საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დროში მოგზაურობა ახალი წლის ღამეს - გრანდიოზული საახალწლო კონცერტის დეტალები
დროში მოგზაურობა ახალი წლის ღამეს - გრანდიოზული საახალწლო კონცერტის დეტალები

ახა­ლი წლის ღა­მეს სა­ა­ხალ­წლო გალა კონ­ცერ­ტი უკვე ტრა­დი­ცი­ად იქცა და ეს ტრა­დი­ცია წელ­საც შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. წელ­საც, ისე­ვე რო­გორც გა­სულ წლებ­ში, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბას სა­კუ­თარ თავ­ზე თბი­ლი­სის მე­რია და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო აი­ღებს.

Ambebi.ge თბი­ლი­სის მე­რი­ის კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტორს, ნეკა სე­ბის­კვე­რა­ძეს ესა­უბ­რა, რო­მე­ლის­გა­ნაც შე­ვი­ტყვეთ, რომ ახა­ლი წლის ღა­მეს ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე სა­ა­ხალ­წლო გალა კონ­ცერ­ტი დრო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას გვპირ­დე­ბა.

"ვი­მოგ­ზა­უ­რებთ დრო­ში, სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლურ ჟან­რებ­ში 1930 -იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე, შეს­რულ­დე­ბა რო­გორც ქარ­თუ­ლი, ასე­ვე მსოფ­ლიო ჰი­ტე­ბი, რო­მელ­თა სა­ინ­ტე­რე­სო და ახ­ლე­ბურ ვერ­სი­ებ­საც წარ­მო­ად­გე­ნენ სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის მომ­ღერ­ლე­ბი ცნო­ბილ ჯგუ­ფებ­თან ერ­თად. იქ­ნე­ბა ბევ­რი სი­ურპრი­ზი, კარ­გი გან­წყო­ბა და ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო მუ­სი­კა. ვინ რა სიმ­ღე­რას წარ­მო­ად­გენს, ამას ჯერ ვერ

გა­გიმ­ხელთ, სი­ურპრი­ზე­ბის მო­ლო­დი­ნი მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო რომ იყოს", - გა­ნა­ცხა­და ნეკა სე­ბის­კვე­რა­ძემ.

გარ­და ამი­სა, 25 დე­კემ­ბრი­დან თბი­ლი­სის მე­რია სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­ა­ხალ­წლო აქ­ტი­ვო­ბებს გეგ­მავს. ცენ­ტრა­ლუ­რი ნაძ­ვის ხე პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 25 დე­კემ­ბერს აინ­თე­ბა. ამა­ვე დღეს თბი­ლისს ეს­ტუმ­რე­ბა თოვ­ლის ბა­ბუა და სან­ტა კლა­უ­სი. ისი­ნი ბი­ნას ტრა­დი­ცი­უ­ლად მთაწ­მინ­დის პარკში და­ი­დე­ბენ და პა­ტა­რებს 25 დე­კემ­ბრი­დან 7 იან­ვრამ­დე სა­ჩუქ­რე­ბით გა­უ­მას­პინ­ძლდე­ბი­ან. რი­ყის პარკში ყი­ნუ­ლის მო­ე­და­ნი გა­იხ­სნე­ბა, რო­მე­ლიც 1 თე­ბერ­ვლამ­დე ყვე­ლა მსურ­ველს უმას­პინ­ძლებს. იქვე, რი­ყის პარკში, გა­იშ­ლე­ბა სა­ა­ხალ­წლო ბაზ­რო­ბაც.

მა­ნამ­დე კი, 15 დე­კემ­ბერს თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უმ "ქარ­ვას­ლა­ში" გა­იხ­სნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­შო­ბაო საქ­ველ­მოქ­მე­დო გა­მო­ფე­ნა-აუქ­ცი­ო­ნი "1000 წვრილ­მა­ნი", რომ­ლი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხაც მოხ­მარ­დე­ბა სსკ-ს პროგ­რა­მებ­ში ჩარ­თულ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე პი­რებს. პრო­ექ­ტი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­მა­რი­ტელ­თა კავ­ში­რის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

25 დე­კემ­ბერს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში სპე­კტაკლ "სა­შო­ბაო სიმ­ღე­რის" პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თე­ბა, რომ­ლის დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რიც ლე­ვან წუ­ლა­ძეა. 4 და 5 იან­ვარს მაკა მა­ხა­რა­ძის სა­ბა­ლე­ტო დასი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში პრე­მი­ე­რას წარ­მო­ად­გენს. "სა­შო­ბაო მე­ჯლი­სი" მე­რი­ის კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ცენ­ტრის თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის ფარ­გლებ­ში და­ი­გეგ­მა.

რო­გორც თბი­ლი­სის კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ნეკა სე­ბის­კვე­რა­ძემ გვაც­ნო­ბა, ამ­ჟა­მად აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რებს მუ­შა­ო­ბა და სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სა­ბო­ლოო კო­რექ­ცი­ის პრო­ცეს­შია.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

დროში მოგზაურობა ახალი წლის ღამეს - გრანდიოზული საახალწლო კონცერტის დეტალები

დროში მოგზაურობა ახალი წლის ღამეს - გრანდიოზული საახალწლო კონცერტის დეტალები

ახალი წლის ღამეს საახალწლო გალა კონცერტი უკვე ტრადიციად იქცა და ეს ტრადიცია წელსაც შენარჩუნდება. წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, ცენტრალური საახალწლო კონცერტის ორგანიზებას საკუთარ თავზე თბილისის მერია და კულტურის სამინისტრო აიღებს.

Ambebi.ge თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის დირექტორს, ნეკა სებისკვერაძეს ესაუბრა, რომელისგანაც შევიტყვეთ, რომ ახალი წლის ღამეს ევროპის მოედანზე საახალწლო გალა კონცერტი დროში მოგზაურობას გვპირდება.

"ვიმოგზაურებთ დროში, სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრებში 1930 -იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, შესრულდება როგორც ქართული, ასევე მსოფლიო ჰიტები, რომელთა საინტერესო და ახლებურ ვერსიებსაც წარმოადგენენ სხვადასხვა თაობის მომღერლები ცნობილ ჯგუფებთან ერთად. იქნება ბევრი სიურპრიზი, კარგი განწყობა და ყველა დროის საუკეთესო მუსიკა. ვინ რა სიმღერას წარმოადგენს, ამას ჯერ ვერ

გაგიმხელთ, სიურპრიზების მოლოდინი მეტად საინტერესო რომ იყოს", - განაცხადა ნეკა სებისკვერაძემ.

გარდა ამისა, 25 დეკემბრიდან თბილისის მერია სხვადასხვა სახის საახალწლო აქტივობებს გეგმავს. ცენტრალური ნაძვის ხე პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 25 დეკემბერს აინთება. ამავე დღეს თბილისს ესტუმრება თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი. ისინი ბინას ტრადიციულად მთაწმინდის პარკში დაიდებენ და პატარებს 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე საჩუქრებით გაუმასპინძლდებიან. რიყის პარკში ყინულის მოედანი გაიხსნება, რომელიც 1 თებერვლამდე ყველა მსურველს უმასპინძლებს. იქვე, რიყის პარკში, გაიშლება საახალწლო ბაზრობაც.

მანამდე კი, 15 დეკემბერს თბილისის ისტორიის მუზეუმ "ქარვასლაში" გაიხსნება თანამედროვე ქართული გამოყენებითი ხელოვნების საშობაო საქველმოქმედო გამოფენა-აუქციონი "1000 წვრილმანი", რომლიდან შემოსული თანხაც მოხმარდება სსკ-ს პროგრამებში ჩართულ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს. პროექტი კულტურის სამინისტროსა და სამარიტელთა კავშირის თანადაფინანსებით ხორციელდება.

25 დეკემბერს მარჯანიშვილის თეატრში სპეკტაკლ "საშობაო სიმღერის" პრემიერა გაიმართება, რომლის დამდგმელი რეჟისორიც ლევან წულაძეა. 4 და 5 იანვარს მაკა მახარაძის საბალეტო დასი მარჯანიშვილის თეატრში პრემიერას წარმოადგენს. "საშობაო მეჯლისი" მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავისუფალი თეატრალური პროექტების ფარგლებში დაიგეგმა.

როგორც თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის დირექტორმა ნეკა სებისკვერაძემ გვაცნობა, ამჟამად აქტიურად მიმდინარებს მუშაობა და საახალწლო ღონისძიებები საბოლოო კორექციის პროცესშია.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია