სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით კეზერაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების პირველი წუთები (+6 ფოტო)
დავით კეზერაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების პირველი წუთები (+6 ფოტო)

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ექს-ან-პრო­ვან­სში მყო­ფი, პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ფო­ტო­ე­ბი ვრცელ­დე­ბა. ფო­ტო­ე­ბი სა­ა­გენ­ტო "ფრანს პრე­სის" მიერ არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

მათ­ზე პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დგო­მი პირ­ვე­ლი წუ­თე­ბი და ოჯა­ხის წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რაა აღ­ბეჭ­დი­ლი.

საფ­რან­გე­თის სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი პა­ტიმ­რო­ბი­დან 3 თე­ბერ­ვალს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი პა­ტიმ­რო­ბი­დან ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბის პი­რო­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლდა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ცნო­ბით, მო­სა­მარ­თლემ და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს აუკ­რძა­ლა საფ­რან­გე­თის ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა და და­ა­კის­რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იცხოვ­როს ექს-ან-პრო­ვან­სში მო­სა­მარ­თლის მიერ მი­თი­თე­ბულ კონ­კრე­ტულ მი­სა­მარ­თზე.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, კე­ზე­რაშ­ვილს სა­სა­მარ­თლომ უფ­ლე­ბა მის­ცა და­ტო­ვოს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი ორ­შა­ბა­თი­დან პა­რას­კე­ვის ჩათ­ვლით, მხო­ლოდ 10:00-დან 18:00 სა­ა­თამ­დე, ხოლო შა­ბათს და კვი­რას 9:00-დან 21:00 სა­ა­თამ­დე. ექს-ან-პრო­ვან­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რის ტა­რე­ბის ვა­დად გა­ნი­სა­ზღვრა 6 თვე.

გარ­და ამი­სა, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლოს უნდა ჩა­ა­ბა­როს მისი ორი პას­პორ­ტი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, კე­ზე­რაშ­ვი­ლის საქ­მის გან­ხილ­ვას საფ­რან­გე­თის სა­სა­მარ­თლო 27 თე­ბერ­ვალს გა­აგ­რძე­ლებს. სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­ნაგ­რძობს ექ­სტრა­დი­ცი­ის სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბას ფრანგ კო­ლე­გებ­თან სა­მარ­თლებ­რი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში.

კე­ზე­რაშ­ვი­ლი ქარ­თუ­ლი მხა­რის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე საფ­რან­გეთ­ში და­ა­კა­ვეს. მის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში 2 სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი, რო­მელ­თა გან­ხილ­ვა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დავით კეზერაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების პირველი წუთები (+6 ფოტო)

დავით კეზერაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების პირველი წუთები (+6 ფოტო)

სოციალურ ქსელში ექს-ან-პროვანსში მყოფი, პატიმრობიდან გათავისუფლებული საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ფოტოები ვრცელდება. ფოტოები სააგენტო "ფრანს პრესის" მიერ არის გადაღებული.

მათზე პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომი პირველი წუთები და ოჯახის წევრებთან შეხვედრაა აღბეჭდილი.

საფრანგეთის სასამართლომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი პატიმრობიდან 3 თებერვალს გაათავისუფლა. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი პატიმრობიდან ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობით გათავისუფლდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, მოსამართლემ დავით კეზერაშვილს აუკრძალა საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება და დააკისრა ვალდებულება იცხოვროს ექს-ან-პროვანსში მოსამართლის მიერ მითითებულ კონკრეტულ მისამართზე.

გადაწყვეტილების თანახმად, კეზერაშვილს სასამართლომ უფლება მისცა დატოვოს საცხოვრებელი ადგილი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მხოლოდ 10:00-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს და კვირას 9:00-დან 21:00 საათამდე. ექს-ან-პროვანსის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ელექტრონული სამაჯურის ტარების ვადად განისაზღვრა 6 თვე.

გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით კეზერაშვილმა სასამართლოს უნდა ჩააბაროს მისი ორი პასპორტი.

როგორც ცნობილია, კეზერაშვილის საქმის განხილვას საფრანგეთის სასამართლო 27 თებერვალს გააგრძელებს. საქართველოს მთავარი პროკურატურა განაგრძობს ექსტრადიციის საკითხზე მუშაობას ფრანგ კოლეგებთან სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში.

კეზერაშვილი ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე საფრანგეთში დააკავეს. მის წინააღმდეგ საქართველოში 2 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელთა განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია