მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3-5 წელში კიბოს გრიპივით დაამარცხებენ?!
3-5 წელში კიბოს გრიპივით დაამარცხებენ?!

კი­ბოს წი­ნა­აღ­მდეგ მკურ­ნა­ლო­ბის ახა­ლი მე­თო­დი ნა­პოვ­ნია. უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, მეც­ნი­ე­რებ­მა უკვე გან­კურ­ნეს კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, სა­სიკ­ვდი­ლოდ გან­წი­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი - გა­მოც­დი­ლი უახ­ლე­სი მე­თო­დი, სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გარ­და, ადა­მი­ა­ნის სხვა­დას­ხვა ინ­ფექ­ცი­უ­რი ავად­მყო­ფო­ბე­ბის­გან გან­კურ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც იქ­ნე­ბა. ექი­მე­ბი პროგ­ნო­ზი­რე­ბენ, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 3-5 წელ­ში, ახა­ლი მე­თო­დი სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ი­ნერ­გე­ბა და ბევ­რი ავად­მყო­ფი სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა.

კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ძა­ლი­ან სა­ი­მე­დო ნამ­დვი­ლად არაა და ამას მსოფ­ლიო მეც­ნი­ე­რე­ბიც აღი­ა­რე­ბენ, თუმ­ცა ობი­ექ­ტუ­რო­ბა მო­ი­თხოვს ით­ქვას, რომ კი­ბოს წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში, სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს, ახ­ლა­ხან კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ონ­კო­და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის უნი­კა­ლურ და მე­ტად ეფექ­ტურ მე­თოდს მი­აგ­ნეს, რო­მე­ლიც ბევრ სხვა ტი­პის ავად­მყო­ფო­ბა­საც გან­კურ­ნავს.

ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის არსი ისაა, პა­ცი­ენ­ტის იმუ­ნურ სის­ტე­მას კი­ბოს უჯრე­დებ­თან ბრძო­ლა "ას­წავ­ლონ". კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და უკი­დუ­რე­სად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცდე­ბი უკვე ჩა­ტარ­და - ექ­სპე­რი­მენ­ტმა აჩ­ვე­ნა, რომ ახა­ლი მე­თო­დი იმა­ზე ეფექ­ტუ­რია, ვიდ­რე ექი­მე­ბი ელოდ­ნენ.

ნიკ უილ­კინსს ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი 4 წლის ასაკ­ში და­უს­ვეს, სამ­წუ­ხა­როდ, ბი­ჭუ­ნას ვერც ქი­მი­თო­ე­რა­პი­ამ უშ­ვე­ლა და ვერც დო­ნო­რი დის ძვლის ტვი­ნის გა­და­ნერგვამ. 14 წლის ასაკ­ში გა­ირ­კვა, რომ მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ავად­მყო­ფო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ უძ­ლუ­რი იყო, ექი­მებ­მა ფარ-ხმა­ლი და­ყა­რეს და ნი­კის მშობ­ლე­ბი გა­აფრ­თხი­ლეს, რომ ბიჭს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თვის სი­ცო­ცხლე დარ­ჩე­ნო­და. რად­გან ბიჭი სა­სიკ­ვდი­ლოდ იყო გან­წი­რუ­ლი, დედ-მა­მამ გა­და­წყვი­ტა, უკა­ნას­კნე­ლი შან­სი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა და ნიკი პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ მკურ­ნა­ლო­ბის ექ­სპე­რი­მენ­ტულ პროგ­რა­მა­ში ჩა­ერ­თოთ. ექ­სპე­რი­მენ­ტში, ნი­კის გარ­და, 20 ახალ­გაზ­რდა პა­ცი­ენ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ნიკ­მა მათ­თან ერ­თად მკურ­ნა­ლო­ბის ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი კურ­სი ფი­ლა­დელ­ფი­ის ბავ­შვთა კლი­ნი­კა­ში გა­ი­ა­რა. მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, ექი­მე­ბის ან­გა­რიშ­ში კი წე­რია: "ექ­სპე­რი­მენ­ტი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. სა­ო­ცა­რია - 21 პა­ცი­ენ­ტი­დან 18 სრუ­ლად გა­ნი­კურ­ნა მკურ­ნა­ლო­ბის ერთი კურ­სის მერე. ნიკ უილ­კინ­სი კი, სრუ­ლად გა­ნი­კურ­ნა კლი­ნი­კა­ში დაწ­ვე­ნი­დან 2 თვის თავ­ზე". ახა­ლი თე­რა­პია და­ფუძ­ნე­ბუ­ლია პა­ცი­ენ­ტის იმუ­ნურ სის­ტე­მის T-უჯრე­დებ­ზე. ექი­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შე­დე­გად, მე­თო­დი შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნერ­გოს ნე­ბის­მი­ერ სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში, მკურ­ნა­ლო­ბის არსი კი შემ­დე­გია: ექი­მე­ბი პა­ცი­ენ­ტის ორ­გა­ნიზ­მი­დან იმუ­ნურ თ-უჯრე­დებს იღე­ბენ და მათ ახა­ლი გე­ნე­ბის შეყ­ვა­ნით აპ­როგ­რა­მე­ბენ, მო­ფი­დი­ცი­რე­ბუ­ლი უჯრე­დე­ბი კი "ეძე­ბენ" კი­ბოს უჯრე­დებს ანუ პა­ცი­ენ­ტის იმუ­ნუ­რი T-უჯრე­დე­ბი იძე­ნენ თვი­სე­ბას - აღ­მო­ა­ჩი­ნონ და თავს და­ეს­ხან სიმ­სივ­ნურ უჯრე­დებს. დაპ­როგ­რა­მე­ბის შემ­დეგ, T-უჯრე­დებს კვლავ პა­ცი­ენ­ტის ორ­გა­ნიზ­მში ნერ­გა­ვენ, სა­დაც ყო­ვე­ლი დაპ­როგ­რა­მე­ბუ­ლი T-უჯრე­დი ახალ გე­ნე­ტი­კურ თვი­სე­ბას 10 000 სხვა უჯრედს ანი­ჭებს და ამ­გვა­რად პა­ცი­ენ­ტის ორ­გა­ნიზ­მში წარ­მო­ი­შო­ბა დიდი რა­ო­დე­ნო­ბის "მო­ნა­დი­რე უჯრე­დე­ბი", რომ­ლე­ბიც ანად­გუ­რე­ბენ კი­ბოს უჯრე­დებს. ფაქ­ტობ­რი­ვად, მეც­ნი­ე­რებ­მა იმუ­ნი­ტეტს "ას­წავ­ლეს" სიმ­სივ­ნურ უჯრე­დებ­თან ბრძო­ლა ისე, რო­გორც გა­ცი­ე­ბა­სა თუ გრი­პთან... პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმპტო­მე­ბის ფონ­ზე წა­რი­მარ­თა: ორ­გა­ნიზ­მში მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი T-უჯრე­დე­ბის შეყ­ვა­ნის შემ­დეგ, კი­ბოს უჯრე­დებ­თან აქ­ტი­უ­რი ბრძო­ლი­სას, მო­ხა­ლი­სე­ებს ახა­სი­ა­თებ­დათ მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა, სი­სუს­ტე... ამ დროს ისი­ნი მო­თავ­სე­ბულ­ნი იყ­ვნენ ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში - ნი­კუ­ილ­კინსმა იქ სრუ­ლი დღე-ღამე გა­ა­ტა­რა; ექი­მე­ბის თქმით კი, ეს ნიშ­ნე­ბი არა­ფე­რია იმ გვერ­დით მოვ­ლე­ნებ­თან შე­და­რე­ბით, რაც ონ­კო­და­ა­ვა­დე­ბუ­ლებს ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის დროს აღე­ნიშ­ნე­ბათ ან ძვლის ტვი­ნის გა­და­ნერგვას ახ­ლავს.

თე­ო­რი­უ­ლად, კი­ბოს წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ახა­ლი მე­თო­დი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­დეს ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის კი­ბოს წი­ნა­აღ­მდეგ, თა­ნაც ნე­ბის­მი­ერ სტა­დი­ა­ზე, ასე­ვე ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და მძი­მე ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის სამ­კურ­ნა­ლო­დაც. ახა­ლი მე­თო­დის ეფექ­ტუ­რო­ბა კი­დევ ერთი ფაქ­ტით დამ­ტკიც­და: გარ­და იმი­სა, რომ ნიკ უილ­კინსს მკურ­ნა­ლო­ბის 2 თვის თავ­ზე სის­ხლში კი­ბოს არც ერთი უჯრე­დი არ აღ­მო­აჩ­ნდა, დად­გინ­და, რომ: სიმ­სივ­ნურ უჯრე­დებ­თან ბრძო­ლის შემ­დეგ, გე­ნე­ტი­კუ­რად მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი T-უჯრე­დე­ბი გა­დარ­ჩნენ და მათ შე­უძ­ლი­ათ იარ­სე­ბონ პა­ცი­ენ­ტის სის­ხლში მი­ნი­მუმ 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ნიშ­ნავს, რომ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ცი­ენ­ტი და­ცუ­ლია და­ა­ვა­დე­ბის რე­ცი­დი­ვის­გან (ავად­მყო­ფო­ბის გა­მე­ო­რე­ბა). კი­ბოს წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე კლი­ნი­კუ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი მხო­ლოდ 2010 წლი­დან ტარ­დე­ბა და მას შემ­დეგ "ჩამ­ქრალ­მა" და­ა­ვა­დე­ბამ თით­ზე­ჩა­მო­სათ­ვლელ შემ­თხვე­ვებ­ში გა­იღ­ვი­ძა, სტა­ტის­ტი­კა კი ასე­თია: 12 სრუ­ლი­ად გან­კურ­ნე­ბუ­ლი ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი­დან, მხო­ლოდ ერთს ჰქონ­და ავად­მყო­ფო­ბის რე­ცი­დი­ვი; აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი თ-უჯრე­დე­ბის თე­რა­პი­ის შემ­დეგ "შებ­რუ­ნე­ბუ­ლი" და­ა­ვა­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბას გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და ამ ფონ­ზე, რა გა­საკ­ვი­რია, მსოფ­ლიო მეც­ნი­ე­რე­ბის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა.

დოქ­ტო­რი რენე ბრენ­ტე­ნი ყვე­ბა: "15 წლის წინ, ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, მიკ­როს­კოპ­ში ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, რო­გორ ხო­ცავ­და მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი თ-უჯრე­დე­ბი კი­ბოს უჯრე­დებს. ეს ნამ­დვი­ლი სას­წა­უ­ლი იყო, ჩემს სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და, რო­დე­საც მღრღნე­ლებ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტიც წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და... არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­საც ძვლის ტვინ­ში კი­ბოს უამ­რა­ვი უჯრე­დი ჰქონ­და - იგი სა­სიკ­ვდი­ლოდ იყო გან­წი­რუ­ლი, და­ა­ვა­დე­ბას ვე­რაფ­რით ვა­მარ­ცხებ­დით და ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ჩავ­რთეთ ექ­სპე­რი­მენ­ტში... რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ კი, რო­დე­საც მიკ­როს­კო­პით და­ვაკ­ვირ­დი, თვა­ლებს ვერ და­ვუ­ჯე­რე - ათას­ჯერ გა­და­ვა­მოწ­მე და ძვლის ტვინ­ში კი­ბოს ვერც ერთი უჯრე­დი ვერ აღ­მო­ვა­ჩი­ნე. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბის­გან შევ­კივ­ლე - ღმერ­თო, ეს ხომ ფან­ტას­ტი­კაა! არ და­მა­ვი­წყდე­ბა მისი აც­რემ­ლე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი - სიკ­ვდილს შე­გუ­ე­ბულს ვუ­თხა­რით რომ სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი იყო და შე­ეძ­ლო ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს დაბ­რუ­ნე­ბო­და. ეს ნამ­დვი­ლი სას­წა­უ­ლი იყო!"

კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის ახა­ლი მე­თო­დი დღეს ნე­ბა­დარ­თუ­ლია მხო­ლოდ ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი პროგ­რა­მე­ბის სა­ხით, სა­დაც სულ უფრო მეტი პა­ცი­ენ­ტი ერ­თვე­ბა და ექ­სპე­რი­მენ­ტის ეფექ­ტუ­რო­ბაც დღი­თი­დღე სარ­წმუ­ნო ხდე­ბა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 3-5 წლის შემ­დეგ ეს უნი­კა­ლუ­რი მე­თო­დი მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში, არა­ერთ კლი­ნი­კა­ში, ჩვე­უ­ლებ­რივ, წარ­მა­ტე­ბულ პრაქ­ტი­კად და­ი­ნერ­გე­ბა.

ნინო ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ვერ­სია"

3-5 წელში კიბოს გრიპივით დაამარცხებენ?!

3-5 წელში კიბოს გრიპივით დაამარცხებენ?!

კიბოს წინააღმდეგ მკურნალობის ახალი მეთოდი ნაპოვნია. უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით, მეცნიერებმა უკვე განკურნეს კიბოთი დაავადებული, სასიკვდილოდ განწირული ადამიანი - გამოცდილი უახლესი მეთოდი, სიმსივნური დაავადებების გარდა, ადამიანის სხვადასხვა ინფექციური ავადმყოფობებისგან განკურნების საშუალებაც იქნება. ექიმები პროგნოზირებენ, რომ დაახლოებით 3-5 წელში, ახალი მეთოდი სამედიცინო პრაქტიკაში ოფიციალურად დაინერგება და ბევრი ავადმყოფი სრულად გამოჯანმრთელდება.

კიბოს მკურნალობის თანამედროვე საშუალებები ძალიან საიმედო ნამდვილად არაა და ამას მსოფლიო მეცნიერებიც აღიარებენ, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში, სპეციალისტებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს, ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ონკოდაავადებების მკურნალობის უნიკალურ და მეტად ეფექტურ მეთოდს მიაგნეს, რომელიც ბევრ სხვა ტიპის ავადმყოფობასაც განკურნავს.

ახალი ტექნოლოგიის არსი ისაა, პაციენტის იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედებთან ბრძოლა "ასწავლონ". კიბოთი დაავადებული და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მკურნალობის პირველი წარმატებული ცდები უკვე ჩატარდა - ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ახალი მეთოდი იმაზე ეფექტურია, ვიდრე ექიმები ელოდნენ.

ნიკ უილკინსს ლეიკემიის დიაგნოზი 4 წლის ასაკში დაუსვეს, სამწუხაროდ, ბიჭუნას ვერც ქიმითოერაპიამ უშველა და ვერც დონორი დის ძვლის ტვინის გადანერგვამ. 14 წლის ასაკში გაირკვა, რომ მკურნალობის ყველა არსებული საშუალება ავადმყოფობის წინააღმდეგ უძლური იყო, ექიმებმა ფარ-ხმალი დაყარეს და ნიკის მშობლები გააფრთხილეს, რომ ბიჭს მხოლოდ რამდენიმე თვის სიცოცხლე დარჩენოდა. რადგან ბიჭი სასიკვდილოდ იყო განწირული, დედ-მამამ გადაწყვიტა, უკანასკნელი შანსი გამოეყენებინა და ნიკი პენსილვანიის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ მკურნალობის ექსპერიმენტულ პროგრამაში ჩაერთოთ. ექსპერიმენტში, ნიკის გარდა, 20 ახალგაზრდა პაციენტი მონაწილეობდა. ნიკმა მათთან ერთად მკურნალობის ექსპერიმენტული კურსი ფილადელფიის ბავშვთა კლინიკაში გაიარა. მკურნალობის შემდეგ, ექიმების ანგარიშში კი წერია: "ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა. საოცარია - 21 პაციენტიდან 18 სრულად განიკურნა მკურნალობის ერთი კურსის მერე. ნიკ უილკინსი კი, სრულად განიკურნა კლინიკაში დაწვენიდან 2 თვის თავზე". ახალი თერაპია დაფუძნებულია პაციენტის იმუნურ სისტემის T-უჯრედებზე. ექიმების შესაბამისი კვალიფიკაციის შედეგად, მეთოდი შეიძლება დაინერგოს ნებისმიერ სამედიცინო ცენტრში, მკურნალობის არსი კი შემდეგია: ექიმები პაციენტის ორგანიზმიდან იმუნურ თ-უჯრედებს იღებენ და მათ ახალი გენების შეყვანით აპროგრამებენ, მოფიდიცირებული უჯრედები კი "ეძებენ" კიბოს უჯრედებს ანუ პაციენტის იმუნური T-უჯრედები იძენენ თვისებას - აღმოაჩინონ და თავს დაესხან სიმსივნურ უჯრედებს. დაპროგრამების შემდეგ, T-უჯრედებს კვლავ პაციენტის ორგანიზმში ნერგავენ, სადაც ყოველი დაპროგრამებული T-უჯრედი ახალ გენეტიკურ თვისებას 10 000 სხვა უჯრედს ანიჭებს და ამგვარად პაციენტის ორგანიზმში წარმოიშობა დიდი რაოდენობის "მონადირე უჯრედები", რომლებიც ანადგურებენ კიბოს უჯრედებს. ფაქტობრივად, მეცნიერებმა იმუნიტეტს "ასწავლეს" სიმსივნურ უჯრედებთან ბრძოლა ისე, როგორც გაციებასა თუ გრიპთან... პაციენტების მკურნალობა განსაკუთრებული სიმპტომების ფონზე წარიმართა: ორგანიზმში მოდიფიცირებული T-უჯრედების შეყვანის შემდეგ, კიბოს უჯრედებთან აქტიური ბრძოლისას, მოხალისეებს ახასიათებდათ მაღალი ტემპერატურა, სისუსტე... ამ დროს ისინი მოთავსებულნი იყვნენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში - ნიკუილკინსმა იქ სრული დღე-ღამე გაატარა; ექიმების თქმით კი, ეს ნიშნები არაფერია იმ გვერდით მოვლენებთან შედარებით, რაც ონკოდაავადებულებს ქიმიოთერაპიის დროს აღენიშნებათ ან ძვლის ტვინის გადანერგვას ახლავს.

თეორიულად, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ახალი მეთოდი შეიძლება გამოიყენებოდეს ყველა სახეობის კიბოს წინააღმდეგ, თანაც ნებისმიერ სტადიაზე, ასევე ინფექციური დაავადებებისა და მძიმე ინტოქსიკაციის სამკურნალოდაც. ახალი მეთოდის ეფექტურობა კიდევ ერთი ფაქტით დამტკიცდა: გარდა იმისა, რომ ნიკ უილკინსს მკურნალობის 2 თვის თავზე სისხლში კიბოს არც ერთი უჯრედი არ აღმოაჩნდა, დადგინდა, რომ: სიმსივნურ უჯრედებთან ბრძოლის შემდეგ, გენეტიკურად მოდიფიცირებული T-უჯრედები გადარჩნენ და მათ შეუძლიათ იარსებონ პაციენტის სისხლში მინიმუმ 3 წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში პაციენტი დაცულია დაავადების რეციდივისგან (ავადმყოფობის გამეორება). კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ტექნოლოგიაზე კლინიკური ექსპერიმენტები მხოლოდ 2010 წლიდან ტარდება და მას შემდეგ "ჩამქრალმა" დაავადებამ თითზეჩამოსათვლელ შემთხვევებში გაიღვიძა, სტატისტიკა კი ასეთია: 12 სრულიად განკურნებული ზრდასრული ადამიანიდან, მხოლოდ ერთს ჰქონდა ავადმყოფობის რეციდივი; აღსანიშნავია ისიც, რომ მოდიფიცირებული თ-უჯრედების თერაპიის შემდეგ "შებრუნებული" დაავადება მკურნალობას გაცილებით ადვილად ექვემდებარება და ამ ფონზე, რა გასაკვირია, მსოფლიო მეცნიერების აღფრთოვანება.

დოქტორი რენე ბრენტენი ყვება: "15 წლის წინ, ლაბორატორიაში, მიკროსკოპში ვაკვირდებოდი, როგორ ხოცავდა მოდიფიცირებული თ-უჯრედები კიბოს უჯრედებს. ეს ნამდვილი სასწაული იყო, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მღრღნელებზე ჩატარებული ექსპერიმენტიც წარმატებით დასრულდა... არასოდეს დამავიწყდება პაციენტი, რომელსაც ძვლის ტვინში კიბოს უამრავი უჯრედი ჰქონდა - იგი სასიკვდილოდ იყო განწირული, დაავადებას ვერაფრით ვამარცხებდით და ერთ-ერთი პირველი ჩავრთეთ ექსპერიმენტში... რამდენიმე თვის შემდეგ კი, როდესაც მიკროსკოპით დავაკვირდი, თვალებს ვერ დავუჯერე - ათასჯერ გადავამოწმე და ძვლის ტვინში კიბოს ვერც ერთი უჯრედი ვერ აღმოვაჩინე. აღფრთოვანებისგან შევკივლე - ღმერთო, ეს ხომ ფანტასტიკაა! არ დამავიწყდება მისი აცრემლებული თვალები - სიკვდილს შეგუებულს ვუთხარით რომ სრულიად ჯანმრთელი იყო და შეეძლო ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაბრუნებოდა. ეს ნამდვილი სასწაული იყო!"

კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი დღეს ნებადართულია მხოლოდ ექსპერიმენტული პროგრამების სახით, სადაც სულ უფრო მეტი პაციენტი ერთვება და ექსპერიმენტის ეფექტურობაც დღითიდღე სარწმუნო ხდება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 3-5 წლის შემდეგ ეს უნიკალური მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, არაერთ კლინიკაში, ჩვეულებრივ, წარმატებულ პრაქტიკად დაინერგება.

ნინო ლურსმანაშვილი

გაზეთი "ვერსია"

"ამაზე პირველად ვლაპარაკობ... ყველაფერი ბუნებრივად მოხდა" - "ჩცდ"-ს მსახიობების გადასაღებ მოედანზე დაწყებული სიყვარულის ამბავი

ახალგაზრდა ფერმერი საგარეჯოდან, რომელიც უდაბნოს ახალ სიცოცხლეს ჩუქნის - "შეზღუდვებმა ბევრი პრობლემა შემიქმნა"

"ეს დაავადება 25 საუკუნე ანადგურებდა კაცობრიობას..." - ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე ვაქცინაციის მნიშვნელობაზე