სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნონა გაფრინდაშვილს სამეფო გვირგვინის ორდენის მანდილოსნობა მიენიჭა (+ფოტო)
 ნონა გაფრინდაშვილს სამეფო გვირგვინის ორდენის მანდილოსნობა მიენიჭა (+ფოტო)

სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ოჯახ­მა რა­ინ­დის წო­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის კი­დევ რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ წარ­მო­მად­გე­ნელს მი­ა­ნი­ჭა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­მე­ფო ოჯა­ხის "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გავ­რცელ­და.

"7 დე­კემ­ბრის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფოს გვირ­გვი­ნის ორ­დე­ნის რა­ინ­დო­ბა მი­ე­ნი­ჭათ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ღირ­სე­ულ წარ­მო­მად­გენ­ლებს.

სა­მე­ფო ორ­დე­ნის დიდი ოფიც­რის კა­ვალ­რო­ბა მი­ე­ნი­ჭა 1996-2003 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გა­ნი ჯა­რე­ბის სარ­დალს, გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნანტ გი­ორ­გი შერ­ვა­ში­ძე­სა და ცნო­ბილ ქარ­თველ მწე­რალ­სა და ფი­ლო­ლოგს, შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ის ლა­უ­რე­ატს ლაშა თა­ბუ­კაშ­ვილს.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის მე­თა­ურ­მა ბა­ტო­ნიშ­ვილ­მა ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკიმ, ქვეყ­ნის წი­ნა­შე მრა­ვალ­გზის დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბი­სა და ღვაწ­ლის და­ფა­სე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფოს გვირ­გვი­ნის ორ­დე­ნის მან­დი­ლოს­ნო­ბა მი­ა­ნი­ჭა მსოფ­ლი­ოს ხუთგზის ჩემ­პი­ონ­სა და მსოფ­ლი­ო­ში პირ­ველ დიდ მა­გის­ტრ ქალ­ბა­ტონს ჭად­რაკ­ში, ქალ­ბა­ტონ ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილს.

ინ­ვეს­ტი­ტუ­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი ჩა­ტარ­და და­რე­ჯა­ნის სა­სახ­ლე­ში, რო­მელ­საც უძღვე­ბო­და სა­მე­ფო სახ­ლის მე­თა­უ­რი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი ნუგ­ზა­რი და მისი მემ­კვიდ­რე ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი ანა ნუგ­ზა­რის ასუ­ლი. ცე­რე­მო­ნი­ალს ასე­ვე ეს­წრე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო სახ­ლის მე­თა­უ­რის მე­უღ­ლე, სა­მე­ფო უმაღ­ლე­სო­ბა ლე­ი­ლა ყი­ფი­ა­ნი და სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვა­დაზ­ნა­ურ­თა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­მე­ფო ოჯა­ხის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­მე­ფოს გვირ­გვი­ნის ორ­დე­ნის რა­ინ­დო­ბა ცოტა ხნის წინ მი­ე­ნი­ჭა ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ვა­სა­ძეს.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ოჯახ­მა ლე­ვან ვა­სა­ძეს რა­ინ­დის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა (+ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟი)

სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო კარ­მა რუს სა­სუ­ლი­ე­რო პირს რა­ინ­დის წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა (+ფოტო)

სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ოჯა­ხი სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნონა გაფრინდაშვილს სამეფო გვირგვინის ორდენის მანდილოსნობა მიენიჭა (+ფოტო)

 ნონა გაფრინდაშვილს სამეფო გვირგვინის ორდენის მანდილოსნობა მიენიჭა (+ფოტო)

საქართველოს სამეფო ოჯახმა რაინდის წოდება საზოგადოების კიდევ რამდენიმე ცნობილ წარმომადგენელს მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაცია სამეფო ოჯახის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

"7 დეკემბრის ცერემონიალზე საქართველოს სამეფოს გვირგვინის ორდენის რაინდობა მიენიჭათ ქართული საზოგადოების ღირსეულ წარმომადგენლებს.

სამეფო ორდენის დიდი ოფიცრის კავალრობა მიენიჭა 1996-2003 წლებში საქართველოს შინაგანი ჯარების სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი შერვაშიძესა და ცნობილ ქართველ მწერალსა და ფილოლოგს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს ლაშა თაბუკაშვილს.

საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა ბატონიშვილმა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ, ქვეყნის წინაშე მრავალგზის დამსახურებებისა და ღვაწლის დაფასების მიზნით, საქართველოს სამეფოს გვირგვინის ორდენის მანდილოსნობა მიანიჭა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონსა და მსოფლიოში პირველ დიდ მაგისტრ ქალბატონს ჭადრაკში, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს.

ინვესტიტურის ცერემონიალი ჩატარდა დარეჯანის სასახლეში, რომელსაც უძღვებოდა სამეფო სახლის მეთაური ბატონიშვილი ნუგზარი და მისი მემკვიდრე ბატონიშვილი ანა ნუგზარის ასული. ცერემონიალს ასევე ესწრებოდა საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის მეუღლე, სამეფო უმაღლესობა ლეილა ყიფიანი და საქართველოს თავადაზნაურთა წარმომადგენლები", - აღნიშნულია სამეფო ოჯახის ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, სამეფოს გვირგვინის ორდენის რაინდობა ცოტა ხნის წინ მიენიჭა ბიზნესმენ ლევან ვასაძეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

საქართველოს სამეფო ოჯახმა ლევან ვასაძეს რაინდის წოდება მიანიჭა (+ფოტორეპორტაჟი)

საქართველოს სამეფო კარმა რუს სასულიერო პირს რაინდის წოდება მიანიჭა (+ფოტო)

საქართველოს სამეფო ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია