პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უშიკიშვილი: "მიხსნიდნენ, პირადად ღარიბაშვილის მოთხოვნაა, სამსახურიდან გაგანთავისუფლოთო"
 უშიკიშვილი: "მიხსნიდნენ, პირადად ღარიბაშვილის მოთხოვნაა, სამსახურიდან გაგანთავისუფლოთო"

"ასე რომ, მე­გობ­რე­ბო, აღარ ვარ ფოლკ­ლო­რის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი. მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი მნიშ­ვე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი­სა, გა­მა­თა­ვი­სუფ­ლა ბა­ტონ­მა მი­ნის­ტრმა მხო­ლოდ იმ მი­ზე­ზით, რომ წე­რილ­ზე ხე­ლის მო­წე­რას თავი ავა­რი­დე. ოღონდ აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ხელი მხო­ლოდ იმი­ტომ ვერ მო­ვა­წე­რე, რომ შე­ბუ­ლე­ბა­ში ვარ :))) აჰა, ასე აღად­გი­ნა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვილ­მა. არა­უ­შავს, ეს და­სა­წყი­სია დიდი ბრძო­ლის. მად­ლო­ბა ყვე­ლას მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის" - ეს სი­ტყვე­ბი გი­ორ­გი უში­კიშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა…

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვად გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა:

- გუ­შინ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­დან იყო იუ­რის­ტი ჩემ­თან, რო­მელ­მაც მი­თხრა რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის - ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი უნდა მო­აბ­რძა­ნონ ფოლკ­ლო­რის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რა­დო... მიხ­სნიდ­ნენ, პი­რა­დად ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მო­თხოვ­ნაა თქვენ სამ­სა­ხუ­რი­დან გა­გან­თა­ვი­სუფ­ლო­თო. თუ შე­ნით და­წერ გან­ცხა­დე­ბას კარ­გი იქ­ნე­ბა, თა­ვი­დან ავი­რი­დებთ უხერ­ხუ­ლო­ბებს, თუ არა და, მა­შინ რა­ღაც დე­ბუ­ლე­ბას შე­გიც­ვლით, შე­იძ­ლე­ბა ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ა­შიც და­გი­ბა­რონ და შენ გა­წყობს ესე­თე­ბიო? რა თქმა უნდა, ეს ადა­მი­ა­ნი უა­რით გა­ვის­ტუმ­რე. დღეს კი გა­მოჩ­ნდა ასე­თი აბ­სურ­დუ­ლი ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა, თით­ქოს თავი ავა­რი­დე რა­ღაც დო­კუ­მენტზე ხელი მო­მე­წე­რა. არა­და ხელს რო­გორ მო­ვა­წერ­დი, როცა დღე­საც კი შვე­ბუ­ლე­ბა­ში ვარ?! ამი­ტო­მაც ჩემ­მა მო­ად­გი­ლემ მო­ა­წე­რა დო­კუ­მენტს ხელი. მე მკურ­ნა­ლო­ბას ვა­პი­რებ­დი და ამის გამო უხელ­ფა­სო შვე­ბუ­ლე­ბა ავი­ღე. ცხვი­რის ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბას ვგეგ­მავ­დი თურ­ქეთ­ში. დო­კუ­მენტზე ხე­ლის არ მო­წე­რა იყო მი­ზე­ზი თით­ქოს­და ჩემი გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის, მაგ­რამ იქ სხვა მი­ზე­ზე­ბია. დავ­წე­რე კი­დეც" ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვილ­მა ასე "აღად­გი­ნა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა" -მეთ­ქი. ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლი ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბი­დან მებ­რძვის.

- რა­ტომ?

- ეს თა­ო­ბებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბაა. იგი არ ეთან­ხმე­ბა ჩემ საქ­მი­ა­ნო­ბას. არ მოვ­წონ­ვარ, იმი­ტომ რომ ასე ვთქვათ, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ვა­ზე­ლი­ნი არ მაქვს. თა­ვის დრო­ზე მან და­მი­ბა­რა და მი­თხრა, ქარ­თულ ფოლკ­ლორ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა მე­კი­თხე­ბა აზრს და შენ რას წარ­მო­ად­გენ, სა­ერ­თოდ არა­ფერს რომ არ მე­კი­თხე­ბიო?!... რა­ტომ უნდა შევ­კი­თხვო­დი აზრს, რო­დე­საც მე ფოლკ­ლო­რის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი ვი­ყა­ვი და თა­ვად ვი­ღებ­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას?! ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვი­ლის­თვის რა­ტომ უნდა მე­კი­თხა აზრი, რო­დე­საც იქ ეთერ თა­თა­რა­ი­ძე მყავ­და?!

იხი­ლეთ სტა­ტია ვრცლად Kvirispalitra.ge-ზე

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

უშიკიშვილი: "მიხსნიდნენ, პირადად ღარიბაშვილის მოთხოვნაა, სამსახურიდან გაგანთავისუფლოთო"

 უშიკიშვილი: "მიხსნიდნენ, პირადად ღარიბაშვილის მოთხოვნაა, სამსახურიდან გაგანთავისუფლოთო"

"ასე რომ, მეგობრებო, აღარ ვარ ფოლკლორის ცენტრის დირექტორი. მიუხედავად ბევრი მნიშველოვანი პროექტისა, გამათავისუფლა ბატონმა მინისტრმა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ წერილზე ხელის მოწერას თავი ავარიდე. ოღონდ აღსანიშნავია, რომ ხელი მხოლოდ იმიტომ ვერ მოვაწერე, რომ შებულებაში ვარ :))) აჰა, ასე აღადგინა სამართლიანობა ანზორ ერქომაიშვილმა. არაუშავს, ეს დასაწყისია დიდი ბრძოლის. მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის" - ეს სიტყვები გიორგი უშიკიშვილმა საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა…

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავად გიორგი უშიკიშვილი გვესაუბრა:

- გუშინ კულტურის სამინისტროდან იყო იურისტი ჩემთან, რომელმაც მითხრა რომ პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებაა, ერქომაიშვილი უნდა მოაბრძანონ ფოლკლორის ცენტრის დირექტორადო... მიხსნიდნენ, პირადად ირაკლი ღარიბაშვილის მოთხოვნაა თქვენ სამსახურიდან გაგანთავისუფლოთო. თუ შენით დაწერ განცხადებას კარგი იქნება, თავიდან ავირიდებთ უხერხულობებს, თუ არა და, მაშინ რაღაც დებულებას შეგიცვლით, შეიძლება ფინანსურ პოლიციაშიც დაგიბარონ და შენ გაწყობს ესეთებიო? რა თქმა უნდა, ეს ადამიანი უარით გავისტუმრე. დღეს კი გამოჩნდა ასეთი აბსურდული ბრძანებულება, თითქოს თავი ავარიდე რაღაც დოკუმენტზე ხელი მომეწერა. არადა ხელს როგორ მოვაწერდი, როცა დღესაც კი შვებულებაში ვარ?! ამიტომაც ჩემმა მოადგილემ მოაწერა დოკუმენტს ხელი. მე მკურნალობას ვაპირებდი და ამის გამო უხელფასო შვებულება ავიღე. ცხვირის ოპერაციის გაკეთებას ვგეგმავდი თურქეთში. დოკუმენტზე ხელის არ მოწერა იყო მიზეზი თითქოსდა ჩემი განთავისუფლების, მაგრამ იქ სხვა მიზეზებია. დავწერე კიდეც,, ანზორ ერქომაიშვილმა ასე "აღადგინა სამართლიანობა" -მეთქი. ანზორ ერქომაიშვილი ჯერ კიდევ ბავშვობიდან მებრძვის.

- რატომ?

- ეს თაობებს შორის დაპირისპირებაა. იგი არ ეთანხმება ჩემ საქმიანობას. არ მოვწონვარ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, დიდი რაოდენობით ვაზელინი არ მაქვს. თავის დროზე მან დამიბარა და მითხრა, ქართულ ფოლკლორთან დაკავშირებით ყველა მეკითხება აზრს და შენ რას წარმოადგენ, საერთოდ არაფერს რომ არ მეკითხებიო?!... რატომ უნდა შევკითხვოდი აზრს, როდესაც მე ფოლკლორის ცენტრის დირექტორი ვიყავი და თავად ვიღებდი გადაწყვეტილებას?! ანზორ ერქომაიშვილისთვის რატომ უნდა მეკითხა აზრი, როდესაც იქ ეთერ თათარაიძე მყავდა?!

იხილეთ სტატია ვრცლად Kvirispalitra.ge-ზე

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია