სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის შეწყვეტს გიორგი კეკელიძე ბედუინობას - ამბები "ამბებისთვის"
როდის შეწყვეტს გიორგი კეკელიძე ბედუინობას - ამბები "ამბებისთვის"

მრა­ვალ­მხრი­ვია, ყველ­გან არის, ბევ­რს ას­წრებს, - არა, მარ­თლა ბევ­რი შე­უძ­ლია. ახალ­გაზ­რდაა, აქ­ტი­უ­რი, ენერ­გი­უ­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი. წარ­მო­შო­ბით გუ­რი­ი­დან არის, იქ და­ი­ბა­და და ბავ­შო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბიც ამ კუ­თხეს­თან აკავ­ში­რებს, მაგ­რამ დე­და­ქა­ლაქ­ში ნი­ჭი­სა და მონ­დო­მე­ბის წყა­ლო­ბით ბევ­რს მი­აღ­წია. უყ­ვართ, მაგ­რამ მწა­რედ აკ­რი­ტი­კე­ბენ კი­დეც. თა­ვი­დან გა­ნიც­დი­და, დღეს კი მი­აჩ­ნია, რომ ეს ნორ­მაა, ასე უნდა იყოს...

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს მისი ცხოვ­რე­ბი­დან მთა­ვა­რი ამ­ბე­ბის მო­ყო­ლა ვთხო­ვე...

ჩემი ოზურ­გე­თი...

- ოზურ­გე­თი არც ინ­დუსტრი­ის მშე­ნე­ბე­ლი ურ­ბა­ნუ­ლი ცენ­ტრი გახ­ლავთ და არც - სა­კუ­რორ­ტო მხა­რე. ის პა­ტა­რა, ოდ­ნავ სევ­დი­ა­ნი არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და ნი­ჭი­ე­რი ხალ­ხის ქა­ლა­ქია, სა­კუ­თა­რი წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი, მშფოთ­ვა­რე ცხოვ­რე­ბით. ჩემი ოზურ­გე­თი ოთხმოც­და­ა­თი­ა­ნე­ბის ფონ­ზე წა­რი­მარ­თა - მაგ­რამ იმ­დრო­ინ­დელ სირ­თუ­ლე­ებს მა­შინ ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დი. ახლა რომ ვიხ­სე­ნებ, - მიკ­ვირს რო­გორ ცხოვ­რობ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი ღი­მი­ლი­ა­ნი სა­ხით... ასე­თია ჩემი ოზურ­გე­თიც - გა­ო­რე­ბუ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი, რო­მე­ლიც თან მა­ში­ნებს და თან - მი­ზი­დავს.

გი­ორ­გის ბებო

- ცოტა ხნის წინ დავ­წე­რე - თოვ­ლზე სულ ეს მა­გონ­დე­ბა - ცალ თვალ­ზე მისი შა­ვად შე­ნა­ღე­ბი, გა­ხუ­ნე­ბუ­ლი თავ­შა­ლი მე­ფა­რე­ბო­და და ცა­ლით ქა­რით დახ­რილ ფიფ­ქებს ვხე­დავ­დი. "ზა­გო­ზერ­ნოს­კენ " მივ­დი­ო­დით. პური იმ დროს იქ იყი­დე­ბო­და. კაცი, მეტ­სა­ხე­ლად ბუ­კა­კიე გახ­ლდათ, ამ საქ­მის გამ­გე­ბე­ლი. ჰოდა, მივ­დი­ო­დით მე და ბე­ბი­ა­ჩე­მი, "ზუ­კუ­ტუ­რით" მივ­ყავ­დი, ანუ ზურ­გზე მო­კი­დე­ბუ­ლი. ცალ თვალ­ზე მისი შა­ვად შე­ნა­ღე­ბი, გა­ხუ­ნე­ბუ­ლი თავ­შა­ლი მე­ფა­რე­ბო­და და ცა­ლით ქა­რით დახ­რილ ფიფ­ქებს ვხე­დავ­დი. ზღა­პარს ჰგავ­და... მო­ყო­ლით არ გა­მო­დის, რად­გან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბე­ბია, რო­მე­ლიც მხო­ლოდ შენ­თვი­საა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი... ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქალი იყო, ჩემ­ზე მე­ტად ჯი­უ­ტი და იდე­ა­ლის­ტი. ძი­ლის წინ "ფე­ხებს მით­ბი­ლავ­და" ცხე­ლი წყლით და "ვე­ფხის­ტყა­ო­სანს" მიყ­ვე­ბო­და. მკვეთ­რი გუ­რუ­ლი დი­ა­ლექ­ტი­თა და აქ­ცენ­ტით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. პირ­ვე­ლი ლექ­სიც მან მას­წავ­ლა, უც­ნა­უ­რი და არა­სა­ბავ­შვო.

უოლ­ტერ სკო­ტის "ლო­ხინ­ვარ ჭა­ბუ­კი" და სიყ­ვა­რუ­ლი რომ სულ­ვე­ის ტალ­ღას ჰგავს, თქვენც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­სა­ვით ბო­ბოქ­რობს და თა­ვაშ­ვე­ბუ­ლი ნა­პი­რებს აწყდე­ბა. დიახ, ბო­ბოქ­რობს და მერე ერ­თბა­შად მა­სა­ვით და­ცხრე­ბა.

თვი­თონ ქარ­თულს და გერ­მა­ნულს სუ­რე­ბის სკო­ლა­ში ას­წავ­ლი­და. პირ­ვე­ლი გო­გოც მისი მოს­წავ­ლე იყო, რომ მიყ­ვარ­და - ის მერ­ვე კლას­ში იყო, მე - ოთხი წლის... მას­წავ­ლებ­ლის მა­გი­დას­თან ვი­ჯე­ქი და გაზ­რდა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი... უკან რომ ვბრუნ­დე­ბო­დით - ნაძ­ვის კე­ვებს მა­ღე­ჭი­ნებ­და. ძი­ლის წინ ფე­ხე­ბი რომ არ "და­მეთ­ბი­ლა"'და ერთი, თუნ­დაც პა­ტა­რა ლექ­სი არ მეს­წავ­ლა, მის­თვის ქვე­ყა­ნა და­იქ­ცე­ო­და. თქვენ იცით სიზ­მრე­ბის წი­ნას­წარ მო­ყო­ლა? ბე­ბი­ა­ჩე­მი მა­ყო­ლებ­და, თან, კარგ ამ­ბებს. ამ­ბობ­და, ასე უფრო უკე­თე­სი სიზ­მრე­ბი და­გე­სიზ­მრე­ბაო. მას მერე სულ ვცდი­ლობ და არ გა­მომ­დის...

ბავ­შვო­ბის მძი­მე მო­გო­ნე­ბა

- ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ ლა­მა­ზი წარ­სუ­ლია. იმ პე­რი­ო­დის მო­გო­ნე­ბე­ში მძი­მე რა არის?

- როცა ხეზე ჩა­მომ­ხრჩვა­ლი ბა­ბუ­ა­ჩე­მი ვნა­ხე. თავი მო­იკ­ლა...

ამ­ბო­ბენ, დე­დი­სერ­თა ეგო­ის­ტი­აო...

- ვერ გე­ტყვით. შე­იძ­ლე­ბა ამ კუ­თხით რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნიშ­ნე­ბი არ­სე­ბობს. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ეგო­ის­ტია, ეს არის ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნის ნი­შა­ნი. დე­დი­სერ­თო­ბის გამო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბას ვერ ვგრძნობ, ალ­ბათ, და-ძმის ყო­ლის შემ­თხვე­ვა­შიც იგი­ვე ხა­სი­ა­თის ვიქ­ნე­ბო­დი...

ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი სას­წა­უ­ლი

- წიგ­ნი უც­ნა­უ­რი რა­მეა. ცხა­დია, არა ფორ­მას ანუ სა­განს, არა­მედ ტექსტს ვგუ­ლის­ხმობ. სიყ­ვა­რუ­ლი­ვი­თაა - ან არის, ან - არა. ძა­ლად მისი კი­თხვა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი საქ­მეა. წიგ­ნის "შეყ­ვა­რე­ბა", მით უფრო სხვის­თვის, წა­გე­ბუ­ლი ამ­ბა­ვია. ან ხარ, ან არა ამით მო­წამ­ლუ­ლი, მისი სიმპტო­მე­ბი ად­რე­ვე ჩანს. წიგ­ნი ჩემ­თვის სხვის სხე­ულ­ში ცხოვ­რე­ბას ნიშ­ნავს - განა არ­სე­ბობს ამა­ზე უფრო დიდი და უნი­კა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა?

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გემო

- და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა თუ გაქვთ?…

- სულ ახი­რე­ბუ­ლი გახ­ლდით. მშობ­ლებს ბავ­შო­ბი­დან­ვე უხ­დე­ბო­დათ ჩემი ძებ­ნა, სახ­ლში დაგ­ვი­ა­ნე­ბის გამო, ზა­ფხუ­ლო­ბით ღა­მე­ე­ბიც კი გა­მი­თე­ნე­ბია ჩაის ცოტა გა­ვე­ლუ­რე­ბულ პლან­ტა­ცი­ებ­ში - ომო­ბა­ნას თა­მა­შის დროს რომ შე­მოვ­რჩე­ბო­დით. 16 წლი­დან სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დებ­ლად ვცხოვ­რობ, ხან სად, ხან - სად. ბინა თბი­ლის­ში ახ­ლაც არ მაქვს. ალ­ბათ, ეს მომ­წონს კი­დეც - თუმ­ცა არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, ადრე თუ გვი­ან ჩემი "ბე­დუ­ი­ნო­ბა" შევ­წყვი­ტო...

მე - დი­რექ­ტო­რი

- რო­დე­საც ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რად დაგ­ნიშ­ნეს, რა გა­ნი­ცა­დეთ?

- ამ გა­მოწ­ვე­ვას არ შე­ვუ­ში­ნე­ბი­ვარ. 2006 წელს ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად, და­ა­ვა­არ­სე სა­ი­ტი "ლიბ.გე" და მთე­ლი ექ­ვსი წელი დი­რექ­ტორ-ვრე­დაქ­ტო­რობ­დი. ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­შიც გარ­კვე­უ­ლი გეგ­მე­ბით მი­ვე­დი. ბიბ­ლი­ო­თე­კა უამ­რავ პრო­ექ­ტშია ჩარ­თუ­ლი - ვფიქ­რობ, უკვე კულტრულ ბრენ­დად იქცა. აქვს რამ­დე­ნი­მე ტელე­ხი­დი, რო­მელ­საც ჩვე­ნი პრო­ექ­ტე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის ვი­ყე­ნებთ. და­ი­წყო აქ­ტი­უ­რი დი­გი­ტა­ლი­ზა­ცია - გა­ციფ­რე­ბუ­ლია ათა­სო­ბით ბეჭ­დუ­რი, ვი­ზუ­ა­ლუ­რი და აუ­დი­ო­მა­სა­ლა.

2014 წლი­დან მო­ი­მა­ტა ხელ­ფა­სებ­მა, და­იძ­რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი (ციფ­რუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა "ივე­რი­ე­ლი", ინ­ტერ­ნეტ­ტე­ლე­ვი­ზია და ა.შ.), ბოლო წლე­ბის მან­ძილ­ზე ბიბ­ლი­ო­თე­კას ყვე­ლა­ზე მეტი ბეჭ­დუ­რი წიგ­ნი შე­ე­მა­ტა, გა­იხ­სნა სხვა­დას­ხვა ახა­ლი დარ­ბა­ზი. და­ვა­არ­სეთ ემიგ­რა­ცი­ის, რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი წიგ­ნის და ორი ელექტრო­ნუ­ლი - ლი­ბერ­თი და ქარ­თვე­ლო­ლო­გის დარ­ბა­ზე­ბი, ეს უკა­ნას­კნელ­ნი კერ­ძო ბიზ­ნე­სის ხელ­შე­წყო­ბით მო­ხერ­ხდა. კერ­ძო ბიზ­ნე­სის დახ­მა­რე­ბით­ვე მალე გან­ვა­ახ­ლებთ ემიგ­რა­ცი­ის დარ­ბაზს და სა­ბავ­შვო ოთახს. ფრან­კფურ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ერ­თად გავ­ხსე­ნით ქარ­თუ­ლი ენის კორ­პუ­სის კა­ბი­ნე­ტი, რაც მარ­თლა ფუნ­და­მენ­ტუ­რი საქ­მეა.სა­ზღვარ­გა­რეთ ვხსნით მცი­რე ქარ­თულ ბიბ­ლი­ო­თე­კებს - კი­ევ­ში, ვე­ნა­ში, სტამ­ბოლ­ში, პრა­ტო­ში, ბა­ქო­ში, პრე­ტო­რი­ა­ში. მალე მი­უნ­ხენ­ში, ნი­ცა­ში და ბარ­სე­ლო­ნა­ში გა­იხ­სნე­ბა. ბიბ­ლი­ო­თე­კამ მო­ი­პო­ვა არა­ერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ემიგ­რან­ტუ­ლი ან სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ­ქი­ვი - ბეჭ­დუ­რი თუ ელექტრო­ნუ­ლი სა­ხით, მათ შო­რის ამე­რი­კი­დან და საფ­რან­გე­თი­დან. ბევ­რი უცხო­უ­რი ცენ­ტრი უფა­სოდ ას­წავ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა­რებს ენას, ბიბ­ლი­ო­თე­კის შე­ნო­ბე­ბი (ავ­ლაბ­რის არა­ლე­გა­ლუ­რი სტამ­ბა, სა­დაც ორი მუ­ზე­მის - საბ­ჭო­თა კვლე­ვის და წიგ­ნის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გახნ­სას ვგეგ­მავთ) ბიბ­ლი­ო­თე­კას გად­მო­ე­ცა.ჩვე­ნი ინი­ცა­ტი­ვით, ყო­ველ­თვი­უ­რად თითო შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის პირი ჩვენ­თან შე­ას­რუ­ლებს ანა­ზღა­უ­რე­ბად სა­მუ­შა­ოს. შე­იქ­მნა ელექტრო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სინ­დი­კა­ტი, რო­მე­ლიც წიგ­ნე­ბით და კომ­პი­უ­ტე­რე­ბით ეხ­მა­რე­ბა სოფ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კებს. გა­მო­ი­ცა ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­მეც­ნი­ე­რო-პო­პუ­ლა­რუ­ლი ჟურ­ნა­ლი, არა­ერ­თი სა­სა­ჩუქ­რე წიგ­ნი. გა­ნახ­ლდა ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­ი­ტი. მალე შე­ვი­ძენთ ერ­თი­ან სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო პროგ­რა­მა­საც, რო­მე­ლიც ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნას აქვს. და­ი­წყო აქ­ცია - გა­მომ­ცე­მელ­თა თვე (ყო­ველ­თვი­უ­რი წიგ­ნის გა­მო­ფე­ნე­ბი), ამუ­შავ­და მკი­თხველ­თა და სა­დის­კუ­სიო კლუ­ბე­ბი. მოკ­ლედ, ვმუ­შა­ობთ - ყო­ველ­დღი­უ­რი სტრე­სუ­ლი რუ­ტი­ნი­სა ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი სიძ­ნე­ლე­ე­ბის ფონ­ზე, მაგ­რამ ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე ამ მსხვერ­პლად ღირს.

ნო­ვა­ტო­რო­ბა მიყ­ვარს

- სი­ახ­ლე­ე­ბი ალ­ბათ ის მთა­ვა­რი ინ­სტრუ­მენ­ტია, რაც დეპ­რე­სი­ებ­თან ბრძო­ლა­ში მა­მარ­ჯვე­ბი­ნებს. შე­სა­ბა­მი­სად, რომც არ მიყ­ვარ­დეს, ჩემი წა­მა­ლია...

რით­მა მა­ტა­რებს თუ ვა­ტა­რებ...

- ეს პო­ე­ტი კაცი ამ­დენ საქ­მეს რომ აკე­თებთ, ლექსს რო­დის წერთ?

- რით­მის რა მო­გახ­სე­ნოთ, მაგ­რამ ლექ­სის წერა ჩემი ცხოვ­რე­ბის გარ­და­უ­ვა­ლი საქ­მეა. პო­ე­ზი­ას მე­ნე­ჯე­რულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არ ვრთავ - სა­ბედ­ნი­ე­როდ შე­მიძ­ლია ამ­გვა­რი მე­ტა­მორ­ფო­ზა. სა­ერ­თო­დაც მე­ტა­მორ­ფო­ზე­ბის ადა­მი­ა­ნი ვარ. ლექ­სებს ყო­ველ­თვის ჰყავთ კონ­კრე­ტუ­ლი ემო­ცი­უ­რი ად­რე­სა­ტე­ბი. ოდე­ბი - ნა­თია გუ­ლი­აშ­ვი­ლის "ეპო­ქა­ში" გა­მო­ვი­და. შარ­შან­დე­ლი ლექ­სე­ბის მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი კრე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ჩემს მე­გო­ბარ, მხატ­ვარ მაი ლა­შა­ურ­თან ერ­თად მო­ვამ­ზა­დე, კუს, ანუ ნა­თია სვა­ნი­ძეს მი­ვუ­ძღვე­ნი. მოკ­ლედ, ეს ჩემი ცალ­კე სუნ­თქვაა - სულ სხვა ადა­მი­ნე­ბი­თა და ვნე­ბე­ბით. მალე, ჩემი ახა­ლი კრე­ბუ­ლი გა­მო­ვა.

სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა

- ახლა ჩემ­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფია. სე­რი­ო­ზუ­ლად მინ­და ამ საქ­მის შეს­წა­ვა­ლა. ასე­ვე ბუ­ნებ­რი­ვია ჩემი ლექ­ტო­რუ­ლი ამ­ბა­ვიც ("თა­ვი­სუ­ფალ" და "აგ­რა­რულ" უნი­ვერ­სი­ტეტ­ში) ბევრ შრო­მას მო­ი­თხოვს. მინ­და, აღ­ვად­გი­ნო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­და­ცე­მა "ინ­ტერპრე­ტა­ცი­აც", რო­მე­ლიც სას­კო­ლო წიგ­ნებს ეხე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა ბიბ­ლი­ო­თე­კას - მინ­და, მისი ფუნ­ქცი­ე­ბის გა­ტა­ნა თბი­ლისს გა­რეთ და პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის გა­რე­მონ­ტე­ბაც...

სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე?

- იმ­დენ საქ­მეს აკე­თებთ, მა­გას სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ო­ბა ჰქვია...

- ჩემ­თვის ცოტა ბუნ­დო­ვა­ნი გან­სა­ზღვრე­ბაა, ამი­ტო­მაც მაგ კა­ტე­გო­რი­ას თავს ვერ მი­ვა­კუთ­ვნებ...

აუ­დი­ტო­რია მიყ­ვარს

- დიახ, მიყ­ვარს, ამის­კენ მიდ­რე­კი­ლი ვარ. ლა­პა­რა­კი ჩემი სტი­ქი­აა...

რას ფიქ­რო­ბენ ჩემ­ზე

- ადა­მი­ა­ნი რო­დე­საც ასე­თი აქ­ტი­უ­რია, მას­ზე ბევ­რს ლა­პა­რა­კო­ბენ (ხან კარ­გს, ხან შუ­რით). ყო­ველ­თვის იცით, თქვენ­ზე რას ამ­ბო­ბენ?

- ფიქ­რო­ბენ კარ­გსაც და ცუდ­საც. ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­ზე. თა­ვი­დან კრი­ტი­კა­ზე, თა­ნაც თუ და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი იყო, ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. შემ­დეგ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ეს ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის თან­მდე­ვი ამ­ბა­ვია. რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, რო­მელ­საც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ხში­რად მის­ვა­მენ - მა­სო­ნო­ბა­სა და ორ­გი­ებ­ზე, ლა­მის გა­ზე­პი­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხი მაქვს და აქ აღარ გა­ვი­მე­ო­რებ...

ამ­ბი­ცი­უ­რი გა­ნა­ცხა­დი

- ჩემი ამ­ბი­ცი­უ­რი გა­ნა­ცხა­დია, რომ ლი­ტე­რა­ტო­რო­ბა გა­დავ­წყვი­ტე.

როცა პი­რა­დი პი­რა­დია

- რამ­დენ­ჯერ­მე მიყ­ვარ­და. ეს მეტ-ნაკ­ლე­ბად ცხა­დია. ვინც მიყ­ვარ­და, ყვე­ლა ჩემ­ში რჩე­ბა. ისი­ნიც, ვის­თა­ნაც შე­იძ­ლე­ბა ერთი შე­ხედ­ვით, უფრო მსუ­ბუ­ქი ურ­თი­ერ­თო­ბა მქო­ნია. ახლა ლილე ლო­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ვარ, შე­სი­ნაშ­ნავ ადა­მი­ან­თან და ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარ­თან. ის, რომ პრე­სა ხში­რად წერს ამის შე­სა­ხებ, ნაკ­ლე­ბად მა­ღი­ზი­ა­ნებს. ერ­თია, რომ შე­იძ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბო­დეს, თით­ქოს ამ საქ­მე­ში ცოტა ზე­და­პი­რუ­ლი ვარ, იმის გამო რომ აქამ­დე ხში­რად ვიც­ვლი­დი, "Facebook"-ის ენით რომ ვთქვათ - "რი­ლე­ი­შენ­ში­პებს". თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი სრუ­ლი­ად პი­რი­ქი­თაა ქვე­დი­ნე­ბებ­ში, სრუ­ლი­ად პი­რი­ქით. არ­სე­ბობს ამ­ბე­ბი, რო­მელ­ზეც ღიად ვსა­უბ­რობ, მაგ­რამ არ­სე­ბობს ამ ამ­ბებ­ში მოქ­ცე­უ­ლი ამ­ბე­ბი, რაც მხო­ლოდ ჩემ­თვის რჩე­ბა. ჩემ­თვის და მის­თვის, ვინც ამ ამ­ბავს იზი­ა­რებს. ეს ასეც დარ­ჩე­ბა…

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

როდის შეწყვეტს გიორგი კეკელიძე ბედუინობას - ამბები "ამბებისთვის"

როდის შეწყვეტს გიორგი კეკელიძე ბედუინობას - ამბები "ამბებისთვის"

მრავალმხრივია, ყველგან არის, ბევრს ასწრებს, - არა, მართლა ბევრი შეუძლია. ახალგაზრდაა, აქტიური, ენერგიული და თავისუფალი. წარმოშობით გურიიდან არის, იქ დაიბადა და ბავშობის მოგონებებიც ამ კუთხესთან აკავშირებს, მაგრამ დედაქალაქში ნიჭისა და მონდომების წყალობით ბევრს მიაღწია. უყვართ, მაგრამ მწარედ აკრიტიკებენ კიდეც. თავიდან განიცდიდა, დღეს კი მიაჩნია, რომ ეს ნორმაა, ასე უნდა იყოს...

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, გიორგი კეკელიძეს მისი ცხოვრებიდან მთავარი ამბების მოყოლა ვთხოვე...

ჩემი ოზურგეთი...

- ოზურგეთი არც ინდუსტრიის მშენებელი ურბანული ცენტრი გახლავთ და არც - საკურორტო მხარე. ის პატარა, ოდნავ სევდიანი არქიტექტურისა და ნიჭიერი ხალხის ქალაქია, საკუთარი წინააღმდეგობრივი, მშფოთვარე ცხოვრებით. ჩემი ოზურგეთი ოთხმოცდაათიანების ფონზე წარიმართა - მაგრამ იმდროინდელ სირთულეებს მაშინ ყურადღებას არ ვაქცევდი. ახლა რომ ვიხსენებ, - მიკვირს როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ღიმილიანი სახით... ასეთია ჩემი ოზურგეთიც - გაორებული და განსაკუთრებული ადგილი, რომელიც თან მაშინებს და თან - მიზიდავს.

გიორგის ბებო

- ცოტა ხნის წინ დავწერე - თოვლზე სულ ეს მაგონდება - ცალ თვალზე მისი შავად შენაღები, გახუნებული თავშალი მეფარებოდა და ცალით ქარით დახრილ ფიფქებს ვხედავდი. "ზაგოზერნოსკენ " მივდიოდით. პური იმ დროს იქ იყიდებოდა. კაცი, მეტსახელად ბუკაკიე გახლდათ, ამ საქმის გამგებელი. ჰოდა, მივდიოდით მე და ბებიაჩემი, "ზუკუტურით" მივყავდი, ანუ ზურგზე მოკიდებული. ცალ თვალზე მისი შავად შენაღები, გახუნებული თავშალი მეფარებოდა და ცალით ქარით დახრილ ფიფქებს ვხედავდი. ზღაპარს ჰგავდა... მოყოლით არ გამოდის, რადგან ჩვეულებრივი ამბებია, რომელიც მხოლოდ შენთვისაა არაჩვეულებრივი... ის მნიშვნელოვანი ქალი იყო, ჩემზე მეტად ჯიუტი და იდეალისტი. ძილის წინ "ფეხებს მითბილავდა" ცხელი წყლით და "ვეფხისტყაოსანს" მიყვებოდა. მკვეთრი გურული დიალექტითა და აქცენტით გამოირჩეოდა. პირველი ლექსიც მან მასწავლა, უცნაური და არასაბავშვო.

უოლტერ სკოტის "ლოხინვარ ჭაბუკი" და სიყვარული რომ სულვეის ტალღას ჰგავს, თქვენც მოგეხსენებათ, მასავით ბობოქრობს და თავაშვებული ნაპირებს აწყდება. დიახ, ბობოქრობს და მერე ერთბაშად მასავით დაცხრება.

თვითონ ქართულს და გერმანულს სურების სკოლაში ასწავლიდა. პირველი გოგოც მისი მოსწავლე იყო, რომ მიყვარდა - ის მერვე კლასში იყო, მე - ოთხი წლის... მასწავლებლის მაგიდასთან ვიჯექი და გაზრდაზე ვოცნებობდი... უკან რომ ვბრუნდებოდით - ნაძვის კევებს მაღეჭინებდა. ძილის წინ ფეხები რომ არ "დამეთბილა"'და ერთი, თუნდაც პატარა ლექსი არ მესწავლა, მისთვის ქვეყანა დაიქცეოდა. თქვენ იცით სიზმრების წინასწარ მოყოლა? ბებიაჩემი მაყოლებდა, თან, კარგ ამბებს. ამბობდა, ასე უფრო უკეთესი სიზმრები დაგესიზმრებაო. მას მერე სულ ვცდილობ და არ გამომდის...

ბავშვობის მძიმე მოგონება

- ეს ყველაფერი მხოლოდ ლამაზი წარსულია. იმ პერიოდის მოგონებეში მძიმე რა არის?

- როცა ხეზე ჩამომხრჩვალი ბაბუაჩემი ვნახე. თავი მოიკლა...

ამბობენ, დედისერთა ეგოისტიაო...

- ვერ გეტყვით. შეიძლება ამ კუთხით რამე განსაკუთრებული ნიშნები არსებობს. ყველა ადამიანი ეგოისტია, ეს არის ადამიანად ყოფნის ნიშანი. დედისერთობის გამო განსაკუთრებულობას ვერ ვგრძნობ, ალბათ, და-ძმის ყოლის შემთხვევაშიც იგივე ხასიათის ვიქნებოდი...

ჩემი ცხოვრების მთავარი სასწაული

- წიგნი უცნაური რამეა. ცხადია, არა ფორმას ანუ საგანს, არამედ ტექსტს ვგულისხმობ. სიყვარულივითაა - ან არის, ან - არა. ძალად მისი კითხვა წარმოუდგენელი საქმეა. წიგნის "შეყვარება", მით უფრო სხვისთვის, წაგებული ამბავია. ან ხარ, ან არა ამით მოწამლული, მისი სიმპტომები ადრევე ჩანს. წიგნი ჩემთვის სხვის სხეულში ცხოვრებას ნიშნავს - განა არსებობს ამაზე უფრო დიდი და უნიკალური გამოცდილება?

დამოუკიდებლობის გემო

- დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილება თუ გაქვთ?…

- სულ ახირებული გახლდით. მშობლებს ბავშობიდანვე უხდებოდათ ჩემი ძებნა, სახლში დაგვიანების გამო, ზაფხულობით ღამეებიც კი გამითენებია ჩაის ცოტა გაველურებულ პლანტაციებში - ომობანას თამაშის დროს რომ შემოვრჩებოდით. 16 წლიდან სრულიად დამოუკიდებლად ვცხოვრობ, ხან სად, ხან - სად. ბინა თბილისში ახლაც არ მაქვს. ალბათ, ეს მომწონს კიდეც - თუმცა არც ისაა გამორიცხული, ადრე თუ გვიან ჩემი "ბედუინობა" შევწყვიტო...

მე - დირექტორი

- როდესაც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად დაგნიშნეს, რა განიცადეთ?

- ამ გამოწვევას არ შევუშინებივარ. 2006 წელს ჩემს მეგობრებთან ერთად, დაავაარსე საიტი "ლიბ.გე" და მთელი ექვსი წელი დირექტორ-ვრედაქტორობდი. ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც გარკვეული გეგმებით მივედი. ბიბლიოთეკა უამრავ პროექტშია ჩართული - ვფიქრობ, უკვე კულტრულ ბრენდად იქცა. აქვს რამდენიმე ტელეხიდი, რომელსაც ჩვენი პროექტების პოპულარიზაციისთვის ვიყენებთ. დაიწყო აქტიური დიგიტალიზაცია  - გაციფრებულია ათასობით ბეჭდური, ვიზუალური და აუდიომასალა.

2014 წლიდან მოიმატა ხელფასებმა, დაიძრა მნიშვნელოვანი ინიციატივები (ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელი", ინტერნეტტელევიზია და ა.შ.), ბოლო წლების მანძილზე ბიბლიოთეკას ყველაზე მეტი ბეჭდური წიგნი შეემატა, გაიხსნა სხვადასხვა ახალი დარბაზი. დავაარსეთ ემიგრაციის, რეპრესირებული წიგნის და ორი ელექტრონული - ლიბერთი და ქართველოლოგის დარბაზები, ეს უკანასკნელნი კერძო ბიზნესის ხელშეწყობით მოხერხდა. კერძო ბიზნესის დახმარებითვე მალე განვაახლებთ ემიგრაციის დარბაზს და საბავშვო ოთახს. ფრანკფურტის უნივერსიტეტთან ერთად გავხსენით ქართული ენის კორპუსის კაბინეტი, რაც მართლა ფუნდამენტური საქმეა. საზღვარგარეთ ვხსნით მცირე ქართულ ბიბლიოთეკებს - კიევში, ვენაში, სტამბოლში, პრატოში, ბაქოში, პრეტორიაში. მალე მიუნხენში, ნიცაში და ბარსელონაში გაიხსნება. ბიბლიოთეკამ მოიპოვა არაერთი უმნიშვნელოვანესი ემიგრანტული ან საქართველოსთან დაკავშირებული არქივი - ბეჭდური თუ ელექტრონული სახით, მათ შორის ამერიკიდან და საფრანგეთიდან. ბევრი უცხოური ცენტრი უფასოდ ასწავლის ბიბლიოთეკარებს ენას, ბიბლიოთეკის შენობები (ავლაბრის არალეგალური სტამბა, სადაც ორი მუზემის - საბჭოთა კვლევის და წიგნის ტექნოლოგიური გახნსას ვგეგმავთ) ბიბლიოთეკას გადმოეცა. ჩვენი ინიცატივით, ყოველთვიურად თითო შეზღუდული შესაძლებლობის პირი ჩვენთან შეასრულებს ანაზღაურებად სამუშაოს. შეიქმნა ელექტრონული განვითარების სინდიკატი, რომელიც წიგნებით და კომპიუტერებით ეხმარება სოფლის ბიბლიოთეკებს. გამოიცა ეროვნული ბიბლიოთეკის სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი, არაერთი სასაჩუქრე წიგნი. განახლდა ბიბლიოთეკის საიტი. მალე შევიძენთ ერთიან საბიბლიოთეკო პროგრამასაც, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყანას აქვს. დაიწყო აქცია - გამომცემელთა თვე (ყოველთვიური წიგნის გამოფენები), ამუშავდა მკითხველთა და სადისკუსიო კლუბები. მოკლედ, ვმუშაობთ - ყოველდღიური სტრესული რუტინისა ან მოულოდნელი სიძნელეების ფონზე, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი საქმე ამ მსხვერპლად ღირს.

ნოვატორობა მიყვარს

- სიახლეები ალბათ ის მთავარი ინსტრუმენტია, რაც დეპრესიებთან ბრძოლაში მამარჯვებინებს. შესაბამისად, რომც არ მიყვარდეს, ჩემი წამალია...

რითმა მატარებს თუ ვატარებ...

- ეს პოეტი კაცი ამდენ საქმეს რომ აკეთებთ, ლექსს როდის წერთ?

- რითმის რა მოგახსენოთ, მაგრამ ლექსის წერა ჩემი ცხოვრების გარდაუვალი საქმეა. პოეზიას მენეჯერულ საქმიანობაში არ ვრთავ - საბედნიეროდ შემიძლია ამგვარი მეტამორფოზა. საერთოდაც მეტამორფოზების ადამიანი ვარ. ლექსებს ყოველთვის ჰყავთ კონკრეტული ემოციური ადრესატები. ოდები - ნათია გულიაშვილის "ეპოქაში" გამოვიდა. შარშანდელი ლექსების მინიატურული კრებული, რომელიც ჩემს მეგობარ, მხატვარ მაი ლაშაურთან ერთად მოვამზადე, კუს, ანუ ნათია სვანიძეს მივუძღვენი. მოკლედ, ეს ჩემი ცალკე სუნთქვაა - სულ სხვა ადამინებითა და ვნებებით. მალე, ჩემი ახალი კრებული გამოვა.

სერიოზული გამოწვევა

- ახლა ჩემთვის სერიოზული გამოწვევა კინემატოგრაფია. სერიოზულად მინდა ამ საქმის შესწავალა. ასევე ბუნებრივია ჩემი ლექტორული ამბავიც ("თავისუფალ" და "აგრარულ" უნივერსიტეტში) ბევრ შრომას მოითხოვს. მინდა, აღვადგინო ლიტერატურული გადაცემა "ინტერპრეტაციაც", რომელიც სასკოლო წიგნებს ეხებოდა. რაც შეეხება ბიბლიოთეკას - მინდა, მისი ფუნქციების გატანა თბილისს გარეთ და პირველი კორპუსის გარემონტებაც...

საზოგადო მოღვაწე?

- იმდენ საქმეს აკეთებთ, მაგას საზოგადო მოღვაწეობა ჰქვია...

- ჩემთვის ცოტა ბუნდოვანი განსაზღვრებაა, ამიტომაც მაგ კატეგორიას თავს ვერ მივაკუთვნებ...

აუდიტორია მიყვარს

- დიახ, მიყვარს, ამისკენ მიდრეკილი ვარ. ლაპარაკი ჩემი სტიქიაა...

რას ფიქრობენ ჩემზე

- ადამიანი როდესაც ასეთი აქტიურია, მასზე ბევრს ლაპარაკობენ (ხან კარგს, ხან შურით). ყოველთვის იცით, თქვენზე რას ამბობენ?

- ფიქრობენ კარგსაც და ცუდსაც. ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანზე. თავიდან კრიტიკაზე, თანაც თუ დაუსაბუთებელი იყო, ვნერვიულობდი. შემდეგ გავაცნობიერე, რომ ეს ჩემი საქმიანობის თანმდევი ამბავია. რაც შეეხება კითხვას, რომელსაც ჟურნალისტები ხშირად მისვამენ - მასონობასა და ორგიებზე, ლამის გაზეპირებული პასუხი მაქვს და აქ აღარ გავიმეორებ...

ამბიციური განაცხადი

- ჩემი ამბიციური განაცხადია, რომ ლიტერატორობა გადავწყვიტე.

როცა პირადი პირადია

- რამდენჯერმე მიყვარდა. ეს მეტ-ნაკლებად ცხადია. ვინც მიყვარდა, ყველა ჩემში რჩება. ისინიც, ვისთანაც შეიძლება ერთი შეხედვით, უფრო მსუბუქი ურთიერთობა მქონია. ახლა ლილე ლოლიშვილთან ერთად ვარ, შესინაშნავ ადამიანთან და ერთ-ერთ საუკეთესო მეგობართან. ის, რომ პრესა ხშირად წერს ამის შესახებ, ნაკლებად მაღიზიანებს. ერთია, რომ შეიძლება საზოგადოების ნაწილს შთაბეჭდილება რჩებოდეს, თითქოს ამ საქმეში ცოტა ზედაპირული ვარ, იმის გამო რომ აქამდე ხშირად ვიცვლიდი, "Facebook"-ის ენით რომ ვთქვათ - "რილეიშენშიპებს". თუმცა ყველაფერი სრულიად პირიქითაა ქვედინებებში, სრულიად პირიქით. არსებობს ამბები, რომელზეც ღიად ვსაუბრობ, მაგრამ არსებობს ამ ამბებში მოქცეული ამბები, რაც მხოლოდ ჩემთვის რჩება. ჩემთვის და მისთვის, ვინც ამ ამბავს იზიარებს. ეს ასეც დარჩება…

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია