სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო მერაბიშვილის სასიყვარულო ისტორიის დეტალები - ერთადერთი ინტერვიუ სალაყაიასთან პირად თემებზე
ვანო მერაბიშვილის სასიყვარულო ისტორიის დეტალები - ერთადერთი ინტერვიუ სალაყაიასთან პირად თემებზე

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე - თაკო სა­ლა­ყა­ია წლე­ბის წინ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის ინ­ტერ­ვი­უ­ებს არ იშუ­რებ­და და პრე­სას­თან გუ­ლახ­დი­ლი სა­უბ­რით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. გირ­გვლი­ა­ნის სკან­და­ლის შემ­დეგ თაკო პრე­სას და­ემ­შვი­დო­ბა და მათი ოჯა­ხუ­რი ამ­ბე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის და­ხუ­რულ თე­მად იქცა. "რე­ი­ტინ­გის" არ­ქი­ვი­დან გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს თაკო სა­ლა­ყა­ი­ას­თან, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტმა 2004 წლის აპ­რილ­ში ჩა­წე­რა. ინ­ტერ­ვი­უ­დან ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის ცხოვ­რე­ბა­ზე ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტალს გა­ი­გებთ.

- რო­გორ გა­ი­ცა­ნით ბა­ტო­ნი ვანო?

- ერ­თმა­ნე­თი ახალ­ცი­ხე­ში, ერთ-ერთი ახ­ლობ­ლის ოჯახ­ში გა­ვი­ცა­ნით. იმ­დე­ნად და­ვახ­ლოვ­დით, რომ ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი გავცვა­ლეთ. შემ­დეგ, რო­დე­საც თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დი, და­მი­რე­კა. ასე და­ი­წყო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. დე­კემ­ბერ­ში გა­ვი­ცა­ნი, შემ­დეგ რა­ღაც პე­რი­ო­დი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვქონ­და და ივ­ნის­ში მისი მე­უღ­ლე გავ­ხდი. სულ, ალ­ბათ, 6 თვე ვი­ყა­ვით შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი.

- რა­ღაც პე­რი­ო­დი ურ­თი­ერ­თო­ბა რა­ტომ არ გქონ­დათ?

- ხომ იცით შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის ამ­ბა­ვი, ერთი თვე გა­ბუ­ტუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. თუმ­ცა არც მახ­სოვს, რის გამო. მა­შინ მე 17 წლის ვი­ყა­ვი, ვანო - 31-ის. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩემ­მა მშობ­ლებ­მა იცოდ­ნენ და წი­ნა­აღ­მდეგ­ნი არ იყ­ვნენ.

- მო­მა­ვალ­მა მე­უღ­ლემ სიყ­ვა­რუ­ლი რო­გორ აგიხ­სნათ?

- სიყ­ვა­რუ­ლი რო­გორ ამიხ­სნა, არ მახ­სოვს, უბ­რა­ლოდ მახ­სოვს, რომ მა­შინ ცის­ფე­რი "გოლფ-2" ჰყავ­და, ყვე­ლა­ზე ცუდი "გოლ­ფი". ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ის მან­ქა­ნა და საკ­მა­ოდ გან­ვი­ცა­დე, როცა გავ­ყი­დეთ. იმ მან­ქა­ნა­ში ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს, ყველ­გან იმ მან­ქა­ნით დავ­დი­ო­დით. იმ მან­ქა­ნა­ში ჰო­ლან­დი­უ­რი ყვა­ვი­ლე­ბის იმ­ხე­ლა თა­ი­გუ­ლი მო­მარ­თვა, რომ არც კი ეტე­ო­და. სხვა­თა შო­რის, ვარ­დე­ბი არას­დროს მო­ურ­თმე­ვია ჩემ­თვის. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ვარ­დე­ბი, მაგ­რამ ვა­ნოს არ იზი­დავს ერ­თფე­როვ­ნე­ბა, ჭრე­ლი ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გუ­ლი უყ­ვარს.

- ბო­ლოს რო­გორ შე­უღლდით?

- ქუ­თა­ის­ში გა­ვი­პა­რეთ და ორი დღე ერთ-ერთ კერ­ძო სას­ტუმ­რო­ში ვცხოვ­რობ­დით. იმ დროს ვანო მი­წის მე­სა­კუთ­რე­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და და მივ­ლი­ნე­ბა ჰქონ­და ორი დღით ქუ­თა­ის­ში. ვა­ნოს მშობ­ლებს არ ვიც­ნობ­დი, არას­დროს უთ­ქვამს, მინ­და ჩემი მშობ­ლე­ბი გა­გაც­ნოო. სა­ერ­თოდ, ვა­ნოს ოფი­ცი­ა­ლო­ბა არ უყ­ვარს. ამი­ტო­მაა, რომ ქორ­წი­ლი არ გვქო­ნია, მხო­ლოდ ხელი მო­ვა­წე­რეთ.

- ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა თუ იგ­რძნო­ბა თქვენს შო­რის?

- მე ვერ ვგრძნობ ამ სხვა­ო­ბას, რად­გან ისე მექ­ცე­ვა, რო­გორც ჩემს ასაკს შე­ე­ფე­რე­ბა. პი­რი­ქით, უკე­თე­სია, 22 წლის რომ ვარ, უფრო მე­ტად ზრუ­ნავს ჩემ­ზე, მა­თა­მა­მებს, მე­ფე­რე­ბა. ხან­და­ხან ვფიქ­რობ, რომ მარ­თლაც დი­დია ვანო, თუმ­ცა ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ეს არ იგ­რძნო­ბა. ის იმ­დე­ნად მი­გებს ყვე­ლა­ფერ­ში, რომ არ შე­იძ­ლე­ბა, მეც არ გა­ვუ­გო. ერ­თმა­ნეთს პრობ­ლე­მებს არ ვუქ­მნით.

- მო­დით, ისევ თქვენს გა­პარ­ვას და­ვუბ­რუნ­დეთ. ქუ­თა­ი­სი­დან ახალ­ცი­ხე­ში წახ­ვე­დით?

- არა, ჯერ თბი­ლის­ში ჩა­მო­ვე­დით. ეს ბინა უკვე ჰქონ­და ვა­ნოს, მაგ­რამ არე­მონ­ტებ­დნენ, ავე­ჯიც კი არ იყო. ამი­ტომ ჩემს ბი­ძას­თან წა­ვე­დით. შემ­დეგ უკვე ახალ­ცი­ხე­ში ვა­ნოს მშობ­ლებ­თან ჩა­ვე­დით.

- ოჯახ­ში რო­გორ მი­გი­ღეს?

- ვა­ნოს მშობ­ლებს მა­ნამ­დეც ჰქონ­დათ ჩემი ნახ­ვის სურ­ვი­ლი, მაგ­რამ ვა­ნოს ჩემ­თვის არა­ფე­რი უთ­ქვამს. თან ახალ­ცი­ხე იმ­დე­ნად პა­ტა­რაა, რომ ყვე­ლაფ­რის გა­გე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ად­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და ჩემი სუ­რა­თის მო­ძებ­ნა და ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა. ახალ­ცი­ხე­ში ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა მე და ვანო არც ისე ახ­ლოს ვცხოვ­რობთ. მე პირ­ველ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, შემ­დეგ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ახალ­ცი­ხის ფი­ლი­ა­ლის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის და­უს­წრე­ბე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა და­ვამ­თავ­რე. ვა­ნომ მე­ხუ­თე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და­ამ­თავ­რა. ადრე ერ­თმა­ნეთს არ შევ­ხვედ­რი­ვართ, თან ვანო 17 წლის ასაკ­ში თბი­ლის­ში წა­მო­ვი­და და ახალ­ცი­ხე­ში იშ­ვი­ა­თად ჩა­მო­დი­ო­და. ჩვენს შე­უღ­ლე­ბამ­დე არც ისე ცნო­ბი­ლი იყო, რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს ახალ­ცი­ხე­ში ჩას­ვლას, ალ­ბათ მეც და მშობ­ლე­ბიც დაბ­ნე­უ­ლე­ბი ვი­ყა­ვით.

- რო­გორც თქვით, ჯვა­რი არა გაქვთ და­წე­რი­ლი. ამის მი­ზე­ზი ის ხომ არ არის, რომ ვანო კა­თო­ლი­კეა?

- ჯვრის­წე­რის წი­ნა­აღ­მდე­გი ვანო იყო, თუმ­ცა ამის მი­ზე­ზი მისი რწმე­ნა არ არის. ისე, მეც მა­ინ­ტე­რე­სებს, მარ­თლა კა­თო­ლი­კეა თუ არა ჩემი მე­უღ­ლე. თვი­თონ ამ­ბობს, რომ კა­თო­ლი­კეა. დე­და­მის­მა თქვა, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რად არის მო­ნათ­ლუ­ლი, თუმ­ცა ვანო ამას უარ­ყოფს. ასე რომ, ვერ გა­ვი­გე და აღარც ჩავ­ძი­ე­ბი­ვარ. მე მარ­თლმდა­ი­დე­ბე­ლი ვარ, თუმ­ცა გან­სხვა­ვე­ბულ რწმე­ნას ჩვენ­თვის პრობ­ლე­მა არ შე­უქ­მნია. ფაქ­ტობ­რი­ვად, ვანო რომ კა­თო­ლი­კე იყო, გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე. არ მიშ­ლის, რომ ეკ­ლე­სი­ა­ში წა­ვი­დე და სან­თე­ლი და­ვან­თო. ჩვენ ერ­თმა­ნე­თის რწმე­ნას პა­ტივს ვცემთ. თან ვანო კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ა­შიც არ და­დის. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში დავ­რწმუნ­დი, რომ მას ღმერ­თი თა­ვი­სე­ბუ­რად სწამს. სახ­ლშიც არ ან­თებს სან­თელს, ეკ­ლე­სი­ა­ში წა­სას­ვლე­ლად კი დროც არ აქვს.

- რო­დის­მე ხომ უნდა და­ი­წე­როთ ჯვა­რი, რო­მელ ეკ­ლე­სი­ა­ში მოხ­დე­ბა ეს?

- შე­იძ­ლე­ბა ჯვა­რი სა­ერ­თო­დაც არ და­ვი­წე­როთ. ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­უღ­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ. ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი, როცა მოვ­თხო­ვე, ხელი მოგ­ვე­წე­რა. მინ­დო­და, სიმ­ბო­ლუ­რად მა­ინც რა­ღაც ყო­ფი­ლი­ყო, რამ­დე­ნი­მე თვე­ში მი­შოც მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას.

- სა­ხე­ლი ვინ შე­ურ­ჩია ბავ­შვს?

- მე მომ­წონ­და ეს სა­ხე­ლი. დღეს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, შვილს სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი და­ვარ­ქვიო. ძა­ლი­ან მომ­წონს მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი, თუმ­ცა ადრე უფრო მომ­წონ­და. არ­ჩევ­ნე­ბის დროს ვა­კე­ში მი­შას დიდი პლა­კა­ტი იყო გაკ­რუ­ლი და ისე მომ­წონ­და, ხში­რად ვი­დე­ქი და ვუ­ყუ­რებ­დი. მა­შინ უკვე ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი. შემ­დეგ უკვე ვთქვი, რომ ჩემს შვილს აუ­ცი­ლებ­ლად მი­შას ან მი­შოს და­ვარ­ქმევ­დი. მე და ვა­ნომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თად მი­ვი­ღეთ. ვა­ნოს არ უნ­დო­და, შვი­ლის­თვის მე­ფის სა­ხე­ლე­ბი დაგ­ვერ­ქმია. მიშა კი ისე­თი სა­ხე­ლი იყო, რო­მე­ლიც ორი­ვეს მოგ­ვწონ­და და, რა ვქნა, დღეს ჩემს შვილს სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ჰქვია. სხვა­თა შო­რის, არ­ჩევ­ნებ­ზეც იყო ჩემი შვი­ლი წა­სუ­ლი, სპორ­ტუ­ლე­ბი ეცვა, რო­მელ­ზე­დაც მე-5 ნო­მე­რი ეწე­რა. პრე­ზი­დენ­ტი ამ­ბობს, ეს ბავ­შვი დიდი კაცი გა­იზ­რდე­ბაო (იცი­ნის). ვნა­ხოთ...

- ბავ­შვის აღ­ზრდით ვინ არის და­კა­ვე­ბუ­ლი?

- ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძი­ძის გა­რე­შე ვზრდი­დი. დღეს რვა სა­ა­თამ­დე ძი­ძას­თან არის, რად­გან მე მი­წის მე­სა­კუთ­რე­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში ერთ-ერთი პრო­ექ­ტის ასის­ტენ­ტად ვმუ­შა­ობ. სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ მიშა ჩემ­თან არის. სა­ნამ ვანო დე­პუ­ტა­ტი გახ­დე­ბო­და, უფრო ჰქონ­და დრო, ახლა კი ბო­ლომ­დე საქ­მე­შია ჩაფ­ლუ­ლი. ბავ­შვს მხო­ლოდ 15 წუ­თით ხე­დავს დი­ლით და მა­შინ ეფე­რე­ბა.

- ხში­რად მო­დი­ო­და ხოლ­მე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თქვენს ოჯახ­ში?

- საკ­მა­ოდ ხში­რად მო­დი­ო­და, მე კი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ მას­თან ოჯახ­ში. სან­დრას რამ­დენ­ჯერ­მე შევ­ხვდი. დღეს აღა­რა­ვის სცა­ლია სტუმ­რო­ბის­თვის, მხო­ლოდ მე­უღ­ლე­ე­ბი ვმე­გობ­რობთ. თუ დე­და­ჩე­მი ბავ­შვთა­ნაა, სამ­სა­ხუ­რი­დან ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ან გივი თარ­გა­მა­ძის მე­უღ­ლეს­თან მივ­დი­ვარ ხოლ­მე. ჩვენ სამ­ნი უფრო ვმე­გობ­რობთ. სხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მე­უღ­ლე­ებს მი­ღე­ბებ­ზე ვხვდე­ბი. მე გი­ვის ბავ­შვის ნათ­ლია ვარ, ჩემი შვი­ლი გი­ვის და­ბა­დე­ბის დღეს, 23 ივ­ლის­საა და­ბა­დე­ბუ­ლი. ჩვენს შო­რის სხვა ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი არ არ­სე­ბობს. მიშო ჯერ არ არის მო­ნათ­ლუ­ლი...

- სა­ინ­ტე­რე­სოა, მიშო მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი უნდა გახ­დეს თუ კა­თო­ლი­კე?

- ვანო ამ­ბობს, რომ გა­იზ­რდე­ბა, თა­ვად გა­და­წყვეტს, რა უნ­დაო. სა­ერ­თოდ, არ მიყ­ვარს კონ­ფლიქ­ტე­ბი და თან იმ ადა­მი­ან­თან, რო­მელ­საც იშ­ვი­ა­თად ვხე­დავ. იმ­დე­ნად იშ­ვი­ა­თად ვხე­დავ ვა­ნოს, რომ მას­ში ვე­ღარც და­დე­ბით თვი­სე­ბას ვამ­ჩნევ და ვე­ღარც უარ­ყო­ფითს. ისე, მე რომ მა­წუ­ხებ­დეს, ისე­თი უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბა ვა­ნოს არც აქვს. ხომ გე­უბ­ნე­ბით, ისე იშ­ვი­ა­თად ვხე­დავ, რომ ოღონდ ჩემ­თან იყოს, მისი არც ერთი თვი­სე­ბა არ შე­მა­წუ­ხებს.

- თქვენ­თვის თუ იც­ლის ბა­ტო­ნი ვანო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში?

- ხში­რად ტე­ლე­ფო­ნით ვსა­უბ­რობთ. ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ ღამე ხან პირ­ველ­ზე, ხან ოთხზე ან სუ­ლაც არ მო­დის. სულ და­კა­ვე­ბუ­ლია, როცა არ უნდა და­ურ­ე­კო, სულ შეხ­ვედ­რებ­ზეა და ძა­ლი­ა­ნაც რომ მი­ჭირ­დეს, ვე­რა­ფერს ვე­უბ­ნე­ბი. ფაქ­ტობ­რი­ვად, მე­უღ­ლეს ვერ ვე­ლა­პა­რა­კე­ბი. ძი­რი­თა­დად, მე ვუ­რე­კავ ხოლ­მე, თან ვცდი­ლობ, ძა­ლი­ან არ შე­ვა­წუ­ხო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ვანო მერაბიშვილის სასიყვარულო ისტორიის დეტალები - ერთადერთი ინტერვიუ სალაყაიასთან პირად თემებზე

ვანო მერაბიშვილის სასიყვარულო ისტორიის დეტალები - ერთადერთი ინტერვიუ სალაყაიასთან პირად თემებზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლე - თაკო სალაყაია წლების წინ ჟურნალისტებისთვის ინტერვიუებს არ იშურებდა და პრესასთან გულახდილი საუბრით გამოირჩეოდა. გირგვლიანის სკანდალის შემდეგ თაკო პრესას დაემშვიდობა და მათი ოჯახური ამბები ჟურნალისტებისთვის დახურულ თემად იქცა. "რეიტინგის" არქივიდან გთავაზობთ ინტერვიუს თაკო სალაყაიასთან, რომელიც ჟურნალისტმა 2004 წლის აპრილში ჩაწერა. ინტერვიუდან ყოფილი პრემიერის ცხოვრებაზე ბევრ საინტერესო დეტალს გაიგებთ.

- როგორ გაიცანით ბატონი ვანო?

- ერთმანეთი ახალციხეში, ერთ-ერთი ახლობლის ოჯახში გავიცანით. იმდენად დავახლოვდით, რომ ტელეფონის ნომრები გავცვალეთ. შემდეგ, როდესაც თბილისში ჩამოვედი, დამირეკა. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. დეკემბერში გავიცანი, შემდეგ რაღაც პერიოდი ურთიერთობა არ გვქონდა და ივნისში მისი მეუღლე გავხდი. სულ, ალბათ, 6 თვე ვიყავით შეყვარებულები.

- რაღაც პერიოდი ურთიერთობა რატომ არ გქონდათ?

- ხომ იცით შეყვარებულების ამბავი, ერთი თვე გაბუტულები ვიყავით. თუმცა არც მახსოვს, რის გამო. მაშინ მე 17 წლის ვიყავი, ვანო - 31-ის. ჩვენი ურთიერთობა ჩემმა მშობლებმა იცოდნენ და წინააღმდეგნი არ იყვნენ.

- მომავალმა მეუღლემ სიყვარული როგორ აგიხსნათ?

- სიყვარული როგორ ამიხსნა, არ მახსოვს, უბრალოდ მახსოვს, რომ მაშინ ცისფერი "გოლფ-2" ჰყავდა, ყველაზე ცუდი "გოლფი". ძალიან მიყვარდა ის მანქანა და საკმაოდ განვიცადე, როცა გავყიდეთ. იმ მანქანაში ვხვდებოდით ერთმანეთს, ყველგან იმ მანქანით დავდიოდით. იმ მანქანაში ჰოლანდიური ყვავილების იმხელა თაიგული მომართვა, რომ არც კი ეტეოდა. სხვათა შორის, ვარდები არასდროს მოურთმევია ჩემთვის. ძალიან მიყვარს ვარდები, მაგრამ ვანოს არ იზიდავს ერთფეროვნება, ჭრელი ყვავილების თაიგული უყვარს.

- ბოლოს როგორ შეუღლდით?

- ქუთაისში გავიპარეთ და ორი დღე ერთ-ერთ კერძო სასტუმროში ვცხოვრობდით. იმ დროს ვანო მიწის მესაკუთრეთა ასოციაციაში მუშაობდა და მივლინება ჰქონდა ორი დღით ქუთაისში. ვანოს მშობლებს არ ვიცნობდი, არასდროს უთქვამს, მინდა ჩემი მშობლები გაგაცნოო. საერთოდ, ვანოს ოფიციალობა არ უყვარს. ამიტომაა, რომ ქორწილი არ გვქონია, მხოლოდ ხელი მოვაწერეთ.

- ასაკობრივი სხვაობა თუ იგრძნობა თქვენს შორის?

- მე ვერ ვგრძნობ ამ სხვაობას, რადგან ისე მექცევა, როგორც ჩემს ასაკს შეეფერება. პირიქით, უკეთესია, 22 წლის რომ ვარ, უფრო მეტად ზრუნავს ჩემზე, მათამამებს, მეფერება. ხანდახან ვფიქრობ, რომ მართლაც დიდია ვანო, თუმცა ჩვენს ურთიერთობაში ეს არ იგრძნობა. ის იმდენად მიგებს ყველაფერში, რომ არ შეიძლება, მეც არ გავუგო. ერთმანეთს პრობლემებს არ ვუქმნით.

- მოდით, ისევ თქვენს გაპარვას დავუბრუნდეთ. ქუთაისიდან ახალციხეში წახვედით?

- არა, ჯერ თბილისში ჩამოვედით. ეს ბინა უკვე ჰქონდა ვანოს, მაგრამ არემონტებდნენ, ავეჯიც კი არ იყო. ამიტომ ჩემს ბიძასთან წავედით. შემდეგ უკვე ახალციხეში ვანოს მშობლებთან ჩავედით.

- ოჯახში როგორ მიგიღეს?

- ვანოს მშობლებს მანამდეც ჰქონდათ ჩემი ნახვის სურვილი, მაგრამ ვანოს ჩემთვის არაფერი უთქვამს. თან ახალციხე იმდენად პატარაა, რომ ყველაფრის გაგება შეიძლება. ადვილი იქნებოდა ჩემი სურათის მოძებნა და ინფორმაციის მოპოვება. ახალციხეში ვარ დაბადებული, თუმცა მე და ვანო არც ისე ახლოს ვცხოვრობთ. მე პირველ სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტის დაუსწრებელი განყოფილება დავამთავრე. ვანომ მეხუთე საშუალო სკოლა დაამთავრა. ადრე ერთმანეთს არ შევხვედრივართ, თან ვანო 17 წლის ასაკში თბილისში წამოვიდა და ახალციხეში იშვიათად ჩამოდიოდა. ჩვენს შეუღლებამდე არც ისე ცნობილი იყო, რაც შეეხება ჩვენს ახალციხეში ჩასვლას, ალბათ მეც და მშობლებიც დაბნეულები ვიყავით.

- როგორც თქვით, ჯვარი არა გაქვთ დაწერილი. ამის მიზეზი ის ხომ არ არის, რომ ვანო კათოლიკეა?

- ჯვრისწერის წინააღმდეგი ვანო იყო, თუმცა ამის მიზეზი მისი რწმენა არ არის. ისე, მეც მაინტერესებს, მართლა კათოლიკეა თუ არა ჩემი მეუღლე. თვითონ ამბობს, რომ კათოლიკეა. დედამისმა თქვა, რომ მართლმადიდებლურად არის მონათლული, თუმცა ვანო ამას უარყოფს. ასე რომ, ვერ გავიგე და აღარც ჩავძიებივარ. მე მართლმდაიდებელი ვარ, თუმცა განსხვავებულ რწმენას ჩვენთვის პრობლემა არ შეუქმნია. ფაქტობრივად, ვანო რომ კათოლიკე იყო, გათხოვების შემდეგ გავაცნობიერე. არ მიშლის, რომ ეკლესიაში წავიდე და სანთელი დავანთო. ჩვენ ერთმანეთის რწმენას პატივს ვცემთ. თან ვანო კათოლიკურ ეკლესიაშიც არ დადის. ამ ხნის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ მას ღმერთი თავისებურად სწამს. სახლშიც არ ანთებს სანთელს, ეკლესიაში წასასვლელად კი დროც არ აქვს.

- როდისმე ხომ უნდა დაიწეროთ ჯვარი, რომელ ეკლესიაში მოხდება ეს?

- შეიძლება ჯვარი საერთოდაც არ დავიწეროთ. ოფიციალურად შეუღლებულები ვართ. ორსულად ვიყავი, როცა მოვთხოვე, ხელი მოგვეწერა. მინდოდა, სიმბოლურად მაინც რაღაც ყოფილიყო, რამდენიმე თვეში მიშოც მოევლინა ქვეყანას.

- სახელი ვინ შეურჩია ბავშვს?

- მე მომწონდა ეს სახელი. დღეს ბევრი ადამიანი ამბობს, შვილს სააკაშვილის სახელი დავარქვიო. ძალიან მომწონს მიშა სააკაშვილი, თუმცა ადრე უფრო მომწონდა. არჩევნების დროს ვაკეში მიშას დიდი პლაკატი იყო გაკრული და ისე მომწონდა, ხშირად ვიდექი და ვუყურებდი. მაშინ უკვე ფეხმძიმედ ვიყავი. შემდეგ უკვე ვთქვი, რომ ჩემს შვილს აუცილებლად მიშას ან მიშოს დავარქმევდი. მე და ვანომ გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ. ვანოს არ უნდოდა, შვილისთვის მეფის სახელები დაგვერქმია. მიშა კი ისეთი სახელი იყო, რომელიც ორივეს მოგვწონდა და, რა ვქნა, დღეს ჩემს შვილს სააკაშვილის სახელი ჰქვია. სხვათა შორის, არჩევნებზეც იყო ჩემი შვილი წასული, სპორტულები ეცვა, რომელზედაც მე-5 ნომერი ეწერა. პრეზიდენტი ამბობს, ეს ბავშვი დიდი კაცი გაიზრდებაო (იცინის). ვნახოთ...

- ბავშვის აღზრდით ვინ არის დაკავებული?

- ერთი წლის განმავლობაში ძიძის გარეშე ვზრდიდი. დღეს რვა საათამდე ძიძასთან არის, რადგან მე მიწის მესაკუთრეთა ასოციაციაში ერთ-ერთი პროექტის ასისტენტად ვმუშაობ. სამსახურის შემდეგ მიშა ჩემთან არის. სანამ ვანო დეპუტატი გახდებოდა, უფრო ჰქონდა დრო, ახლა კი ბოლომდე საქმეშია ჩაფლული. ბავშვს მხოლოდ 15 წუთით ხედავს დილით და მაშინ ეფერება.

- ხშირად მოდიოდა ხოლმე მიხეილ სააკაშვილი თქვენს ოჯახში?

- საკმაოდ ხშირად მოდიოდა, მე კი არასდროს ვყოფილვარ მასთან ოჯახში. სანდრას რამდენჯერმე შევხვდი. დღეს აღარავის სცალია სტუმრობისთვის, მხოლოდ მეუღლეები ვმეგობრობთ. თუ დედაჩემი ბავშვთანაა, სამსახურიდან ირაკლი ოქრუაშვილის ან გივი თარგამაძის მეუღლესთან მივდივარ ხოლმე. ჩვენ სამნი უფრო ვმეგობრობთ. სხვა პოლიტიკოსების მეუღლეებს მიღებებზე ვხვდები. მე გივის ბავშვის ნათლია ვარ, ჩემი შვილი გივის დაბადების დღეს, 23 ივლისსაა დაბადებული. ჩვენს შორის სხვა ნათესაური კავშირი არ არსებობს. მიშო ჯერ არ არის მონათლული...

- საინტერესოა, მიშო მართლმადიდებელი უნდა გახდეს თუ კათოლიკე?

- ვანო ამბობს, რომ გაიზრდება, თავად გადაწყვეტს, რა უნდაო. საერთოდ, არ მიყვარს კონფლიქტები და თან იმ ადამიანთან, რომელსაც იშვიათად ვხედავ. იმდენად იშვიათად ვხედავ ვანოს, რომ მასში ვეღარც დადებით თვისებას ვამჩნევ და ვეღარც უარყოფითს. ისე, მე რომ მაწუხებდეს, ისეთი უარყოფითი თვისება ვანოს არც აქვს. ხომ გეუბნებით, ისე იშვიათად ვხედავ, რომ ოღონდ ჩემთან იყოს, მისი არც ერთი თვისება არ შემაწუხებს.

- თქვენთვის თუ იცლის ბატონი ვანო დღის განმავლობაში?

- ხშირად ტელეფონით ვსაუბრობთ. ძალიან ცუდია, რომ ღამე ხან პირველზე, ხან ოთხზე ან სულაც არ მოდის. სულ დაკავებულია, როცა არ უნდა დაურეკო, სულ შეხვედრებზეა და ძალიანაც რომ მიჭირდეს, ვერაფერს ვეუბნები. ფაქტობრივად, მეუღლეს ვერ ველაპარაკები. ძირითადად, მე ვურეკავ ხოლმე, თან ვცდილობ, ძალიან არ შევაწუხო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია