პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაკის პარკის ნაწილს გაჩეხვა ემუქრება - ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო მწვანე ნარგავების ნაცვლად
ვაკის პარკის ნაწილს გაჩეხვა ემუქრება - ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო მწვანე ნარგავების ნაცვლად

ვა­კის პარკში, ჭავ­ჭა­ვა­ძის #68-ში და­გეგ­მილ სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბას, შე­საძ­ლოა, მწვა­ნე ნარ­გა­ვე­ბი შე­ე­წი­როს. რო­გორც "პარ­ტი­ზა­ნი მე­ბა­ღე­ე­ბის" იდე­ის ავ­ტორ­მა, ნატა ფე­რა­ძემ ambebi.ge-ს აც­ნო­ბა, ამ ად­გი­ლას მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სას­ტუმ­როს აშე­ნე­ბაა და­გეგ­მი­ლი და 31 დე­კემ­ბრამ­დე 9 ძირ ხეს მოჭ­რა ემუქ­რე­ბა, რისი ნე­ბარ­თვაც თბი­ლი­სის მე­რი­ის ეკო­ლო­გი­ის და გამ­წვა­ნე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურს 2013 წლის 17 სექ­ტემ­ბერს აქვს გა­ცე­მუ­ლი. ინ­ფორ­მა­ცია სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ არაა გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი. თბი­ლი­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ვებ-გვერ­დზე პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა მო­ცე­მუ­ლი.

პრო­ექტს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსე­ლის მარ­თვის ოპე­რა­ტო­რი BEST WESTERN და სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "ტიფ­ლის დე­ვე­ლოფ­მენ­ტი" ერ­თობ­ლი­ვად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

"პარ­ტი­ზან­მა მე­ბა­ღე­ებ­მა" დო­კუ­მენ­ტის მო­ძი­ე­ბა შეძ­ლეს, სა­დაც გარ­კვე­ვით წე­რია, რომ "ქ. თბი­ლი­სის მე­რი­ის ეკო­ლო­გი­ის და გამ­წვა­ნე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი თა­ნახ­მაა მოჭ­რას აღ­ნიშ­ნუ­ლი ხე-მცე­ნა­რე­ე­ბი 2013 წლის 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით." დო­კუ­მენტს ხელს ეკო­ლო­გი­ი­სა და გამ­წვა­ნე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, გი­ორ­გი ქორ­ქაშ­ვი­ლი აწერს.

სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს ამ­ტკი­ცებს თბი­ლი­სის მე­რი­ის ეკო­ლო­გის და გამ­წვა­ნე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი გი­ორ­გი ქორ­ქაშ­ვი­ლი. რო­გორც მან Ambebi.ge-ს აც­ნო­ბა, სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბა არა უშუ­ა­ლოდ ვა­კის პარ­კის, არა­მედ მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ყო­ფი­ლი სას­ტუმ­რო "ბუ­და­პეშ­ტის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა და­გეგ­მი­ლი:

"პარ­ტი­ზა­ნი მე­ბა­ღე­ე­ბი" რა­ტომ­ღაც ვა­კის პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ის გა­ჩეხ­ვის საფრ­თხე­ზე სა­უბ­რო­ბენ, არა­და ეს ტე­რი­ტო­რია ვა­კის პარკს არ ეკუთ­ვნის. არა­ვი­თა­რი გა­ჩეხ­ვის საფრ­თხე არ არ­სე­ბობს. გამ­წვა­ნე­ბის სამ­სა­ხურ­მა მხო­ლოდ 5 ძირი ხის მოჭ­რის ნე­ბარ­თვა გას­ცა. სხვაგ­ვა­რად იქ მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და",- აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ქორ­ქაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა "პარ­ტი­ზა­ნი მე­ბა­ღე­ე­ბის" პო­ზი­ცი­ას, ისი­ნი ქა­ლა­ქის ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს პრობ­ლე­მად და­ცუ­ლი სა­რეკ­რე­ა­ციო ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­სათ­ვის სტა­ტუ­სის მოხ­სნას მი­იჩ­ნე­ვენ:

"ხელს გვიშ­ლის ის ფაქ­ტი, რომ ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის #68-ში არ­სე­ბუ­ლი მიწა კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­შია. ბერ­ლი­ნე­ლი და ჩეხი ურ­ბა­ნის­ტე­ბი გვეხ­მა­რე­ბი­ან კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნე­ბის­თვის სტა­ტუ­სის მოხ­სნა კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლუ­ლი იქ­ნე­ბა",- გა­ნა­ცხა­და "პარ­ტი­ზა­ნი მე­ბა­ღე­ე­ბის" იდე­ის ავ­ტორ­მა, ნატა ფე­რა­ძემ.

"გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ვა­კის პარ­კი" - ამ ლო­ზუნ­გით პარ­ტი­ზა­ნი მე­ბა­ღე­ე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ებს კვი­რას, 3 სა­ათ­ზე მე­რი­ას­თან შეკ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნე­ბი საგ­რძნობ­ლად შემ­ცირ­და. გამ­წვა­ნე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­სა და პარ­კებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებს მრა­ვა­ლი ას­წლო­ვა­ნი ნარ­გა­ვი შე­ე­წი­რა. 8 ივ­ლისს ასა­თი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე, ყო­ფი­ლი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 42 ხე მო­იჭ­რა, კუს ტბის ფერ­დობ­ზე რეს­ტორ­ნის მშე­ნებ­ლო­ბას კი შე­დე­გად ე.წ. ციყ­ვე­ბის ტე­რი­ტო­რი­ის მწვა­ნე ნარ­გა­ვე­ბის­გან გა­სუფ­თა­ვე­ბა მოჰ­ყვა.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

sponsored by ContentRoom

ვაკის პარკის ნაწილს გაჩეხვა ემუქრება - ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო მწვანე ნარგავების ნაცვლად

ვაკის პარკის ნაწილს გაჩეხვა ემუქრება - ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო მწვანე ნარგავების ნაცვლად

ვაკის პარკში, ჭავჭავაძის #68-ში დაგეგმილ სასტუმროს მშენებლობას, შესაძლოა, მწვანე ნარგავები შეეწიროს. როგორც "პარტიზანი მებაღეების" იდეის ავტორმა, ნატა ფერაძემ ambebi.ge-ს აცნობა, ამ ადგილას მრავალსართულიანი სასტუმროს აშენებაა დაგეგმილი და 31 დეკემბრამდე 9 ძირ ხეს მოჭრა ემუქრება, რისი ნებართვაც თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურს 2013 წლის 17 სექტემბერს აქვს გაცემული. ინფორმაცია სასტუმროს მშენებლობის შესახებ არაა გასაიდუმლოებული. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციაა მოცემული.

პროექტს სასტუმროების ქსელის მართვის ოპერატორი BEST WESTERN და სამშენებლო კომპანია "ტიფლის დეველოფმენტი" ერთობლივად ახორციელებენ.

"პარტიზანმა მებაღეებმა" დოკუმენტის მოძიება შეძლეს, სადაც გარკვევით წერია, რომ "ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახური თანახმაა მოჭრას აღნიშნული ხე-მცენარეები 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით." დოკუმენტს ხელს ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი, გიორგი ქორქაშვილი აწერს.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს თბილისის მერიის ეკოლოგის და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი ქორქაშვილი. როგორც მან Ambebi.ge-ს აცნობა, სასტუმროს მშენებლობა არა უშუალოდ ვაკის პარკის, არამედ მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი სასტუმრო "ბუდაპეშტის" ტერიტორიაზეა დაგეგმილი:

"პარტიზანი მებაღეები" რატომღაც ვაკის პარკის ტერიტორიის გაჩეხვის საფრთხეზე საუბრობენ, არადა ეს ტერიტორია ვაკის პარკს არ ეკუთვნის. არავითარი გაჩეხვის საფრთხე არ არსებობს. გამწვანების სამსახურმა მხოლოდ 5 ძირი ხის მოჭრის ნებართვა გასცა. სხვაგვარად იქ მშენებლობის დაწყება შეუძლებელი იქნებოდა",- აღნიშნა გიორგი ქორქაშვილმა.

რაც შეეხება "პარტიზანი მებაღეების" პოზიციას, ისინი ქალაქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად დაცული სარეკრეაციო ტერიტორიებისათვის სტატუსის მოხსნას მიიჩნევენ:

"ხელს გვიშლის ის ფაქტი, რომ ჭავჭავაძის გამზირის #68-ში არსებული მიწა კერძო საკუთრებაშია. ბერლინელი და ჩეხი ურბანისტები გვეხმარებიან კანონმდებლობის შემუშავებაში, რომლის მიხედვითაც სარეკრეაციო ზონებისთვის სტატუსის მოხსნა კატეგორიულად აკრძალული იქნება",- განაცხადა "პარტიზანი მებაღეების" იდეის ავტორმა, ნატა ფერაძემ.

"გადავარჩინოთ ვაკის პარკი" - ამ ლოზუნგით პარტიზანი მებაღეები მოქალაქეებს კვირას, 3 საათზე მერიასთან შეკრებისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისში სარეკრეაციო ზონები საგრძნობლად შემცირდა. გამწვანებულ ტერიტორიებსა და პარკებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მრავალი ასწლოვანი ნარგავი შეეწირა. 8 ივლისს ასათიანის ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე 42 ხე მოიჭრა, კუს ტბის ფერდობზე რესტორნის მშენებლობას კი შედეგად ე.წ. ციყვების ტერიტორიის მწვანე ნარგავებისგან გასუფთავება მოჰყვა.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია