­ათ­ზე, ხოლო კვი­რას სა­ზე­ი­მო წირ­ვა და­ი­წყე­ბა 10:00 სა­ათ­ზე. წირ­ვა-ლოც­ვას წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­თან ერ­თად აღავ­ლენს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი", - გა­ნა­ცხა­და და­ვით შა­რა­შე­ნი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, 24 თე­ბერ­ვალს მამა გაბ­რი­ე­ლის წმინ­და ნა­წი­ლე­ბი გად­მოს­ვე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, სა­დაც ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი და მრევლს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა პა­ტი­ვი მი­ა­გოს მას. შემ­დეგ კი იგი და­იკ­რძა­ლე­ბა სამ­თავ­როს ფე­რიც­ვა­ლე­ბის ტა­ძარ­ში.

20-ე სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­სა და 21-ე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ ბევ­რი პი­როვ­ნე­ბა წმინ­და­ნი შე­ი­რა­ცხა. თუმ­ცა, წმინ­დან­თა საფ­ლა­ვის გახ­სნა კი პირ­ვე­ლად ხდე­ბა.

ღირ­სი მამა იო­ა­ნე ათო­ნის მთა­ზე 17 წელი მოღ­ვა­წე­ობ­და. 1920-21 წწ-ში იგი სხვა ქარ­თველ ბე­რებ­თან ერ­თად იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ათო­ნის მთა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. იგი ბე­თა­ნი­ის მო­ნას­ტერ­ში დამ­კვიდ­რდა. 1924 წლი­დან ბე­თა­ნი­ის მო­ნას­ტერ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და მამა გი­ორ­გი მხე­ი­ძეც. 50-იანი წლე­ბი­დან ღირ­სი მა­მე­ბი მამა გაბ­რი­ე­ლის სუ­ლი­ე­რი მო­ძღვრე­ბი გახ­დნენ.

ეკა ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

როგორ ხდება ადამიანის წმინდანად შერაცხვა და რა არის მტკიცებულებები სინოდისათვის

როგორ ხდება ადამიანის წმინდანად შერაცხვა და რა არის მტკიცებულებები სინოდისათვის

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უახლესი ისტორიის მანძილზე პირველად წმინდანად შერაცხული სამი წმინდა მამის საფლავი იხსნება. საზოგადოება ღირსი მამა გიორგი (იოანე) მხეიძისა და ღირსი იოანე მაისურაძის საფლავების გახსნის მომსწრე გახდება. ამ მოვლენას მორწმუნეები წლობით ელოდნენ. თუ როგორ ხდება წმინდანად შერაცხვა და რატომ ხდება მათი საფლავის გახსნა, ამ თემაზე Ambebi.ge პატრიარქის მდივანს დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს ესაუბრა.

მამა მიქაელის განცხადებით, საფლავის გახსნის დროს წმინდანად შერაცხვისთვის სხეულის უხრწნელობა ერთადერთი მტკიცებულება არ არის.

"უხრწნელება არ არის ერთადერთი მტკიცებულება ადამიანის წმინდანობის დასადგენად. იგი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ამ მთლიანი თემის, რასაც კანონიზაცია ქვია. შეიძლება უხრწნელი არ დაგვხვდეს, შეიძლება უხრწნელიც იყოს. საფლავის გათხრის შემდეგ, ჩვენც ასეთ მოლოდინის რეჟიმში ვართ, რა მდგომარეობა დაგვხვდება იქ. უხრწნელი იქნება თუ გახრწნილი იქნება სხეული, ამით არ განისაზღვრება წმინდანობა. ეს არ არის ერთადერთი მტკიცებულება ამის", - დასძინა მამა მიქაელმა.

მისივე თქმით, პიროვნების თუ სასულიერო პირის წმინდანად შერაცხვა წმინდა სინოდის მიერ ხდება. სინოდის მიერ შექმნილი კომისია სწავლობს პირის კანონიზაციის საკითხს. კერძოდ, ხდება წმინდანად შესარაცხი ადამიანის თუ სასულიერო პირის ცხოვრების შესწავლა. შეისწავლიან მისი ცხოვრების წესს, ნაშრომებს, თუ სასულიერო პირია, ქადაგებებს, რათა იქ არ იყოს ისეთი ცდომილება, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას ან ქრიტიანი ადამიანის ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება. საფლავზე განხორციელებული სასწაულები კი დამატებითი მტკიცებულებებია ამა თუ იმ პიროვნების კანონიზაციასთან დაკავშირებით. ამიტომ არის რომ წმინდანად შერაცხვის პროცესი შეიძლება ათწლეულებით გრძელდებოდეს.

ღირს მამა გიორგი (იოანე) მხეიძეს და ღირს იოანე მაისურაძეს ბეთანიაში მსახურება ურთულეს პერიოდში მოუწიათ. ისტორიკოს სერგო ვარდოსანიძის განცხადებით, 1921 წლიდან, როდესაც ეკლესია კანონგარეშე ორგანიზაციად გამოცხადდა, ეკლესია-მონასტრები - სახელმწიფო საკუთრებად და სასულიერო პირების იძულებით განმოსვის პროცესი დაიწყო, ღირსი მამა გიორგი (იოანე) მხეიძე და ღირსი იოანე მაისურაძე ბეთანიაში, ბერად მსახურებას მაინც აგრძელებდნენ. ისინი პატრიარქ კალისტრატეს ტაძრის მცველებად ყავდა გაფორმებული.

მამა გაბრიელმა მასზე წინ მისი სულიერი მოძღვრების წმინდანად შერაცხვის შესახებ მის სიცოცხლეშივე იწინასწარმეტყველა და ამაზე არაერთხელ დაიწერა. საპატრიარქომ საფლავების გახსნის შესახებ განცხადებაც გააკეთდა.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზ დავით შარაშენიის თქმით, 20 თებერვალს, 17:00 საათზე, ბეთანიაში გაიხსნება მამა გაბრიელის მოძღვრის, ღირსი მამა გიორგი-იოანეს და ღირსი მამა იოანეს წმინდა ნაწილები და დასვენდება ბეთანიის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძარში.

დეკანოზ დავით შარაშენიძის ინფორმაციით, იმავე დღეს 17:00 საათზე დაიწყება საზეიმო ლოცვა, ხოლო 24:00 საათზე საზეიმო წირვა ღამისთევით. წირვა-ლოცვა და პარაკლისები შემდეგ დღეებშიც აღესრულება.

22 თებერვალს 12:00 საათზე გაიხსნება სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალული ღირსი მამის, წმინდა გაბრიელ სალოსის წმინდა ნაწილები. "წმინდა ნეშტი ჯერ დასვენდება სამთავროს ფერიცვალების ტაძარში, ხოლო 18:00 საათზე გადასვენდება სვეტიცხოველში. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლოცვა დაიწყება შაბათს, 19:00 საათზე, ხოლო კვირას საზეიმო წირვა დაიწყება 10:00 საათზე. წირვა-ლოცვას წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი", - განაცხადა დავით შარაშენიძემ.

მისივე თქმით, 24 თებერვალს მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები გადმოსვენებული იქნება სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ერთი კვირის განმავლობაში იქნება დაბრძანებული და მრევლს საშუალება ექნება პატივი მიაგოს მას. შემდეგ კი იგი დაიკრძალება სამთავროს ფერიცვალების ტაძარში.

20-ე საუკუნის ბოლოსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში საპატრიარქოს მიერ ბევრი პიროვნება წმინდანი შეირაცხა. თუმცა, წმინდანთა საფლავის გახსნა კი პირველად ხდება.

ღირსი მამა იოანე ათონის მთაზე 17 წელი მოღვაწეობდა. 1920-21 წწ-ში იგი სხვა ქართველ ბერებთან ერთად იძულებული გახდა ათონის მთა დაეტოვებინა და საქართველოში დაბრუნებულიყო. იგი ბეთანიის მონასტერში დამკვიდრდა. 1924 წლიდან ბეთანიის მონასტერში მოღვაწეობდა მამა გიორგი მხეიძეც. 50-იანი წლებიდან ღირსი მამები მამა გაბრიელის სულიერი მოძღვრები გახდნენ.

ეკა ბახუტაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია