პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - შეიძლება ბედნიერი იყოს ოჯახი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება?
ილია მეორე - შეიძლება ბედნიერი იყოს ოჯახი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება?

შე­იძ­ლე­ბა ოჯა­ხი იყოს ბედ­ნი­ე­რი, სა­დაც სუ­რო­გა­ტი დე­დის მიერ და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი იზ­რდე­ბა?! - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე­ში სა­უბ­რობს.

პატ­რი­არ­ქი ხე­ლოვ­ნურ გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას, სინ­ჯა­რა­ში ჩა­სა­ხუ­ლი ბავ­შვებ­სა და სუ­რო­გა­ცი­ას მძი­მე ეთი­კურ სა­კი­თხე­ბად მო­იხ­სე­ნი­ებს და ოჯა­ხის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე სა­უბ­რობს.

"განა შე­იძ­ლე­ბა ბედ­ნი­ე­რი იყოს ის ოჯა­ხი, სა­დაც აბორ­ტი კეთ­დე­ბა და უსუ­სუ­რი პა­ტა­რა არ­სე­ბე­ბის უღვთოდ და­ჩე­ხი­ლი სხე­უ­ლე­ბის აჩ­რდი­ლე­ბი და­დი­ან? რო­გო­რი სა­ში­ნე­ლე­ბაა იმის წარ­მოდ­გე­ნაც კი, რომ ყო­ველ წელს, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მი­ლი­ო­ნამ­დე აბორ­ტი კეთ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ამის შემ­ჩე­რე­ბე­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ არის.

შე­იძ­ლე­ბა ოჯა­ხი იყოს ბედ­ნი­ე­რი, სა­დაც სუ­რო­გა­ტი დე­დის მიერ და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი იზ­რდე­ბა? ეს პა­ტა­რა ხომ თა­ვი­დან­ვე გა­წი­რეს უსიყ­ვა­რუ­ლო­ბის­თვის, მი­უ­საფ­რო­ბი­სა და მარ­ტო­ო­ბის­თვის. იგი კე­თილ­დღე­ო­ბა­შიც რომ გა­ი­ზარ­დოს, მუც­ლად­ყოფ­ნის პე­რი­ო­დის ამ სიმ­ძი­მეს ვე­რა­ფე­რი შეც­ვლის და ეს აუ­ცი­ლებ­ლად იჩენს თავს ზრდას­რულ ასაკ­ში.

პრობ­ლე­მა­ტურ­ნი იქ­ნე­ბი­ან ის ბავ­შვე­ბიც, რომ­ლე­ბიც ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბით და­ი­ბად­ნენ და მათი სი­ცო­ცხლე მრა­ვა­ლი ემ­ბრი­ო­ნის გა­ნად­გუ­რე­ბის შე­დე­გად გან­ვი­თარ­და... თუ ჩვენ არ მოგ­ვი­ტა­ნია სი­ცო­ცხლე ამ წუ­თი­სო­ფელ­ში, რა უფ­ლე­ბა გვაქვს მო­ვინ­დო­მოთ ბა­ტო­ნო­ბა მას­ზე? რა­ტომ ვი­სა­კუთ­რებთ მას, რაც ჩვე­ნი არ არის?ფაქ­ტია ისიც, რომ მი­უ­ხე­და­ვად მეც­ნი­ე­რულ-ტექ­ნი­კუ­რი დიდი წინსვლი­სა, არ შეგ­ვიძ­ლია თავი და­ვაღ­წი­ოთ სიკ­ვდილს. რა­ტომ? ჩვენ ხომ ყოვ­ლის­შემ­ძლე­ნი ვართ? სი­ნამ­დვი­ლე კი სხვა არის. უფა­ლი ეუბ­ნე­ბა მო­სეს: "მე ვკლავ და მე ვა­ცო­ცხლებ" (II რჯ.32,39). იო­ბის წიგნ­შიც იგი­ვე აზ­რია: სი­ცო­ცხლე "უფალ­მა მომ­ცა, უფალ­მა წა­ი­ღო" (იობი 1,21).

ამი­ტომ, არა­ვი­თა­რი უფ­ლე­ბა არა გვაქვს ხელ­ვყოთ უფ­ლის ეს წყა­ლო­ბა და ვინც ამას აკე­თებს და არ შე­ი­ნა­ნებს, და­ის­ჯე­ბა!", - ბრძა­ნებს პატ­რი­არ­ქი ეპის­ტო­ლე­ში.

ილია მე­ო­რე მი­იჩ­ნევს, რომ ოჯა­ხი ერის, სა­ხელ­მწი­ფოს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მთა­ვა­რი ქვა­კუ­თხე­დია; იგი პა­ტა­რა სა­ხელ­მწი­ფოა, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი გა­გე­ბით კი - "მცი­რე ეკ­ლე­სია".

"ქრის­ტი­ა­ნო­ბა ქორ­წი­ნე­ბას ერთ-ერთ სა­ი­დუმ­ლოდ მი­იჩ­ნევს. ეს არის სა­ი­დუმ­ლო არა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნუ­რი, არა­მედ ღვთი­უ­რი სიყ­ვა­რუ­ლი­საც. ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ღვაწ­ლია, გზაა სუ­ლის ხსნი­სა, რად­გან იგი გუ­ლის­ხმობს არა მარ­ტო ერ­თად ცხოვ­რე­ბას, არა­მედ ერ­თმა­ნე­თი­სათ­ვის ცხოვ­რე­ბას.

ბიბ­ლია გვას­წავ­ლის, რომ ოჯა­ხის უფა­ლი არის ღმერ­თი, რო­მელ­მაც ადა­მი­სა და ევას სა­ხით მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბა შექ­მნა. ამ­დე­ნად, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის მამა, ამ სი­ტყვის ყვე­ლა­ზე სრუ­ლი და აბ­სო­ლუ­ტუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, არის თვით შე­მოქ­მე­დი.

ჭეშ­მა­რი­ტი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ოჯა­ხის­თვის მარ­ტო სიყ­ვა­რუ­ლი და ერ­თმა­ნე­თი­სა­კენ სწრაფ­ვა არ არის საკ­მა­რი­სი. ოჯა­ხი მო­წო­დე­ბუ­ლია იქ­ცეს "მცი­რე ეკ­ლე­სი­ად", მა­რა­დი­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ცო­ცხალ ხა­ტად, რო­მელ­შიც ღვთის მცნე­ბებს იცა­ვენ და თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­დას­ცე­მენ", - ნათ­ქვა­მია ეპის­ტო­ლე­ში.

უწ­მინ­დე­სის თქმით, ოჯახ­ში მე­უღ­ლე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს სიყ­ვა­რუ­ლით უნდა ემ­სა­ხუ­რონ, თუმ­ცა იერ­არ­ქია ყო­ველ­თვის უნდა იყოს და­ცუ­ლი.

"ის, რომ მა­მა­კა­ცი თა­ვია ოჯა­ხი­სა, არ ნიშ­ნავს მის ბა­ტო­ნო­ბას, არა­მედ მის მსხვერ­პლშე­წი­რულ მსა­ხუ­რე­ბას, მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ცო­ლი­სა და შვი­ლე­ბი­სად­მი. იგია მათი დამ­ცვე­ლი, მომ­პო­ვე­ბე­ლი არ­სო­ბის პუ­რი­სა და ამას­თან, ღვთის­მსა­ხუ­რი თა­ვი­სი სახ­ლი­სა. მან უნდა გა­მო­ი­თხო­ვოს უფ­ლი­სა­გან წყა­ლო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და მად­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სათ­ვის.

ქალი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სახლზე, მისი წევ­რე­ბის­თვის ზრუნ­ვა­ზე, შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ზე. იგი ღვთის მცნე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა და­ე­მორ­ჩი­ლოს ქმარს, თუნ­დაც, რომ ერთი შე­ხედ­ვით ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყოს, რად­გან ამით აღას­რუ­ლებს უფ­ლის ნე­ბას (თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს ცოდ­ვა­სა და არას­წორ ქმე­დე­ბებ­ში მორ­ჩი­ლე­ბას).

ქრის­ტი­ა­ნულ ოჯახ­ში, რა თქმა უნდა, თავს იჩენს არა­ერ­თი გან­საც­დე­ლი, რაც ურ­თი­ერ­თსიყ­ვა­რუ­ლით უნდა და­იძ­ლი­ოს და თუ ეს ასე არ ხდე­ბა, იქ არც არის ნამ­დვი­ლი ოჯა­ხი.

ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ოჯა­ხი უფ­ლის სა­ვა­ნეა, უფ­ლის ბა­ღია, რო­მელ­შიც ცოლ­საც და ქმარ­საც და­ედ­გი­ნათ მუ­შა­კო­ბა ღვთის სა­დი­დე­ბე­ლად.

რო­გო­რი ამაღ­ლე­ბუ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი, რო­გო­რი სა­თუ­თია და გა­საფრ­თხი­ლე­ბე­ლი! ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი კი, სამ­წუ­ხა­როდ, მო­უმ­ზა­დე­ბელ­ნი ხვდე­ბი­ან ამ უდი­დეს სა­ი­დუმ­ლოს", - ბრძა­ნებს პატ­რი­არ­ქი.

ილია მე­ო­რე მი­იჩ­ნევს, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში ოჯა­ხურ ფა­სე­უ­ლო­ბებს მხა­რე­თა მერ­კან­ტი­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი ენაც­ვლე­ბა, კერ­ძოდ კი ე.წ. პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რო­მელ­საც თან სდევს გა­რე­შე თა­ნა­ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ფორ­მე­ბი.

"მეც­ნი­ე­რულ-ტექ­ნი­კურ­მა წინსვლამ კი ისე­თი მძი­მე ეთი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი და­ა­ყე­ნა დღის წეს­რიგ­ში, რო­გო­რიც მან­მა­დე არ სმე­ნო­და კა­ცობ­რი­ო­ბას: ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა, სინ­ჯა­რა­ში ჩა­სა­ხუ­ლი ბავ­შვე­ბი, სუ­რო­გა­ტი დე­დე­ბი, გე­ნე­ბის შერ­წყმა, კლო­ნი­რე­ბა და ა.შ.. "ჰუ­მა­ნის­ტე­ბი" მხარს უჭე­რენ აბორ­ტს, ევ­თა­ნა­ზი­ა­სა და თვით­მკვლე­ლო­ბას.

ამას­თან, მათ­თვის მეც­ნი­ე­რუ­ლი პროგ­რე­სი აბ­სო­ლუ­ტი­ზე­ბუ­ლია და მი­იჩ­ნე­ვენ, რომ რისი გა­კე­თე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, უნდა გა­კეთ­დეს. ეს ეთი­კუ­რი სო­ფიზ­მია, რად­გან ის, რაც ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად მიღ­წე­ვა­დია, ყვე­ლა­ფე­რი რო­დია მო­რა­ლუ­რი და სა­სარ­გებ­ლო.

მი­ზა­ნი ამარ­თლებს სა­შუ­ა­ლე­ბას, - ესეც მათი ცხოვ­რე­ბის წე­სია და ესეც სო­ფიზ­მია, რად­გან არც ყვე­ლა მი­ზა­ნია კარ­გი და არც ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბაა მი­სა­ღე­ბი, თუნ­დაც კარ­გი მიზ­ნი­სათ­ვის.

მა­გა­ლი­თად, ფა­შის­ტებს ჰქონ­დათ ებ­რა­ე­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის სურ­ვი­ლი. განა ეს მი­ზა­ნი შე­იძ­ლე­ბა ნორ­მა­ლუ­რად ჩა­ით­ვა­ლოს?! ანდა იმის­თვის, რომ კა­ცობ­რი­ო­ბის ჯან­სა­ღი ნა­წი­ლი მე­ტად იყოს და­ცუ­ლი, ნუთუ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ გა­ა­მარ­თლოს შიდსით და­ა­ვა­დე­ბულ­თათ­ვის სი­ცო­ცხლის მოს­წრა­ფე­ბა?",- ნათ­ქვა­მია ეპის­ტო­ლე­ში.

პატ­რი­არ­ქის შე­ფა­სე­ბით, პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად კარ­გი ოჯა­ხე­ბი მა­ინც მრავ­ლად არის სა­ქარ­თვე­ლო­ში, რაც ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნის გა­რან­ტი­აა.

"მე მინ­და დავ­ლო­ცო ჩვენს სამ­შობ­ლო­ში და მის ფარ­გლებს გა­რეთ მცხოვ­რე­ბი ყვე­ლა ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი, ასე­ვე ვლო­ცავ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მკვიდრ სხვა ეროვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ოჯა­ხებ­საც და ყვე­ლას გი­სურ­ვებთ ღვთის სათ­ნო გზით სვლას, უფ­ლის ში­ში­თა და სიყ­ვა­რუ­ლით ცხოვ­რე­ბას, რათა იხა­როთ ორ­სავ სო­ფელ­სა შინა", - ბრძა­ნებს პატ­რი­არ­ქი სა­შო­ბაო ეპის­ტო­ლე­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ილია მეორე - შეიძლება ბედნიერი იყოს ოჯახი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება?

ილია მეორე - შეიძლება ბედნიერი იყოს ოჯახი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება?

შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება?! - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში საუბრობს.

პატრიარქი ხელოვნურ განაყოფიერებას, სინჯარაში ჩასახული ბავშვებსა და სუროგაციას მძიმე ეთიკურ საკითხებად მოიხსენიებს და ოჯახის ღირებულებაზე საუბრობს.

"განა შეიძლება ბედნიერი იყოს ის ოჯახი, სადაც აბორტი კეთდება და უსუსური პატარა არსებების უღვთოდ დაჩეხილი სხეულების აჩრდილები დადიან? როგორი საშინელებაა იმის წარმოდგენაც კი, რომ ყოველ წელს, არაოფიციალური მონაცემებით, მილიონამდე აბორტი კეთდება საქართველოში და ამის შემჩერებელი ჯერჯერობით არავინ არის.

შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისთვის, მიუსაფრობისა და მარტოობისთვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს აუცილებლად იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში.

პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა... თუ ჩვენ არ მოგვიტანია სიცოცხლე ამ წუთისოფელში, რა უფლება გვაქვს მოვინდომოთ ბატონობა მასზე? რატომ ვისაკუთრებთ მას, რაც ჩვენი არ არის?ფაქტია ისიც, რომ მიუხედავად მეცნიერულ-ტექნიკური დიდი წინსვლისა, არ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ სიკვდილს. რატომ? ჩვენ ხომ ყოვლისშემძლენი ვართ? სინამდვილე კი სხვა არის. უფალი ეუბნება მოსეს: "მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ" (II რჯ.32,39). იობის წიგნშიც იგივე აზრია: სიცოცხლე "უფალმა მომცა, უფალმა წაიღო" (იობი 1,21).

ამიტომ, არავითარი უფლება არა გვაქვს ხელვყოთ უფლის ეს წყალობა და ვინც ამას აკეთებს და არ შეინანებს, დაისჯება!", - ბრძანებს პატრიარქი ეპისტოლეში.

ილია მეორე მიიჩნევს, რომ ოჯახი ერის, სახელმწიფოს, საზოგადოების მთავარი ქვაკუთხედია; იგი პატარა სახელმწიფოა, ქრისტიანული გაგებით კი - "მცირე ეკლესია".

"ქრისტიანობა ქორწინებას ერთ-ერთ საიდუმლოდ მიიჩნევს. ეს არის საიდუმლო არა მხოლოდ ადამიანური, არამედ ღვთიური სიყვარულისაც. ოჯახური ცხოვრება ქრისტიანული ღვაწლია, გზაა სულის ხსნისა, რადგან იგი გულისხმობს არა მარტო ერთად ცხოვრებას, არამედ ერთმანეთისათვის ცხოვრებას.

ბიბლია გვასწავლის, რომ ოჯახის უფალი არის ღმერთი, რომელმაც ადამისა და ევას სახით მთელი კაცობრიობა შექმნა. ამდენად, ყველა ადამიანის მამა, ამ სიტყვის ყველაზე სრული და აბსოლუტური მნიშვნელობით, არის თვით შემოქმედი.

ჭეშმარიტი ქრისტიანული ოჯახისთვის მარტო სიყვარული და ერთმანეთისაკენ სწრაფვა არ არის საკმარისი. ოჯახი მოწოდებულია იქცეს "მცირე ეკლესიად", მარადიული სიყვარულის ცოცხალ ხატად, რომელშიც ღვთის მცნებებს იცავენ და თაობიდან თაობას გადასცემენ", - ნათქვამია ეპისტოლეში.

უწმინდესის თქმით, ოჯახში მეუღლეები ერთმანეთს სიყვარულით უნდა ემსახურონ, თუმცა იერარქია ყოველთვის უნდა იყოს დაცული.

"ის, რომ მამაკაცი თავია ოჯახისა, არ ნიშნავს მის ბატონობას, არამედ მის მსხვერპლშეწირულ მსახურებას, მის პასუხისმგებლობას ცოლისა და შვილებისადმი. იგია მათი დამცველი, მომპოვებელი არსობის პურისა და ამასთან, ღვთისმსახური თავისი სახლისა. მან უნდა გამოითხოვოს უფლისაგან წყალობა, სიყვარული და მადლი ოჯახის წევრებისათვის.

ქალი პასუხისმგებელია სახლზე, მისი წევრებისთვის ზრუნვაზე, შვილების აღზრდაზე. იგი ღვთის მცნებების გათვალისწინებით უნდა დაემორჩილოს ქმარს, თუნდაც, რომ ერთი შეხედვით ამის განხორციელება შეუძლებელი იყოს, რადგან ამით აღასრულებს უფლის ნებას (თუმცა ეს არ ნიშნავს ცოდვასა და არასწორ ქმედებებში მორჩილებას).

ქრისტიანულ ოჯახში, რა თქმა უნდა, თავს იჩენს არაერთი განსაცდელი, რაც ურთიერთსიყვარულით უნდა დაიძლიოს და თუ ეს ასე არ ხდება, იქ არც არის ნამდვილი ოჯახი.

ქრისტიანული ოჯახი უფლის სავანეა, უფლის ბაღია, რომელშიც ცოლსაც და ქმარსაც დაედგინათ მუშაკობა ღვთის სადიდებელად.

როგორი ამაღლებულია ეს ყველაფერი, როგორი სათუთია და გასაფრთხილებელი! ჩვენი ახალგაზრდები კი, სამწუხაროდ, მოუმზადებელნი ხვდებიან ამ უდიდეს საიდუმლოს", - ბრძანებს პატრიარქი.

ილია მეორე მიიჩნევს, რომ თანამედროვე მსოფლიოში ოჯახურ ფასეულობებს მხარეთა მერკანტილური ინტერესები ენაცვლება, კერძოდ კი ე.წ. პარტნიორული ურთიერთობები, რომელსაც თან სდევს გარეშე თანაცხოვრების სხვადასხვა ფორმები.

"მეცნიერულ-ტექნიკურმა წინსვლამ კი ისეთი მძიმე ეთიკური საკითხები დააყენა დღის წესრიგში, როგორიც მანმადე არ სმენოდა კაცობრიობას: ხელოვნური განაყოფიერება, სინჯარაში ჩასახული ბავშვები, სუროგატი დედები, გენების შერწყმა, კლონირება და ა.შ.. "ჰუმანისტები" მხარს უჭერენ აბორტს, ევთანაზიასა და თვითმკვლელობას.

ამასთან, მათთვის მეცნიერული პროგრესი აბსოლუტიზებულია და მიიჩნევენ, რომ რისი გაკეთებაც შესაძლებელია, უნდა გაკეთდეს. ეს ეთიკური სოფიზმია, რადგან ის, რაც ტექნოლოგიურად მიღწევადია, ყველაფერი როდია მორალური და სასარგებლო.

მიზანი ამართლებს საშუალებას, - ესეც მათი ცხოვრების წესია და ესეც სოფიზმია, რადგან არც ყველა მიზანია კარგი და არც ყველა საშუალებაა მისაღები, თუნდაც კარგი მიზნისათვის.

მაგალითად, ფაშისტებს ჰქონდათ ებრაელების განადგურების სურვილი. განა ეს მიზანი შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს?! ანდა იმისთვის, რომ კაცობრიობის ჯანსაღი ნაწილი მეტად იყოს დაცული, ნუთუ შეიძლება ვინმემ გაამართლოს შიდსით დაავადებულთათვის სიცოცხლის მოსწრაფება?",- ნათქვამია ეპისტოლეში.

პატრიარქის შეფასებით, პრობლემების მიუხედავად კარგი ოჯახები მაინც მრავლად არის საქართველოში, რაც ქვეყნის გადარჩენის გარანტიაა.

"მე მინდა დავლოცო ჩვენს სამშობლოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ყველა ქართული ოჯახი, ასევე ვლოცავ ჩვენი ქვეყნის მკვიდრ სხვა ეროვნების წარმომადგენელთა ოჯახებსაც და ყველას გისურვებთ ღვთის სათნო გზით სვლას, უფლის შიშითა და სიყვარულით ცხოვრებას, რათა იხაროთ ორსავ სოფელსა შინა", - ბრძანებს პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია