საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარაკლისი კაფე "გალერისთან" - რას მოითხოვენ სასულიერო პირები
პარაკლისი კაფე "გალერისთან" - რას მოითხოვენ სასულიერო პირები

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­სა და მრევ­ლის ნა­წი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნისტრს რუს­თა­ველ­ზე, წმ. თე­ო­დო­სი ჩერ­ნი­გო­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის შე­ნო­ბის დაბ­რუ­ნე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თავს. რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი #48-სთან, სა­დაც "ტა­ოპ­რი­ვატ ბან­კი", კაფე "გა­ლე­რი" და სხვა ოფი­სე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა და მრევ­ლმა დღეს წმინ­და მღვდელმთავ­რის თე­ო­დო­სი ჩერ­ნი­გო­ვე­ლის ხსე­ნე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პა­რაკ­ლი­სი გა­და­ი­ხა­დეს.

დე­კა­ნოზ და­ვით ქვლი­ვი­ძის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნულ ად­გილ­ზე 1911 წელს წმინ­და თე­ო­დო­სი ჩერ­ნი­გო­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი იყო აგე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც კო­მუ­ნის­ტურ პე­რი­ოდ­ში ეკ­ლე­სი­ას ჩა­მო­ერ­თვა და გა­და­კეთ­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, შე­ნო­ბის ნა­წილ­ში ეკ­ლე­სია იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, ნა­წილ­ში კი სა­ეკ­ლე­სიო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ობი­ექ­ტე­ბი. დღეს იქ "პრი­ვატ­ბან­კის" ოფი­სია, გვერ­დით კი ღა­მის კლუ­ბი, სა­დაც ახ­ლა­ხანს ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა და ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი იქ პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ხდე­ბა.

"თქვენ შე­გიძ­ლი­ათ წარ­მო­იდ­გი­ნოთ სად­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ტო­ვე­ბულ მე­ჩეთ­ში იყოს ღა­მის ბარი? ან წარ­მო­იდ­გენთ სად­მე, კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ა­ში რომ იყოს ღა­მის ბარი და იქ ნარ­კო­ტი­კე­ბი იყი­დე­ბო­დეს და ხალ­ხი იხო­ცე­ბო­დეს? ეს ხდე­ბა მხო­ლოდ მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში. ეს არის და­ცინ­ვა და ამა­ზე მეტი რე­ლი­გი­უ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია", - აღ­ნიშ­ნა დე­კა­ნოზ­მა და­ვით ქვლი­ვი­ძემ.

პა­რაკ­ლი­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მრევ­ლი­სა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ნა­წილ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ სა­ჭი­როა წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თონ პრე­მი­ერ მი­ნისტრს, რათა რუს­თა­ვე­ლის 48-ში წმინ­და მღვდელმთავ­რის ტა­ძა­რი აღ­დგეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom

პარაკლისი კაფე "გალერისთან" - რას მოითხოვენ სასულიერო პირები

პარაკლისი კაფე "გალერისთან" - რას მოითხოვენ სასულიერო პირები

სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი პრემიერ-მინისტრს რუსთაველზე, წმ. თეოდოსი ჩერნიგოველის სახელობის ტაძრის შენობის დაბრუნების თხოვნით მიმართავს. რუსთაველის გამზირი #48-სთან, სადაც "ტაოპრივატ ბანკი", კაფე "გალერი" და სხვა ოფისებია განთავსებული, სასულიერო პირებმა და მრევლმა დღეს წმინდა მღვდელმთავრის თეოდოსი ჩერნიგოველის ხსენების დღესთან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადეს.

დეკანოზ დავით ქვლივიძის განცხადებით, აღნიშნულ ადგილზე 1911 წელს წმინდა თეოდოსი ჩერნიგოველის სახელობის ტაძარი იყო აგებული, რომელიც კომუნისტურ პერიოდში ეკლესიას ჩამოერთვა და გადაკეთდა.

მისივე განმარტებით, შენობის ნაწილში ეკლესია იყო განთავსებული, ნაწილში კი საეკლესიო დანიშნულების ობიექტები. დღეს იქ "პრივატბანკის" ოფისია, გვერდით კი ღამის კლუბი, სადაც ახლახანს ადამიანი გარდაიცვალა და ასეთი შემთხვევები იქ პერმანენტულად ხდება.

"თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სადმე საქართველოში მიტოვებულ მეჩეთში იყოს ღამის ბარი? ან წარმოიდგენთ სადმე, კათოლიკურ ეკლესიაში რომ იყოს ღამის ბარი და იქ ნარკოტიკები იყიდებოდეს და ხალხი იხოცებოდეს? ეს ხდება მხოლოდ მართლმადიდებლური ქვეყნის დედაქალაქში. ეს არის დაცინვა და ამაზე მეტი რელიგიური შეურაცხყოფა მე ვერ წარმომიდგენია", - აღნიშნა დეკანოზმა დავით ქვლივიძემ.

პარაკლისის დასრულების შემდეგ მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილმა აღნიშნეს, რომ საჭიროა წერილობით მიმართონ პრემიერ მინისტრს, რათა რუსთაველის 48-ში წმინდა მღვდელმთავრის ტაძარი აღდგეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია