მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერდა 1997 წელს დასავლური პრესა ქართველ ქალებზე?
რას წერდა 1997 წელს დასავლური პრესა ქართველ ქალებზე?

1997 წლის 31 აგ­ვის­ტოს ბრი­ტა­ნულ გა­მო­ცე­მა The Independent-ში ჟურ­ნა­ლისტ მაიკ ჟერ­არ­დის სტა­ტია და­ი­ბეჭ­და, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს, ქარ­თულ კულ­ტუ­რა­სა და ქარ­თველ ქა­ლებს ეძღვნე­ბო­და. "ჩი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო - ღმერ­თის კუთ­ვნი­ლი ქვე­ყა­ნა", - ამ სა­თა­უ­რით და­ი­ბეჭ­და სტა­ტია.

"თუ გსურთ, მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ინ­გლი­სუ­რი სი­ტყვე­ბი არ გა­ი­გოთ, სა­ქარ­თვე­ლოს ეს­ტუმ­რეთ. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა რამ­დე­ნი­მე წლის წინ მო­ი­პო­ვა და ჯერ­ჯე­რო­ბით ტუ­რიზ­მის მხრივ, ბევ­რი არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა. უცხო­ე­ლებ­მა იცი­ან, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში სტა­ლი­ნი და­ი­ბა­და. თუმ­ცა, რა არ იცი­ან? - უხე­შად რომ ვთქვათ, სა­ქარ­თვე­ლოს ისე­თი­ვე ფარ­თო­ბი აქვს, რო­გორც ირ­ლან­დი­ას, ჩრდი­ლო­ე­თით კავ­კა­სი­ო­ნის ქე­დია, 200-ზე მეტ კი­ლო­მეტრზე კი შავი ზღვის სა­ნა­პი­რო ზო­ლია გა­და­ჭი­მუ­ლი, ქარ­თუ­ლი ენა უნი­კა­ლუ­რია. სა­დი­ლო­ბი­სას ხში­რად უნდა თქვათ "გა­გი­მარ­ჯოთ", რო­დე­საც ფიქ­რობთ, რომ კერ­ძი და­ა­გე­მოვ­ნეთ, მა­გი­და­ზე ახალ-ახა­ლი საჭ­მე­ლი ჩნდე­ბა და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ქარ­თუ­ლი ღვი­ნო.

თბი­ლის­ში სტუმ­რო­ბი­სას, დი­ლით სას­ტუმ­როს აივ­ნი­დან გად­მო­ვი­ხე­დე და გა­ვი­ფიქ­რე, რას უნდა ვე­ლო­დო სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქის­გან, სტა­ლი­ნურ არ­ქი­ტექ­ტუ­რას? ზუს­ტად ორი წუ­თის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა: მზი­ა­ნი დილა იყო. მდი­ნა­რე მტკვა­რი სწრა­ფად მი­ე­დი­ნე­ბო­და. დაბ­ლა ძვე­ლი ქა­ლა­ქი მიმ­ზერ­და აივ­ნი­ა­ნი სახ­ლე­ბით, ეკ­ლე­სი­ე­ბით, რომ­ლის უკა­ნაც მთაწ­მინ­და ჩანს. მა­ღა­ზი­ის მე­პატ­რო­ნე­ებ­მა ფი­ლაქ­ნე­ბი და­ა­ტე­ნი­ა­ნეს, ზო­გი­ერ­თმა შე­ნო­ბამ პრა­ღა გა­მახ­სე­ნა. მა­მა­კა­ცი ცდი­ლობს, ძვე­ლი ლურ­ჯი "ლადა" აა­მუ­შა­ვოს, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი ხის ქვეშ დო­მი­ნოს თა­მა­შო­ბენ.ტკბი­ლე­უ­ლის ყიდ­ვა გა­დავ­წყვი­ტეთ, ქარ­თველ­მა გიდ­მა იამ გემ­რი­ე­ლი ნუგ­ბა­რი შე­მოგ­ვთა­ვა­ზა. სო­სი­სის ფორ­მის ტკბი­ლე­უ­ლი, ყუ­რძნის წვნი­ა­ნი კა­ნით, რო­მელ­შიც კაკ­ლე­ბი იყო ჩა­წყო­ბი­ლი. იამ სი­ცი­ლით გვი­თხრა, რომ ეს "ქარ­თუ­ლი სნი­კერ­სია". ვფიქ­რობ­დი, ყვე­ლა ქარ­თვე­ლი ქალი ასე­თი ლა­მა­ზია, თუ მეჩ­ვე­ნე­ბა მეთ­ქი. ამ­დე­ნი ლა­მა­ზი ქალი არ­სად მი­ნა­ხავს. გო­გო­ნებს ხორ­ბლის­ფე­რი კანი და თაფ­ლის­ფე­რი თვა­ლე­ბი ჰქონ­დათ. შევ­ნიშ­ნე, რომ ასა­კო­ვან ქა­ლებს მხო­ლოდ შავი ფე­რის კა­ბე­ბი ეც­ვათ. ექ­სკურ­სი­ა­ზე მცხე­თა­ში წა­ვე­დით - სვე­ტი­ცხო­ვე­ლი და სამ­თავ­რო ვი­ნა­ხუ­ლეთ", - ამო­ი­კი­თხავთ სტა­ტი­ა­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Independent-ის მი­ხედ­ვით.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ ცნო­ბი­ლი

ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი 80-იან წლებ­ში (+PHOTO)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რას წერდა 1997 წელს დასავლური პრესა ქართველ ქალებზე?

რას წერდა 1997 წელს დასავლური პრესა ქართველ ქალებზე?

1997 წლის 31 აგვისტოს ბრიტანულ გამოცემა The Independent-ში ჟურნალისტ მაიკ ჟერარდის სტატია დაიბეჭდა, რომელიც საქართველოს, ქართულ კულტურასა და ქართველ ქალებს ეძღვნებოდა. "ჩინებული საქართველო - ღმერთის კუთვნილი ქვეყანა", - ამ სათაურით დაიბეჭდა სტატია.

"თუ გსურთ, მოგზაურობისას ინგლისური სიტყვები არ გაიგოთ, საქართველოს ესტუმრეთ. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა რამდენიმე წლის წინ მოიპოვა და ჯერჯერობით ტურიზმის მხრივ, ბევრი არაფერი გაკეთებულა. უცხოელებმა იციან, რომ ამ ქვეყანაში სტალინი დაიბადა. თუმცა, რა არ იციან? - უხეშად რომ ვთქვათ, საქართველოს ისეთივე ფართობი აქვს, როგორც ირლანდიას, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედია, 200-ზე მეტ კილომეტრზე კი შავი ზღვის სანაპირო ზოლია გადაჭიმული, ქართული ენა უნიკალურია. სადილობისას ხშირად უნდა თქვათ "გაგიმარჯოთ", როდესაც ფიქრობთ, რომ კერძი დააგემოვნეთ, მაგიდაზე ახალ-ახალი საჭმელი ჩნდება და რასაკვირველია, ქართული ღვინო.

თბილისში სტუმრობისას, დილით სასტუმროს აივნიდან გადმოვიხედე და გავიფიქრე, რას უნდა ველოდო საქართველოს დედაქალაქისგან, სტალინურ არქიტექტურას? ზუსტად ორი წუთის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა: მზიანი დილა იყო. მდინარე მტკვარი სწრაფად მიედინებოდა. დაბლა ძველი ქალაქი მიმზერდა აივნიანი სახლებით, ეკლესიებით, რომლის უკანაც მთაწმინდა ჩანს. მაღაზიის მეპატრონეებმა ფილაქნები დაატენიანეს, ზოგიერთმა შენობამ პრაღა გამახსენა. მამაკაცი ცდილობს, ძველი ლურჯი "ლადა" აამუშავოს, დანარჩენები კი ხის ქვეშ დომინოს თამაშობენ. ტკბილეულის ყიდვა გადავწყვიტეთ, ქართველმა გიდმა იამ გემრიელი ნუგბარი შემოგვთავაზა. სოსისის ფორმის ტკბილეული, ყურძნის წვნიანი კანით, რომელშიც კაკლები იყო ჩაწყობილი. იამ სიცილით გვითხრა, რომ ეს "ქართული სნიკერსია". ვფიქრობდი, ყველა ქართველი ქალი ასეთი ლამაზია, თუ მეჩვენება მეთქი. ამდენი ლამაზი ქალი არსად მინახავს. გოგონებს ხორბლისფერი კანი და თაფლისფერი თვალები ჰქონდათ. შევნიშნე, რომ ასაკოვან ქალებს მხოლოდ შავი ფერის კაბები ეცვათ. ექსკურსიაზე მცხეთაში წავედით - სვეტიცხოველი და სამთავრო ვინახულეთ", - ამოიკითხავთ სტატიაში.

მომზადებულია The Independent-ის მიხედვით.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი

ქართველი ქალები 80-იან წლებში (+PHOTO)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია