საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა ჰოლანდიურ ყოველდღიურ გამოცემა Trouw-ს ინტერვიუ ჰოლანდიურ ენაზე მისცა.
- 17 ნოემბერს საქართველომ ახალი პრეზიდენტი აირჩია. მას შემდეგ თქვენ პირველი ლედი აღარ ხართ.
- საბედნიეროდ, ქართველებისგან ჩემს მიმართ ჯერ კიდევ დიდი ინტერესია. ქუჩაში მცნობენ და ჩემთან ფოტოს გადაღება სურთ. რაც ნამდვილად შეიცვალა, ეს დღის განრიგია; ნაკლები ვალდებულება მაქვს და ნაკლებად მოთხოვნადი გავხდი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერს ვაკეთებ. არის Soco-ს პროექტი - ჩემი საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს 2 საკონსულო საბჭოს პრეზიდენტი ვარ. როგორც პირველ ლედის, უფრო მეტი გზა გაქვს. თუ რამის გაკეთება გინდა, გააკეთებ. ვერ ვიტყვი, რომ დღეს ჩემგან არავინ არაფერს იღებს, მაგრამ ეს ნაკლებად აშკარაა.
- თქვენი სტატუსი უმთავრესი განსახილველი საკითხი იყო.
- არსებობს მეორე რეალობა. მე ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო პირველი ლედობისას. ბევრს მივაღწიე, განსაკუთრებით ჯანმრთელობის, მკერდისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს კუთხით. ძალიან ამაყი ვარ და კარგი გრძნობით ვამბობ, ნახვამდის.
- ამბობთ, რომ პრეზიდენტობის დროს თქვენი მეუღლე იშვიათად იყო სახლში. ის შინ არც ახლაა.
- ვფიქრობდი, რომ მასთან ერთად გადავბარგდებოდი, მაგრამ ასე არ მოვიქეცი. ჩემს უმცროს ვაჟთან ერთად დარჩენა ვამჯობინე. ის რვა წლისაა და ძალიან მგრძნობიარე ბავშვია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი, რასაც ის აქ იღებს - ეს ქართველობაა. ეს ჩვენი ქვეყანაა, ეს ჩვენი მომავალია. დიახ, მე და ჩემს მეუღლეს ერთმანეთი გვჭირდება და მოვა დრო, როდესაც ერთად ვიქნებით. მაგრამ მასთან ერთად, შეყვარებული ვარ ქვეყანაზე, ადამიანებსა და კულტურაზე. მსურს, ჩემი ნიჭი და ენერგია აქ გამოვიყენო. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ქვეყანაზე უფრო მეტად ვარ დაქორწინებული, ვიდრე ჩემს ქმარზე. 2003 წლიდან ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა. ჩემი მეუღლე ყოველთვის ჩქარობდა. ის ყოველთვის ხალხთან იყო. როდესაც რეფორმებს სწრაფად ატარებ, შეცდომებს უშვებ და მტრებსაც იჩენ. მას სურდა ეჩვენებინა, რომ საქართველოსაც შეუძლია რაღაცის გაკეთება, რომ ეს ქვეყანა ძალიან საინტერესოა ინვესტიციებისთვის. ვფიქრობ, ის წარმატებულია, მიუხედავად 2008 წელს რუსებთან ომისა, საქართველო რუკაზე არსებობს.
- ამას თქვენს ქმარზე ამბობთ?
- მას სურდა, რომ მის ოჯახს არ გაეგო, ეს როგორ ხდება. ის უახლოეს მრჩევლებთან მიდიოდა. როგორც შტატის უფროსი, ძალიან რთულია, რომ მოუსმინო და მართო კრიტიკა. ჩემი მეუღლე კარგი მამაა, მაგრამ ამბობს, რომ "ჩემი შვილებისთვის საუკეთესო, რისი გაკეთებაც შემიძლია, უკეთესი ქვეყნის დატოვებაა".
- და ახლა?
- გადაადგილების პერიოდია, დაბალანსების დროა, ხელახლა მუშაობის დროა. ყოველდღე ვსწავლობ და საქმე კარგად მიდის. ასევე ძალიან კარგია, რომ Global Fund-ის საბჭოს წევრი ვარ; ორგანიზაცია ინფექციური დაავადებების ბრძოლის წინააღმდეგ იბრძვის. ამასთან, WHO-ს კეთილი ნების ელჩი გახლავართ. კარიერის გაკეთება შემიძლია. ჩემს ქმარს საბოლოოდ პოლიტიკაში დაბრუნება სურს. მას წიგნის დაწერა, ლექციების კითხვა შეუძლია, მაგრამ ეს არ არის მიშა. მან იცის, რომ ჯერ მზად არაა.
მომზადებულია Trouw-ს მიხედვით.