კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰომოსექსუალური სცენები და ორალური სექსის დეტალური აღწერა VI კლასელთა კლასგარეშე საკითხავში - სკანდალი 147-ე სკოლაში
ჰომოსექსუალური სცენები და ორალური სექსის დეტალური აღწერა VI კლასელთა კლასგარეშე საკითხავში - სკანდალი 147-ე სკოლაში

"როცა სა­ღა­მო­ო­ბით მუხ­ლებ­ზე მდგა­რი, ფიქ­რებ­ში ფე­ხებ­ზე ვეხ­ვე­ვი, ამ ფე­ხე­ბის სიმ­კვრი­ვე მა­ო­ცებს, მაბ­ნევს და ერ­თმა­ნეთ­ში მე­რე­ვა. და მო­გო­ნე­ბა, რო­მელ­საც ჩემი ღა­მე­ე­ბის სა­ძო­ვარს სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუთ­მობ, შენ­ზეა, უძ­რა­ვად რომ იწე­ქი, ვიდ­რე გე­ფე­რე­ბო­დი; და მხო­ლოდ შენი ამ­დგა­რი, მო­ცახ­ცა­ხე ასო მეჭ­რე­ბო­და ხა­ხა­ში იმ მა­წან­წა­ლას მო­უ­ლოდ­ნე­ლი გამ­ხე­ცე­ბით, რო­მე­ლიც შლა­პის ქინ­ძის­თა­ვით იჩხვლეტს გულ-მკერ­დზე სის­ხლი­ან ხორ­ცმეტს; შენ არც ინ­ძრე­ო­დი, არც გე­ძი­ნა, არც ოც­ნე­ბობ­დი, სა­დღაც შორს იყა­ვი, უმოძ­რაო და გა­ფით­რე­ბუ­ლი, გა­შო­ტი­ლი იყა­ვი გა­ნი­ერ სა­წოლ­ზე, რო­მე­ლიც ზღვის ზე­და­პირ­ზე მო­ტივ­ტი­ვე კუ­ბოს ჰგავ­და".

ეს არის ამო­ნა­რი­დი მე-20 სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი ფრან­გი მწერ­ლი­სა და დრა­მა­ტურ­გის, ჟან ჟე­ნეს ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნი­დან "ყვა­ვი­ლე­ბის ღვთის­მშო­ბე­ლი", რო­მე­ლიც ქა­ლაქ თბი­ლი­სის 147-ე სკო­ლის VI კლა­სის ერთ-ერთ მოს­წავ­ლეს პრო­ექ­ტის "ვი­სა­უბ­როთ წიგ­ნებ­ზე" ფარ­გლებ­ში კლას­გა­რე­შე სა­კი­თხა­ვად სახ­ლში გა­ა­ტა­ნეს. მოს­წავ­ლე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის, მამა და­ვით ლა­სუ­რაშ­ვი­ლის 11 წლის შვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. Ambebi.ge დე­კა­ნოზ და­ვით ლა­სუ­რაშ­ვილს ესა­უბ­რა:

- რო­გორ მოხ­ვდა ეს წიგ­ნი თქვენს ოჯახ­ში და რამ გა­მო­იწ­ვია თქვე­ნი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა?

- მიმ­დი­ნა­რე წლის 5 ნო­ემ­ბერს 147-ე სკო­ლა­ში და­ა­რი­გეს კლას­გა­რე­შე სა­კი­თხა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც მე-6 კლა­სელ მოს­წავ­ლე­ებს შეხ­ვდათ. ჩემს შვილს ჟან ჟე­ნეს რო­მა­ნი "ყვა­ვი­ლე­ბის ღვთის­მშო­ბე­ლი" შეხ­ვდა. ვიდ­რე ბავ­შვი წიგ­ნის წა­კი­თხვას და­ი­წყებ­და, ვნა­ხე გა­რე­კა­ნი, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ჟენე ბავ­შვო­ბი­დან აწყდე­ბო­და გარ­კვე­ულ სიძ­ნე­ლე­ებს, 15 წლის მოხ­ვდა არას­რულ­წლო­ვან დამ­ნა­შა­ვე­თა კო­ლო­ნი­ა­ში, სა­დაც პირ­ვე­ლი ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო. ანუ ამ ადა­მი­ან­მა და­წე­რა ის, რაც ნახა და გა­ნი­ცა­და. მხო­ლოდ ერთი გვერ­დი წა­ვი­კი­თხე და საკ­მა­ოდ ლე­გი­ტი­მუ­რი აღელ­ვე­ბა გა­მოვ­ხა­ტე. წიგნ­ში ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლუ­რი სცე­ნე­ბი და ორა­ლუ­რი სექ­სის დე­ტა­ლუ­რი აღ­წე­რაა. მივ­მარ­თე სკო­ლის დი­რექ­ცი­ას. აღ­მოჩ­ნდა, რომ წინა სა­ღა­მოს პე­და­გო­გებს და­უ­რი­გეს სხვა­დას­ხვა მწერ­ლე­ბის წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც 40-50 ბავ­შვს უნდა წა­ე­კი­თხა და მომ­დევ­ნო დღეს ისი­ნი ერ­თად ისა­უბ­რებ­დნენ წა­კი­თხუ­ლის შე­სა­ხებ. ეს წიგ­ნე­ბი პრო­ექტ "ვი­სა­უბ­როთ წიგ­ნებ­ზე" ფარ­გლებ­ში და­ი­ბეჭ­და. ამას­თან ერ­თად, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ბავ­შვებს წა­კი­თხუ­ლის მი­ხედ­ვით 500 სი­ტყვი­ა­ნი ესსე უნდა და­ე­წე­რათ და ამა­ვე დროს ში­ნა­არ­სი ფურ­ცელ­ზე ნა­ხა­ტის სა­ხით წარ­მო­ედ­გი­ნათ. ეს წიგ­ნი რომ ჩემს მე­ექ­ვსეკ­ლა­სელ შვილს წა­ე­კი­თხა, ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რა უნდა და­ე­ხა­ტა ან რაზე უნდა ესა­უბ­რა სხვე­ბის თან­დას­წრე­ბით. გა­ვარ­კვი­ეთ, რომ სხვა მე­ექ­ვსეკ­ლა­სე­ლებს ეს წიგ­ნი არ შეხ­ვედ­რია, ზოგს პეპი გრძე­ლი წინ­და შეხ­ვდა, ზოგს გი­უნ­ტერ გრა­ფის "დე­და­ლი ვირ­თაგ­ვა", სა­დაც ბიბ­ლი­ი­სა და წმინ­და­ნე­ბის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ტექ­სტე­ბია,"- იხ­სე­ნებს მამა და­ვით ლა­სუ­რაშ­ვი­ლი.

- პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­თან და­კავ­ში­რე­ბა თუ სცა­დეთ და რა პა­სუ­ხი გაგ­ცათ?

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნელ მაია ჩი­ტა­ი­ას ვე­სა­უბ­რე. ჩი­ტა­ი­ამ პრო­ექ­ტის მიზ­ნად ბავ­შვე­ბის­თვის წიგ­ნე­ბის შეყ­ვა­რე­ბა და­ა­სა­ხე­ლა და გა­და­მა­მი­სა­მარ­თა ხა­თუ­ნა ცხა­და­ძეს­თან, რო­მელ­საც პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სკო­ლებ­ში და­სა­რი­გე­ბე­ლი წიგ­ნე­ბის შერ­ჩე­ვა ევა­ლე­ბო­და. ცხა­და­ძემ მი­თხრა, რომ ჟან ჟე­ნეს წიგ­ნი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის ხელ­ში შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა, ვი­ნა­ი­დან წიგ­ნე­ბი წინა დღეს მცი­რე დრო­ში და­ა­რი­გეს და პე­და­გო­გებს დროც კი არ ჰქონ­დათ გას­ცნო­ბოდ­ნენ ლი­ტე­რა­ტუ­რა­სო.

ეს პრო­ექ­ტი სა­კუ­თარ ფეს­ვებ­ზე უა­რის თქმის პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლია, ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­ყვნა სურთ, რად­გან გარ­ყვნი­ლი ადა­მი­ა­ნი ად­ვი­ლი სა­მარ­თა­ვია. მე ჩემს შვილს სკო­ლა­ში გა­ნათ­ლე­ბი­სა და ზნე­ო­ბის სას­წავ­ლად ვაგ­ზავ­ნი, და არა უზ­ნე­ო­ბის გა­საც­ნო­ბად. ამე­რი­კის სკო­ლებ­შიც კი სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა სკო­ლებ­ში მხო­ლოდ მა­ღალ კლა­სებ­ში და მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლე­ბის ნე­ბარ­თვის შემ­დეგ ის­წავ­ლე­ბა. ახ­ლა­ვე თუ არ ამო­ვი­ღეთ ხმა, ცუდ შე­დე­გამ­დე მი­ვალთ. ამ თე­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა მო­ვი­ძიე ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ევ­რო­კავ­ში­რი აპი­რებს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზის შექ­მნას, სა­დაც ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის­თვის გა­წე­რი­ლი იქ­ნე­ბა, რომ თუ მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი აღ­მოჩ­ნდე­ბა არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის მქო­ნე, მშო­ბელს მისი ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ­თან მიყ­ვა­ნის უფ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბა. თურ­მე ეს და­ა­ვა­დე­ბა არ არის, ბავ­შვე­ბი ოჯა­ხებ­ში მა­მათ­მავ­ლე­ბად უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ? ეს სა­კუ­თა­რი ბავ­შვე­ბის წარ­თმე­ვის პო­ლი­ტი­კას მა­გო­ნებს.

რო­გორც Ambebi.ge-ს დე­კა­ნოზ­მა და­ვით ლა­სუ­რაშ­ვილ­მა აც­ნო­ბა, სკო­ლე­ბის­თვის ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტით გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში გარ­კვე­ვით წე­რია პრო­ექ­ტის რა­ო­ბი­სა და მისი მიზ­ნე­ბის შე­სა­ხებ. ამო­ნა­რი­დი:

"ვი­სა­უბ­როთ წიგ­ნებ­ზე" - ევ­რო­კავ­ში­რის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა მიზ­ნად ისა­ხავს მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბა­ში წიგ­ნის კი­თხვის უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას და ევ­რო­პუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­სა­ხებ ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბას."

და­ვით ლა­სუ­რაშ­ვი­ლის თქმით, მას მი­აჩ­ნია, რომ ამ წიგ­ნე­ბის სკო­ლა­ში შე­ტა­ნა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ნე­ბარ­თვის გა­რე­შე არ მოხ­დე­ბო­და, თუმ­ცა სკო­ლას არ სურ­და, რომ სა­მი­ნის­ტროს სა­ხე­ლი ყო­ფი­ლი­ყო ხსე­ნე­ბუ­ლი რა­ი­მე კონ­ტექ­სტში.

Ambebi.ge ხა­თუ­ნა ცხა­და­ძეს­თან სცა­და გა­ერ­კვია, რა პრინ­ცი­პით მოხ­და წიგ­ნე­ბის შერ­ჩე­ვა სკო­ლე­ბი­სათ­ვის და რე­ა­ლუ­რად რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და პრო­ექ­ტი "ვი­სა­უბ­როთ წიგ­ნებ­ზე":

- და­ვით ლა­სუ­რაშ­ვილს რომ ჰკი­თხოთ, ყვე­ლა­ფერ­ში დამ­ნა­შა­ვე ევ­რო­კავ­ში­რია. მე არ ვმუ­შა­ობ ევ­რო­კავ­შირ­ში და არც ევ­რო­კავ­ში­რია პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი. მე მხო­ლოდ დის­კუ­სი­ის თე­მა­ზე ვი­ყა­ვი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. უბ­რა­ლოდ, მაია ჩი­ტა­ი­ამ მთხო­ვა წიგ­ნე­ბის შერ­ჩე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ევ­რო­კავ­შირ­მა უბ­რა­ლოდ და­ა­ფი­ნან­სა ეს იდეა და ის არ აგებს პა­სუხს ამ პრო­ექ­ტზე. კონ­ტრაქ­ტშიც წე­რია, რომ ევ­რო­კავ­შირს იუ­რი­დი­უ­ლად არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს ამას­თან.

სულ წიგ­ნე­ბის 20 პა­კე­ტი და­რიგ­და 20 სკო­ლა­ში, თბი­ლის­ში, გორ­ში, თე­ლავ­ში, ბა­თუმ­ში, ქუ­თა­ის­სა და ზუგ­დიდ­ში, ჟან ჟე­ნეს წიგ­ნი კი სულ 20 ცალი იყო. ეკ­ლე­სია, რო­მე­ლიც 16 და 17 წლის ბავ­შვებს ჯვარს სწერს, ეუბ­ნე­ბა ახალ­გაზ­რდებს, რომ ჟან ჟენე არ უნდა წა­ი­კი­თხონ. ეს წიგ­ნე­ბი მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებ­ზე გათ­ვლი­ლი არ იყო, მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ დრო­ის სიმ­ცი­რის გამო მას­წავ­ლებ­ლებ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხეს წიგ­ნე­ბის­თვის გა­და­ე­ხე­დათ და ჟან ჟე­ნეს რო­მა­ნი არას­რულ­წლო­ვა­ნის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა. მით უმე­ტეს, რომ პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ში და­რე­კა და გა­აფრ­თხი­ლა კი­დეც მსგავ­სი წიგ­ნის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ოცი­დან ორ სკო­ლა­ში მოხ­ვდა ჟან ჟე­ნეს "ნოტრ-დამ-დე-ფლე­რი".

Ambebi.ge კო­მენ­ტა­რის­თვის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როსს, ნატა ასა­თი­ანს და­უ­კავ­შირ­და. მისი თქმით, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ მხო­ლოდ მხა­რი და­უ­ჭი­რა ევ­რო­კავ­ში­რის მიერ წა­მო­წყე­ბულ პრო­ექტს და ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სხვა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ გა­აჩ­ნია.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

ვინ ლო­ბი­რებს სკო­ლა­ში პორ­ნოგ­რა­ფი­ის სწავ­ლე­ბას?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ჰომოსექსუალური სცენები და ორალური სექსის დეტალური აღწერა VI კლასელთა კლასგარეშე საკითხავში - სკანდალი 147-ე სკოლაში

ჰომოსექსუალური სცენები და ორალური სექსის დეტალური აღწერა VI კლასელთა კლასგარეშე საკითხავში - სკანდალი 147-ე სკოლაში

"როცა საღამოობით მუხლებზე მდგარი, ფიქრებში ფეხებზე ვეხვევი, ამ ფეხების სიმკვრივე მაოცებს, მაბნევს და ერთმანეთში მერევა. და მოგონება, რომელსაც ჩემი ღამეების საძოვარს სიამოვნებით ვუთმობ, შენზეა, უძრავად რომ იწექი, ვიდრე გეფერებოდი; და მხოლოდ შენი ამდგარი, მოცახცახე ასო მეჭრებოდა ხახაში იმ მაწანწალას მოულოდნელი გამხეცებით, რომელიც შლაპის ქინძისთავით იჩხვლეტს გულ-მკერდზე სისხლიან ხორცმეტს; შენ არც ინძრეოდი, არც გეძინა, არც ოცნებობდი, სადღაც შორს იყავი, უმოძრაო და გაფითრებული, გაშოტილი იყავი განიერ საწოლზე, რომელიც ზღვის ზედაპირზე მოტივტივე კუბოს ჰგავდა".

ეს არის ამონარიდი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფრანგი მწერლისა და დრამატურგის, ჟან ჟენეს ავტობიოგრაფიული რომანიდან "ყვავილების ღვთისმშობელი", რომელიც ქალაქ თბილისის 147-ე სკოლის VI კლასის ერთ-ერთ მოსწავლეს პროექტის "ვისაუბროთ წიგნებზე" ფარგლებში კლასგარეშე საკითხავად სახლში გაატანეს. მოსწავლე სასულიერო პირის, მამა დავით ლასურაშვილის 11 წლის შვილი აღმოჩნდა. Ambebi.ge დეკანოზ დავით ლასურაშვილს ესაუბრა:

- როგორ მოხვდა ეს წიგნი თქვენს ოჯახში და რამ გამოიწვია თქვენი გაღიზიანება?

- მიმდინარე წლის 5 ნოემბერს 147-ე სკოლაში დაარიგეს კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, რომელიც მე-6 კლასელ მოსწავლეებს შეხვდათ. ჩემს შვილს ჟან ჟენეს რომანი "ყვავილების ღვთისმშობელი" შეხვდა. ვიდრე ბავშვი წიგნის წაკითხვას დაიწყებდა, ვნახე გარეკანი, სადაც მითითებულია, რომ ჟენე ბავშვობიდან აწყდებოდა გარკვეულ სიძნელეებს, 15 წლის მოხვდა არასრულწლოვან დამნაშავეთა კოლონიაში, სადაც პირველი ჰომოსექსუალური გამოცდილება მიიღო. ანუ ამ ადამიანმა დაწერა ის, რაც ნახა და განიცადა. მხოლოდ ერთი გვერდი წავიკითხე და საკმაოდ ლეგიტიმური აღელვება გამოვხატე. წიგნში ჰომოსექსუალური სცენები და ორალური სექსის დეტალური აღწერაა. მივმართე სკოლის დირექციას. აღმოჩნდა, რომ წინა საღამოს პედაგოგებს დაურიგეს სხვადასხვა მწერლების წიგნები, რომლებიც 40-50 ბავშვს უნდა წაეკითხა და მომდევნო დღეს ისინი ერთად ისაუბრებდნენ წაკითხულის შესახებ. ეს წიგნები პროექტ "ვისაუბროთ წიგნებზე" ფარგლებში დაიბეჭდა. ამასთან ერთად, პროექტის ფარგლებში ბავშვებს წაკითხულის მიხედვით 500 სიტყვიანი ესსე უნდა დაეწერათ და ამავე დროს შინაარსი ფურცელზე ნახატის სახით წარმოედგინათ. ეს წიგნი რომ ჩემს მეექვსეკლასელ შვილს წაეკითხა, ვერ წარმომიდგენია, რა უნდა დაეხატა ან რაზე უნდა ესაუბრა სხვების თანდასწრებით. გავარკვიეთ, რომ სხვა მეექვსეკლასელებს ეს წიგნი არ შეხვედრია, ზოგს პეპი გრძელი წინდა შეხვდა, ზოგს გიუნტერ გრაფის "დედალი ვირთაგვა", სადაც ბიბლიისა და წმინდანების შეურაცხმყოფელი ტექსტებია,"- იხსენებს მამა დავით ლასურაშვილი.

- პროექტის ხელმძღვანელთან დაკავშირება თუ სცადეთ და რა პასუხი გაგცათ?

აღნიშნულთან დაკავშირებით პროექტის ხელმძღვანელ მაია ჩიტაიას ვესაუბრე. ჩიტაიამ პროექტის მიზნად ბავშვებისთვის წიგნების შეყვარება დაასახელა და გადამამისამართა ხათუნა ცხადაძესთან, რომელსაც პროექტის ფარგლებში სკოლებში დასარიგებელი წიგნების შერჩევა ევალებოდა. ცხადაძემ მითხრა, რომ ჟან ჟენეს წიგნი მცირეწლოვანი ბავშვების ხელში შემთხვევით მოხვდა, ვინაიდან წიგნები წინა დღეს მცირე დროში დაარიგეს და პედაგოგებს დროც კი არ ჰქონდათ გასცნობოდნენ ლიტერატურასო.

ეს პროექტი საკუთარ ფესვებზე უარის თქმის პოლიტიკის ნაწილია, ადამიანების გარყვნა სურთ, რადგან გარყვნილი ადამიანი ადვილი სამართავია. მე ჩემს შვილს სკოლაში განათლებისა და ზნეობის სასწავლად ვაგზავნი, და არა უზნეობის გასაცნობად. ამერიკის სკოლებშიც კი სექსუალური განათლება სკოლებში მხოლოდ მაღალ კლასებში და მოსწავლეების მშობლების ნებართვის შემდეგ ისწავლება. ახლავე თუ არ ამოვიღეთ ხმა, ცუდ შედეგამდე მივალთ. ამ თემით დაინტერესებულმა მოვიძიე ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი აპირებს საკანონმდებლო ბაზის შექმნას, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის გაწერილი იქნება, რომ თუ მცირეწლოვანი ბავშვი აღმოჩნდება არატრადიციული ორიენტაციის მქონე, მშობელს მისი ენდოკრინოლოგთან მიყვანის უფლება არ ექნება. თურმე ეს დაავადება არ არის, ბავშვები ოჯახებში მამათმავლებად უნდა ჩამოყალიბდნენ? ეს საკუთარი ბავშვების წართმევის პოლიტიკას მაგონებს.

როგორც Ambebi.ge-ს დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა აცნობა, სკოლებისთვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილში გარკვევით წერია პროექტის რაობისა და მისი მიზნების შესახებ. ამონარიდი:

"ვისაუბროთ წიგნებზე" - ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს მოსწავლე-ახალგაზრდობაში წიგნის კითხვის უნარ-ჩვევების გამომუშავებას და ევროპული ლიტერატურის შესახებ ცნობადობის ამაღლებას."

დავით ლასურაშვილის თქმით, მას მიაჩნია, რომ ამ წიგნების სკოლაში შეტანა განათლების სამინისტროს ნებართვის გარეშე არ მოხდებოდა, თუმცა სკოლას არ სურდა, რომ სამინისტროს სახელი ყოფილიყო ხსენებული რაიმე კონტექსტში.

Ambebi.ge ხათუნა ცხადაძესთან სცადა გაერკვია, რა პრინციპით მოხდა წიგნების შერჩევა სკოლებისათვის და რეალურად რა მიზანს ემსახურებოდა პროექტი "ვისაუბროთ წიგნებზე":

- დავით ლასურაშვილს რომ ჰკითხოთ, ყველაფერში დამნაშავე ევროკავშირია. მე არ ვმუშაობ ევროკავშირში და არც ევროკავშირია პროექტის ორგანიზატორი. მე მხოლოდ დისკუსიის თემაზე ვიყავი პასუხისმგებელი. უბრალოდ, მაია ჩიტაიამ მთხოვა წიგნების შერჩევაში მონაწილეობის მიღება. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირმა უბრალოდ დააფინანსა ეს იდეა და ის არ აგებს პასუხს ამ პროექტზე. კონტრაქტშიც წერია, რომ ევროკავშირს იურიდიულად არანაირი კავშირი არ აქვს ამასთან.

სულ წიგნების 20 პაკეტი დარიგდა 20 სკოლაში, თბილისში, გორში, თელავში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში, ჟან ჟენეს წიგნი კი სულ 20 ცალი იყო. ეკლესია, რომელიც 16 და 17 წლის ბავშვებს ჯვარს სწერს, ეუბნება ახალგაზრდებს, რომ ჟან ჟენე არ უნდა წაიკითხონ. ეს წიგნები მცირეწლოვან ბავშვებზე გათვლილი არ იყო, მაგრამ სავარაუდოდ დროის სიმცირის გამო მასწავლებლებმა ვერ მოახერხეს წიგნებისთვის გადაეხედათ და ჟან ჟენეს რომანი არასრულწლოვანის ხელში აღმოჩნდა. მით უმეტეს, რომ პროექტის ხელმძღვანელმა რამდენიმე სკოლაში დარეკა და გააფრთხილა კიდეც მსგავსი წიგნის არსებობის შესახებ. რამდენადაც ვიცი, ოციდან ორ სკოლაში მოხვდა ჟან ჟენეს "ნოტრ-დამ-დე-ფლერი".

Ambebi.ge კომენტარისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, ნატა ასათიანს დაუკავშირდა. მისი თქმით, განათლების სამინისტრომ მხოლოდ მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ წამოწყებულ პროექტს და ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა პასუხისმგებლობა არ გააჩნია.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ:

ვინ ლობირებს სკოლაში პორნოგრაფიის სწავლებას?

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია