პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული ქელეხის უხერხულობები - სამგლოვიარო სუფრა თავისი ნაკლითა და ღირსებით
ქართული ქელეხის უხერხულობები - სამგლოვიარო სუფრა თავისი ნაკლითა და ღირსებით

სამ­ყა­რო­ში ორი რამ არის გარ­და­უ­ვა­ლი - სიკ­ვდი­ლი და გა­და­სა­ხა­დე­ბი. ეს სი­ტყვე­ბი ბენ­ჟა­მინ ფრანკლინს ეკუთ­ვნის და რამ­დე­ნად ბა­ნა­ლუ­რა­დაც არ უნდა ჟღერ­დეს, სამ­წუ­ხა­რო ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა. თუმ­ცა გარ­დაც­ვა­ლე­ბას თან ახ­ლავს მე­სა­მე და ასე­ვე გარ­და­უ­ვა­ლი რამ, ქელე­ხი - ქარ­თუ­ლი სამ­გლო­ვი­ა­რო სუფ­რა თა­ვი­სი ნაკ­ლი­თა და ღირ­სე­ბით.

ქელე­ხის ტრა­დი­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­უ­კუ­ნე­ე­ბია არ­სე­ბობს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ტრა­დი­ცია ბევ­რჯერ გარ­და­იქ­მნა და გა­დას­ხვა­ფერ­და. ზო­გა­დად, მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად გა­მარ­თუ­ლი პუ­რო­ბის ტრა­დი­ცია ად­რექ­რის­ტი­ა­ნუ­ლი ხა­ნი­დან მო­დის. სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი იყო ე.წ. "კარ­გა­ღე­ბუ­ლი" აღა­პი, რო­დე­საც მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ხე­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად გლა­ხა­კებს აპუ­რებ­დნენ. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ამ ყო­ვე­ლი­ვემ სა­ე­რო ცხოვ­რე­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბა ჰპო­ვა, თუმ­ცა ქარ­თუ­ლი სამ­გლო­ვი­ა­რო სუფ­რა საკ­მა­ოდ თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი იყო - სა­ნამ მიც­ვა­ლე­ბულს არ დაკ­რძა­ლავ­დნენ, სუფ­რას არ მი­უს­ხდე­ბოდ­ნენ. სუფ­რას­თან კი მიც­ვა­ლე­ბულს მო­ი­გო­ნებ­დნენ, ჭი­რი­სუ­ფალს ნუ­გეშს სცემ­დნენ და სუფ­რაც დას­რულ­დე­ბო­და. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი ქელე­ხის სუფ­რა ერ­თგვა­რი ნუ­გე­ში­სა და თა­ნად­გო­მის გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა იყო.

ქელე­ხის ტრა­დი­ცია ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა ავად თუ კარ­გად შე­მო­ი­ნა­ხეს და ქარ­თვე­ლე­ბი დღე­საც ვცდი­ლობთ მის შეს­რუ­ლე­ბას. თუმ­ცა სა­დაც კარ­გს ვი­ტყვით, იქ ცუ­დიც არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ. მრა­ვალ ადა­მი­ანს, მათ შო­რის მორ­წმუ­ნე­ებ­საც კი მიც­ვა­ლე­ბულ­თა მი­მართ ჩვენს მო­ვა­ლე­ო­ბებ­ზე და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა გვაქვს. ზოგს მი­აჩ­ნია, რომ სამ­გლო­ვი­ა­რო სუფ­რა იშ­ვი­ა­თი საჭ­მე­ლი­თა და მა­გა­რი სას­მე­ლით უნდა იყოს სავ­სე, ან საფ­ლავ­ზე ძვირ­ფა­სი ქვა უნდა დავ­დგათ, რომ ნაც­ნო­ბებ­მა სი­ძუნ­წე­ში არ დაგ­ვდონ ბრა­ლი.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ახალ­გაზ­რდა მე­გო­ბა­რი გარ­და­მეც­ვა­ლა, 25 წლის ბიჭი. ქელე­ხის უხერ­ხუ­ლო­ბა სწო­რედ მა­შინ ვიგ­რძე­ნი - გლო­ვას თან ახ­ლდა გა­მუდ­მე­ბუ­ლი ფუს­ფუ­სი და მსჯე­ლო­ბა სუფ­რის თა­ო­ბა­ზე. უხე­შად რომ ვთქვათ, "მე­ნი­უს არა­ფე­რი არ უნდა დაჰკლე­ბო­და". იქ­ნებ ვცდე­ბი კი­დეც, მაგ­რამ მგო­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის, ეკო­ნო­მი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბამ და ტრა­დი­ცი­ე­ბი­სად­მი უყუ­რა­დღე­ბო­ბამ ქელე­ხი ღრე­ო­ბას უფრო და­ამ­სგავ­სა, ვიდ­რე გარ­დაც­ვლი­ლის სუ­ლის ცხო­ნე­ბის­თვის ზრუნ­ვას. იქ­ნებ არაა ლა­მა­ზი, როცა ოჯა­ხი და ახ­ლობ­ლე­ბი გლო­ვო­ბენ, მა­ვან­ნი კი სა­ა­თო­ბით უს­ხე­დან სუფ­რას და სას­მელ-საჭ­მელს შე­ექ­ცე­ვი­ან. და თუკი ჭი­რი­სუ­ფა­ლის ეკო­ნო­მი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არც თუ ისე კარ­გია, სუ­ლი­ერ ტრავ­მას­თან ერ­თად მა­ტე­რი­ა­ლურ ზი­ან­საც გა­ნიც­დი­ან. უფ­რო­სი თა­ო­ბა ალ­ბათ შე­მე­და­ვე­ბა, მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სუ­ლის ცხო­ნე­ბის­თვის ქელე­ხის სუფ­რა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თა­ნაც ჭი­რი­სუ­ფალ­თან სა­ნუ­გე­შოდ მო­სუ­ლებს პა­ტი­ვის­ცე­მაც ხომ უნ­და­თო?! რას იზამ, კა­ცია და გუ­ნე­ბა.

"გარ­დაც­ვლი­ლის დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ მისი სუ­ლის მო­სახ­სე­ნებ­ლად მზად­დე­ბა მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ქელე­ხი მხო­ლოდ უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის­თვის. ქელე­ხი არ უნდა გაგ­რძელ­დეს დიდ­ხანს; და­საფ­ლა­ვე­ბის დღი­დან­ვე საფ­ლავ­ზე უნდა და­იდ­გას მღვდლის მიერ ნა­კურ­თხი დრო­ე­ბი­თი ჯვა­რი (ხის, ლი­თო­ნის ან სხვა მა­სა­ლის), რად­გან უჯვრო საფ­ლავს, წმი­და მა­მე­ბის სწავ­ლე­ბით, ეშ­მა­კი ეპატ­რო­ნე­ბა; თუ ადა­მი­ა­ნი მარ­ხვის დროს გარ­და­იც­ვა­ლა, მხო­ლოდ სა­მარ­ხვო­საჭ­მე­ლი მზად­დე­ბა",- მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას თუ და­ვე­კი­თხე­ბით, მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სუ­ლის სა­ცხო­ნებ­ლად ჭი­რი­სუ­ფა­ლი სწო­რედ ასე უნდა მო­იქ­ცეს.

სა­ქარ­თვე­ლოს კუ­თხე­ე­ბი თა­ვი­სი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი­თა და ტრა­დი­ცი­ე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და ამ შემ­თხვე­ვა­ში, არც მიც­ვა­ლე­ბუ­ლის და­ტი­რე­ბის ერ­თფე­როვ­ნე­ბას გან­ვიც­დით ქარ­თვე­ლე­ბი. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ზოგ კუ­თხე­ში გლო­ვა ერ­თგვარ თე­ატ­რა­ლი­ზე­ბულ სა­ნა­ხა­ო­ბას მო­გა­გო­ნებთ. მა­გა­ლი­თად, სა­მეგ­რე­ლო­ში მწუ­ხა­რე­ბის გამ­ძაფ­რე­ბუ­ლად გა­მო­ხატ­ვას მოტ­რა­ლი ქა­ლე­ბი კი­ვი­ლით, თმე­ბის გლე­ჯი­თა და პი­რი­სა­ხის და­კაწ­ვრით ახერ­ხებ­დნენ. ადრე ასეთ და­ტი­რე­ბას ხალ­ხის­თვის თავ­მო­სა­წო­ნი დატ­ვირ­თვა ჰქონ­და. ეს ტრა­დი­ცია თან­და­თან სა­ხეს იც­ლის, თუმ­ცა ზოგ სო­ფელ­ში მა­ინც დღემ­დე უჭირთ, რომ შე­ე­ლი­ონ თე­ატ­რა­ლი­ზე­ბულ სა­ნა­ხა­ო­ბას. და­ტი­რე­ბი­სა და, ზო­გა­დად ქელე­ხის ტრა­დი­ცია ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­სა და ფილ­მებ­შიც არის გა­შარ­ჟე­ბუ­ლი. ფილ­მი "იმე­რუ­ლი ეს­კი­ზე­ბი" გა­მახ­სენ­და - მიც­ვა­ლე­ბუ­ლის კუ­ბოს­თან და­ჩო­ქი­ლი მო­ტი­რა­ლი მო­ხუ­ცი კაცი თავ­ში ხელს მი­ნი­მუმ ორი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იშენს, უახ­ლოვ­დე­ბა მიც­ვა­ლე­ბულს, ყუ­რა­დღე­ბის მი­საქ­ცე­ვად მოთ­ქმას თან­და­თან უმა­ტებს და ხმის ტემ­ბრსაც უწევს, რომ მი­ა­ნიშ­ნოს ჭი­რი­სუფ­ლე­ბი არი­ქა, მო­მეშ­ვე­ლეთ, ამა­ყე­ნეთ ვინ­მე­მო. თუმ­ცა ვის ახ­სოვს შენი მო­ხუ­ცე­ბუ­ლი, იქვე მსხდო­მი და­თალ­ხუ­ლი ქა­ლე­ბი ჭო­რა­ო­ბით გარ­თუ­ლან.

სხვა­თა შო­რის, ნო­დარ დუმ­ბა­ძეც შე­უ­წუ­ხე­ბია ქელე­ხის უთავ­ბო­ლო­ბას და თა­ვის დრო­ზე ამ ტრა­დი­ცი­ას იუ­მო­რის­ტუ­ლი მო­თხრო­ბა "ქელე­ხი" მი­უ­ძღვნა, ყვე­ლა­ზე მე­ტად კი დაკ­რძალ­ვის პრო­ცე­სია აქვს გა­შარ­ჟე­ბუ­ლი, სა­დაც მიც­ვა­ლე­ბუ­ლის კუ­ბოს არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი - მთვრა­ლი მა­მა­კა­ცე­ბი "და­აპ­რო­წი­ა­ლე­ბენ":

"ოთხჯერ წა­უ­ჩო­ქეს გზა­ში კუ­ბოს წამღბებ­მა აღა­თი ბე­ბი­ას კუ­ბოს, სამ­ჯერ ამო­აგ­დეს კუ­ბო­დან, სამ­ჯერ ჩა­ი­ხუ­ტეს გულ­ში და სამ­ჯერ ჩა­ას­ვე­ნეს ისევ კუ­ბო­ში, ბო­ლოს, რო­გორც იქნა, მი­იყ­ვა­ნეს სა­საფ­ლა­ო­ზე. საფ­ლავს რომ თავ­ზე წა­ად­გნენ და კუ­ბოს ბაწ­რე­ბით უშ­ვებ­დნენ შიგ ერთ-ერთი კუ­ბოს წამ­ღე­ბი საფ­ლავ­ში კის­რით გა­და­ეშ­ვა"...

და­ბო­ლოს, გლო­ვის ყვე­ლა­ზე უხერ­ხუ­ლი, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი - ქელე­ხის სუფ­რა წი­ნას­წარ გა­წე­რი­ლი სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბის სიით, ეს ყო­ვე­ლი­ვე კი თა­მა­დის და­ნიშ­ვნი­დან და­წყე­ბუ­ლი გარ­დაც­ვლი­ლის სუ­ლის ხსე­ნე­ბით, მისი მე­უღ­ლის, მე­ზობ­ლე­ბის, ნა­თე­სა­ვე­ბის, გამ­პა­ტი­ოს­ნებ­ლე­ბის დღეგ­რძე­ლო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. თუ შე­ზარ­ხო­შე­ბულ­მა სუფ­რის წევ­რებ­მა დრო­ის შეგ­რძნე­ბა და­კარ­გეს, სუფ­რის ბო­ლოს, კულ­მი­ნა­ცი­ურ მო­მენ­ტში ოშ­ხი­ვა­რა­დე­ნი­ლი შილა აგ­რძნო­ბი­ნებს, რომ სახ­ლში წას­ვლის დროა.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

გოგა
0

ადამიანი გარდაიცვალა.რაც აუცილებელია ის სადღეგრძელო ისმება.რა არის ამაში ცუდი.თქმაც აღარ გინდა თუ ფეხზე ადგომა გეზარება .რა ავტობუსში ზიხარ .ცეკვა და თამაშს არავინ აპირებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქართული ქელეხის უხერხულობები - სამგლოვიარო სუფრა თავისი ნაკლითა და ღირსებით

ქართული ქელეხის უხერხულობები - სამგლოვიარო სუფრა თავისი ნაკლითა და ღირსებით

სამყაროში ორი რამ არის გარდაუვალი - სიკვდილი და გადასახადები. ეს სიტყვები ბენჟამინ ფრანკლინს ეკუთვნის და რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, სამწუხარო ჭეშმარიტებაა. თუმცა გარდაცვალებას თან ახლავს მესამე და ასევე გარდაუვალი რამ, ქელეხი - ქართული სამგლოვიარო სუფრა თავისი ნაკლითა და ღირსებით.

ქელეხის ტრადიცია საქართველოში საუკუნეებია არსებობს. დროთა განმავლობაში ეს ტრადიცია ბევრჯერ გარდაიქმნა და გადასხვაფერდა. ზოგადად, მიცვალებულის ხსოვნის პატივსაცემად გამართული პურობის ტრადიცია ადრექრისტიანული ხანიდან მოდის. საქართველოში მიღებული იყო ე.წ. "კარგაღებული" აღაპი, როდესაც მიცვალებულის სახელის პატივსაცემად გლახაკებს აპურებდნენ. გარკვეული დროის შემდეგ ამ ყოველივემ საერო ცხოვრებაში განვითარება ჰპოვა, თუმცა ქართული სამგლოვიარო სუფრა საკმაოდ თავშეკავებული და მოკრძალებული იყო - სანამ მიცვალებულს არ დაკრძალავდნენ, სუფრას არ მიუსხდებოდნენ. სუფრასთან კი მიცვალებულს მოიგონებდნენ, ჭირისუფალს ნუგეშს სცემდნენ და სუფრაც დასრულდებოდა. საბოლოო ჯამში კი ქელეხის სუფრა ერთგვარი ნუგეშისა და თანადგომის გამოხატვის საშუალება იყო.

ქელეხის ტრადიცია ჩვენმა წინაპრებმა ავად თუ კარგად შემოინახეს და ქართველები დღესაც ვცდილობთ მის შესრულებას. თუმცა სადაც კარგს ვიტყვით, იქ ცუდიც არ უნდა დავივიწყოთ. მრავალ ადამიანს, მათ შორის მორწმუნეებსაც კი მიცვალებულთა მიმართ ჩვენს მოვალეობებზე დამახინჯებული წარმოდგენა გვაქვს. ზოგს მიაჩნია, რომ სამგლოვიარო სუფრა იშვიათი საჭმელითა და მაგარი სასმელით უნდა იყოს სავსე, ან საფლავზე ძვირფასი ქვა უნდა დავდგათ, რომ ნაცნობებმა სიძუნწეში არ დაგვდონ ბრალი.

რამდენიმე თვის წინ ახალგაზრდა მეგობარი გარდამეცვალა, 25 წლის ბიჭი. ქელეხის უხერხულობა სწორედ მაშინ ვიგრძენი - გლოვას თან ახლდა გამუდმებული ფუსფუსი და მსჯელობა სუფრის თაობაზე. უხეშად რომ ვთქვათ, "მენიუს არაფერი არ უნდა დაჰკლებოდა". იქნებ ვცდები კიდეც, მაგრამ მგონია, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების, ეკონომიური პირობების გაუმჯობესებამ და ტრადიციებისადმი უყურადღებობამ ქელეხი ღრეობას უფრო დაამსგავსა, ვიდრე გარდაცვლილის სულის ცხონებისთვის ზრუნვას. იქნებ არაა ლამაზი, როცა ოჯახი და ახლობლები გლოვობენ, მავანნი კი საათობით უსხედან სუფრას და სასმელ-საჭმელს შეექცევიან. და თუკი ჭირისუფალის ეკონომიური მდგომარეობა არც თუ ისე კარგია, სულიერ ტრავმასთან ერთად მატერიალურ ზიანსაც განიცდიან. უფროსი თაობა ალბათ შემედავება, მიცვალებულის სულის ცხონებისთვის ქელეხის სუფრა აუცილებელია, თანაც ჭირისუფალთან სანუგეშოდ მოსულებს პატივისცემაც ხომ უნდათო?! რას იზამ, კაცია და გუნება.

"გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგ მისი სულის მოსახსენებლად მზადდება მოკრძალებული ქელეხი მხოლოდ უახლოესი ნათესავებისა და ახლობლებისთვის. ქელეხი არ უნდა გაგრძელდეს დიდხანს; დასაფლავების დღიდანვე საფლავზე უნდა დაიდგას მღვდლის მიერ ნაკურთხი დროებითი ჯვარი (ხის, ლითონის ან სხვა მასალის), რადგან უჯვრო საფლავს, წმიდა მამების სწავლებით, ეშმაკი ეპატრონება; თუ ადამიანი მარხვის დროს გარდაიცვალა, მხოლოდ სამარხვოსაჭმელი მზადდება",- მართლმადიდებელ ეკლესიას თუ დავეკითხებით, მიცვალებულის სულის საცხონებლად ჭირისუფალი სწორედ ასე უნდა მოიქცეს.

საქართველოს კუთხეები თავისი წეს-ჩვეულებებითა და ტრადიციებით გამოირჩევა და ამ შემთხვევაში, არც მიცვალებულის დატირების ერთფეროვნებას განვიცდით ქართველები. დასავლეთ საქართველოს ზოგ კუთხეში გლოვა ერთგვარ თეატრალიზებულ სანახაობას მოგაგონებთ. მაგალითად, სამეგრელოში მწუხარების გამძაფრებულად გამოხატვას მოტრალი ქალები კივილით, თმების გლეჯითა და პირისახის დაკაწვრით ახერხებდნენ. ადრე ასეთ დატირებას ხალხისთვის თავმოსაწონი დატვირთვა ჰქონდა. ეს ტრადიცია თანდათან სახეს იცლის, თუმცა ზოგ სოფელში მაინც დღემდე უჭირთ, რომ შეელიონ თეატრალიზებულ სანახაობას. დატირებისა და, ზოგადად ქელეხის ტრადიცია ქართულ ლიტერატურასა და ფილმებშიც არის გაშარჟებული. ფილმი "იმერული ესკიზები" გამახსენდა - მიცვალებულის კუბოსთან დაჩოქილი მოტირალი მოხუცი კაცი თავში ხელს მინიმუმ ორი წუთის განმავლობაში იშენს, უახლოვდება მიცვალებულს, ყურადღების მისაქცევად მოთქმას თანდათან უმატებს და ხმის ტემბრსაც უწევს, რომ მიანიშნოს ჭირისუფლები არიქა, მომეშველეთ, ამაყენეთ ვინმემო. თუმცა ვის ახსოვს შენი მოხუცებული, იქვე მსხდომი დათალხული ქალები ჭორაობით გართულან.

სხვათა შორის, ნოდარ დუმბაძეც შეუწუხებია ქელეხის უთავბოლობას და თავის დროზე ამ ტრადიციას იუმორისტული მოთხრობა "ქელეხი" მიუძღვნა, ყველაზე მეტად კი დაკრძალვის პროცესია აქვს გაშარჟებული, სადაც მიცვალებულის კუბოს არც მეტი, არც ნაკლები - მთვრალი მამაკაცები "დააპროწიალებენ":

"ოთხჯერ წაუჩოქეს გზაში კუბოს წამღბებმა აღათი ბებიას კუბოს, სამჯერ ამოაგდეს კუბოდან, სამჯერ ჩაიხუტეს გულში და სამჯერ ჩაასვენეს ისევ კუბოში, ბოლოს, როგორც იქნა, მიიყვანეს სასაფლაოზე. საფლავს რომ თავზე წაადგნენ და კუბოს ბაწრებით უშვებდნენ შიგ ერთ-ერთი კუბოს წამღები საფლავში კისრით გადაეშვა"...

დაბოლოს, გლოვის ყველაზე უხერხული, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი - ქელეხის სუფრა წინასწარ გაწერილი სადღეგრძელოების სიით, ეს ყოველივე კი თამადის დანიშვნიდან დაწყებული გარდაცვლილის სულის ხსენებით, მისი მეუღლის, მეზობლების, ნათესავების, გამპატიოსნებლების დღეგრძელობით დამთავრებული. თუ შეზარხოშებულმა სუფრის წევრებმა დროის შეგრძნება დაკარგეს, სუფრის ბოლოს, კულმინაციურ მომენტში ოშხივარადენილი შილა აგრძნობინებს, რომ სახლში წასვლის დროა.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 528 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი გაკეთდა ბოლო 24 საათში

"ამ ომში მთავარი იარაღია ვაქცინაცია... მდგომარეობა უფრო საშიშია, ვიდრე ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტები" - მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი

"ვაქცინაცია უნდა კეთდებოდეს გარემოში, სადაც მედიკოსები არიან და საჭირო მედიკამენტები ხელმისაწვდომია" - რას აცხადებენ ჯანმოში ქართველი მედდის გარდაცვალებაზე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"