პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეფი: გაოგნებული დავრჩი წარმოუდგენელი ზიზღით, რომლითაც საზოგადოებამ დამაჯილდოვა (+VIDEO)
დეფი: გაოგნებული დავრჩი წარმოუდგენელი ზიზღით, რომლითაც საზოგადოებამ დამაჯილდოვა (+VIDEO)

Ambebi.ge ახა­ლი რუბ­რი­კით, რომ­ლის მი­ზა­ნი მკი­თხვე­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო სახ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბაა, პო­ეტს, რო­მა­ნისტს, პერ­ფორ­მერს და მულ­ტი­მე­დია არ­ტისტს, და­ვით დე­ფის ეს­ტუმ­რა. მკი­თხვე­ლი მალე იხი­ლავს მულ­ტი­მე­დია რე­პორ­ტაჟს მისი სახ­ლი­დან, მა­ნამ­დე კი ინ­ტერ­ვი­უ­დან იმ ეპი­ზოდს გთა­ვა­ზობთ, რო­მელ­შიც მწე­რა­ლი სა­უბ­რობს, თუ რა გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს ბოლო წლე­ბის ქარ­თუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი თუ პო­ლი­ტი­კუ­რი ყოფა მის ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე. გა­ეც­ნო­ბით მის შე­ხე­დუ­ლე­ბას ახა­ლი თუ ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ და ამას­თან, გა­ი­გებთ, თუ რას ფიქ­რობს დეფი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ ნა­წილ­ში მის მი­მართ აგ­რე­სი­ულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე. "გა­ოგ­ნე­ბუ­ლი დავ­რჩი ჩემ­და­მი რა­ღაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ზი­ზღით, რომ­ლი­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მე და­მა­ჯილ­დო­ვა,"- ამ­ბობს დეფი.

"ბოლო რო­მა­ნი, "და­სას­რუ­ლი­სა და და­სა­წყი­სის სა­ზო­გა­დო­ე­ბა" არის სწო­რედ ბოლო მიჯ­ნა­ზე და­წე­რი­ლი. ამ­ბა­ვი ვი­თარ­დე­ბა 2010 წლი­დან 2013-მდე. რო­მა­ნის მოქ­მე­დი გმი­რი მუ­სი­კო­სია. სა­ნამ ამ რო­მანს დავ­წერ­დი, ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ყვე­ლა­ფერ­მა ჩემ­ში გა­ი­ა­რა და ეს ჩემ­ში იყო კა­ტას­ტრო­ფა - 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 1 კვი­რით ადრე ნაჩ­ვე­ნე­ბი ეს შემ­ზა­რა­ვი კად­რე­ბი, ეს იყო გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, ერთი-ორი დღე დამ­ჭირ­და, რომ ტვინს ოდ­ნავ მა­ინც და­ეს­ვე­ნა, იმი­ტომ რომ, ისე­თი დეპ­რე­სია და­მე­წყო, რომ სახ­ლი­და­ნაც არ მინ­დო­და გას­ვლა და და­ვი­წყე ამ ყვე­ლაფ­რის ანა­ლი­ზი - რა მოხ­და, რა შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო და დაგ­ვირ­გვი­ნე­ბა, დიდი ეპო­ქა დას­რულ­და დრა­მად... სა­ში­ნე­ლი, ან­ტიჰუ­მა­ნუ­რი დრა­მა გა­თა­მაშ­და".

თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, დეფი მედ­ლის მე­ო­რე მხა­რე­საც ხე­დავს და აფიქ­რებს ის, თუ რა გზით მო­ვი­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში.

"ეს არის პრობ­ლე­მა ჩემ­თვის, რო­გორც მწერ­ლის­თვის, კვლე­ვის სა­გა­ნი: რა ხალ­ხია, რა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არი­ან ერ­თად შეკ­რე­ბი­ლი, რა გან­ვი­თა­რე­ბის, რა IQ-ს, რა სუ­ლის, და რა სურ­ვი­ლე­ბის პატ­რო­ნე­ბი... ეს ცალ­კე თე­მაა", - ამ­ბობს დეფი.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: "ჩემ­სკენ რო­დე­საც გა­იშ­ვე­რენ ხე­ლებს და იტყვი­ან, რომ მე ბინ­ძუ­რი ვარ, ჯერ სა­კუ­თა­რი ხე­ლე­ბის სი­სუფ­თა­ვე­ში დარ­წმუნ­დნენ" - დეფი ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ ხე­ლო­ვა­ნებ­ზე

იხი­ლეთ ვი­დეო

დეფი: გაოგნებული დავრჩი წარმოუდგენელი ზიზღით, რომლითაც საზოგადოებამ დამაჯილდოვა (+VIDEO)

დეფი: გაოგნებული დავრჩი წარმოუდგენელი ზიზღით, რომლითაც საზოგადოებამ დამაჯილდოვა (+VIDEO)

Ambebi.ge ახალი რუბრიკით, რომლის მიზანი მკითხველისთვის საინტერესო ადამიანების საინტერესო სახლების ჩვენებაა, პოეტს, რომანისტს, პერფორმერს და მულტიმედია არტისტს, დავით დეფის ესტუმრა. მკითხველი მალე იხილავს მულტიმედია რეპორტაჟს მისი სახლიდან, მანამდე კი ინტერვიუდან იმ ეპიზოდს გთავაზობთ, რომელშიც მწერალი საუბრობს, თუ რა გავლენას იქონიებს ბოლო წლების ქართული სოციალური თუ პოლიტიკური ყოფა მის ლიტერატურაზე. გაეცნობით მის შეხედულებას ახალი თუ ძველი ხელისუფლების მიმართ და ამასთან, გაიგებთ, თუ რას ფიქრობს დეფი საზოგადოების ერთ ნაწილში მის მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებაზე. "გაოგნებული დავრჩი ჩემდამი რაღაც წარმოუდგენელი ზიზღით, რომლითაც საზოგადოებამ მე დამაჯილდოვა,"- ამბობს დეფი.

"ბოლო რომანი, "დასასრულისა და დასაწყისის საზოგადოება" არის სწორედ ბოლო მიჯნაზე დაწერილი. ამბავი ვითარდება 2010 წლიდან 2013-მდე. რომანის მოქმედი გმირი მუსიკოსია. სანამ ამ რომანს დავწერდი, ბუნებრივია, ამ ყველაფერმა ჩემში გაიარა და ეს ჩემში იყო კატასტროფა - 2012 წლის არჩევნებამდე 1 კვირით ადრე ნაჩვენები ეს შემზარავი კადრები, ეს იყო გამანადგურებელი. ბუნებრივია, ერთი-ორი დღე დამჭირდა, რომ ტვინს ოდნავ მაინც დაესვენა, იმიტომ რომ, ისეთი დეპრესია დამეწყო, რომ სახლიდანაც არ მინდოდა გასვლა და დავიწყე ამ ყველაფრის ანალიზი - რა მოხდა, რა შეიძლება მომხდარიყო და დაგვირგვინება, დიდი ეპოქა დასრულდა დრამად... საშინელი, ანტიჰუმანური დრამა გათამაშდა".

თუმცა ამის მიუხედავად, დეფი მედლის მეორე მხარესაც ხედავს და აფიქრებს ის, თუ რა გზით მოვიდა "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში.

"ეს არის პრობლემა ჩემთვის, როგორც მწერლისთვის, კვლევის საგანი: რა ხალხია, რა პოლიტიკოსები არიან ერთად შეკრებილი, რა განვითარების, რა IQ-ს, რა სულის, და რა სურვილების პატრონები... ეს ცალკე თემაა", - ამბობს დეფი.

ასევე დაგაინტერესებთ: "ჩემსკენ როდესაც გაიშვერენ ხელებს და იტყვიან, რომ მე ბინძური ვარ, ჯერ საკუთარი ხელების სისუფთავეში დარწმუნდნენ" - დეფი ახალ ხელისუფლებასთან დაახლოებულ ხელოვანებზე

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია