პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იქნება პატრულის ახალი მანქანა?
როგორი იქნება პატრულის ახალი მანქანა?

სპე­ცი­ა­ლუ­რად პო­ლი­ცი­ის­თვის შექ­მნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი: Ford Interceptor-ის ექ­სკლუ­ზი­უ­რი ტეს­ტი და შე­და­რე­ბა Skoda Octavia-სთან.

ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ­დი, რომ ასეთ ავ­ტო­მო­ბილ­ში მოხ­ვედ­რის მხო­ლოდ ორი გზა არ­სე­ბობ­და: ამი­სათ­ვის ან პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყა­ვი, ანაც და­ნა­შა­უ­ლი უნდა ჩა­გე­დი­ნა. არა­და თურ­მე მე­სა­მე გზაც არ­სე­ბობს და ეს გზა ჟურ­ნა­ლი AUTO BILD-ია! ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მოგ­ვმარ­თა თხოვ­ნით, გაგ­ვე­ტეს­ტა ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცი­ის ბო­ლი­დი გახ­დეს და Skoda Octavia ჩა­ა­ნაც­ვლოს. ჩვენ კი ასეთ თხოვ­ნებს უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვას­რუ­ლებთ ხოლ­მე!

იმ დღეს, როცა ტეს­ტი შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს, ინ­ტერ­ნეტ­ში უკვე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო რამ­დე­ნი­მე ფოტო წარ­წე­რით - "რო­გორ მოგ­წონთ ახა­ლი სა­პატ­რუ­ლო მან­ქა­ნა?" თუმ­ცა, რო­გორც შსს-ში გვი­თხრეს, ჯერ არ არის გა­და­წყვე­ტი­ლი, ჩა­ა­ნაც­ვლებს თუ არა "შკო­და ოქ­ტა­ვი­ას" კონ­კრე­ტუ­ლად ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი. სა­მი­ნის­ტრო­ში სხვა ვა­რი­ან­ტებ­საც გა­ნი­ხი­ლა­ვენ, იდეა ჯერ მხო­ლოდ ტეს­ტის რე­ჟიმ­შია და ტეს­ტის რე­ჟიმ­ში ვი­ყა­ვით ჩვენც, როცა ამე­რი­კი­დან ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი ათ­ლე­ტუ­რი სე­და­ნი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენს გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში იყო. ერთი დღით დაგ­ვით­მეს პატ­რუ­ლის "შკო­და ოქ­ტა­ვი­აც" და, ამ­რი­გად, ექ­სკლუ­ზი­ურ ტესტთან ერ­თად, გარ­კვე­ულ­წი­ლად, შე­და­რე­ბაც გა­მოგ­ვი­ვი­და. მად­ლო­ბა სა­მი­ნის­ტროს ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის, ნდო­ბის­თვის და, რა თქმა უნდა, იმის­თვი­საც, რომ AUTO BILD-ის კომ­პე­ტენ­ტუ­რი აზრი მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ახლა კი დროა, მთა­ვა­რი გმი­რი გა­გაც­ნოთ. მაშ ასე, გა­ი­ცა­ნით: სპე­ცი­ა­ლუ­რად პო­ლი­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის­თვის შექ­მნი­ლი, მა­ღა­ლი გამ­ძლე­ო­ბის, და სრუ­ლი ამძრა­ო­ბის მქო­ნე ამე­რი­კუ­ლი სე­და­ნი Ford Interceptor, რო­მე­ლიც ათწლე­უ­ლე­ბია, ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კი­სა და კა­ნა­დის პო­ლი­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ეს არის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­საც პო­ლი­ცი­ის გარ­და ვე­რა­ვინ შე­ი­ძენს და რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რი, მა­ღა­ლი გამ­ძლე­ო­ბი­სა და პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბის­თვის სრულ­ყო­ფი­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის კომ­პლექ­ტა­ცი­ით იწარ­მო­ე­ბა - მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც გათ­ვლი­ლია ყვე­ლა­ფე­რი, რაც პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელს პატ­რუ­ლი­რე­ბის­თვის, ოპე­რა­ტი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის­თვის და სხვა­დას­ხვა მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა.

რო­გორც კი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გად­მოგ­ვცეს, ჯერ ხე­ი­რი­ა­ნად შეთ­ვა­ლი­ე­რე­ბუ­ლიც კი არ გვქონ­და, რომ მა­შინ­ვე მივ­ხვდით: რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად უნდა გავ­ცლო­დით ქა­ლაქს, რად­გან Interceptor მა­შინ­ვე ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. ავ­ტო­მო­ბი­ლის დი­ზა­ი­ნი იმ­დე­ნად მძაფ­რი, ათ­ლე­ტუ­რი და მიმ­ზიდ­ვე­ლია, რომ არც ერთ გამ­ვლელს არ დარ­ჩა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი. მან­ქა­ნე­ბი ჩერ­დე­ბოდ­ნენ, ხალ­ხი გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით აკ­ვირ­დე­ბო­და ქარ­თუ­ლი ავ­ტო­პარ­კის­თვის ამ უკი­დუ­რე­სად უცხო ხილს. დაგ­ვა­ყა­რეს კი­თხვე­ბი და ცხა­დი გახ­და, რომ თუ სას­წრა­ფოდ ქა­ლა­ქი­დან არ გა­ვი­დო­დით, მთე­ლი დღე ხალ­ხის ლო­გი­კუ­რი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­ვი­დო­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

რუბრიკის სხვა სიახლეები

როგორი იქნება პატრულის ახალი მანქანა?

როგორი იქნება პატრულის ახალი მანქანა?

სპეციალურად პოლიციისთვის შექმნილი ავტომობილი: Ford Interceptor-ის ექსკლუზიური ტესტი და შედარება Skoda Octavia-სთან.

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ასეთ ავტომობილში მოხვედრის მხოლოდ ორი გზა არსებობდა: ამისათვის ან პოლიციის თანამშრომელი უნდა ყოფილიყავი, ანაც დანაშაული უნდა ჩაგედინა. არადა თურმე მესამე გზაც არსებობს და ეს გზა ჟურნალი AUTO BILD-ია! შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვმართა თხოვნით, გაგვეტესტა ავტომობილი, რომელიც, შესაძლოა, ქართული პოლიციის ბოლიდი გახდეს და Skoda Octavia ჩაანაცვლოს. ჩვენ კი ასეთ თხოვნებს უდიდესი სიამოვნებით ვასრულებთ ხოლმე!

იმ დღეს, როცა ტესტი შემოგვთავაზეს, ინტერნეტში უკვე გავრცელებული იყო რამდენიმე ფოტო წარწერით - ”როგორ მოგწონთ ახალი საპატრულო მანქანა?” თუმცა, როგორც შსს-ში გვითხრეს, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ჩაანაცვლებს თუ არა ”შკოდა ოქტავიას” კონკრეტულად ეს ავტომობილი. სამინისტროში სხვა ვარიანტებსაც განიხილავენ, იდეა ჯერ მხოლოდ ტესტის რეჟიმშია და ტესტის რეჟიმში ვიყავით ჩვენც, როცა ამერიკიდან ჩამოყვანილი ათლეტური სედანი მთელი დღის განმავლობაში ჩვენს განკარგულებაში იყო. ერთი დღით დაგვითმეს პატრულის ”შკოდა ოქტავიაც” და, ამრიგად, ექსკლუზიურ ტესტთან ერთად, გარკვეულწილად, შედარებაც გამოგვივიდა. მადლობა სამინისტროს ასეთი შესაძლებლობისთვის, ნდობისთვის და, რა თქმა უნდა, იმისთვისაც, რომ AUTO BILD-ის კომპეტენტური აზრი მათთვის მნიშვნელოვანია.

ახლა კი დროა, მთავარი გმირი გაგაცნოთ. მაშ ასე, გაიცანით: სპეციალურად პოლიციის სამსახურისთვის შექმნილი, მაღალი გამძლეობის, და სრული ამძრაობის მქონე ამერიკული სედანი Ford Interceptor, რომელიც ათწლეულებია, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის პოლიციას ემსახურება. ეს არის ავტომობილი, რომელსაც პოლიციის გარდა ვერავინ შეიძენს და რომელიც სპეციალური, მაღალი გამძლეობისა და პოლიციის ეკიპაჟებისთვის სრულყოფილი უსაფრთხოების კომპლექტაციით იწარმოება - მანქანა, რომელშიც გათვლილია ყველაფერი, რაც პოლიციის თანამშრომელს პატრულირებისთვის, ოპერატიული რეაგირებისთვის და სხვადასხვა მოვალეობების შესასრულებლად სჭირდება.

როგორც კი ავტომობილები გადმოგვცეს, ჯერ ხეირიანად შეთვალიერებულიც კი არ გვქონდა, რომ მაშინვე მივხვდით: რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავცლოდით ქალაქს, რადგან Interceptor მაშინვე ხალხის ყურადღების ცენტრში მოექცა. ავტომობილის დიზაინი იმდენად მძაფრი, ათლეტური და მიმზიდველია, რომ არც ერთ გამვლელს არ დარჩა შეუმჩნეველი. მანქანები ჩერდებოდნენ, ხალხი გაფართოებული თვალებით აკვირდებოდა ქართული ავტოპარკისთვის ამ უკიდურესად უცხო ხილს. დაგვაყარეს კითხვები და ცხადი გახდა, რომ თუ სასწრაფოდ ქალაქიდან არ გავიდოდით, მთელი დღე ხალხის ლოგიკური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაში გავიდოდა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია