სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქის ეპისტოლე - სრული ვერსია
პატრიარქის ეპისტოლე - სრული ვერსია

ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ყო­ველ­ნო სა­ე­რო დას­ნო, - მკვიდ­რნო სა­ქარ­თვე­ლო­ი­სა და დრო­ე­ბით ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ­ნო ძვირ­ფა­სო თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნო!

"ნუ გე­ში­ნი­ათ, აჰა, მე გა­ხა­რებთ დიდ სი­ხა­რულს, რომ­ლი­თაც იხა­რებს მთე­ლი ხალ­ხი. რად­გან დღეს, და­ვი­თის ქა­ლაქ­ში, და­ი­ბა­და თქვე­ნი მა­ცხო­ვა­რი, რო­მე­ლიც არის ქრის­ტე უფა­ლი" (ლუკა 2,10-11).

2014-ედ ეუ­წყე­ბა ახლა მსოფ­ლი­ოს ეს სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვი და ეფი­ნე­ბა უფ­ლის უს­ხე­უ­ლო ძალ­თა სა­გა­ლო­ბე­ლი: "დი­დე­ბა მა­ღალ­თა შინა ღმერ­თსა, და ქვე­ყა­ნა­სა ზედა მშვი­დო­ბა, და კაც­თა შო­რის სათ­ნო­ე­ბა" (ლუკა 2,14). ან­გე­ლოზ­თა დასი, მწყემ­სე­ბი, მოგ­ვე­ბი და, მათ­თან ერ­თად, ჩვენც მად­ლი­ე­რე­ბი­თა და მოკ­რძა­ლე­ბით კვლავ წარ­მოვ­თქვამთ ღმერ­თთან შე­რი­გე­ბის, მშვი­დო­ბი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბის მომ­ტან ამ დი­დე­ბულ სი­ტყვებს.

რამ­დე­ნი ხანი ელო­და ამ ზე­იმს ადა­მის მოდ­გმა? რამ­დე­ნი სა­უ­კუ­ნე გა­ი­ლია ამ ჟამ­ზე ნატ­ვრით? რამ­დე­ნი წმინ­და და ღვთის­სათ­ნო ადა­მი­ა­ნი ლო­ცუ­ლობ­და ამ დღი­სათ­ვის?

ადა­მი­დან მა­მამ­თა­ვარ აბ­რა­ა­მამ­დე 20 თა­ო­ბამ გან­ვლო, აბ­რა­ა­მი­დან და­ვი­თამ­დე - 14-მა, და­ვი­თი­დან ბა­ბი­ლო­ნის ტყვე­ო­ბამ­დეც - 14-მა, ბა­ბი­ლო­ნის ტყვე­ო­ბი­დან ვიდ­რე ქრის­ტემ­დე, - კი­დევ თო­თხმეტ­მა და მხო­ლოდ ამ დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ, ცოდ­ვით და­ცე­მუ­ლი ევას ნაც­ვლად, აღ­მობრწყინ­და წმინ­და ქალ­წუ­ლი, ღვთის­მშო­ბე­ლი მა­რი­ა­მი, - სას­ძლო უფ­ლი­სა.

ბედ­ნი­ე­რია სა­ქარ­თვე­ლო, რომ ქრის­ტე­შო­ბის სი­ხა­რუ­ლი პირ­ვე­ლი სა­უ­კუ­ნი­დან­ვე ეუ­წყა მო­ცი­ქულ­თა­გან და ამ დრო­ი­დან­ვე გახ­და იგი ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედ­რი. ეს უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ცაა. ამი­ტო­მაც სწო­რი წარ­მოდ­გე­ნა უნდა გვქონ­დეს იმ პრო­ცე­სებ­ზე, რაც დღეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და, სა­ერ­თოდ, მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, რათა პა­სუ­ხი გავ­ცეთ მათ და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ წი­ნაპ­რე­ბის თავ­გან­წირ­ვის ფა­სად დღემ­დე მო­ტა­ნი­ლი ჩვე­ნი მე­ო­ბა.

ყვე­ლა დრო­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბას თა­ვი­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბი ქონ­და, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე პოსტმო­დერ­ნის­ტუ­ლი ეპო­ქა გა­მორ­ჩე­უ­ლია მეგა-გა­მოწ­ვე­ვე­ბით.

პოსტმო­დერ­ნიზ­მის მთა­ვა­რი არსი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ სი­ნამ­დვი­ლის ხედ­ვა, რო­მე­ლიც ამა თუ იმ რე­ლი­გი­ურ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას ეყ­რდნო­ბა, არას­წო­რა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი, რად­გან, მათი გა­გე­ბით, ცდე­ბა ყვე­ლა, ვინც აცხა­დებს, რომ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა იცის. თვით ათე­ის­ტე­ბიც ცდე­ბი­ან, რად­გან ამ­ტკი­ცე­ბენ რა­ღა­ცას, მა­გა­ლი­თად, უღ­მერ­თო­ე­ბას. მარ­თა­ლია მხო­ლოდ ის, ვინც არა­ვის გან­სჯის.

ასე­თი აზ­როვ­ნე­ბი­სათ­ვის, სწო­რი და არას­წო­რი აღარ არ­სე­ბობს. გვაქვს უბ­რა­ლოდ სის­ტე­მა, რომ­ლის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის კი არ არის, მარ­თა­ლია თუ არა ესა თუ ის პრინ­ცი­პი, არა­მედ ის, თუ რამ­დე­ნად მუ­შა­ობს და რამ­დე­ნად სარ­გებ­ლი­ა­ნია იგი დღეს.

ამ სის­ტე­მა­ში მიჩ­ნე­უ­ლია, რომ თვი­თონ ადა­მი­ა­ნია ყვე­ლაფ­რის გან­მსა­ზღვრე­ლი და რაც მას მო­ე­სურ­ვე­ბა, ისაა კარ­გი. ამი­ტო­მაც პი­როვ­ნე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა კი არ არის სა­ჭი­რო, არა­მედ მისი აზ­როვ­ნე­ბის შეც­ვლაა მი­საღ­წე­ვი. მა­გა­ლი­თად, თუ ვინ­მეს ჭუ­ჭყი­ა­ნი სა­მო­სი აც­ვია, და იგი ჩათ­ვლის, რომ მისი ტან­საც­მე­ლი სუფ­თაა და ამას თვი­თო­ნაც და­ი­ჯე­რებს, ის მარ­თა­ლი იქ­ნე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, სხვაც ასე ფიქ­რობს თუ არა.

თუ ვი­ღაც მი­იჩ­ნევს, რომ ნაძ­ვი მა­რადყ­ვი­თე­ლი მცე­ნა­რეა, სხვა კი ამ­ბობს, რომ იგი ია­სამ­ნის­ფე­რია, სწო­რი იქ­ნე­ბა ორი­ვე და მცდა­რია იმის მტკი­ცე­ბა, თით­ქოს, ნაძ­ვი მხო­ლოდ მა­რადმწვა­ნეა.

ჩვენ ყვე­ლამ ვი­ცით, რომ დე­და­მი­წას, ზო­გა­დად სამ­ყა­როს, აქვს კა­ნო­ნე­ბი და ეს არის რე­ა­ლო­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე აზ­როვ­ნე­ბა კი გვე­უბ­ნე­ბა, რომ სა­ერ­თო მო­ცე­მუ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს და რომ ეს ჩვე­ნი მო­გო­ნი­ლია. ამ­დე­ნად, შე­გიძ­ლია, შენი სურ­ვი­ლი­სა­მებრ, ნე­ბის­მი­ე­რი მოვ­ლე­ნა აღი­ა­რო, ან არ აღი­ა­რო, მი­იჩ­ნიო არ­სე­ბუ­ლად, ან არარ­სე­ბუ­ლად.

ტაბუ უნდა აეხ­სნას ყვე­ლა­ფერს! უნდა განვდევ­ნოთ წარ­სუ­ლის ზნე­ობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გია, რაც მე მინ­და და მსი­ა­მოვ­ნებს! ოღონდ შე­ფა­სე­ბე­ბი­სას ერთი აუ­ცი­ლე­ბე­ლი წესი უნდა იქ­ნეს და­ცუ­ლი, - სხვი­სი, გან­სა­კუთ­რე­ბით უმ­ცი­რე­სო­ბის, უფ­ლე­ბე­ბი არ უნდა და­ირ­ღვეს! ეს კა­ნო­ნია.

შე­დე­გად კი ვი­ღებთ იმას, რომ იკარ­გე­ბა ზღვა­რი კარ­გსა და ცუდ საქ­ცი­ელს, სი­მარ­თლე­სა და სიც­რუ­ეს შო­რის. სი­მარ­თლე არის ის, რა­საც მე მი­ვიჩ­ნევ სი­მარ­თლედ და მორ­ჩა! შენ შენი სი­მარ­თლე გაქვს? და­ი­ცა­ვი შენი სი­მარ­თლე, მე ჩემ­სას და­ვი­ცავ. მე შენს უფ­ლე­ბებს არ შევ­ლა­ხავ, შენც ჩემი უფ­ლე­ბე­ბი არ შე­ლა­ხო.

და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თია ის აზ­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლის დამ­კვიდ­რე­ბის მცდე­ლო­ბაც არის დღეს.

არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას და პი­როვ­ნე­ბა­ზე ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბას ქრის­ტი­ა­ნო­ბაც ქა­და­გებს. არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა უფ­ლი­სა­გან ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის ბო­ძე­ბუ­ლი ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი მად­ლია, მაგ­რამ ქრის­ტი­ა­ნულ მო­ძღვრე­ბა­სა და ფსევ­დო-ლი­ბე­რა­ლე­ბის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი "თა­ვი­სუფ­ლე­ბას" შო­რის ფუნ­და­მენ­ტუ­რი სხვა­ო­ბაა.

ფსევ­დო-ლი­ბე­რა­ლუ­რი "არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა" ასარ­ჩევ მო­ცე­მუ­ლო­ბა­თა თა­ნა­ბარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს გუ­ლის­ხმობს და ყვე­ლა­ფერს თა­ნაბ­რად კარ­გად მი­იჩ­ნევს.

ქრის­ტი­ა­ნო­ბა (ზო­გა­დად, რე­ლი­გი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბა) კი გვას­წავ­ლის, რა არის კარ­გი და რა - მი­უ­ღე­ბე­ლი, რა არის ცოდ­ვა და რა - მად­ლი, მაგ­რამ არ­ჩე­ვის უფ­ლე­ბას პი­როვ­ნე­ბას უტო­ვებს. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი პრინ­ცი­პია: მე პა­ტივს ვცემ შენი არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბას, მაგ­რამ არა შენს ნე­ბის­მი­ერ არ­ჩე­ვანს; ყვე­ლა­ფე­რი ნე­ბა­დარ­თუ­ლია, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი რო­დია სარ­გო (Iკორ.10;23).

ისე­დაც ხომ ცხა­დია, არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა მა­ში­ნაა ღი­რე­ბუ­ლი, რო­დე­საც მას ერ­თმა­ნე­თი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბულ ფა­სე­უ­ლო­ბებს შო­რის აკე­თებ, თო­რემ თუ ყვე­ლა­ფე­რი სულ ერ­თია, არ­ჩე­ვან­საც აზრი ეკარ­გე­ბა.

ყო­ვე­ლი­ვეს თავი და თავი კი ის არის, რომ სე­კუ­ლა­რულ­მა იდე­ო­ლო­გი­ამ პი­როვ­ნე­ბა ღმერ­თი­სა­გან და­მო­უ­კი­დე­ბელ არ­სე­ბად წარ­მო­ა­ჩი­ნა, კვარ­ცხლბეკ­ზე ცოდ­ვით დამ­ძი­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და­ა­ყე­ნა და ყვე­ლა­ფე­რი მის ინ­სტიქ­ტებს და­უქ­ვემ­დე­ბა­რა, რი­თაც მდა­ბა­ლი ვნე­ბი­თი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცია მო­ინ­დო­მა, მო­რა­ლუ­რი და სუ­ლი­ე­რი ორი­ენ­ტი­რე­ბი და­უ­კარ­გა და ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის სა­ბა­ბით გა­ა­მარ­თლა.

ესაა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით გაშ­ლი­ლი ბრძო­ლა ტრა­დი­ცი­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის, აღ­ზრდი­სა და ზნე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

დი­დად სამ­წუ­ხა­როა, რომ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც ქრის­ტი­ა­ნო­ბის­თვის მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თი იდე­ე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, ჰუ­მა­ნიზ­მის აღი­ა­რე­ბულ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბად სა­ხელ­დე­ბი­ან. მათ აქვთ პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი, რეკ­ლა­მა, მათ­ზე მუ­შა­ობს მა­ს­მე­დია, და­ცულ­ნი არი­ან სხვა­დას­ხვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ; მათი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის ხდე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბე­ბის შეც­ვლაც და სხვა; ხოლო ვინც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ამ პრო­ცე­სებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ეკ­ლე­სია, დის­კრე­ტი­დი­რე­ბის ნი­ავ­ღარ­ში ექ­ცე­ვა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კი მთა­ვა­რი დარ­ტყმის ობი­ექ­ტი ოჯა­ხია.

ეს პრო­ცე­სე­ბი მეტ­ნაკ­ლე­ბად ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს და სწო­რედ ამი­ტომ ვა­მახ­ვი­ლებთ ამ თე­მებ­ზე ყუ­რა­დღე­ბას.

კრი­ზი­სის მთა­ვარ გა­მოვ­ლი­ნე­ბას სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ქორ­წი­ნე­ბას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბის და ერ­თსქე­სი­ა­ნი წყვი­ლე­ბი­სათ­ვის ბავ­შვის შვი­ლად აყ­ვა­ნის უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა წარ­მო­ად­გენს. ასე­თი კა­ნო­ნი ქორ­წი­ნე­ბის მთელ აზრს აუ­კუღ­მარ­თებს და ბავ­შვსაც, ფაქ­ტი­უ­რად, ნივ­თად აქ­ცევს, რომ­ლის ფლო­ბაც ყვე­ლას შე­უძ­ლია.

სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სი გან­ვი­თა­რე­ბით, კულ­ტუ­რით ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ევ­რო­პის ნა­წი­ლია და ამი­ტო­მაც, მის­კენ ლტოლ­ვა ჩვენს ხალ­ხში ნამ­დვი­ლად არის. მაგ­რამ, ამ და ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ ფუნ­და­მენ­ტურ სა­კი­თხებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ევ­რო­გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ცალ­კე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის ტრა­დი­ცია და აზ­როვ­ნე­ბის წესი და მის­ცენ მათ სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნი­სა, რათა ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ გულ­წრფე­ლად მო­ინ­დო­მოს თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პულ კულ­ტუ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია მი­ე­სალ­მე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის პო­ზი­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის და­კა­ნო­ნე­ბა არ წარ­მო­ად­გენს ევ­რო­კავ­ში­რის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან წევ­რად ჩვე­ნი ქვეყ­ნის გახ­დო­მის წი­ნა­პი­რო­ბას, რაც ევ­რო­კავ­ში­რის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წარ­მო­მად­გენ­ლის, ბა­ტონ ფი­ლიპ დი­მიტ­რო­ვის 2013 წლის დე­კემ­ბრის თვის გან­ცხა­დე­ბა­ში და­ფიქ­სირ­და.

ზო­გა­დად, ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ ასე­თი პი­როვ­ნე­ბე­ბი დახ­მა­რე­ბას და თა­ნად­გო­მას სა­ჭი­რო­ე­ბენ, რათა მათ დაძ­ლი­ონ ცოდ­ვი­თი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბი და სწო­რი ცხოვ­რე­ბის გზას და­უბ­რუნ­დნენ. თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ მათი ცოდ­ვის პრო­პა­გან­დას.

სა­ერ­თოდ, ოჯა­ხი არის ერის, სა­ხელ­მწი­ფოს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მთა­ვა­რი ქვა­კუ­თხე­დი. იგი პა­ტა­რა სა­ხელ­მწი­ფოა, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი გა­გე­ბით კი - "მცი­რე ეკ­ლე­სია."

ქრის­ტი­ა­ნო­ბა ქორ­წი­ნე­ბას ერთ-ერთ სა­ი­დუმ­ლოდ მი­იჩ­ნევს. ეს არის სა­ი­დუმ­ლო არა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნუ­რი, არა­მედ ღვთი­უ­რი სიყ­ვა­რუ­ლი­საც. ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ღვაწ­ლია, გზაა სუ­ლის ხსნი­სა, რად­გან იგი გუ­ლის­ხმობს არა მარ­ტო ერ­თად ცხოვ­რე­ბას, არა­მედ ერ­თმა­ნე­თი­სათ­ვის ცხოვ­რე­ბას.

ბიბ­ლია გვას­წავ­ლის, რომ ოჯა­ხის უფა­ლი არის ღმერ­თი, რო­მელ­მაც ადა­მი­სა და ევას სა­ხით მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბა შექ­მნა. ამ­დე­ნად, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის მამა, ამ სი­ტყვის ყვე­ლა­ზე სრუ­ლი და აბ­სო­ლი­ტუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, არის თვით შე­მოქ­მე­დი.

ჭეშ­მა­რი­ტი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ოჯა­ხის­თვის მარ­ტო სიყ­ვა­რუ­ლი და ერ­თმა­ნე­თი­სა­კენ სწრაფ­ვა არ არის საკ­მა­რი­სი. ოჯა­ხი მო­წო­დე­ბუ­ლია იქ­ცეს "მცი­რე ეკ­ლე­სი­ად," მა­რა­დი­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ცო­ცხალ ხა­ტად, რო­მელ­შიც ღვთის მცნე­ბებს იცა­ვენ და თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­დას­ცე­მენ.

შე­გახ­სე­ნებთ მოსე წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის ყვე­ლა­ზე მთა­ვარ მი­მარ­თვას ხალ­ხი­სად­მი: "ის­მი­ნე, ის­რა­ე­ლო! და ეცა­დე შე­ას­რუ­ლო, რომ კარ­გად იყო და დი­დად იმ­რავ­ლო ქვე­ყა­ნა­ში, ... ის­მი­ნე, ის­რა­ე­ლო, ერ­თია უფა­ლი, უფა­ლი, ჩვე­ნი ღმერ­თი.

გიყ­ვარ­დეს უფა­ლი, შენი ღმერ­თი მთე­ლი შენი გუ­ლით და სუ­ლით, მთე­ლი შენი შეძ­ლე­ბით.

გულ­ში გქონ­დეს ეს სი­ტყვე­ბი, ... ჩა­ა­გო­ნებ­დე შენს შვი­ლებს და უთხრობ­დე სახ­ლში ჯდო­მი­სას, გზა­ზე სი­ა­რუ­ლი­სას, და­წო­ლი­სას და ად­გო­მი­სას. შე­ი­ბი ნიშ­ნად ხელ­ზე და ტვიფ­რად შუბ­ლზე. წა­ა­წე­რე შენი სახ­ლის წირ­თხლებს და კა­რებს" (II რჯ., 6, 3-9).

ეს და­რი­გე­ბა ახალ აღ­თქმა­შიც ყვე­ლა­ზე მთა­ვარ მცნე­ბად იქნა გა­ცხა­დე­ბუ­ლი იესო ქრის­ტეს მიერ, რო­მელ­საც და­ა­მა­ტა: "გიყ­ვარ­დეს მოყ­ვა­სი შენი, ვი­თარ­ცა თავი თვი­სი" (მთ., 19,19).

ოჯახ­ში მე­უღ­ლე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს სიყ­ვა­რუ­ლით უნდა ემ­სა­ხუ­რონ, თუმ­ცა იერ­არ­ქია ყო­ველ­თვის უნდა იყოს და­ცუ­ლი.

ის, რომ მა­მა­კა­ცი თა­ვია ოჯა­ხი­სა, არ ნიშ­ნავს მის ბა­ტო­ნო­ბას, არა­მედ მის მსხვერ­პლშე­წი­რულ მსა­ხუ­რე­ბას, მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ცო­ლი­სა და შვი­ლე­ბი­სად­მი. იგია მათი დამ­ცვე­ლი, მომ­პო­ვე­ბე­ლი არ­სო­ბის პუ­რი­სა და ამას­თან, ღვთისმმ­სა­ხუ­რი თა­ვი­სი სახ­ლი­სა. მან უნდა გა­მო­ი­თხო­ვოს უფ­ლი­სა­გან წყა­ლო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და მად­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სათ­ვის.

ქალი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სახლზე, მისი წევ­რე­ბი­სათ­ვის ზრუნ­ვა­ზე, შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ზე. იგი ღვთის მცნე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა და­ე­მორ­ჩი­ლოს ქმარს, თუნ­დაც, რომ ერთი შე­ხედ­ვით ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყოს, რად­გან ამით აღას­რუ­ლებს უფ­ლის ნე­ბას (თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს ცოდ­ვა­სა და არას­წორ ქმე­დე­ბებ­ში მორ­ჩი­ლე­ბას).

ქრის­ტი­ა­ნულ ოჯახ­ში, რა თქმა უნდა, თავს იჩენს არა­ერ­თი გან­საც­დე­ლი, რაც ურ­თი­ერ­თსიყ­ვა­რუ­ლით უნდა და­იძ­ლი­ოს. და თუ ეს ასე არ ხდე­ბა, იქ არც არის ნამ­დვი­ლი ოჯა­ხი.

ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ოჯა­ხი უფ­ლის სა­ვა­ნეა, უფ­ლის ბა­ღია, რო­მელ­შიც ცოლ­საც და ქმარ­საც და­ედ­გი­ნათ მუ­შა­კო­ბა ღვთის სა­დი­დე­ბე­ლად.

რო­გო­რი ამაღ­ლე­ბუ­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი, რო­გო­რი სა­თუ­თია და გა­საფრ­თხი­ლე­ბე­ლი! ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი კი, სამ­წუ­ხა­როდ, მო­უმ­ზა­დე­ბელ­ნი ხვდე­ბი­ან ამ უდი­დეს სა­ი­დუმ­ლოს.

თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში ოჯა­ხურ ფა­სე­უ­ლო­ბებს ენაც­ვლე­ბა მხა­რე­თა მერ­კან­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი. ე.წ. პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რო­მელ­საც თან სდევს გა­რე­შე თა­ნა­ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ფორ­მე­ბი. მეც­ნი­ე­რულ-ტექ­ნი­კურ­მა წინსვლამ კი ისე­თი მძი­მე ეთი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი და­ა­ყე­ნა დღის წეს­რიგ­ში, რო­გო­რიც მან­მა­დე არ სმე­ნო­და კა­ცობ­რი­ო­ბას: ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა, სინ­ჯა­რა­ში ჩა­სა­ხუ­ლი ბავ­შვე­ბი, სუ­რო­გა­ტი დე­დე­ბი, გე­ნე­ბის შერ­წყმა, კლო­ნი­რე­ბა და ა.შ.. "ჰუ­მა­ნის­ტე­ბი" მხარს უჭე­რენ აბორ­ტს, ევ­თა­ნა­ზი­ა­სა და თვით­მკვლე­ლო­ბას.

ამას­თან, მათ­თვის მეც­ნი­ე­რუ­ლი პროგ­რე­სი აბ­სო­ლუ­ტი­ზი­რე­ბუ­ლია და მი­იჩ­ნე­ვენ, რომ რისი გა­კე­თე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, უნდა გა­კეთ­დეს. ეს ეთი­კუ­რი სო­ფიზ­მია, რად­გან ის, რაც ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად მიღ­წე­ვა­დია, ყვე­ლა­ფე­რი რო­დია მო­რა­ლუ­რი და სა­სარ­გებ­ლო.

მი­ზა­ნი ამარ­თლებს სა­შუ­ა­ლე­ბას, - ესეც მათი ცხოვ­რე­ბის წე­სია და ესეც სო­ფიზ­მია, რად­გან არც ყვე­ლა მი­ზა­ნია კარ­გი და არც ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბაა მი­სა­ღე­ბი, თუნ­დაც კარ­გი მიზ­ნი­სათ­ვის.

მა­გა­ლი­თად, ფა­შის­ტებს ქონ­დათ ებ­რა­ე­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის სურ­ვი­ლი. განა ეს მი­ზა­ნი შე­იძ­ლე­ბა ნორ­მა­ლუ­რად ჩა­ით­ვა­ლოს?! ანდა იმის­თვის, რომ კა­ცობ­რი­ო­ბის ჯან­სა­ღი ნა­წი­ლი მე­ტად იყოს და­ცუ­ლი, ნუთუ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ გა­ა­მარ­თლოს შიდსით და­ა­ვა­დე­ბულ­თათ­ვის სი­ცო­ცხლის მოს­წრა­ფე­ბა?

განა შე­იძ­ლე­ბა ბედ­ნი­ე­რი იყოს ის ოჯა­ხი, სა­დაც აბორ­ტი კეთ­დე­ბა და უსუ­სუ­რი პა­ტა­რა არ­სე­ბე­ბის უღვთოდ და­ჩე­ხი­ლი სხე­უ­ლე­ბის აჩ­რდი­ლე­ბი და­დი­ან? და რო­გო­რი სა­ში­ნე­ლე­ბაა იმის წარ­მოდ­გე­ნაც კი, რომ ყო­ველ წელს, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მი­ლი­ო­ნამ­დე აბორ­ტი კეთ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ამის შემ­ჩე­რე­ბე­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვინ არის.

შე­იძ­ლე­ბა ოჯა­ხი იყოს ბედ­ნი­ე­რი, სა­დაც სუ­რო­გა­ტი დე­დის მიერ და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი იზ­რდე­ბა? ეს პა­ტა­რა ხომ თა­ვი­დან­ვე გა­წი­რეს უსიყ­ვა­რუ­ლო­ბი­სათ­ვის, მი­უ­საფ­რო­ბი­სა და მარ­ტო­ო­ბი­სათ­ვის. იგი კე­თილ­დღე­ო­ბა­შიც რომ გა­ი­ზარ­დოს, მუც­ლად­ყოფ­ნის პე­რი­ო­დის ამ სიმ­ძი­მეს ვე­რა­ფე­რი შეც­ვლის და ეს, აუ­ცი­ლებ­ლად, იჩენს თავს ზრდას­რულ ასაკ­ში.

პრობ­ლე­მა­ტურ­ნი იქ­ნე­ბი­ან ის ბავ­შვე­ბიც, რომ­ლე­ბიც ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბით და­ი­ბად­ნენ და მათი სი­ცო­ცხლე მრა­ვა­ლი ემ­ბრი­ო­ნის გა­ნად­გუ­რე­ბის შე­დე­გად გან­ვი­თარ­და.

ის, რომ კაც­თა მოდ­გმას არ შე­უქ­მნია ოკე­ა­ნე, ხმე­ლე­თი, ცი­უ­რი სხე­უ­ლე­ბი და ბა­ლა­ხიც კი (აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ ადა­მი­ან­ზე), ცხად­ზე ცხა­დია. აქამ­დე მხო­ლოდ ბი­ო­ლო­გი­უ­რად სა­ინ­ტე­რე­სო ქი­მი­კა­ტე­ბი (მაგ. ამი­ნომ­ჟა­ვე­ბი) მი­ი­ღეს, შეჯ­ვარ­და და შე­ა­რე­თეს სი­ცო­ცხლის უკვე არ­სე­ბუ­ლი ფორ­მე­ბი და სხვა არა­ფე­რი.

ხოლო, თუ ჩვენ არ მოგ­ვი­ტა­ნია სი­ცო­ცხლე ამ წუ­თი­სო­ფელ­ში, რა უფ­ლე­ბა გვაქვს გვაქვს მო­ვინ­დო­მოთ ბა­ტო­ნო­ბა მას­ზე? რა­ტომ ვი­სა­კუთ­რებთ მას, რაც ჩვე­ნი არ არის?

ფაქ­ტია ისიც, რომ მი­უ­ხე­და­ვად მეც­ნი­ე­რულ-ტექ­ნი­კუ­რი დიდი წინსვლი­სა, არ შეგ­ვიძ­ლია თავი და­ვაღ­წი­ოთ სიკ­ვდილს. რა­ტომ? ჩვენ ხომ ყოვ­ლის­შემ­ძლე­ნი ვართ? სი­ნამ­დვი­ლე კი სხვა არის. უფა­ლი ეუბ­ნე­ბა მო­სეს: "მე ვკლავ და მე ვა­ცო­ცხლებ" (II რჯ.32,39). იო­ბის წიგნ­შიც იგი­ვე აზ­რია: სი­ცო­ცხლე "უფალ­მა მომ­ცა, უფალ­მა წა­ი­ღო"(იობი 1,21).

ამი­ტომ, არა­ვი­თა­რი უფ­ლე­ბა არა გვაქვს ხელ­ვყოთ უფ­ლის ეს წყა­ლო­ბა და ვინც ამას აკე­თებს და არ შე­ი­ნა­ნებს, და­ის­ჯე­ბა!

მი­უ­ხე­და­ვად უამ­რა­ვი პრობ­ლე­მი­სა, კარ­გი ოჯა­ხე­ბი მა­ინც მრავ­ლად არის სა­ქარ­თვე­ლო­ში, რაც ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნის გა­რან­ტი­აა.

მე მინ­და დავ­ლო­ცო ჩვენს სამ­შობ­ლო­ში და მის ფარ­გლებს გა­რეთ მცხოვ­რე­ბი ყვე­ლა ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი, ასე­ვე ვლო­ცავ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მკვიდრ სხვა ეროვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ოჯა­ხებ­საც და ყვე­ლას გი­სურ­ვებთ ღვთის­სათ­ნო გზით სვლას, უფ­ლის ში­ში­თა და სიყ­ვა­რუ­ლით ცხოვ­რე­ბას, რათა იხა­როთ ორ­სავ სო­ფელ­სა შინა.

ამას­თან, ვით­ვა­ლის­წი­ნებთ რა იმ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბას, რო­მელ­თაც ბოლო 20 წლის მან­ძილ­ზე, ეკო­ნო­მი­უ­რად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ხედ­ვად, ჩვენს სამ­წყსოს 4 და მეტი შვი­ლი შეს­ძი­ნეს, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ასე­თი მშობ­ლე­ბი და შვი­ლე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შე­ვა­ვედ­როთ უფალს და პატ­რი­არ­ქის სი­გე­ლით და­ვა­ჯილ­დო­ვოთ.

მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნო­ბა უდი­დე­სი სი­კე­თეა.

რო­მე­ლი წარ­მა­ვა­ლი სიმ­დიდ­რე შე­ედ­რე­ბა დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბის გვერ­დზე დგო­მა­სა და სიყ­ვა­რულს, რაც ასე სჭირ­დე­ბა ადა­მი­ანს ჩვენს მე­ტად რთულ დრო­ში. თვი­თონ მშობ­ლე­ბიც უდი­დეს ენერ­გი­ას იღე­ბენ მათ­გან, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი შვი­ლი ცალ­კე აღე­ბუ­ლი სა­ო­ცა­რი სამ­ყა­როა.

მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნო­ბა იმი­თაც არის ფრი­ად სა­სურ­ვე­ლი, რომ ბავ­შვი პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე სწავ­ლობს ეგო­იზ­მის დაძ­ლე­ვას, სხვა­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბას და მშობ­ლე­ბის­გან მომ­დი­ნა­რე სიყ­ვა­რუ­ლის სხვის­თვის გა­ნა­წი­ლე­ბას.

ვი­საც სამი და მეტი ბავ­შვი ჰყავს, კარ­გად იცის, ხში­რად რო­გორ უჭირს პირ­ველ შვილს ახ­ლად და­ბა­დე­ბულ მე­ო­რე ჩვილ­თან შე­გუ­ე­ბა და სულ ეძებს დროს, რა­ი­მე­თი ავ­ნოს მას; მე­სა­მე პა­ტა­რის შე­მა­ტე­ბას პირ­ვე­ლი უფრო ად­ვი­ლად იტანს, მე­ო­რე კი უფრო მე­ტად გა­ნიც­დის, მაგ­რამ ისე არა, რო­გორც პირ­ველ შვილს უმ­ძიმ­და თა­ვი­დან, მე­ო­თხე ბავ­შვის და­ბა­დე­ბა უკვე აწო­ნას­წო­რებს ყვე­ლა­ფერს და ა.შ.

ანუ შვილ­თა სიმ­რავ­ლე მათი სწო­რად აღ­ზრდის ერთ-ერთი გა­რან­ტი­აა, რად­გან ასეთ გა­რე­მო­ში "მე"-ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბა სიყ­ვა­რუ­ლის გამ­რავ­ლე­ბი­თა და გა­ცე­მით იც­ვლე­ბა და თუ ამას სწო­რი აღ­ზრდაც და­ე­მა­ტა, მი­ვი­ღებთ იმ მდგო­მა­რე­ო­ბას, რა­ზეც ბიბ­ლია ბრძა­ნებს: ქალი შვილ­თა სიმ­რავ­ლით ცხონ­დე­ბაო (I ტიმ. 2,15).

ამ საქ­მე­ში მთა­ვა­რი როლი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დე­დას ეკის­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გო­გო­ნე­ბი ხში­რად ფსევ­დო­კულ­ტუ­რი­თა და ცრუ თა­ვი­სუფ­ლე­ბით არი­ან გა­ტა­ცე­ბულ­ნი, რო­დე­საც დე­დე­ბი ხდე­ბი­ან, მათ­ში სხვა გრძნო­ბე­ბი იღ­ვი­ძებს სხვა აზ­როვ­ნე­ბა უყა­ლიბ­დე­ბათ, რად­გან სწო­რედ ისი­ნი ხდე­ბი­ან სიყ­ვა­რუ­ლით მსა­ხუ­რე­ბის მთა­ვა­რი მომ­ქმედ­ნი და ეს იწ­ვევს სწო­რედ ში­ნა­გან ფე­რიც­ვა­ლე­ბას.

ხაზ­გას­მით უნდა აღ­ვნიშ­ნოთ ისიც, რომ მე­უღ­ლე­ებ­მა, რო­მელ­თაც სა­კუ­თა­რი შვი­ლი არ ყავთ, ეს ტრა­გე­დი­ად არ უნდა მი­იჩ­ნი­ონ; მთა­ვა­რია მათი ერ­თად ცხოვ­რე­ბა სა­სუ­ფევ­ლის დამ­კვიდ­რე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბად იქ­ცეს.

სა­სურ­ვე­ლია ბავ­შვის აყ­ვა­ნაც. ეს დიდი მად­ლია და ამ შემ­თხვე­ვა­ში მათ ეკ­ლე­სი­ა­ში სა­გან­გე­ბო ლოც­ვა ეკი­თხე­ბათ.

* * *

ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ჩვე­ნი ყოფა დრო­ე­ბი­თია და მსწრაფ­ლწარ­მა­ვა­ლი. დრო კი რო­მელ­შიც ვცხოვ­რობთ, წრი­უ­ლია, გან­მე­ო­რე­ბა­დი და, ამა­ვე დროს, სწორ­ხა­ზო­ვა­ნი, - მი­ე­მარ­თე­ბა და­სა­წყი­სი­დან და­სას­რუ­ლის­კენ. ამას­თან, სხვა­დას­ხვა ქმნი­ლე­ბი­სათ­ვის ყო­ფის ხან­გრძლი­ვო­ბა სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რია: ზო­გი­სათ­ვის - რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი, ზო­გის­თვის - რამ­დე­ნი­მე დღე, სხვის­თვის - წლე­ბი, სა­უ­კუ­ნე­ე­ბი ან სა­ერ­თო­დაც ათას­წლე­უ­ლე­ბი.

სამ­ყა­რო და დრო ერ­თდრო­უ­ლად გაჩ­ნდა. აი, რო­გორ მი­მარ­თავს ნე­ტა­რი ავ­გუს­ტი­ნე უფალს: "შენა ხარ დრო­ის შე­მომ­ქმე­დი; არ არ­სე­ბობს დრო შენი თა­ნა­მა­რა­დი­სი რომ იყოს, რად­გან შენ წა­რუ­ვა­ლი ხარ, ხოლო დრო რომ წა­რუ­ვა­ლი იყოს, დროც აღარ იქ­ნე­ბო­და იგი."

სა­მო­თხე­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდს მა­მე­ბი "წმინ­და დროდ" მო­იხ­სე­ნე­ბენ. იგი სხვა სა­ხი­სა იყო და იქ არც ადა­მი არც ევა არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბოდ­ნენ მის მდი­ნა­რე­ბას. ის დრო კი, რო­მელ­შიც ჩვენ ვცხოვ­რობთ, დად­გა ცოდ­ვით და­ცე­მის შემ­დეგ.

პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მო­აკ­ლდნენ რა "ცხოვ­რე­ბის ხის" ნა­ყოფს, - ანუ უფალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, დაკ­ნინ­დნენ; მათი აზ­როვ­ნე­ბის წე­სიც შე­იც­ვა­ლა და მი­წი­ე­რი ყო­ფით შე­მო­ი­ფარ­გლა, თუმ­ცა ლტოლ­ვა სა­მო­თხი­სა და ღვთი­სა­კენ კვლავ დარ­ჩათ. ამი­ტო­მაც ადა­მი­ა­ნი გა­ორ­და, გა­ორ­და მისი ამ­ქვეყ­ნი­უ­რი დროც: ლი­ტურ­გი­კუ­ლი დრო­ით იგი კვლავ უკავ­შირ­დე­ბა ღმერ­თს, ხოლო ყო­ფი­თი დრო მო­ი­ცავს ცხოვ­რე­ბის იმ ნა­წილს, რა­ზეც ბიბ­ლი­ა­ში წე­რია: "ამა­ო­ე­ბა ამა­ო­ე­ბა­თა და ყო­ვე­ლი­ვე ამაო არს" (ეკლ. 1,2).

დრო­ის გა­ყო­ფა ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი სა­ხით მოხ­და პირ­ვე­ლი მსხვერ­პლშე­წირ­ვის შემ­დეგ, რო­დე­საც კა­ენ­მა უფ­ლის ძღვე­ნი ამ­პარ­ტავ­ნე­ბის სუ­ლით გა­ი­ღო, ხოლო აბელ­მა - გულ­წრფე­ლი, უშურ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლით.

კა­ე­ნის შური შუღლში გა­და­ი­ზარ­და, აბე­ლის მოკ­ვლით კი მას­ში მი­წი­ე­რი და ეგო­ის­ტუ­რი სული იმ­დე­ნად გაძ­ლი­ერ­და, რომ ღვთის პი­რი­სა­გან თა­ვი­სი ნე­ბით სა­ბო­ლო­ოდ მი­ე­ფა­რა და აღარ უნ­დო­და უფალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა; ამით დას­რულ­და მისი ლი­ტურ­გი­კუ­ლი დროც, რა­მაც მხო­ლოდ მი­წი­ე­რი ყო­ფის სურ­ვი­ლი გა­უღ­ვი­ვა და გა­მო­იწ­ვია სიკ­ვდი­ლი­სად­მი ძრწო­ლა, ანუ შე­მოქ­მედ­თან შეხ­ვედ­რის შიში. (ზო­გა­დად ასე­თი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ იმ ადა­მი­ა­ნებ­საც, რომ­ლე­ბიც ღვთის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ცხოვ­რო­ბენ.)

აბელს კი, მარ­თა­ლია, ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ყოფა წა­ერ­თვა, მაგ­რამ მისი ლი­ტურ­გი­კუ­ლი დრო მო­მა­ვა­ლი მა­რა­დი­უ­ლი ნე­ტა­რი ცხოვ­რე­ბის სა­წყი­სად იქცა. დე­და­მი­წა­ზე კი მისი გზა სე­ით­მა და მის­მა მოდ­გმამ გა­აგ­რძე­ლეს.

რას ნიშ­ნავს ჩვენ­თვის, ქრის­ტი­ა­ნე­ბი­სათ­ვის, ლი­ტურ­გი­კუ­ლი დრო­ით ცხოვ­რე­ბა?

თა­ვი­დან­ვე უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ თუ კარ­გად და­ვუკ­ვირ­დე­ბით, წუ­თი­სო­ფელ­ში აწ­მყო, ფაქ­ტი­უ­რად, არ არ­სე­ბობს; ის, რა­საც აწ­მყოს ვარ­ქმევთ, იმ წამ­სვე იქ­ცე­ვა წარ­სუ­ლად. ასე რომ, ჩვენ წარ­სულ­სა და მო­მა­ვალს შო­რის ვიმ­ყო­ფე­ბით. მა­რა­დი­სო­ბა­ში კი მუდ­მი­ვი აწ­მყოა. იქ წარ­სუ­ლი და მო­მა­ვა­ლი არ არ­სე­ბობს.

და თუ გვსურს, სწო­რად ვი­ცხოვ­როთ, უნდა ვი­ცხოვ­როთ ისე, რომ ჩვენს წარ­მა­ვალ დრო­ში მა­რა­დი­უ­ლო­ბა შე­მო­ვიყ­ვა­ნოთ და დრო მოძ­რავ მა­რა­დი­სო­ბად ვაქ­ცი­ოთ (წმ.იო­ა­ნე და­მას­კე­ლი).

ეს სა­ი­დუმ­ლო ეკ­ლე­სი­ა­ში აღეს­რუ­ლე­ბა. ამი­ტო­მაც კარ­გავს აქ დრო თა­ვის ძი­რი­თად ფი­ზი­კურ თვი­სე­ბებს, - შე­უქ­ცე­ვა­დო­ბას და სწორ­ხა­ზოვ­ნო­ბას, რაც სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­ულ­თა გან­მე­ო­რა­დო­ბით, წრი­უ­ლი მდი­ნა­რე­ბი­თა და მათი გან­მა­ახ­ლე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

ჩვენ აქ მუდ­მი­ვად ვხდე­ბით თა­ნა­მო­ნა­წი­ლე სამ­ყა­როს შექ­მნი­სა, მა­მამ­თა­ვარ­თა და წი­ნას­წარ­მე­ტყველ­თა ეპო­ქი­სა, მა­ცხოვ­რი­სა და მისი მო­წა­ფე­ე­ბის და წმინ­და­ნე­ბის ცხოვ­რე­ბი­სა, სა­ერ­თოდ ადა­მი­ა­ნი­სა და სამ­ყა­როს ხსნის შე­სა­ხებ საღ­მრთო გან­გე­ბუ­ლე­ბის ის­ტო­რი­ი­სა.

ყო­ველ დღეს თა­ვი­სი დატ­ვირ­თვა აქვს: კვი­რა საღვთის­მსა­ხუ­რო ციკ­ლის ცენ­ტრს, - ქრის­ტეს აღ­დგო­მას წარ­მო­ად­გენს. ორ­შა­ბა­თი, ზო­გა­დად, ან­გე­ლოზ­თა დღეა, სამ­შა­ბა­თი - წმ. იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლი­სა, ოთხშა­ბა­თი - ჯვრის, ხუთ­შა­ბა­თი - წმ. ნი­კო­ლო­ზის, პა­რას­კე­ვი - ჯვარ­ცმის, შა­ბა­თი კი - ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლი­სა და წმ. მო­ცი­ქუ­ლე­ბის.

წლის ციკ­ლის ფორ­მი­რე­ბაც, პირ­ველ რიგ­ში, აღ­დგო­მას უკავ­შირ­დე­ბა და მას პა­ს­ე­ქის დღე­სას­წა­უ­ლი გა­ნა­პი­რო­ბებს. ამას­თან, არის უძ­რა­ვი და მოძ­რა­ვი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დღე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უფ­ლის, ღვთის­მშობ­ლის, ზე­ცი­ურ ძალ­თა, მო­ცი­ქულ­თა და წმინ­და­ნე­ბის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა.

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ, გარ­და ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბი­სა, ლი­ტურ­გი­კუ­ლი დრო­ით ცხოვ­რე­ბა ნიშ­ნავს ყო­ველ­დღი­უ­რი ყო­ფის ისე წარ­მარ­თვას, რომ ადა­მი­ა­ნის გული და გო­ნე­ბა მუდ­მი­ვად იყოს ღმერ­თთან კავ­შირ­ში. ეს კი გუ­ლის­ხმობს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას იმი­სას, რომ თუ არა უფ­ლის შე­წევ­ნა, ჩვენ ვერ შევ­ძლებ­დით ვერც სუნ­თქვას, ვერც სი­ა­რულს, ვერც აზ­როვ­ნე­ბას, და რა­ი­მე საქ­მის გა­კე­თე­ბას, გარ­შე­მომ­ყოფ­თა და სა­ერ­თოდ, სამ­ყა­როს აღ­ქმას: ვერ მო­ვი­პო­ვებ­დით საკ­ვებს, ჩა­საც­მელს, სა­ცხოვ­რისს, ვერ შევ­ქმნი­დით კულ­ტუ­რას, ვერც მეც­ნი­ე­რულ აღ­მო­ჩე­ნებს გა­ვა­კე­თებთ...

ანუ უნდა და­ვი­ნა­ხოთ, რომ ყო­ვე­ლი­ვე უფ­ლის ნე­ბით მოგ­ვე­ცა, რათა გა­რე­მო უკე­თე­სი გავ­ხა­დოთ, ღვთის მად­ლი­ერ­ნი და მისი თა­ნა­შე­მომ­ქმედ­ნი გავ­ხდეთ და არა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ნი. თუმ­ცა არ­ჩე­ვა­ნი ჩვე­ნი გა­სა­კე­თე­ბე­ლია.

თუ, მა­გა­ლი­თად, შენ პე­და­გო­გი ხარ და მოს­წავ­ლე­ებს ზრდი იმ სუ­ლის­კვე­თე­ბით, რომ იყ­ვნენ სამ­შობ­ლოს ერ­თგუ­ლი შვი­ლე­ბი, უყ­ვარ­დეთ ღმერ­თი და ერ­თმა­ნე­თი, სა­ერ­თოდ, მოყ­ვა­სი, ას­წავ­ლი შუ­რის დაძ­ლე­ვას, წყე­ნის და­ვი­წყე­ბას და ად­ვი­ლად შე­რი­გე­ბას, გან­საც­დელ­ში მყოფ­თად­მი დახ­მა­რე­ბას, უფ­რო­სე­ბი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მას, ბუ­ნე­ბის, შრო­მის, წიგ­ნე­ბის კი­თხვის, ღრმა აზ­როვ­ნე­ბის სიყ­ვა­რულს და შენც თუ ასე­ვე ცხოვ­რობ, მა­შინ შენი ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ყოფა მა­რა­დი­უ­ლო­ბით არის გან­მსჭვა­ლუ­ლი, რად­გან ეგო­იზ­მის­გან თა­ვი­სუ­ფალ ღვთის­სათ­ნო აზ­როვ­ნე­ბას ამ­კვიდ­რებ.

თუ შენ დამ­ლა­გე­ბე­ლი ხარ და ყო­ველ­დღე პა­ტი­ოს­ნად და სიყ­ვა­რუ­ლით აკე­თებ შენს საქ­მეს, არ აგ­ვი­ა­ნებ სამ­სა­ხურ­ში, ეხ­მა­რე­ბი მოყ­ვასს, ჰმად­ლობ ღმერ­თს არ­სო­ბის პუ­რის­თვის, არ ივი­წყებ სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბას და უფ­ლის მცნე­ბებს, შინ და გა­რეთ კე­თი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის დამ­კვიდ­რე­ბას უწყობ ხელს, შენ ლი­ტურ­გი­კუ­ლი დრო­ით ცხოვ­რობ.

თუ დი­ა­სახ­ლი­სი ხარ და შვი­ლებ­ზე ზრუნ­ვას გირ­ჩევ­ნია, სამ­სა­ხუ­რი გქონ­დეს მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ უკე­თე­სად გა­ერ­თო, თუ შენ არა­ფერს ერი­დე­ბი, რათა კომ­ფორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბა მო­ი­წყო და არ გა­დარ­დებს ამის­თვის სხვი­სი მსხვერ­პლად გა­წირ­ვა, თუ შენ აბორ­ტით ან სხვა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ახ­დენ ოჯა­ხის და­გეგ­მა­რე­ბას, ეგო­ის­ტუ­რად ზრდი ბავ­შვებს, არ ას­წავ­ლი მათ მო­წყა­ლე­ბის გა­ცე­მას და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი­სად­მი თა­ნად­გო­მას, არ ას­წავ­ლი მე­გობ­რო­ბას, სი­მარ­თლის სიყ­ვა­რულს, ერ­თგუ­ლე­ბას, - კა­ე­ნის სულს ვერ მო­ი­ცი­ლებ და მისი ხვედ­რის თა­ნა­ზი­ა­რი გახ­დე­ბი.

"ურ­თი­ერთ სიმ­ძი­მე იტ­ვირ­თეთ და ეს­რეთ აღას­რუ­ლეთ სჯუ­ლი იგი ქრის­ტე­სი." ბრძა­ნებს მო­ცი­ქუ­ლი (გალ.6,2). ფი­ზი­კურ და მა­ტე­რი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას­თან ერ­თად ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ლოც­ვით შე­წევ­ნას და ეს მუ­დამ უნდა გვახ­სოვ­დეს.

მინ­და შე­გახ­სე­ნოთ ან­ტო­ნი სუ­რო­ჟე­ლის მიერ მოხმო­ბი­ლი ერთი ამ­ბა­ვი: "იყო ახალ­გაზ­რდა მო­ძღვა­რი, რო­მელ­საც სხვი­სი ცოდ­ვე­ბის და­ნახ­ვის უნა­რი მი­ე­ცა და როცა ერთხელ მას­თან მე­ტად მძი­მე ცოდ­ვე­ბით სავ­სე ადა­მი­ა­ნი მი­ვი­და აღ­სა­რე­ბი­სათ­ვის, არ მი­ი­ღო. თუმ­ცა მალე სინ­დის­მა შე­ა­წუ­ხა და ამის შე­სა­ხებ გა­მოც­დილ ბერს უამ­ბო. მან უსაყ­ვე­დუ­რა: რო­გორ გა­აბ­რუ­ნე? ის ხომ სი­ნა­ნუ­ლით მო­ვი­და და შენ იყა­ვი მისი ბოლო იმე­დი?

ახალ­გაზ­რდა მო­ძღვა­რი ისე შე­წუხ­და, ღმერ­თს სთხოვ­და, ნა­თელ­ხილ­ვის უნა­რი აღარ ქო­ნო­და. გულ­წრფე­ლი სი­ნა­ნუ­ლი­სათ­ვის უფალ­მა მას თა­ნალ­მო­ბის მად­ლი მი­ა­ნი­ჭა. და აი, ერთხე­ლაც, როცა მას მე­ტად მძი­მე ხა­სი­ა­თის სახ­ლის მე­პატ­რო­ნეს­თან მო­უ­წია ღა­მის გა­თე­ნე­ბა, იგი აღარ დაბ­რკოლ­და მისი ცოდ­ვე­ბის გამო, არა­მედ ერთ კუ­თხე­ში გულ­მხურ­ვა­ლედ და­ი­წყო ლოც­ვა მე­პატ­რო­ნე­სათ­ვის და თან მის და­ნა­შა­უ­ლო­ბებს ამ­ბობ­და.

მას­პინ­ძე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ლოც­ვით და­ინ­ტე­რეს­და და ჩუ­მად და­უგ­დო ყური. იგი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ის­მენ­და თა­ვი­სი ცოდ­ვე­ბის შე­სა­ხებ ახალ­გაზ­რდა მო­ძღვრის ღვთი­სად­მი ვედ­რე­ბას და ამან იმ­დე­ნად შეძ­რა, რომ იმ დღი­დან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო.

ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბი მის ცხოვ­რე­ბა­ში მრავ­ლად იყო და როცა ეკი­თხე­ბოდ­ნენ, რო­გორ ახერ­ხებ­და ადა­მი­ა­ნე­ბის მოქ­ცე­ვას, მო­ძღვა­რი პა­სუ­ხობ­და: "რო­დე­საც ჩემ­თან მო­დის ცოდ­ვით დამ­ძი­მე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ვერ ხე­დავს თა­ვის და­ნა­შა­ულს და სი­ნა­ნუ­ლი არა აქვს, ვცდი­ლობ სუ­ლი­ე­რად მის ში­ნა­გან სამ­ყა­როს ჩავ­წვდე და იმ აზ­რით, რომ ჩვენ ვართ ხორ­ცი ხორცთა­გა­ნი და სის­ხლი სის­ხლთა­გა­ნი ერ­თმა­ნე­თი­სა, ვი­წყებ სი­ნა­ნუ­ლით ლოც­ვა-ვედ­რე­ბას მისი და ჩემი, ანუ ჩვე­ნი ცოდ­ვე­ბი­სათ­ვის და ეს ადა­მი­ა­ნიც, ღვთის მად­ლით, თან­და­თან იწყებს შე­მობ­რუ­ნე­ბას."

ღმერ­თმა ჩვენც მოგ­ვცეს ძალა ამ­გვა­რი წე­სით ცხოვ­რე­ბი­სა.

მე იმე­დი მაქვს, რომ, მი­უ­ხე­და­ვად ჩვენს წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი დიდი პრობ­ლე­მი­სა, სა­ქარ­თვე­ლო გა­უძ­ლებს დრო­ის გა­მოც­დას და ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის მე­ო­ხე­ბით ღვთის მა­დი­დე­ბე­ლი სული მუ­დამ იზე­ი­მებს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.

ქრის­ტეს ეკ­ლე­სი­ის სამ­წყსოვ: დღეს "მო­ი­წია დრო­ის სის­რუ­ლე, მო­ავ­ლი­ნა ღმერ­თმა თა­ვი­სი ძე, ... რათა ჩვენც მიგ­ვე­ღო ძე­ო­ბა". ასე რომ მო­ნა­ნი კი აღა­რა ხართ, არა­მედ ძენი, ხოლო თუ ძენი ხარ, მემ­კვიდ­რე­ცა ხარ ღვთი­სა მიერ (გალ.4, 4-7).

მაშ, გი­ხა­რო­დეთ, ჩემო საყ­ვა­რე­ლო სუ­ლი­ე­რო შვი­ლე­ბო: ქარ­თვე­ლე­ბო, აფხა­ზე­ბო, ოსე­ბო, ბერ­ძნე­ბო, რუ­სე­ბო, იე­ზიდ­ნო, უდი­ნინ­ნო, სო­მეხ­ნო, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­ნო ..., ყო­ველ­ნო შვილ­ნო სა­ქარ­თვე­ლოს წმინ­და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ი­სა; გი­ხა­რო­დეთ ყო­ველ­ნო ღვთის­მოყ­ვა­რე­ნო: "დღეს, და­ვი­თის ქა­ლაქ­ში, და­ი­ბა­და თქვე­ნი მა­ცხო­ვა­რი, რო­მე­ლიც არის ქრის­ტე უფა­ლი" (ლუკა 2,11).

თქვე­ნი ერ­თგუ­ლე­ბის ნიშ­ნად ან­თე­ბუ­ლი სან­თლე­ბით შეხ­ვდით მას და იმე­დი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით მი­ე­გე­ბეთ!

მა­რა­დის თქვენ­თვის მლოც­ვე­ლი

ილია II

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს

კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი

ქრის­ტეს შობა 2013-2014 წელი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

პატრიარქის ეპისტოლე - სრული ვერსია

პატრიარქის ეპისტოლე - სრული ვერსია

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, - მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ძვირფასო თანამემამულენო!

,,ნუ გეშინიათ, აჰა, მე გახარებთ დიდ სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი. რადგან დღეს, დავითის ქალაქში, დაიბადა თქვენი მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი" (ლუკა 2,10-11).

2014-ედ ეუწყება ახლა მსოფლიოს ეს საოცარი ამბავი და ეფინება უფლის უსხეულო ძალთა საგალობელი: ,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობა, და კაცთა შორის სათნოება" (ლუკა 2,14). ანგელოზთა დასი, მწყემსები, მოგვები და, მათთან ერთად, ჩვენც მადლიერებითა და მოკრძალებით კვლავ წარმოვთქვამთ ღმერთთან შერიგების, მშვიდობისა და ბედნიერების მომტან ამ დიდებულ სიტყვებს.

რამდენი ხანი ელოდა ამ ზეიმს ადამის მოდგმა? რამდენი საუკუნე გაილია ამ ჟამზე ნატვრით? რამდენი წმინდა და ღვთისსათნო ადამიანი ლოცულობდა ამ დღისათვის?

ადამიდან მამამთავარ აბრაამამდე 20 თაობამ განვლო, აბრაამიდან დავითამდე - 14-მა, დავითიდან ბაბილონის ტყვეობამდეც - 14-მა, ბაბილონის ტყვეობიდან ვიდრე ქრისტემდე, - კიდევ თოთხმეტმა და მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგ, ცოდვით დაცემული ევას ნაცვლად, აღმობრწყინდა წმინდა ქალწული, ღვთისმშობელი მარიამი, - სასძლო უფლისა.

ბედნიერია საქართველო, რომ ქრისტეშობის სიხარული პირველი საუკუნიდანვე ეუწყა მოციქულთაგან და ამ დროიდანვე გახდა იგი ღვთისმშობლის წილხვედრი. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. ამიტომაც სწორი წარმოდგენა უნდა გვქონდეს იმ პროცესებზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში და, საერთოდ, მსოფლიოში მიმდინარეობს, რათა პასუხი გავცეთ მათ და შევინარჩუნოთ წინაპრების თავგანწირვის ფასად დღემდე მოტანილი ჩვენი მეობა.

ყველა დროში ქრისტიანობას თავისი გამოწვევები ქონდა, მაგრამ თანამედროვე პოსტმოდერნისტული ეპოქა გამორჩეულია მეგა-გამოწვევებით.

პოსტმოდერნიზმის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სინამდვილის ხედვა, რომელიც ამა თუ იმ რელიგიურ მიმდინარეობას ეყრდნობა, არასწორადაა მიჩნეული, რადგან, მათი გაგებით, ცდება ყველა, ვინც აცხადებს, რომ ჭეშმარიტება იცის. თვით ათეისტებიც ცდებიან, რადგან ამტკიცებენ რაღაცას, მაგალითად, უღმერთოებას. მართალია მხოლოდ ის, ვინც არავის განსჯის.

ასეთი აზროვნებისათვის, სწორი და არასწორი აღარ არსებობს. გვაქვს უბრალოდ სისტემა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი ის კი არ არის, მართალია თუ არა ესა თუ ის პრინციპი, არამედ ის, თუ რამდენად მუშაობს და რამდენად სარგებლიანია იგი დღეს.

ამ სისტემაში მიჩნეულია, რომ თვითონ ადამიანია ყველაფრის განმსაზღვრელი და რაც მას მოესურვება, ისაა კარგი. ამიტომაც პიროვნების გამოსწორება კი არ არის საჭირო, არამედ მისი აზროვნების შეცვლაა მისაღწევი. მაგალითად, თუ ვინმეს ჭუჭყიანი სამოსი აცვია, და იგი ჩათვლის, რომ მისი ტანსაცმელი სუფთაა და ამას თვითონაც დაიჯერებს, ის მართალი იქნება. მნიშვნელობა არა აქვს, სხვაც ასე ფიქრობს თუ არა.

თუ ვიღაც მიიჩნევს, რომ ნაძვი მარადყვითელი მცენარეა, სხვა კი ამბობს, რომ იგი იასამნისფერია, სწორი იქნება ორივე და მცდარია იმის მტკიცება, თითქოს, ნაძვი მხოლოდ მარადმწვანეა.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დედამიწას, ზოგადად სამყაროს, აქვს კანონები და ეს არის რეალობა. თანამედროვე აზროვნება კი გვეუბნება, რომ საერთო მოცემულობა არ არსებობს და რომ ეს ჩვენი მოგონილია. ამდენად, შეგიძლია, შენი სურვილისამებრ, ნებისმიერი მოვლენა აღიარო, ან არ აღიარო, მიიჩნიო არსებულად, ან არარსებულად.

ტაბუ უნდა აეხსნას ყველაფერს! უნდა განვდევნოთ წარსულის ზნეობრივი შეზღუდვები, ყველაფერი კარგია, რაც მე მინდა და მსიამოვნებს! ოღონდ შეფასებებისას ერთი აუცილებელი წესი უნდა იქნეს დაცული, - სხვისი, განსაკუთრებით უმცირესობის, უფლებები არ უნდა დაირღვეს! ეს კანონია.

შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ იკარგება ზღვარი კარგსა და ცუდ საქციელს, სიმართლესა და სიცრუეს შორის. სიმართლე არის ის, რასაც მე მივიჩნევ სიმართლედ და მორჩა! შენ შენი სიმართლე გაქვს? დაიცავი შენი სიმართლე, მე ჩემსას დავიცავ. მე შენს უფლებებს არ შევლახავ, შენც ჩემი უფლებები არ შელახო.

დაახლოებით ასეთია ის აზროვნება, რომელის დამკვიდრების მცდელობაც არის დღეს.

არჩევანის თავისუფლებას და პიროვნებაზე ძალადობრივი ქმედების მიუღებლობას ქრისტიანობაც ქადაგებს. არჩევანის თავისუფლება უფლისაგან ადამიანისათვის ბოძებული ერთ-ერთი უმთავრესი მადლია, მაგრამ ქრისტიანულ მოძღვრებასა და ფსევდო-ლიბერალების მიერ შემოთავაზებული ,,თავისუფლებას" შორის ფუნდამენტური სხვაობაა.

ფსევდო-ლიბერალური ,,არჩევანის თავისუფლება" ასარჩევ მოცემულობათა თანაბარ ღირებულებებს გულისხმობს და ყველაფერს თანაბრად კარგად მიიჩნევს.

ქრისტიანობა (ზოგადად, რელიგიური აზროვნება) კი გვასწავლის, რა არის კარგი და რა - მიუღებელი, რა არის ცოდვა და რა - მადლი, მაგრამ არჩევის უფლებას პიროვნებას უტოვებს. ქრისტიანული პრინციპია: მე პატივს ვცემ შენი არჩევანის უფლებას, მაგრამ არა შენს ნებისმიერ არჩევანს; ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი როდია სარგო (Iკორ.10;23).

ისედაც ხომ ცხადია, არჩევანის თავისუფლება მაშინაა ღირებული, როდესაც მას ერთმანეთისაგან განსხვავებულ ფასეულობებს შორის აკეთებ, თორემ თუ ყველაფერი სულ ერთია, არჩევანსაც აზრი ეკარგება.

ყოველივეს თავი და თავი კი ის არის, რომ სეკულარულმა იდეოლოგიამ პიროვნება ღმერთისაგან დამოუკიდებელ არსებად წარმოაჩინა, კვარცხლბეკზე ცოდვით დამძიმებული ადამიანი დააყენა და ყველაფერი მის ინსტიქტებს დაუქვემდებარა, რითაც მდაბალი ვნებითი მიდრეკილებების ლეგიტიმაცია მოინდომა, მორალური და სულიერი ორიენტირები დაუკარგა და ეს ინდივიდუალიზმის საბაბით გაამართლა.

ესაა ყველა მიმართულებით გაშლილი ბრძოლა ტრადიციული შეხედულებების, აღზრდისა და ზნეობის წინააღმდეგ.

დიდად სამწუხაროა, რომ უმცირესობათა ჯგუფები, რომლებიც ქრისტიანობისთვის მკვეთრად უარყოფითი იდეებით გამოირჩევიან, ჰუმანიზმის აღიარებულ წარმომადგენლებად სახელდებიან. მათ აქვთ პრივილეგიები, რეკლამა, მათზე მუშაობს მასმედია, დაცულნი არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ; მათი მიზნების განხორციელებისათვის ხდება კანონმდებლობების შეცვლაც და სხვა; ხოლო ვინც ეწინააღმდეგება ამ პროცესებს, განსაკუთრებით ეკლესია, დისკრეტიდირების ნიავღარში ექცევა, საზოგადოებაში კი მთავარი დარტყმის ობიექტი ოჯახია.

ეს პროცესები მეტნაკლებად ჩვენს ქვეყანაშიც მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ ვამახვილებთ ამ თემებზე ყურადღებას.

კრიზისის მთავარ გამოვლინებას სექსუალური უმცირესობების ურთიერთობების ქალისა და მამაკაცის ქორწინებასთან გათანაბრების და ერთსქესიანი წყვილებისათვის ბავშვის შვილად აყვანის უფლების მინიჭების საშიშროება წარმოადგენს. ასეთი კანონი ქორწინების მთელ აზრს აუკუღმართებს და ბავშვსაც, ფაქტიურად, ნივთად აქცევს, რომლის ფლობაც ყველას შეუძლია.

საქართველო თავისი განვითარებით, კულტურით ქრისტიანული ევროპის ნაწილია და ამიტომაც, მისკენ ლტოლვა ჩვენს ხალხში ნამდვილად არის. მაგრამ, ამ და ზემოთ აღნიშნულ ფუნდამენტურ საკითხებთან მიმართებაში, ევროგაერთიანებამ, ევროპარლამენტმა უნდა გაითვალისწინონ ცალკეული ქვეყნების ტრადიცია და აზროვნების წესი და მისცენ მათ საშუალება თავისუფალი არჩევანისა, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ გულწრფელად მოინდომოს თანამედროვე ევროპულ კულტურასთან დაკავშირება.

საქართველოს ეკლესია მიესალმება ევროკავშირის პოზიციას იმის შესახებ, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება არ წარმოადგენს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად ჩვენი ქვეყნის გახდომის წინაპირობას, რაც ევროკავშირის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, ბატონ ფილიპ დიმიტროვის 2013 წლის დეკემბრის თვის განცხადებაში დაფიქსირდა.

ზოგადად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი პიროვნებები დახმარებას და თანადგომას საჭიროებენ, რათა მათ დაძლიონ ცოდვითი მიდრეკილებები და სწორი ცხოვრების გზას დაუბრუნდნენ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხარი დავუჭიროთ მათი ცოდვის პროპაგანდას.

საერთოდ, ოჯახი არის ერის, სახელმწიფოს, საზოგადოების მთავარი ქვაკუთხედი. იგი პატარა სახელმწიფოა, ქრისტიანული გაგებით კი - ,,მცირე ეკლესია."

ქრისტიანობა ქორწინებას ერთ-ერთ საიდუმლოდ მიიჩნევს. ეს არის საიდუმლო არა მხოლოდ ადამიანური, არამედ ღვთიური სიყვარულისაც. ოჯახური ცხოვრება ქრისტიანული ღვაწლია, გზაა სულის ხსნისა, რადგან იგი გულისხმობს არა მარტო ერთად ცხოვრებას, არამედ ერთმანეთისათვის ცხოვრებას.

ბიბლია გვასწავლის, რომ ოჯახის უფალი არის ღმერთი, რომელმაც ადამისა და ევას სახით მთელი კაცობრიობა შექმნა. ამდენად, ყველა ადამიანის მამა, ამ სიტყვის ყველაზე სრული და აბსოლიტური მნიშვნელობით, არის თვით შემოქმედი.

ჭეშმარიტი ქრისტიანული ოჯახისთვის მარტო სიყვარული და ერთმანეთისაკენ სწრაფვა არ არის საკმარისი. ოჯახი მოწოდებულია იქცეს ,,მცირე ეკლესიად," მარადიული სიყვარულის ცოცხალ ხატად, რომელშიც ღვთის მცნებებს იცავენ და თაობიდან თაობას გადასცემენ.

შეგახსენებთ მოსე წინასწარმეტყველის ყველაზე მთავარ მიმართვას ხალხისადმი: ,,ისმინე, ისრაელო! და ეცადე შეასრულო, რომ კარგად იყო და დიდად იმრავლო ქვეყანაში, ... ისმინე, ისრაელო, ერთია უფალი, უფალი, ჩვენი ღმერთი.

გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულით და სულით, მთელი შენი შეძლებით.

გულში გქონდეს ეს სიტყვები, ... ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას. შეიბი ნიშნად ხელზე და ტვიფრად შუბლზე. წააწერე შენი სახლის წირთხლებს და კარებს" (II რჯ., 6, 3-9).

ეს დარიგება ახალ აღთქმაშიც ყველაზე მთავარ მცნებად იქნა გაცხადებული იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც დაამატა: ,,გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (მთ., 19,19).

ოჯახში მეუღლეები ერთმანეთს სიყვარულით უნდა ემსახურონ, თუმცა იერარქია ყოველთვის უნდა იყოს დაცული.

ის, რომ მამაკაცი თავია ოჯახისა, არ ნიშნავს მის ბატონობას, არამედ მის მსხვერპლშეწირულ მსახურებას, მის პასუხისმგებლობას ცოლისა და შვილებისადმი. იგია მათი დამცველი, მომპოვებელი არსობის პურისა და ამასთან, ღვთისმმსახური თავისი სახლისა. მან უნდა გამოითხოვოს უფლისაგან წყალობა, სიყვარული და მადლი ოჯახის წევრებისათვის.

ქალი პასუხისმგებელია სახლზე, მისი წევრებისათვის ზრუნვაზე, შვილების აღზრდაზე. იგი ღვთის მცნებების გათვალისწინებით უნდა დაემორჩილოს ქმარს, თუნდაც, რომ ერთი შეხედვით ამის განხორციელება შეუძლებელი იყოს, რადგან ამით აღასრულებს უფლის ნებას (თუმცა ეს არ ნიშნავს ცოდვასა და არასწორ ქმედებებში მორჩილებას).

ქრისტიანულ ოჯახში, რა თქმა უნდა, თავს იჩენს არაერთი განსაცდელი, რაც ურთიერთსიყვარულით უნდა დაიძლიოს. და თუ ეს ასე არ ხდება, იქ არც არის ნამდვილი ოჯახი.

ქრისტიანული ოჯახი უფლის სავანეა, უფლის ბაღია, რომელშიც ცოლსაც და ქმარსაც დაედგინათ მუშაკობა ღვთის სადიდებელად.

როგორი ამაღლებულია ეს ყველაფერი, როგორი სათუთია და გასაფრთხილებელი! ჩვენი ახალგაზრდები კი, სამწუხაროდ, მოუმზადებელნი ხვდებიან ამ უდიდეს საიდუმლოს.

თანამედროვე მსოფლიოში ოჯახურ ფასეულობებს ენაცვლება მხარეთა მერკანტიული ინტერესები. ე.წ. პარტნიორული ურთიერთობები, რომელსაც თან სდევს გარეშე თანაცხოვრების სხვადასხვა ფორმები. მეცნიერულ-ტექნიკურმა წინსვლამ კი ისეთი მძიმე ეთიკური საკითხები დააყენა დღის წესრიგში, როგორიც მანმადე არ სმენოდა კაცობრიობას: ხელოვნური განაყოფიერება, სინჯარაში ჩასახული ბავშვები, სუროგატი დედები, გენების შერწყმა, კლონირება და ა.შ.. "ჰუმანისტები" მხარს უჭერენ აბორტს, ევთანაზიასა და თვითმკვლელობას.

ამასთან, მათთვის მეცნიერული პროგრესი აბსოლუტიზირებულია და მიიჩნევენ, რომ რისი გაკეთებაც შესაძლებელია, უნდა გაკეთდეს. ეს ეთიკური სოფიზმია, რადგან ის, რაც ტექნოლოგიურად მიღწევადია, ყველაფერი როდია მორალური და სასარგებლო.

მიზანი ამართლებს საშუალებას, - ესეც მათი ცხოვრების წესია და ესეც სოფიზმია, რადგან არც ყველა მიზანია კარგი და არც ყველა საშუალებაა მისაღები, თუნდაც კარგი მიზნისათვის.

მაგალითად, ფაშისტებს ქონდათ ებრაელების განადგურების სურვილი. განა ეს მიზანი შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს?! ანდა იმისთვის, რომ კაცობრიობის ჯანსაღი ნაწილი მეტად იყოს დაცული, ნუთუ შეიძლება ვინმემ გაამართლოს შიდსით დაავადებულთათვის სიცოცხლის მოსწრაფება?

განა შეიძლება ბედნიერი იყოს ის ოჯახი, სადაც აბორტი კეთდება და უსუსური პატარა არსებების უღვთოდ დაჩეხილი სხეულების აჩრდილები დადიან? და როგორი საშინელებაა იმის წარმოდგენაც კი, რომ ყოველ წელს, არაოფიციალური მონაცემებით, მილიონამდე აბორტი კეთდება საქართველოში და ამის შემჩერებელი ჯერჯერობით არავინ არის.

შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში.

პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა.

ის, რომ კაცთა მოდგმას არ შეუქმნია ოკეანე, ხმელეთი, ციური სხეულები და ბალახიც კი (აღარაფერს ვამბობთ ადამიანზე), ცხადზე ცხადია. აქამდე მხოლოდ ბიოლოგიურად საინტერესო ქიმიკატები (მაგ. ამინომჟავები) მიიღეს, შეჯვარდა და შეარეთეს სიცოცხლის უკვე არსებული ფორმები და სხვა არაფერი.

ხოლო, თუ ჩვენ არ მოგვიტანია სიცოცხლე ამ წუთისოფელში, რა უფლება გვაქვს გვაქვს მოვინდომოთ ბატონობა მასზე? რატომ ვისაკუთრებთ მას, რაც ჩვენი არ არის?

ფაქტია ისიც, რომ მიუხედავად მეცნიერულ-ტექნიკური დიდი წინსვლისა, არ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ სიკვდილს. რატომ? ჩვენ ხომ ყოვლისშემძლენი ვართ? სინამდვილე კი სხვა არის. უფალი ეუბნება მოსეს: ,,მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ" (II რჯ.32,39). იობის წიგნშიც იგივე აზრია: სიცოცხლე `უფალმა მომცა, უფალმა წაიღო"(იობი 1,21).

ამიტომ, არავითარი უფლება არა გვაქვს ხელვყოთ უფლის ეს წყალობა და ვინც ამას აკეთებს და არ შეინანებს, დაისჯება!

მიუხედავად უამრავი პრობლემისა, კარგი ოჯახები მაინც მრავლად არის საქართველოში, რაც ქვეყნის გადარჩენის გარანტიაა.

მე მინდა დავლოცო ჩვენს სამშობლოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ყველა ქართული ოჯახი, ასევე ვლოცავ ჩვენი ქვეყნის მკვიდრ სხვა ეროვნების წარმომადგენელთა ოჯახებსაც და ყველას გისურვებთ ღვთისსათნო გზით სვლას, უფლის შიშითა და სიყვარულით ცხოვრებას, რათა იხაროთ ორსავ სოფელსა შინა.

ამასთან, ვითვალისწინებთ რა იმ მართლმადიდებელი ადამიანების დამსახურებას, რომელთაც ბოლო 20 წლის მანძილზე, ეკონომიურად მძიმე მდგომარეობის მიუხედვად, ჩვენს სამწყსოს 4 და მეტი შვილი შესძინეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, ასეთი მშობლები და შვილები განსაკუთრებულად შევავედროთ უფალს და პატრიარქის სიგელით დავაჯილდოვოთ.

მრავალშვილიანობა უდიდესი სიკეთეა.

რომელი წარმავალი სიმდიდრე შეედრება დედმამიშვილების გვერდზე დგომასა და სიყვარულს, რაც ასე სჭირდება ადამიანს ჩვენს მეტად რთულ დროში. თვითონ მშობლებიც უდიდეს ენერგიას იღებენ მათგან, რადგან თითოეული შვილი ცალკე აღებული საოცარი სამყაროა.

მრავალშვილიანობა იმითაც არის ფრიად სასურველი, რომ ბავშვი პატარაობიდანვე სწავლობს ეგოიზმის დაძლევას, სხვაზე მზრუნველობას და მშობლებისგან მომდინარე სიყვარულის სხვისთვის განაწილებას.

ვისაც სამი და მეტი ბავშვი ჰყავს, კარგად იცის, ხშირად როგორ უჭირს პირველ შვილს ახლად დაბადებულ მეორე ჩვილთან შეგუება და სულ ეძებს დროს, რაიმეთი ავნოს მას; მესამე პატარის შემატებას პირველი უფრო ადვილად იტანს, მეორე კი უფრო მეტად განიცდის, მაგრამ ისე არა, როგორც პირველ შვილს უმძიმდა თავიდან, მეოთხე ბავშვის დაბადება უკვე აწონასწორებს ყველაფერს და ა.შ.

ანუ შვილთა სიმრავლე მათი სწორად აღზრდის ერთ-ერთი გარანტიაა, რადგან ასეთ გარემოში "მე"-ზე ორიენტირებული სულისკვეთება სიყვარულის გამრავლებითა და გაცემით იცვლება და თუ ამას სწორი აღზრდაც დაემატა, მივიღებთ იმ მდგომარეობას, რაზეც ბიბლია ბრძანებს: ქალი შვილთა სიმრავლით ცხონდებაო (I ტიმ. 2,15).

ამ საქმეში მთავარი როლი და პასუხისმგებლობა დედას ეკისრება. მიუხედავად იმისა, რომ გოგონები ხშირად ფსევდოკულტურითა და ცრუ თავისუფლებით არიან გატაცებულნი, როდესაც დედები ხდებიან, მათში სხვა გრძნობები იღვიძებს სხვა აზროვნება უყალიბდებათ, რადგან სწორედ ისინი ხდებიან სიყვარულით მსახურების მთავარი მომქმედნი და ეს იწვევს სწორედ შინაგან ფერიცვალებას.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მეუღლეებმა, რომელთაც საკუთარი შვილი არ ყავთ, ეს ტრაგედიად არ უნდა მიიჩნიონ; მთავარია მათი ერთად ცხოვრება სასუფევლის დამკვიდრებისთვის მომზადებად იქცეს.

სასურველია ბავშვის აყვანაც. ეს დიდი მადლია და ამ შემთხვევაში მათ ეკლესიაში საგანგებო ლოცვა ეკითხებათ.

* * *

ამქვეყნიური ჩვენი ყოფა დროებითია და მსწრაფლწარმავალი. დრო კი რომელშიც ვცხოვრობთ, წრიულია, განმეორებადი და, ამავე დროს, სწორხაზოვანი, - მიემართება დასაწყისიდან დასასრულისკენ. ამასთან, სხვადასხვა ქმნილებისათვის ყოფის ხანგრძლივობა სხვადასხვანაირია: ზოგისათვის - რამდენიმე საათი, ზოგისთვის - რამდენიმე დღე, სხვისთვის - წლები, საუკუნეები ან საერთოდაც ათასწლეულები.

სამყარო და დრო ერთდროულად გაჩნდა. აი, როგორ მიმართავს ნეტარი ავგუსტინე უფალს: ,,შენა ხარ დროის შემომქმედი; არ არსებობს დრო შენი თანამარადისი რომ იყოს, რადგან შენ წარუვალი ხარ, ხოლო დრო რომ წარუვალი იყოს, დროც აღარ იქნებოდა იგი."

სამოთხეში ყოფნის პერიოდს მამები ,,წმინდა დროდ" მოიხსენებენ. იგი სხვა სახისა იყო და იქ არც ადამი არც ევა არ ექვემდებარებოდნენ მის მდინარებას. ის დრო კი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, დადგა ცოდვით დაცემის შემდეგ.

პირველი ადამიანები, მოაკლდნენ რა "ცხოვრების ხის" ნაყოფს, - ანუ უფალთან ურთიერთობის შესაძლებლობას, დაკნინდნენ; მათი აზროვნების წესიც შეიცვალა და მიწიერი ყოფით შემოიფარგლა, თუმცა ლტოლვა სამოთხისა და ღვთისაკენ კვლავ დარჩათ. ამიტომაც ადამიანი გაორდა, გაორდა მისი ამქვეყნიური დროც: ლიტურგიკული დროით იგი კვლავ უკავშირდება ღმერთს, ხოლო ყოფითი დრო მოიცავს ცხოვრების იმ ნაწილს, რაზეც ბიბლიაში წერია: ,,ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო არს" (ეკლ. 1,2).

დროის გაყოფა ყველაზე რეალური სახით მოხდა პირველი მსხვერპლშეწირვის შემდეგ, როდესაც კაენმა უფლის ძღვენი ამპარტავნების სულით გაიღო, ხოლო აბელმა - გულწრფელი, უშურველი სიყვარულით.

კაენის შური შუღლში გადაიზარდა, აბელის მოკვლით კი მასში მიწიერი და ეგოისტური სული იმდენად გაძლიერდა, რომ ღვთის პირისაგან თავისი ნებით საბოლოოდ მიეფარა და აღარ უნდოდა უფალთან ურთიერთობა; ამით დასრულდა მისი ლიტურგიკული დროც, რამაც მხოლოდ მიწიერი ყოფის სურვილი გაუღვივა და გამოიწვია სიკვდილისადმი ძრწოლა, ანუ შემოქმედთან შეხვედრის შიში. (ზოგადად ასეთივე დამოკიდებულება აქვთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ღვთის საწინააღმდეგოდ ცხოვრობენ.)

აბელს კი, მართალია, ამქვეყნიური ყოფა წაერთვა, მაგრამ მისი ლიტურგიკული დრო მომავალი მარადიული ნეტარი ცხოვრების საწყისად იქცა. დედამიწაზე კი მისი გზა სეითმა და მისმა მოდგმამ გააგრძელეს.

რას ნიშნავს ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის, ლიტურგიკული დროით ცხოვრება?

თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ კარგად დავუკვირდებით, წუთისოფელში აწმყო, ფაქტიურად, არ არსებობს; ის, რასაც აწმყოს ვარქმევთ, იმ წამსვე იქცევა წარსულად. ასე რომ, ჩვენ წარსულსა და მომავალს შორის ვიმყოფებით. მარადისობაში კი მუდმივი აწმყოა. იქ წარსული და მომავალი არ არსებობს.

და თუ გვსურს, სწორად ვიცხოვროთ, უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ ჩვენს წარმავალ დროში მარადიულობა შემოვიყვანოთ და დრო მოძრავ მარადისობად ვაქციოთ (წმ.იოანე დამასკელი).

ეს საიდუმლო ეკლესიაში აღესრულება. ამიტომაც კარგავს აქ დრო თავის ძირითად ფიზიკურ თვისებებს, - შეუქცევადობას და სწორხაზოვნობას, რაც საეკლესიო დღესასწაულთა განმეორადობით, წრიული მდინარებითა და მათი განმაახლებელი მოქმედებითაა განპირობებული.

ჩვენ აქ მუდმივად ვხდებით თანამონაწილე სამყაროს შექმნისა, მამამთავართა და წინასწარმეტყველთა ეპოქისა, მაცხოვრისა და მისი მოწაფეების და წმინდანების ცხოვრებისა, საერთოდ ადამიანისა და სამყაროს ხსნის შესახებ საღმრთო განგებულების ისტორიისა.

ყოველ დღეს თავისი დატვირთვა აქვს: კვირა საღვთისმსახურო ციკლის ცენტრს, - ქრისტეს აღდგომას წარმოადგენს. ორშაბათი, ზოგადად, ანგელოზთა დღეა, სამშაბათი - წმ. იოანე ნათლისმცემლისა, ოთხშაბათი - ჯვრის, ხუთშაბათი - წმ. ნიკოლოზის, პარასკევი - ჯვარცმის, შაბათი კი - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმ. მოციქულების.

წლის ციკლის ფორმირებაც, პირველ რიგში, აღდგომას უკავშირდება და მას პასექის დღესასწაული განაპირობებს. ამასთან, არის უძრავი და მოძრავი უმნიშვნელოვანესი დღეები, რომლებიც უფლის, ღვთისმშობლის, ზეციურ ძალთა, მოციქულთა და წმინდანების სახელს უკავშირდება.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, გარდა ეკლესიური ცხოვრებისა, ლიტურგიკული დროით ცხოვრება ნიშნავს ყოველდღიური ყოფის ისე წარმართვას, რომ ადამიანის გული და გონება მუდმივად იყოს ღმერთთან კავშირში. ეს კი გულისხმობს გაცნობიერებას იმისას, რომ თუ არა უფლის შეწევნა, ჩვენ ვერ შევძლებდით ვერც სუნთქვას, ვერც სიარულს, ვერც აზროვნებას, და რაიმე საქმის გაკეთებას, გარშემომყოფთა და საერთოდ, სამყაროს აღქმას: ვერ მოვიპოვებდით საკვებს, ჩასაცმელს, საცხოვრისს, ვერ შევქმნიდით კულტურას, ვერც მეცნიერულ აღმოჩენებს გავაკეთებთ...

ანუ უნდა დავინახოთ, რომ ყოველივე უფლის ნებით მოგვეცა, რათა გარემო უკეთესი გავხადოთ, ღვთის მადლიერნი და მისი თანაშემომქმედნი გავხდეთ და არა მოწინააღმდეგენი. თუმცა არჩევანი ჩვენი გასაკეთებელია.

თუ, მაგალითად, შენ პედაგოგი ხარ და მოსწავლეებს ზრდი იმ სულისკვეთებით, რომ იყვნენ სამშობლოს ერთგული შვილები, უყვარდეთ ღმერთი და ერთმანეთი, საერთოდ, მოყვასი, ასწავლი შურის დაძლევას, წყენის დავიწყებას და ადვილად შერიგებას, განსაცდელში მყოფთადმი დახმარებას, უფროსებისადმი პატივისცემას, ბუნების, შრომის, წიგნების კითხვის, ღრმა აზროვნების სიყვარულს და შენც თუ ასევე ცხოვრობ, მაშინ შენი ამქვეყნიური ყოფა მარადიულობით არის განმსჭვალული, რადგან ეგოიზმისგან თავისუფალ ღვთისსათნო აზროვნებას ამკვიდრებ.

თუ შენ დამლაგებელი ხარ და ყოველდღე პატიოსნად და სიყვარულით აკეთებ შენს საქმეს, არ აგვიანებ სამსახურში, ეხმარები მოყვასს, ჰმადლობ ღმერთს არსობის პურისთვის, არ ივიწყებ სულიერ ცხოვრებას და უფლის მცნებებს, შინ და გარეთ კეთილი დამოკიდებულების დამკვიდრებას უწყობ ხელს, შენ ლიტურგიკული დროით ცხოვრობ.

თუ დიასახლისი ხარ და შვილებზე ზრუნვას გირჩევნია, სამსახური გქონდეს მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესად გაერთო, თუ შენ არაფერს ერიდები, რათა კომფორტული ცხოვრება მოიწყო და არ გადარდებს ამისთვის სხვისი მსხვერპლად გაწირვა, თუ შენ აბორტით ან სხვა თანამედროვე საშუალებებით ახდენ ოჯახის დაგეგმარებას, ეგოისტურად ზრდი ბავშვებს, არ ასწავლი მათ მოწყალების გაცემას და გაჭირვებულისადმი თანადგომას, არ ასწავლი მეგობრობას, სიმართლის სიყვარულს, ერთგულებას, - კაენის სულს ვერ მოიცილებ და მისი ხვედრის თანაზიარი გახდები.

,,ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი." ბრძანებს მოციქული (გალ.6,2). ფიზიკურ და მატერიალურ დახმარებასთან ერთად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ლოცვით შეწევნას და ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს.

მინდა შეგახსენოთ ანტონი სუროჟელის მიერ მოხმობილი ერთი ამბავი: ,,იყო ახალგაზრდა მოძღვარი, რომელსაც სხვისი ცოდვების დანახვის უნარი მიეცა და როცა ერთხელ მასთან მეტად მძიმე ცოდვებით სავსე ადამიანი მივიდა აღსარებისათვის, არ მიიღო. თუმცა მალე სინდისმა შეაწუხა და ამის შესახებ გამოცდილ ბერს უამბო. მან უსაყვედურა: როგორ გააბრუნე? ის ხომ სინანულით მოვიდა და შენ იყავი მისი ბოლო იმედი?

ახალგაზრდა მოძღვარი ისე შეწუხდა, ღმერთს სთხოვდა, ნათელხილვის უნარი აღარ ქონოდა. გულწრფელი სინანულისათვის უფალმა მას თანალმობის მადლი მიანიჭა. და აი, ერთხელაც, როცა მას მეტად მძიმე ხასიათის სახლის მეპატრონესთან მოუწია ღამის გათენება, იგი აღარ დაბრკოლდა მისი ცოდვების გამო, არამედ ერთ კუთხეში გულმხურვალედ დაიწყო ლოცვა მეპატრონესათვის და თან მის დანაშაულობებს ამბობდა.

მასპინძელი სასულიერო პირის ლოცვით დაინტერესდა და ჩუმად დაუგდო ყური. იგი გაოგნებული ისმენდა თავისი ცოდვების შესახებ ახალგაზრდა მოძღვრის ღვთისადმი ვედრებას და ამან იმდენად შეძრა, რომ იმ დღიდან სრულიად განსხვავებული ცხოვრება დაიწყო.

ასეთი მაგალითები მის ცხოვრებაში მრავლად იყო და როცა ეკითხებოდნენ, როგორ ახერხებდა ადამიანების მოქცევას, მოძღვარი პასუხობდა: ,,როდესაც ჩემთან მოდის ცოდვით დამძიმებული პიროვნება, რომელიც ვერ ხედავს თავის დანაშაულს და სინანული არა აქვს, ვცდილობ სულიერად მის შინაგან სამყაროს ჩავწვდე და იმ აზრით, რომ ჩვენ ვართ ხორცი ხორცთაგანი და სისხლი სისხლთაგანი ერთმანეთისა, ვიწყებ სინანულით ლოცვა-ვედრებას მისი და ჩემი, ანუ ჩვენი ცოდვებისათვის და ეს ადამიანიც, ღვთის მადლით, თანდათან იწყებს შემობრუნებას."

ღმერთმა ჩვენც მოგვცეს ძალა ამგვარი წესით ცხოვრებისა.

მე იმედი მაქვს, რომ, მიუხედავად ჩვენს წინაშე არსებული მრავალი დიდი პრობლემისა, საქართველო გაუძლებს დროის გამოცდას და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით ღვთის მადიდებელი სული მუდამ იზეიმებს ჩვენს ქვეყანაში.

ქრისტეს ეკლესიის სამწყსოვ: დღეს "მოიწია დროის სისრულე, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, ... რათა ჩვენც მიგვეღო ძეობა". ასე რომ მონანი კი აღარა ხართ, არამედ ძენი, ხოლო თუ ძენი ხარ, მემკვიდრეცა ხარ ღვთისა მიერ (გალ.4, 4-7).

მაშ, გიხაროდეთ, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველებო, აფხაზებო, ოსებო, ბერძნებო, რუსებო, იეზიდნო, უდინინნო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო ..., ყოველნო შვილნო საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა; გიხაროდეთ ყოველნო ღვთისმოყვარენო: ,,დღეს, დავითის ქალაქში, დაიბადა თქვენი მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი" (ლუკა 2,11).

თქვენი ერთგულების ნიშნად ანთებული სანთლებით შეხვდით მას და იმედითა და სიყვარულით მიეგებეთ!

მარადის თქვენთვის მლოცველი

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

ქრისტეს შობა 2013-2014 წელი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია