პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკლესია და მონარქია: თეოლოგიური ანალიზი
ეკლესია და მონარქია: თეოლოგიური ანალიზი

ქვე­ყა­ნა­ში მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნის იდე­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ­მა მკი­თხველ­მა არა­ერ­თი მო­საზ­რე­ბე­ბა მო­ის­მი­ნა. ამ­ჯე­რად, გა­დავ­წყვი­ტეთ შე­მოგ­თა­ვა­ზოთ თე­ო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზი აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე.

წარ­მო­გიდ­გენთ ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის, მღვდე­ლი ალექ­სი ქშუ­ტაშ­ვი­ლის ჯერ კი­დევ 2011 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წე­რილს სა­ხელ­წო­დე­ბით

"ეკ­ლე­სია და მო­ნარ­ქია: თე­ო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზი"

"კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის და­ცე­მი­სა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ ბოლო ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს დის­კუ­სი­ე­ბი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქი­ის და­არ­სე­ბის შე­სა­ხებ. ჩვე­ნი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ სპექტრში არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია, რომ­ლე­ბიც მიზ­ნად ისა­ხა­ვენ ქარ­თუ­ლი მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნას.

2009 წლის დამ­დეგს და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რან­ბა­ტო­ნიშ­ვილ­სა და ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის შო­რის შემ­დგა­რი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც ქარ­თუ­ლი სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ის ქარ­თლი­სა და კა­ხე­თის შტო­ე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ, დის­კუ­სი­ე­ბი მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნის თა­ო­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. ამ წყვი­ლის­გან მო­მა­ვალ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი უფ­ლის­წუ­ლი გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც ქარ­თუ­ლი სა­მე­ფო გვირ­გვი­ნის ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი მემ­კვიდ­რე.

წი­ნამ­დე­ბა­რე სტა­ტი­ის მი­ზა­ნი არაა იმის გან­ხილ­ვა, რამ­დე­ნად წა­ად­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ მო­მა­ვალს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ნარ­ქი­ის და­არ­სე­ბა, ან თუნ­დაც, რამ­დე­ნად მზა­დაა ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვის ახა­ლი სის­ტე­მის მი­სა­ღე­ბად. ეს თე­მე­ბი დაგ­ვით­მია შა­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თვის – პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, სო­ცი­ო­ლო­გე­ბი და ა.შ. ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სის სა­განს წარ­მო­ად­გენს ამ სა­კი­თხის თე­ო­ლო­გი­უ­რი ანა­ლი­ზი.

ძი­რი­თა­დად რუ­სუ­ლი რე­ლი­გი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის მეშ­ვე­ო­ბით, ქარ­თულ სა­ეკ­ლე­სიო წრე­ებ­ში ფარ­თოდ ვრცელ­დე­ბა მო­საზ­რე­ბა, რომ ღვთის­გან ნა­კურ­თხი ერ­თა­დერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მა მხო­ლოდ მო­ნარ­ქია შე­იძ­ლე­ბა იყოს. შე­სა­ბა­მი­სად, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მი­სი­ის­თვის და მორ­წმუ­ნე ხალ­ხის სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ პი­რო­ბად არის მიჩ­ნე­უ­ლი მო­ნარ­ქი­ის ინ­სტი­ტუ­ტის არ­სე­ბო­ბა. მა­გა­ლი­თად მო­ვიყ­ვანთ რამ­დე­ნი­მე ცი­ტა­ტას:

ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი რუსი რე­ლი­გი­უ­რი მწე­რა­ლი და პუბ­ლი­ცის­ტი მი­ხა­ილ ნა­ზა­რო­ვი წერს: "მე­ფო­ბა არ არის მხო­ლოდ ბუ­ნებ­რი­ვი იერ­არ­ქი­უ­ლო­ბის შე­დე­გი და არც ვინ­მეს თვით­მი­ზა­ნი, არა­მედ ხალ­ხის ღვთის გზა­ზე და­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. (. . .) მაქ­სი­მა­ლუ­რად მეტი ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი ცხო­ნე­ბა მი­იღ­წე­ვა მხო­ლოდ ამ მი­სი­ის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი მმარ­თვე­ლის [მე­ფის] ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს – რო­მე­ლიც ღვთის გან­გე­ბუ­ლე­ბის მსა­ხუ­რია".

სხვა რუსი მო­ნარ­ქის­ტი, ვა­დიმ კუზ­ნე­ცო­ვი, წიგნ­ში, რომ­ლის სა­თა­უ­რიც არის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი კა­ტე­ხიზ­მო, გა­მოთ­ქვამს შემ­დეგ მო­საზ­რე­ბებს: "ღმერ­თმა და­ა­ვა­ლა მე­ფე­ებს, რომ იყ­ვნენ სა­ეკ­ლე­სიო ნა­ვის მე­სა­ჭე­ე­ბი, ანუ მი­წი­ე­რი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მარ­თვე­ლე­ბი. (. . .) ღვთივგვირ­გვი­ნო­სა­ნი მეფე არის მი­წი­ე­რი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის თავი. (. . .) მე­ფის მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი აღარ შე­იძ­ლე­ბა იწო­დე­ბოდ­ნენ ქრის­ტი­ა­ნე­ბად, რად­გან სი­ტყვა "ქრის­ტი­ა­ნი" ნიშ­ნავს არა მხო­ლოდ უფა­ლი იესო ქრის­ტეს მიმ­დე­ვარ, არა­მედ უფა­ლი იესო ქრის­ტეს კე­თილ­მსა­ხუ­რის – ღვთის ცხე­ბუ­ლის [მე­ფის] მიმ­დე­ვარ­საც".

ასე­თი ში­ნა­არ­სის მო­საზ­რე­ბე­ბი არაა ახა­ლი, ჯერ კი­დევ XII-XIII ს-ში ბი­ზან­ტი­ის სა­იმ­პე­რა­ტო­რო კარ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო იერ­არ­ქე­ბი და კა­ნო­ნის­ტე­ბი – ან­ტი­ო­ქი­ის პატ­რი­არ­ქი თე­ო­დო­რე ბალ­სა­მო­ნი და ოხ­რი­დის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი დი­მიტ­რი ხო­მა­ტე­ლი – ცდი­ლობ­დნენ თე­ო­ლო­გი­უ­რად და­ე­სა­ბუ­თე­ბი­ნათ იმ­პე­რა­ტორ­თა ეკ­ლე­სი­ის მარ­თვის ამ­ბი­ცია. მა­გა­ლი­თად, თე­ო­დო­რე ბალ­სა­მო­ნი თვლი­და, რომ "წმინ­და მი­რონ­ცხე­ბის ძა­ლით იმ­პე­რა­ტო­რე­ბი, ისე­ვე, რო­გორც პატ­რი­არ­ქე­ბი, უნდა პა­ტივ­ცე­მუ­ლიყ­ვნენ, რო­გორც მო­ძღვრე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს კე­თილ­მორ­წმუ­ნე იმ­პე­რა­ტო­რე­ბის უფ­ლე­ბა, და­მო­ძღვრონ ქრის­ტი­ა­ნი ერი და მღვდელმთავ­რე­ბის მსგავ­სად, აკ­მი­ონ ეკ­ლე­სი­ა­ში. მათი დი­დე­ბა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ისი­ნი, რო­გორც მზე, თა­ვი­სი მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის ბრწყინ­ვა­ლე­ბით ანა­თე­ბენ მთელ მსოფ­ლი­ო­ში. იმ­პე­რა­ტო­რე­ბის ძალა და ქმე­დე­ბა ვრცელ­დე­ბა ქვე­შევ­რდო­მე­ბის, რო­გორც სულ­ზე, ასე­ვე ხორ­ცზეც, იმ დროს, რო­დე­საც პატ­რი­არ­ქი არის მხო­ლოდ სუ­ლი­ე­რი მწყემ­სი".

მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი დი­მიტ­რი ხო­მა­ტე­ლი კი­დევ უფრო ავი­თა­რებ­და ამ მო­საზ­რე­ბას და ამ­ტკი­ცებ­და, რომ "იმ­პე­რა­ტო­რი, რო­მე­ლიც არის სა­ეკ­ლე­სიო წეს­რი­გის ზე­დამ­ხედ­ვე­ლი, დგას სა­ეკ­ლე­სიო დად­გე­ნი­ლე­ბებ­ზე უფრო მაღ­ლა და აძ­ლევს ამ დად­გე­ნი­ლე­ბებს ძა­ლა­სა და ქმე­დე­ბას. იმ­პე­რა­ტო­რი არის სა­ეკ­ლე­სიო იერ­არ­ქი­ის მე­თა­უ­რი და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მოღ­ვა­წე­ო­ბის და­მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კა­ნონ­მდე­ბე­ლი. იმ­პე­რა­ტო­რებს გა­აჩ­ნი­ათ მღვდელმთავ­რე­ბის ყვე­ლა უფ­ლე­ბა, გარ­და წირ­ვი­სა და ხელ­დას­ხმის სა­ი­დუმ­ლოს შეს­რუ­ლე­ბი­სა და ამი­ტომ მათ დად­გე­ნი­ლე­ბებს აქვს სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნე­ბის ძალა. რო­გორც ძვე­ლი რო­მა­ე­ლი იმ­პე­რა­ტო­რე­ბი იწო­დე­ბოდ­ნენ პონ­ტი­ფეხ მა­ხი­მუს (დიდი ქუ­რუ­მი), ასე­ვე წმინ­და მი­რონ­ცხე­ბის მად­ლით, ახ­ლან­დელ იმ­პე­რა­ტო­რებ­საც აქვთ ასე­თი­ვე [რე­ლი­გი­უ­რი] ძა­ლა­უფ­ლე­ბა. რო­გორც სუ­ლიწ­მინ­დით ცხე­ბუ­ლი მა­ცხო­ვა­რი ჩვე­ნი იესო ქრის­ტე არის უზე­ნა­ე­სი მღვდელმთა­ვა­რი, ასე­ვე სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა ითხოვს, რომ ღვთის ცხე­ბუ­ლი იმ­პე­რა­ტო­რიც იყოს მღვდელმთავ­რო­ბის მად­ლის მა­ტა­რე­ბე­ლი".

მოყ­ვა­ნი­ლი ცი­ტა­ტე­ბი­დან სი­მარ­თლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა მხო­ლოდ ის, რომ ბი­ზან­ტი­ე­ლი იმ­პე­რა­ტო­რე­ბი ცდი­ლობ­დნენ, მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ ძა­ლა­უფ­ლე­ბა ეკ­ლე­სი­ა­ზე გა­მომ­დი­ნა­რე იმ ძვე­ლი წარ­მარ­თუ­ლი წე­სი­დან, რო­დე­საც კერ­პთაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი რო­მის იმ­პე­რა­ტო­რე­ბი ატა­რებ­დნენ პონ­ტი­ფეხ მა­ხი­მუს-ის ანუ დიდი ქუ­რუ­მის ტი­ტულს და თა­ვის თავ­ში აერ­თი­ა­ნებ­დნენ რო­გორც უმაღ­ლეს პო­ლი­ტი­კურ, ასე­ვე რე­ლი­გი­ურ ძა­ლა­უფ­ლე­ბას. გა­საკ­ვი­რია, რო­გორ შე­ეძ­ლო მარ­თლმა­დი­დე­ბელ იერ­არ­ქს დი­მიტ­რი ხო­მა­ტელს იმ­პე­რა­ტორ­თა სა­სუ­ლი­ე­რო ძა­ლა­უფ­ლე­ბის და­სა­ბუ­თე­ბი­სათ­ვის არ­გუ­მენ­ტად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა წარ­მარ­თუ­ლი რო­მის წესი და იდე­ო­ლო­გია. უკვე აქე­დან ჩანს, რომ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი იმ­პე­რა­ტო­რე­ბის (მე­ფე­ე­ბის) ასე­თი გან­დი­დე­ბა წარ­მარ­თო­ბის­კენ უკან გა­დად­გმულ ნა­ბიჯს წარ­მო­ად­გენ­და.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, რო­გორც აღ­ნიშ­ნავს XIX სა­უ­კუ­ნე­ში მოღ­ვა­წე მოს­კო­ვის სა­იმ­პე­რა­ტო­რო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი კა­ნო­ნის­ტი ალექ­სეი პავ­ლო­ვი, "იმ­პე­რა­ტო­რე­ბის ყვე­ლა მცდე­ლო­ბა, რომ თა­ვი­ან­თი მცდა­რი თე­ო­ლო­გი­უ­რი აზ­რე­ბი აეყ­ვა­ნათ სა­ყო­ველ­თაო სა­ეკ­ლე­სიო დოგ­მა­ტებ­ში, წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი დარ­ჩა. სა­იმ­პე­რა­ტო­რო დოგ­მა­ტი­კა პო­უ­ლობ­და თა­ვი­ანთ მიმ­დევ­რებს მხო­ლოდ სა­მე­ფო კა­რის მლიქ­ვნე­ლე­ბის რი­ცხვში, რომ­ლებს შო­რი­საც, რა თქმა უნდა, არც თუ ისე ცოტა მღვდელმთა­ვა­რიც იყო".

მო­ნარ­ქის­ტი თე­ო­ლო­გე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი ეფუძ­ნე­ბა იმ მო­საზ­რე­ბას, თით­ქოს­და, წმინ­და წე­რი­ლი ას­წავ­ლი­დეს, "რომ ღვთის­გან და­წე­სე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, აუ­ცი­ლე­ბე­ლი და კე­თი­ლის მომ­ტა­ნი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სის­ტე­მა არის მხო­ლოდ მე­ფო­ბა".

წმინ­და წე­რი­ლის შეს­წავ­ლი­სას ნა­თე­ლი ხდე­ბა, რომ ძველ ის­რა­ელ­ში, მე­ფო­ბის და­არ­სე­ბამ­დე, ის­ტო­რი­ა­ში ცნო­ბი­ლი ერ­თა­დერ­თი ნამ­დვი­ლი თე­ოკ­რა­ტია – მსა­ჯულ­თა სის­ტე­მა მოქ­მე­დებ­და. მსა­ჯუ­ლე­ბი იყ­ვნენ ღვთის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ხალ­ხს უცხა­დებ­დნენ ღვთის ნე­ბას და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­სა­მარ­თლო, პო­ლი­ტი­კურ და სამ­ხედ­რო ფუნ­ქცი­ას ტვირ­თუ­ლობ­დნენ. მსა­ჯუ­ლი იყო მხო­ლოდ ღვთის ნე­ბის გა­მომ­ცხა­დე­ბე­ლი, ხოლო ერის რე­ა­ლურ მმარ­თვე­ლად აღი­ა­რე­ბუ­ლი იყო თა­ვად ღმერ­თი, მაგ­რამ ღვთის­გან და­შო­რე­ბის შე­დე­გად ერმა მო­ი­თხო­ვა ხი­ლუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რის – მე­ფის არ­ჩე­ვა. ღმერ­თი და­თან­ხმდა ერის ასეთ ნე­ბას, მაგ­რამ მი­იჩ­ნია, რომ მე­ფის ინ­სტი­ტუ­ტის და­არ­სე­ბა ერის სუ­ლი­ე­რი და­ცე­მის შე­დე­გია და ღვთის უარ­ყო­ფის ტოლ­ფა­სია: "უთხრა უფალ­მა სა­მუ­ელს: შე­ის­მი­ნე ხალ­ხის ყო­ვე­ლი სი­ტყვა, რა­საც გე­ტყვის, რად­გან შენ კი არ უარგყვეს, არა­მედ მე უარ­მყვეს თა­ვი­ანთ მე­ფედ (I მეფ. 8: 7) . . . ამი­ე­რით­გან, აჰა, მეფე, რო­მე­ლიც აირ­ჩი­ეთ, რო­მელ­საც მო­ი­თხოვ­დით, აჰა, და­გის­ვათ უფალ­მა მეფე. თუ გექ­ნე­ბათ უფ­ლის შიში, თუ ემ­სა­ხუ­რე­ბით მას, თუ შე­ის­მენთ მის სი­ტყვას და წინ არ არუდ­გე­ბით მის ნაბ­რძა­ნებს, მა­შინ და­გი­ფა­რავთ უფა­ლი, თქვე­ნი ღმერ­თი, თქვენ­ცა და მე­ფე­საც, თქვენ­ზე რომ მე­ფობს. თუ არ შე­ის­მინთ უფ­ლის სი­ტყვას და წინ აღუდ­გე­ბით უფ­ლის ნაბ­რძა­ნებს, უფ­ლის ხელი იქ­ნე­ბა თქვენს წი­ნა­აღ­მდეგ, რო­გორც თქვე­ნი მამა-პა­პის წი­ნა­აღ­მდეგ იყო" (I მეფ. 12: 13-15).

ძვე­ლი აღ­თქმის მოყ­ვა­ნი­ლი ცი­ტა­ტი­დან სა­გუ­ლის­ხმოა რა­მო­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტი:

1. ადა­მის სა­მო­თხი­დან გან­დევ­ნის შემ­დეგ მო­ნარ­ქია არ ყო­ფი­ლა ღვთის მიერ ადა­მი­ან­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მარ­თვის არც თავ­და­პირ­ვე­ლი და არც ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა;

2. მე­ფის ინ­სტი­ტუ­ტის და­არ­სე­ბა მოხ­და არა ღვთის, არა­მედ ადა­მი­ან­თა ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­გორც ცოდ­ვა­ში და­ცე­მი­სა და უფ­ლის­გან გან­დგო­მის შე­დე­გი;

3. თა­ვის­თა­ვად, მო­ნარ­ქია არ ატა­რებს არა­ნა­ირ საკ­რა­ლურ ხა­სი­ათს. ერსა და ღმერ­თს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა არა რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის არ­სე­ბო­ბით, არა­მედ რწმე­ნი­თა და უფ­ლის მცნე­ბა­თა შეს­რუ­ლე­ბით. ის­რა­ე­ლის პირ­ვე­ლი­ვე მე­ფე­ე­ბის – სა­უ­ლის, და­ვი­თი­სა და სო­ლო­მო­ნის ის­ტო­რი­ი­დან ნათ­ლად ჩანს, რომ არ­ცერ­თი მეფე არაა და­ზღვე­უ­ლი მძი­მე ცოდ­ვებ­ში და­ცე­მის­გან, რა­საც მოყ­ვე­ბა ღვთის მად­ლის და­კარ­გვა და სას­ჯე­ლი, რო­მე­ლიც, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, მთელ ერ­ზეც ვრცელ­დე­ბო­და ხოლ­მე.

მე­ო­რე არ­გუ­მენ­ტი, რომ­ლი­თაც აპე­ლი­რე­ბენ ხოლ­მე მო­ნარ­ქი­ის მომ­ხრე­ე­ბი, არის მი­რონ­ცხე­ბის სა­ი­დუმ­ლო, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მე­ფე­ებს, თით­ქოს­და, ეძ­ლე­ვათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნიჭი, მარ­თონ არა მხო­ლოდ ერი, არა­მედ თა­ვად ეკ­ლე­სი­აც კი. წი­ნამ­დე­ბა­რე სტა­ტი­ის შე­სა­ვალ ნა­წილ­ში მოყ­ვა­ნი­ლი ცი­ტა­ტე­ბი­დან ჩანს, რომ ძი­რი­თა­დად მი­რონ­ცხე­ბა­ზეა აგე­ბუ­ლი ბი­ზან­ტი­ე­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე მო­ნარ­ქის­ტე­ბის იდე­ო­ლო­გია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მე­ფო­ბა უმაღ­ლეს სა­სუ­ლი­ე­რო ხა­რისხთა­ნაა გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი და ატა­რებს საკ­რა­ლულ ხა­სი­ათს, თით­ქოს­და ღმერ­თის მო­ად­გი­ლე­ო­ბაა დე­და­მი­წა­ზე.

ყვე­ლა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნის­თვის კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი, რომ "მი­რონ­ცხე­ბა არის სა­ი­დუმ­ლო, რო­მელ­შიც სუ­ლიწ­მინ­დის სა­ხე­ლით სხე­უ­ლის ნა­წი­ლებ­ზე ნა­კურ­თხი მი­რო­ნის ცხე­ბით მორ­წმუ­ნეს სუ­ლი­ერ ცხოვ­რე­ბა­ში ამა­ღორ­ძი­ნე­ბე­ლი და გან­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი ნიჭი გა­და­ე­ცე­მა". ახა­ლი აღ­თქმის შეს­წავ­ლი­სას ად­ვი­ლია იმის და­ნახ­ვა, რომ სუ­ლიწ­მინ­დის ნი­ჭებ­ში არ­სა­დაა ჩა­მოთ­ვლი­ლი მე­ფო­ბა. პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი კო­რინ­თელ­თა მი­მართ პირ­ველ ეპის­ტო­ლე­ში წერს: "ნიჭი სხვა­დას­ხვაა, მაგ­რამ ერთი და იგი­ვეა სული; და მსა­ხუ­რე­ბაც სხვა­დას­ხვაგ­ვა­რია, მაგ­რამ ერ­თია უფა­ლი. . . ხოლო თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს სა­სი­კე­თოდ ეძ­ლე­ვა სუ­ლის გა­მოვ­ლე­ნა. ზოგს სუ­ლი­სა­გან ეძ­ლე­ვა სიბ­რძნის სი­ტყვა; ხოლო ზოგს – ცოდ­ნის სი­ტყვა, იმა­ვე სუ­ლით. ზოგს რწმე­ნა, იმა­ვე სუ­ლი­სა­გან; ხოლო ზოგს – ნიჭი მკურ­ნა­ლო­ბი­სა, იმა­ვე სუ­ლით. ვის – სას­წა­ულთმოქ­მე­დე­ბა, ვის – წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა, ვის – სულ­თა გარ­ჩე­ვა, ვის – სხვა­დას­ხვა ენა, ვის კიდე – გან­მარ­ტე­ბა სხვა­დას­ხვა ენის" (I კორ. 12: 4-10). ეკ­ლე­სი­ა­ში სხვა­დას­ხვა მსა­ხუ­რე­ბებ­ზე სა­უბ­რი­სას, პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი ასე­ვე არა­ფერს ამ­ბობს მე­ფო­ბის შე­სა­ხებ: "და ზო­გი­ერ­თნი ღმერ­თმა და­ად­გი­ნა ეკ­ლე­სი­ა­ში, ჯერ-ერთი, მო­ცი­ქუ­ლე­ბად, მე­ო­რეც, წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბად, მე­სა­მეც, მო­ძღვრე­ბად; და მერე, ზოგს მის­ცა სას­წა­ულთმოქ­მე­დე­ბის ძალი, აგ­რეთ­ვე ნიჭი მკურ­ნა­ლო­ბი­სა, შე­წევ­ნი­სა, მმარ­თვე­ლო­ბი­სა, სხვა­დას­ხვა ენი­სა" (I კორ. 12: 28).

მა­შა­სა­და­მე, ძვე­ლი და ახა­ლი აღ­თქმის გა­მოკ­ვლე­ვი­სას, ვერ მტკიც­დე­ბა მო­ნარ­ქის­ტე­ბის ვერ­ცერ­თი "თე­ო­ლო­გი­უ­რი" არ­გუ­მენ­ტი. ბიბ­ლი­ის მი­ხედ­ვით, მო­ნარ­ქი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მა არც აუ­ცი­ლე­ბელ და არც საკ­რა­ლურ ხა­სი­ათს ატა­რებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი: 313 წელს ქრის­ტი­ა­ნო­ბის ოფი­ცი­ა­ლურ რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი ბი­ზან­ტი­ე­ლი იმ­პე­რა­ტო­რე­ბი დად­გე­ნი­სას არა­ნა­ირ რე­ლი­გი­ურ კურ­თხე­ვას იღებ­დნენ. ზუს­ტად იმის გამო, რომ სა­ხა­რე­ბა­ში არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი მე­ფის საკ­რა­ლუ­რო­ბის შე­სა­ხებ, არ არ­სე­ბობ­და რე­ლი­გი­უ­რი კურ­თხე­ვის არც აუ­ცი­ლებ­ლო­ბა და არც წესი. მხო­ლოდ 457 წლის 7 თე­ბერ­ვალს პირ­ვე­ლად მოხ­და იმ­პე­რა­ტო­რის ეკ­ლე­სი­ა­ში კურ­თხე­ვა, ისიც არა მი­რონ­ცხე­ბით, არა­მედ გვირ­გვი­ნის დად­გმით კონ­სტან­ტი­ნე­პო­ლის პატ­რი­არქ ანა­ტო­ლის მიერ. მი­ზე­ზი იმ­პე­რა­ტორ ლეონ I მა­კე­ლე­სის რე­ლი­გი­უ­რი წე­სით კურ­თხე­ვი­სა გახ­და მისი სა­ეჭ­ვო წარ­მო­შო­ბა. ის არ იყო იმ­პე­რა­ტორ­თა შთა­მო­მა­ვა­ლი და შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვიც კი. ლა­პა­რა­კობ­დნენ, რომ ახალ­გაზ­რდო­ბა­ში, სამ­ხედ­რო და პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის და­წყე­ბამ­დე, ლე­ო­ნი იყო უბ­რა­ლო ყა­სა­ბი (ზედ­მეტ­სა­ხე­ლი მა­კე­ლე­სი ქარ­თუ­ლად ითარ­გმნე­ბა, რო­გორც ყა­სა­ბი). ამი­ტომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ცე­მის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბულ იქნა ეკ­ლე­სია და მისი ავ­ტო­რი­ტე­ტი.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ფე­თა მი­რონ­ცხე­ბის წესს, ის­ტო­რი­ა­ში ზუს­ტად არაა ცნო­ბი­ლი, რო­დის იყო იგი პირ­ვე­ლად შე­მო­ღე­ბუ­ლი. ის­ტო­რი­კოს­თა ცნო­ბით, მე­ფე­თა მი­რონ­ცხე­ბა და­წეს­და არა­უ­ად­რეს VII სა­უ­კუ­ნი­სა, ხოლო ზო­გი­ერ­თი მეც­ნი­ე­რი ვა­რა­უ­დობს, რომ ბი­ზან­ტი­ა­ში პირ­ვე­ლად ეს მოხ­და X სა­უ­კუ­ნე­ში. აქე­დან მტკიც­დე­ბა, რომ მე­ფე­თა მი­რონ­ცხე­ბა საკ­მა­ოდ გვი­ან­დე­ლი რი­ტუ­ა­ლია და მას არ შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს რა­ი­მე სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი. სხვა­ნა­ი­რად ის შე­მო­ვი­დო­და პრაქ­ტი­კა­ში, რო­გორც სა­ვალ­დე­ბუ­ლო წესი ჯერ კი­დევ IV სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის ოფი­ცი­ა­ლურ რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბის­თა­ნა­ვე. აქე­დან აშ­კა­რა ხდე­ბა, რომ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მე­ფის როლი და სტა­ტუ­სი სა­ხელ­მწი­ფო­სა და ეკ­ლე­სი­ა­ში არ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა მი­რონ­ცხე­ბის სა­ი­დუმ­ლოს შეს­რუ­ლე­ბით.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­მო­ვიკ­ვლი­ოთ, რა გახ­და მი­რონ­ცხე­ბის წე­სის შე­მო­ღე­ბის მი­ზე­ზი. თე­ო­ლო­გი ის­ტო­რი­კო­სე­ბი­სა და კა­ნო­ნის­ტე­ბის ცნო­ბით, მი­რონ­ცხე­ბა იქნა შე­მო­ღე­ბუ­ლი მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის: და­ამ­ტკი­ცონ იმ­პე­რა­ტორ­თა პრე­ტენ­ზია, შე­უ­ზღუ­და­ვად მარ­თონ ეკ­ლე­სია.

ჯერ კი­დევ იმ­პე­რა­ტორ იუს­ტი­ნი­ა­ნე დი­დის (527-565) დროს, სა­ბო­ლო­ოდ იყო ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­სა და ეკ­ლე­სი­ას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის იდე­ო­ლო­გი­უ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი პრინ­ცი­პე­ბი, კერ­ძოდ: ეკ­ლე­სია და სა­ხელ­მწი­ფო გა­მო­ცხად­და თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ან ინ­სტი­ტუ­ტე­ბად, რომ­ლე­ბიც ინარ­ჩუ­ნებ­დნენ რა თა­ვის შიდა ავ­ტო­ნო­მი­ას, ანუ და­მო­უ­კი­დე­ბელ მარ­თვა-გამ­გე­ო­ბას, მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ ერის სა­კე­თილ­დღე­ოდ.

მაგ­რამ იუს­ტი­ნი­ა­ნეს VI ნო­ვე­ლა­ში ასე­ვე ეწე­რა, რომ: "ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბის დოგ­მა­ტე­ბის დაც­ვაც შე­დის პრობ­ლე­მე­ბის იმ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, რომ­ლებ­ზეც ზრუ­ნავს მეფე და მთავ­რო­ბა. ამ დე­ბუ­ლე­ბით, იუს­ტი­ნი­ა­ნემ კა­ნო­ნის დო­ნე­ზე აიყ­ვა­ნა მა­ნამ­დე უკვე არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა, რო­დე­საც კონ­სტან­ტი­ნე­პო­ლე­ლი იმ­პე­რა­ტო­რე­ბი უხე­შად ერე­ოდ­ნენ ხოლ­მე ეკ­ლე­სი­ის შიდა საქ­მე­ებ­ში. რუ­მი­ნე­ლი მეც­ნი­ე­რი ის­ტო­რი­კო­სი სერ­ჯიუ ბეჟა­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ: "ბი­ზან­ტი­ე­ლი იმ­პე­რა­ტო­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ენერ­გი­ით ას­რუ­ლებ­დნენ ხოლ­მე თა­ვის "ვალ­დე­ბუ­ლე­ბას" ამ სფე­რო­ში. (. . .) მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ­პე­რა­ტორ­მა მარ­კი­ა­ნემ 451 წელს გა­მო­ა­ცხა­და სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ზე, თუ მათ შო­რის მოხ­დე­ბო­და უთან­ხმო­ე­ბა რო­მე­ლი­მე სა­კი­თხში, რე­ა­ლო­ბა­ში იმ­პე­რა­ტო­რე­ბი უპ­რობ­ლე­მოდ გა­მოს­ცემ­დნენ ხოლ­მე თა­ვად ეკ­ლე­სი­ის­თვის ისეთ კა­ნო­ნებს, რომ­ლე­ბიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ კრე­ბე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბებს. ამის გამო ბი­ზან­ტი­ელ სჯუ­ლის­კა­ნო­ნის მცოდ­ნეთ უხ­დე­ბო­დათ, გა­მარ­თლე­ბა ეძებ­ნათ იმ­პე­რა­ტო­რე­ბის ასე­თი ქმე­დე­ბე­ბის­თვის და ემ­ტკი­ცე­ბი­ნათ, რომ იმ­პე­რა­ტო­რე­ბის დეკ­რე­ტე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ძვე­ლი სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნე­ბის შეც­ვლა.~ *18 ზუს­ტად ასეთ გა­მარ­თლე­ბად იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მი­რონ­ცხე­ბის სა­ი­დუმ­ლო.

საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ სტა­ტი­ის და­სა­წყის­ში ცი­ტი­რე­ბუ­ლი ბი­ზან­ტი­ე­ლი კა­ნო­ნის­ტე­ბის თე­ო­დო­რე ბალ­სა­მო­ნი­სა და დი­მიტ­რი ხო­მა­ტე­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე იმ­პე­რა­ტორ­მა ისაკ II ან­გელ­მა (1185-1195) ერთ-ერთ დეკ­რეტ­ში გა­ნა­ცხა­და: "იმ­პე­რა­ტო­რის­თვის ყვე­ლა­ფე­რია ნე­ბა­დარ­თუ­ლი, რად­გან დე­და­მი­წა­ზე მარ­თვა-გამ­გე­ო­ბის სა­კი­თხში ღმერ­თსა და იმ­პე­რა­ტორს შო­რის არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი გან­სხვა­ვე­ბა. ის არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა არც სა­ე­რო და არც სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნებს და შე­უძ­ლია აკე­თოს ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც მო­ი­სურ­ვებს, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო­ში, ასე­ვე ეკ­ლე­სი­ა­შიც.

ბერ­ძე­ნი მეც­ნი­ე­რი ას­ტე­რი­ოს გე­როს­ტერ­გი­ო­სი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ: "იმ­პე­რა­ტო­რებს სურ­დათ, დეკ­რე­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გა­ნე­სა­ზღვრათ ეკ­ლე­სი­ის მრწამ­სი და ამით უხე­შად ერე­ოდ­ნენ ეკ­ლე­სი­ის შიდა პრობ­ლე­მებ­ში. ამის გამო ეკ­ლე­სი­ის შიდა ავ­ტო­ნო­მია არ­სე­ბი­თად სუს­ტდე­ბო­და, ხოლო ჭეშ­მა­რი­ტი სარ­წმუ­ნო­ე­ბის დამ­ცვე­ლი ეპის­კო­პო­სე­ბის ავ­ტო­რი­ტე­ტი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი იყო. იმ­პე­რა­ტო­რე­ბის ინ­ტე­რესს, პირ­ველ რიგ­ში, წარ­მო­ად­გენ­და იმ­პე­რი­ის მთლი­ა­ნო­ბა, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვლად ედო ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ერ­თო­ბა, მაგ­რამ, რო­გორც წესი, იმ­პე­რა­ტო­რე­ბი არ ზრუ­ნავ­დნენ ეკ­ლე­სი­ის ერ­თო­ბა­ზე იმ გა­გე­ბით, რომ და­ეც­ვათ ჭეშ­მა­რი­ტი სარ­წმუ­ნო­ე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო იერ­არ­ქია ეწი­ნა­ამღდე­გე­ბო­და იმ­პე­რა­ტო­რე­ბის ასეთ არა­კა­ნო­ნი­კურ ქმე­დე­ბებს, ბი­ზან­ტი­ა­ში ეკ­ლე­სია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს ერთ-ერთი ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც ემორ­ჩი­ლე­ბო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კაპ­რი­ზებს.

"ბი­ზან­ტი­ე­ლი პატ­რი­არ­ქე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ იმ­პე­რა­ტო­რე­ბის პირ­და­პირ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კურ, არა­მედ რე­ლი­გი­ურ სა­კი­თხებ­შიც," - წერს ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რი კა­ნო­ნის­ტი ლი­ვიუ სტა­ნი.

მა­შა­სა­და­მე, გვირ­გვი­ნის დად­გმის სა­ეკ­ლე­სიო რი­ტუ­ა­ლის, ხოლო შემ­დეგ კი მი­რონ­ცხე­ბის სა­ი­დუმ­ლოს შე­მო­ღე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბო­და მხო­ლოდ იმ­პე­რა­ტორ­თა პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რე­სებს, ყო­ფი­ლიყ­ვნენ ერ­თპი­როვ­ნუ­ლი და შე­უ­ზღუ­და­ვი მმარ­თვე­ლე­ბი, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო­ში, ასე­ვე ეკ­ლე­სი­ა­ში.

იმის­თვის, რომ შეგ­ვექ­მნას სრუ­ლი სუ­რა­თი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სწავ­ლე­ბა­ზე სა­ხელ­მწი­ფოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და კონ­კრე­ტუ­ლად, მი­რონ­ცხე­ბულ მო­ნარ­ქი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­ვის­წავ­ლოთ წმინ­და წე­რი­ლი, სჯუ­ლის­კა­ნო­ნი და სა­ეკ­ლე­სიო ტრა­დი­ცია.

უკვე ახალ აღ­თქმა­ში მა­ცხო­ვარ­მა იესო ქრის­ტემ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა სა­ხელ­მწი­ფოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამი ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პი:

1. ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პი­სა და ხა­სი­ა­თის პო­ლი­ტი­კუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ცე­მუ­ლია ღვთის­გან. "არ გექ­ნე­ბო­და არა­ვი­თა­რი ხელ­მწი­ფე­ბა ჩემ­ზე, მაღ­ლი­დან რომ არ მოგ­ცე­მო­და" (იო­ა­ნე 19: 11) – უთხრა უფალ­მა იესო ქრის­ტემ რო­მის წარ­მარ­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ პი­ლა­ტე პონ­ტო­ელს.

2. მორ­წმუ­ნე ქრის­ტი­ა­ნებს ევა­ლე­ბათ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი კა­ნონ­მორ­ჩი­ლე­ბა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რო­გორ სა­ხელ­მწი­ფო­ში ცხოვ­რო­ბენ. "მი­ა­გეთ კე­ი­სარს კე­ის­რი­სა, ხოლო ღმერ­თს ღმრთი­სა" (ლუკა 20: 25) – უთხრა მა­ცხო­ვარ­მა ფა­რი­სევ­ლებს ასე­ვე წარ­მარ­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ხარ­კის გა­დახ­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

3. მა­ცხო­ვა­რი იესო ქრის­ტეს და შე­სა­ბა­მი­სად, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის მი­ზა­ნი არას­დროს ყო­ფი­ლა ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, თუ სო­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მე­ბის და­არ­სე­ბა. ეს რომ ყო­ფი­ლი­ყო ქრის­ტეს მი­ზა­ნი, მა­შინ ის მო­ივ­ლი­ნე­ბო­და ქვეყ­ნად არა ხუ­როს, არა­მედ ძლე­ვა­მო­სი­ლი იმ­პე­რა­ტო­რის ოჯახ­ში, გა­ა­ერ­თი­ა­ნებ­და მთელ კა­ცობ­რი­ო­ბას ერთ სა­ხელ­მწი­ფოდ და გა­ა­ტა­რებ­და შე­სა­ბა­მის რე­ფორ­მებს. "ჩემი მე­უ­ფე­ბა არ არის ამ­ქვეყ­ნი­უ­რი"(იო­ა­ნე 18: 36) – ამ­ბობს მა­ცხო­ვა­რი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ეკ­ლე­სია ზე­პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნიზ­მია და მისი არ­სე­ბო­ბა არაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მით. ჯერ კი­დევ ქრის­ტეს შო­ბამ­დე IV სა­უ­კუ­ნე­ში კა­ცობ­რი­ო­ბა უკვე იც­ნობ­და სამი ტი­პის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას: მო­ნარ­ქია, რო­დე­საც ძა­ლა­უფ­ლე­ბა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია ერთი ადა­მი­ა­ნის ხელ­ში; არის­ტოკ­რა­ტია, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ელი­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე; და დე­მოკ­რა­ტია, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თავს ხალ­ხი. არც მა­ცხოვ­რი­სა და არც მო­ცი­ქუ­ლე­ბის ქა­და­გე­ბა­ში ჩანს რა­ი­მე მი­ნიშ­ნე­ბაც კი, რომ ქრის­ტი­ა­ნო­ბა უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებ­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტულ ტიპს.

სა­ხელ­მწი­ფო­სად­მი ლო­ი­ა­ლო­ბის სა­ხა­რე­ბი­სე­ულ­მა პრინ­ციპ­მა თა­ვი­სი ასახ­ვა ჰპო­ვა სა­ეკ­ლე­სიო კა­ნო­ნებ­შიც. "ვინ­ცა ვინ აგი­ნოს მე­ფე­სა ანუ მთა­ვარ­სა თვი­ნი­ერ სა­მარ­თა­ლი­სა, გუ­ე­მი­სა თა­ნამ­დებ იყავნ და, უკუ­ე­თუ მღვდე­ლი იყოს, გა­ნი­კუ­ე­თენ, ხოლო უკუ­ე­თუ ერის­კა­ცი – უზი­ა­რე­ბელ იქ­მე­ნინ" – ნათ­ქვა­მია მო­ცი­ქულ­თა 84-ე კა­ნონ­ში. ამ კა­ნო­ნის ტექ­სტი­დან სა­გუ­ლის­ხმოა ის ფაქ­ტი, რომ პირ­ვე­ლი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ეკ­ლე­სია თა­ვი­სი წევ­რე­ბის­გან მო­ი­თხოვ­და სა­ხელ­მწი­ფო­სად­მი კა­ნონ­მორ­ჩი­ლე­ბას მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი და ზოგ­ჯერ ქრის­ტი­ა­ნო­ბის მდევ­ნე­ლიც კი იყო. ამი­სი კი­დევ ერთი თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია II-III სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქრის­ტი­ა­ნი აპო­ლო­გე­ტე­ბის წმინ­და იუს­ტი­ნი­ა­ნე ფი­ლო­სო­ფო­სი­სა და ტერ­ტუ­ლი­ა­ნეს ნაშ­რო­მე­ბი, სა­დაც ისი­ნი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ქრის­ტი­ა­ნე­ბი აღი­ა­რე­ბენ იმ­პე­რა­ტორ­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ემორ­ჩი­ლე­ბი­ან მათ კა­ნო­ნებს.

ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ის და­ცე­მის შემ­დე­გაც, რო­დე­საც ქვე­ყა­ნას გა­ნა­გებ­დნენ მუ­სულ­მა­ნი მმარ­თვე­ლე­ბი, ეკ­ლე­სი­ამ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა იგი­ვე ლო­ი­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის და­ცე­მის შემ­დგო­მი პირ­ვე­ლი­ვე პატ­რი­არქ გე­ნა­დი II სქო­ლა­რი­უსს და ყვე­ლა შემ­დგომ პატ­რი­არ­ქს XIX სა­უ­კუ­ნის ჩათ­ვლით, სულ­თნის კარ­ზე ეკა­ვა დიდი ვე­ზი­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა. მათ ფუნ­ქცი­ა­ში შე­დი­ო­და ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ა­ში მცხოვ­რე­ბი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა. თვი­თონ ის ფაქ­ტი, რომ პატ­რი­არ­ქე­ბი იღებ­დნენ ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის მარ­თვა­ში გარ­კვე­ულ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მი­უ­თი­თებს ეკ­ლე­სი­ის მიერ არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ხელ­მწი­ფოს აღარ მარ­თავ­დნენ მი­რონ­ცხე­ბუ­ლი მე­ფე­ე­ბი.

ზე­მოთ­მოყ­ვა­ნი­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მის რე­ლი­გი­უ­რი შე­ფა­სე­ბა ბევრწი­ლად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის სუ­ლი­ე­რი და ზნე­ობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბით. სწო­რედ ამი­ტომ ეკ­ლე­სია იღებს ან, უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში, არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ნე­ბის­მი­ერ არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ წყო­ბას და ასეთ პი­რო­ბებ­ში, თა­ვის მთა­ვარ საზ­რუ­ნა­ვად ერის სუ­ლი­ერ აღ­ზრდას მი­იჩ­ნევს. მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მრევლს თუ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და ემ­ხრო­ბოდ­ნენ სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თვის ამა თუ იმ სის­ტე­მას, მაგ­რამ მსჯე­ლო­ბებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა იყე­ნებ­დნენ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კურ და არა რე­ლი­გი­ურ არ­გუ­მენ­ტებს. მო­ნარ­ქი­ი­სა თუ სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თვის სხვა ნე­ბის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის საკ­რა­ლი­ზა­ცია თე­ო­ლო­გი­უ­რად გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია.

წყა­რო: orthodoxtheology.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

ეკლესია და მონარქია: თეოლოგიური ანალიზი

ეკლესია და მონარქია: თეოლოგიური ანალიზი

ქვეყანაში მონარქიის აღდგენის იდეასთან დაკავშირებით ჩვენმა მკითხველმა არაერთი მოსაზრებება მოისმინა. ამჯერად, გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ თეოლოგიური ანალიზი აღნიშნულ თემაზე.

წარმოგიდგენთ ღვთისმეტყველების მეცნიერებათა დოქტორის, მღვდელი ალექსი ქშუტაშვილის ჯერ კიდევ 2011 წელს გამოქვეყნებულ წერილს სახელწოდებით

"ეკლესია და მონარქია: თეოლოგიური ანალიზი"

"კომუნისტური რეჟიმის დაცემისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარეობს დისკუსიები კონსტიტუციური მონარქიის დაარსების შესახებ. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრში არსებობს რამდენიმე საზოგადოებრივი მოძრაობა და პოლიტიკური პარტია, რომლებიც მიზნად ისახავენ ქართული მონარქიის აღდგენას.

2009 წლის დამდეგს დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილსა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შორის შემდგარი ქორწინების შემდეგ, როდესაც ქართული სამეფო დინასტიის ქართლისა და კახეთის შტოები გაერთიანდნენ, დისკუსიები მონარქიის აღდგენის თაობაზე განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ამ წყვილისგან მომავალში დაბადებული უფლისწული განიხილება, როგორც ქართული სამეფო გვირგვინის ყველაზე რეალური მემკვიდრე.

წინამდებარე სტატიის მიზანი არაა იმის განხილვა, რამდენად წაადგება საქართველოს პოლიტიკურ მომავალს კონსტიტუციური მონარქიის დაარსება, ან თუნდაც, რამდენად მზადაა ქართველი საზოგადოება სახელმწიფო მართვის ახალი სისტემის მისაღებად. ეს თემები დაგვითმია შასაბამისი სპეციალისტებისთვის – პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები, სოციოლოგები და ა.შ. ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს ამ საკითხის თეოლოგიური ანალიზი.

ძირითადად რუსული რელიგიური ლიტერატურის მეშვეობით, ქართულ საეკლესიო წრეებში ფართოდ ვრცელდება მოსაზრება, რომ ღვთისგან ნაკურთხი ერთადერთი პოლიტიკური სისტემა მხოლოდ მონარქია შეიძლება იყოს. შესაბამისად, მართლმადიდებელი ეკლესიის სრულფასოვანი მისიისთვის და მორწმუნე ხალხის სულიერი განვითარებისთვის აუცილებელ პირობად არის მიჩნეული მონარქიის ინსტიტუტის არსებობა. მაგალითად მოვიყვანთ რამდენიმე ციტატას:

ერთ-ერთი ცნობილი რუსი რელიგიური მწერალი და პუბლიცისტი მიხაილ ნაზაროვი წერს: "მეფობა არ არის მხოლოდ ბუნებრივი იერარქიულობის შედეგი და არც ვინმეს თვითმიზანი, არამედ ხალხის ღვთის გზაზე დაყენების საშუალება. (. . .) მაქსიმალურად მეტი ადამიანის სულიერი ცხონება მიიღწევა მხოლოდ ამ მისიისთვის სპეციალურად მომზადებული მმართველის [მეფის] ხელისუფლების დროს – რომელიც ღვთის განგებულების მსახურია".

სხვა რუსი მონარქისტი, ვადიმ კუზნეცოვი, წიგნში, რომლის სათაურიც არის სახელმწიფოებრივი კატეხიზმო, გამოთქვამს შემდეგ მოსაზრებებს: "ღმერთმა დაავალა მეფეებს, რომ იყვნენ საეკლესიო ნავის მესაჭეები, ანუ მიწიერი მართლმადიდებელი ეკლესიის მართველები. (. . .) ღვთივგვირგვინოსანი მეფე არის მიწიერი მართლმადიდებელი ეკლესიის თავი. (. . .) მეფის მოღალატეები აღარ შეიძლება იწოდებოდნენ ქრისტიანებად, რადგან სიტყვა "ქრისტიანი" ნიშნავს არა მხოლოდ უფალი იესო ქრისტეს მიმდევარ, არამედ უფალი იესო ქრისტეს კეთილმსახურის – ღვთის ცხებულის [მეფის] მიმდევარსაც".

ასეთი შინაარსის მოსაზრებები არაა ახალი, ჯერ კიდევ XII-XIII ს-ში ბიზანტიის საიმპერატორო კართან დაახლოებული სასულიერო იერარქები და კანონისტები – ანტიოქიის პატრიარქი თეოდორე ბალსამონი და ოხრიდის მთავარეპისკოპოსი დიმიტრი ხომატელი – ცდილობდნენ თეოლოგიურად დაესაბუთებინათ იმპერატორთა ეკლესიის მართვის ამბიცია. მაგალითად, თეოდორე ბალსამონი თვლიდა, რომ "წმინდა მირონცხების ძალით იმპერატორები, ისევე, როგორც პატრიარქები, უნდა პატივცემულიყვნენ, როგორც მოძღვრები. აქედან გამომდინარეობს კეთილმორწმუნე იმპერატორების უფლება, დამოძღვრონ ქრისტიანი ერი და მღვდელმთავრების მსგავსად, აკმიონ ეკლესიაში. მათი დიდება მდგომარეობს იმაში, რომ ისინი, როგორც მზე, თავისი მართლმადიდებლობის ბრწყინვალებით ანათებენ მთელ მსოფლიოში. იმპერატორების ძალა და ქმედება ვრცელდება ქვეშევრდომების, როგორც სულზე, ასევე ხორცზეც, იმ დროს, როდესაც პატრიარქი არის მხოლოდ სულიერი მწყემსი".

მთავარეპისკოპოსი დიმიტრი ხომატელი კიდევ უფრო ავითარებდა ამ მოსაზრებას და ამტკიცებდა, რომ "იმპერატორი, რომელიც არის საეკლესიო წესრიგის ზედამხედველი, დგას საეკლესიო დადგენილებებზე უფრო მაღლა და აძლევს ამ დადგენილებებს ძალასა და ქმედებას. იმპერატორი არის საეკლესიო იერარქიის მეთაური და სასულიერო პირების მოღვაწეობის დამარეგულირებელი კანონმდებელი. იმპერატორებს გააჩნიათ მღვდელმთავრების ყველა უფლება, გარდა წირვისა და ხელდასხმის საიდუმლოს შესრულებისა და ამიტომ მათ დადგენილებებს აქვს საეკლესიო კანონების ძალა. როგორც ძველი რომაელი იმპერატორები იწოდებოდნენ პონტიფეხ მახიმუს (დიდი ქურუმი), ასევე წმინდა მირონცხების მადლით, ახლანდელ იმპერატორებსაც აქვთ ასეთივე [რელიგიური] ძალაუფლება. როგორც სულიწმინდით ცხებული მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე არის უზენაესი მღვდელმთავარი, ასევე სამართლიანობა ითხოვს, რომ ღვთის ცხებული იმპერატორიც იყოს მღვდელმთავრობის მადლის მატარებელი".

მოყვანილი ციტატებიდან სიმართლეს შეესაბამება მხოლოდ ის, რომ ბიზანტიელი იმპერატორები ცდილობდნენ, მოეპოვებინათ ძალაუფლება ეკლესიაზე გამომდინარე იმ ძველი წარმართული წესიდან, როდესაც კერპთაყვანისმცემელი რომის იმპერატორები ატარებდნენ პონტიფეხ მახიმუს-ის ანუ დიდი ქურუმის ტიტულს და თავის თავში აერთიანებდნენ როგორც უმაღლეს პოლიტიკურ, ასევე რელიგიურ ძალაუფლებას. გასაკვირია, როგორ შეეძლო მართლმადიდებელ იერარქს დიმიტრი ხომატელს იმპერატორთა სასულიერო ძალაუფლების დასაბუთებისათვის არგუმენტად გამოეყენებინა წარმართული რომის წესი და იდეოლოგია. უკვე აქედან ჩანს, რომ მართლმადიდებელი იმპერატორების (მეფეების) ასეთი განდიდება წარმართობისკენ უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა.

საბედნიეროდ, როგორც აღნიშნავს XIX საუკუნეში მოღვაწე მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი კანონისტი ალექსეი პავლოვი, "იმპერატორების ყველა მცდელობა, რომ თავიანთი მცდარი თეოლოგიური აზრები აეყვანათ საყოველთაო საეკლესიო დოგმატებში, წარუმატებელი დარჩა. საიმპერატორო დოგმატიკა პოულობდა თავიანთ მიმდევრებს მხოლოდ სამეფო კარის მლიქვნელების რიცხვში, რომლებს შორისაც, რა თქმა უნდა, არც თუ ისე ცოტა მღვდელმთავარიც იყო".

მონარქისტი თეოლოგების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ეფუძნება იმ მოსაზრებას, თითქოსდა, წმინდა წერილი ასწავლიდეს, "რომ ღვთისგან დაწესებული და შესაბამისად, აუცილებელი და კეთილის მომტანი სახელისუფლებო სისტემა არის მხოლოდ მეფობა".

წმინდა წერილის შესწავლისას ნათელი ხდება, რომ ძველ ისრაელში, მეფობის დაარსებამდე, ისტორიაში ცნობილი ერთადერთი ნამდვილი თეოკრატია – მსაჯულთა სისტემა მოქმედებდა. მსაჯულები იყვნენ ღვთისგან გამორჩეული წინასწარმეტყველები, რომლებიც ხალხს უცხადებდნენ ღვთის ნებას და საჭიროების შემთხვევაში სასამართლო, პოლიტიკურ და სამხედრო ფუნქციას ტვირთულობდნენ. მსაჯული იყო მხოლოდ ღვთის ნების გამომცხადებელი, ხოლო ერის რეალურ მმართველად აღიარებული იყო თავად ღმერთი, მაგრამ ღვთისგან დაშორების შედეგად ერმა მოითხოვა ხილული პოლიტიკური ლიდერის – მეფის არჩევა. ღმერთი დათანხმდა ერის ასეთ ნებას, მაგრამ მიიჩნია, რომ მეფის ინსტიტუტის დაარსება ერის სულიერი დაცემის შედეგია და ღვთის უარყოფის ტოლფასია: "უთხრა უფალმა სამუელს: შეისმინე ხალხის ყოველი სიტყვა, რასაც გეტყვის, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ (I მეფ. 8: 7) . . . ამიერითგან, აჰა, მეფე, რომელიც აირჩიეთ, რომელსაც მოითხოვდით, აჰა, დაგისვათ უფალმა მეფე. თუ გექნებათ უფლის შიში, თუ ემსახურებით მას, თუ შეისმენთ მის სიტყვას და წინ არ არუდგებით მის ნაბრძანებს, მაშინ დაგიფარავთ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენცა და მეფესაც, თქვენზე რომ მეფობს. თუ არ შეისმინთ უფლის სიტყვას და წინ აღუდგებით უფლის ნაბრძანებს, უფლის ხელი იქნება თქვენს წინააღმდეგ, როგორც თქვენი მამა-პაპის წინააღმდეგ იყო" (I მეფ. 12: 13-15).

ძველი აღთქმის მოყვანილი ციტატიდან საგულისხმოა რამოდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი:

1. ადამის სამოთხიდან განდევნის შემდეგ მონარქია არ ყოფილა ღვთის მიერ ადამიანთა საზოგადოების მართვის არც თავდაპირველი და არც ერთადერთი საშუალება;

2. მეფის ინსტიტუტის დაარსება მოხდა არა ღვთის, არამედ ადამიანთა ნებიდან გამომდინარე, როგორც ცოდვაში დაცემისა და უფლისგან განდგომის შედეგი;

3. თავისთავად, მონარქია არ ატარებს არანაირ საკრალურ ხასიათს. ერსა და ღმერთს შორის ურთიერთობა განისაზღვრება არა რომელიმე პოლიტიკური სისტემის არსებობით, არამედ რწმენითა და უფლის მცნებათა შესრულებით. ისრაელის პირველივე მეფეების – საულის, დავითისა და სოლომონის ისტორიიდან ნათლად ჩანს, რომ არცერთი მეფე არაა დაზღვეული მძიმე ცოდვებში დაცემისგან, რასაც მოყვება ღვთის მადლის დაკარგვა და სასჯელი, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, მთელ ერზეც ვრცელდებოდა ხოლმე.

მეორე არგუმენტი, რომლითაც აპელირებენ ხოლმე მონარქიის მომხრეები, არის მირონცხების საიდუმლო, რომლის საშუალებითაც მეფეებს, თითქოსდა, ეძლევათ განსაკუთრებული ნიჭი, მართონ არა მხოლოდ ერი, არამედ თავად ეკლესიაც კი. წინამდებარე სტატიის შესავალ ნაწილში მოყვანილი ციტატებიდან ჩანს, რომ ძირითადად მირონცხებაზეა აგებული ბიზანტიელი და თანამედროვე მონარქისტების იდეოლოგია, რომლის მიხედვითაც მეფობა უმაღლეს სასულიერო ხარისხთანაა გაიგივებული და ატარებს საკრალულ ხასიათს, თითქოსდა ღმერთის მოადგილეობაა დედამიწაზე.

ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის კარგადაა ცნობილი, რომ "მირონცხება არის საიდუმლო, რომელშიც სულიწმინდის სახელით სხეულის ნაწილებზე ნაკურთხი მირონის ცხებით მორწმუნეს სულიერ ცხოვრებაში ამაღორძინებელი და განმამტკიცებელი ნიჭი გადაეცემა". ახალი აღთქმის შესწავლისას ადვილია იმის დანახვა, რომ სულიწმინდის ნიჭებში არსადაა ჩამოთვლილი მეფობა. პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში წერს: "ნიჭი სხვადასხვაა, მაგრამ ერთი და იგივეა სული; და მსახურებაც სხვადასხვაგვარია, მაგრამ ერთია უფალი. . . ხოლო თითოეულ ჩვენგანს სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლენა. ზოგს სულისაგან ეძლევა სიბრძნის სიტყვა; ხოლო ზოგს – ცოდნის სიტყვა, იმავე სულით. ზოგს რწმენა, იმავე სულისაგან; ხოლო ზოგს – ნიჭი მკურნალობისა, იმავე სულით. ვის – სასწაულთმოქმედება, ვის – წინასწარმეტყველება, ვის – სულთა გარჩევა, ვის – სხვადასხვა ენა, ვის კიდე – განმარტება სხვადასხვა ენის" (I კორ. 12: 4-10).  ეკლესიაში სხვადასხვა მსახურებებზე საუბრისას, პავლე მოციქული ასევე არაფერს ამბობს მეფობის შესახებ: "და ზოგიერთნი ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში, ჯერ-ერთი, მოციქულებად, მეორეც, წინასწარმეტყველებად, მესამეც, მოძღვრებად; და მერე, ზოგს მისცა სასწაულთმოქმედების ძალი, აგრეთვე ნიჭი მკურნალობისა, შეწევნისა, მმართველობისა, სხვადასხვა ენისა" (I კორ. 12: 28).

მაშასადამე, ძველი და ახალი აღთქმის გამოკვლევისას, ვერ მტკიცდება მონარქისტების ვერცერთი "თეოლოგიური" არგუმენტი. ბიბლიის მიხედვით, მონარქიის პოლიტიკური სისტემა არც აუცილებელ და არც საკრალურ ხასიათს ატარებს.

აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: 313 წელს ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების შემდეგ, პირველი ბიზანტიელი იმპერატორები დადგენისას არანაირ რელიგიურ კურთხევას იღებდნენ. ზუსტად იმის გამო, რომ სახარებაში არაფერია ნათქვამი მეფის საკრალურობის შესახებ, არ არსებობდა რელიგიური კურთხევის არც აუცილებლობა და არც წესი. მხოლოდ 457 წლის 7 თებერვალს პირველად მოხდა იმპერატორის ეკლესიაში კურთხევა, ისიც არა მირონცხებით, არამედ გვირგვინის დადგმით კონსტანტინეპოლის პატრიარქ ანატოლის მიერ. მიზეზი იმპერატორ ლეონ I მაკელესის რელიგიური წესით კურთხევისა გახდა მისი საეჭვო წარმოშობა. ის არ იყო იმპერატორთა შთამომავალი და შორეული ნათესავიც კი. ლაპარაკობდნენ, რომ ახალგაზრდობაში, სამხედრო და პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე, ლეონი იყო უბრალო ყასაბი (ზედმეტსახელი მაკელესი ქართულად ითარგმნება, როგორც ყასაბი). ამიტომ ხელისუფლების გადაცემის ლეგიტიმურობის დასამტკიცებლად გამოყენებულ იქნა ეკლესია და მისი ავტორიტეტი.

რაც შეეხება მეფეთა მირონცხების წესს, ისტორიაში ზუსტად არაა ცნობილი, როდის იყო იგი პირველად შემოღებული. ისტორიკოსთა ცნობით, მეფეთა მირონცხება დაწესდა არაუადრეს VII საუკუნისა,  ხოლო ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ბიზანტიაში პირველად ეს მოხდა X საუკუნეში.  აქედან მტკიცდება, რომ მეფეთა მირონცხება საკმაოდ გვიანდელი რიტუალია და მას არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე სახარებისეული საფუძველი. სხვანაირად ის შემოვიდოდა პრაქტიკაში, როგორც სავალდებულო წესი ჯერ კიდევ IV საუკუნის დასაწყისში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებისთანავე. აქედან აშკარა ხდება, რომ მართლმადიდებელი მეფის როლი და სტატუსი სახელმწიფოსა და ეკლესიაში არ განისაზღვრება მირონცხების საიდუმლოს შესრულებით.

მნიშვნელოვანია გამოვიკვლიოთ, რა გახდა მირონცხების წესის შემოღების მიზეზი. თეოლოგი ისტორიკოსებისა და კანონისტების ცნობით, მირონცხება იქნა შემოღებული მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის: დაამტკიცონ იმპერატორთა პრეტენზია, შეუზღუდავად მართონ ეკლესია.

ჯერ კიდევ იმპერატორ იუსტინიანე დიდის (527-565) დროს, საბოლოოდ იყო ჩამოყალიბებული სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის იდეოლოგიური და სამართლებრივი პრინციპები, კერძოდ: ეკლესია და სახელმწიფო გამოცხადდა თანასწორუფლებიან ინსტიტუტებად, რომლებიც ინარჩუნებდნენ რა თავის შიდა ავტონომიას, ანუ დამოუკიდებელ მართვა-გამგეობას, მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ერის საკეთილდღეოდ.

მაგრამ იუსტინიანეს VI ნოველაში ასევე ეწერა, რომ: "ქრისტიანული სარწმუნოების დოგმატების დაცვაც შედის პრობლემების იმ ჩამონათვალში, რომლებზეც ზრუნავს მეფე და მთავრობა. ამ დებულებით, იუსტინიანემ კანონის დონეზე აიყვანა მანამდე უკვე არსებული პრაქტიკა, როდესაც კონსტანტინეპოლელი იმპერატორები უხეშად ერეოდნენ ხოლმე ეკლესიის შიდა საქმეებში. რუმინელი მეცნიერი ისტორიკოსი სერჯიუ ბეჟანი აღნიშნავს, რომ: "ბიზანტიელი იმპერატორები განსაკუთრებული ენერგიით ასრულებდნენ ხოლმე თავის "ვალდებულებას" ამ სფეროში. (. . .) მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორმა მარკიანემ 451 წელს გამოაცხადა საეკლესიო კანონების უპირატესობა სამოქალაქო კანონმდებლობაზე, თუ მათ შორის მოხდებოდა უთანხმოება რომელიმე საკითხში, რეალობაში იმპერატორები უპრობლემოდ გამოსცემდნენ ხოლმე თავად ეკლესიისთვის ისეთ კანონებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ კრებების დადგენილებებს. ამის გამო ბიზანტიელ სჯულისკანონის მცოდნეთ უხდებოდათ, გამართლება ეძებნათ იმპერატორების ასეთი ქმედებებისთვის და ემტკიცებინათ, რომ იმპერატორების დეკრეტებით შესაძლებელია ძველი საეკლესიო კანონების შეცვლა.~ *18 ზუსტად ასეთ გამართლებად იყო გამოყენებული მირონცხების საიდუმლო.

საქმე იქამდე მივიდა, რომ სტატიის დასაწყისში ციტირებული ბიზანტიელი კანონისტების თეოდორე ბალსამონისა და დიმიტრი ხომატელის თანამედროვე იმპერატორმა ისაკ II ანგელმა (1185-1195) ერთ-ერთ დეკრეტში განაცხადა: "იმპერატორისთვის ყველაფერია ნებადართული, რადგან დედამიწაზე მართვა-გამგეობის საკითხში ღმერთსა და იმპერატორს შორის არ არსებობს არანაირი განსხვავება. ის არ ექვემდებარება არც საერო და არც საეკლესიო კანონებს და შეუძლია აკეთოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს, როგორც სახელმწიფოში, ასევე ეკლესიაშიც.

ბერძენი მეცნიერი ასტერიოს გეროსტერგიოსი ასევე აღნიშნავს, რომ: "იმპერატორებს სურდათ, დეკრეტების მეშვეობით განესაზღვრათ ეკლესიის მრწამსი და ამით უხეშად ერეოდნენ ეკლესიის შიდა პრობლემებში. ამის გამო ეკლესიის შიდა ავტონომია არსებითად სუსტდებოდა, ხოლო ჭეშმარიტი სარწმუნოების დამცველი ეპისკოპოსების ავტორიტეტი ხშირ შემთხვევაში უგულებელყოფილი იყო. იმპერატორების ინტერესს, პირველ რიგში, წარმოადგენდა იმპერიის მთლიანობა, რომელსაც საფუძვლად ედო ქრისტიანული ეკლესიის ერთობა, მაგრამ, როგორც წესი, იმპერატორები არ ზრუნავდნენ ეკლესიის ერთობაზე იმ გაგებით, რომ დაეცვათ ჭეშმარიტი სარწმუნოება. მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელი სასულიერო იერარქია ეწინაამღდეგებოდა იმპერატორების ასეთ არაკანონიკურ ქმედებებს, ბიზანტიაში ეკლესია გამოყენებული იყო, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი ორგანო, რომელიც ემორჩილებოდა ხელისუფლების კაპრიზებს.

"ბიზანტიელი პატრიარქები აღმოჩნდნენ იმპერატორების პირდაპირ დაქვემდებარებაში არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ რელიგიურ საკითხებშიც," - წერს ცნობილი მეცნიერი კანონისტი ლივიუ სტანი.

მაშასადამე, გვირგვინის დადგმის საეკლესიო რიტუალის, ხოლო შემდეგ კი მირონცხების საიდუმლოს შემოღება ემსახურებოდა მხოლოდ იმპერატორთა პოლიტიკურ ინტერესებს, ყოფილიყვნენ ერთპიროვნული და შეუზღუდავი მმართველები, როგორც სახელმწიფოში, ასევე ეკლესიაში.

იმისთვის, რომ შეგვექმნას სრული სურათი მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებაზე სახელმწიფოსთან ურთიერთობასა და კონკრეტულად, მირონცხებულ მონარქიასთან დაკავშირებით, აუცილებელია შევისწავლოთ წმინდა წერილი, სჯულისკანონი და საეკლესიო ტრადიცია.

უკვე ახალ აღთქმაში მაცხოვარმა იესო ქრისტემ ჩამოაყალიბა სახელმწიფოსთან ურთიერთობის სამი ძირითადი პრინციპი:

1. ნებისმიერი ტიპისა და ხასიათის პოლიტიკური ხელისუფლება მოცემულია ღვთისგან. "არ გექნებოდა არავითარი ხელმწიფება ჩემზე, მაღლიდან რომ არ მოგცემოდა"  (იოანე 19: 11) – უთხრა უფალმა იესო ქრისტემ რომის წარმართი ხელისუფლების წარმომადგენელ პილატე პონტოელს.

2. მორწმუნე ქრისტიანებს ევალებათ მოქალაქეობრივი კანონმორჩილება მიუხედავად იმისა, როგორ სახელმწიფოში ცხოვრობენ. "მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს ღმრთისა"  (ლუკა 20: 25) – უთხრა მაცხოვარმა ფარისევლებს ასევე წარმართი ხელისუფლებისთვის ხარკის გადახდასთან დაკავშირებით.

3. მაცხოვარი იესო ქრისტეს და შესაბამისად, ქრისტიანული ეკლესიის მიზანი არასდროს ყოფილა ახალი პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ სოციალური სისტემების დაარსება. ეს რომ ყოფილიყო ქრისტეს მიზანი, მაშინ ის მოივლინებოდა ქვეყნად არა ხუროს, არამედ ძლევამოსილი იმპერატორის ოჯახში, გააერთიანებდა მთელ კაცობრიობას ერთ სახელმწიფოდ და გაატარებდა შესაბამის რეფორმებს. "ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური"(იოანე 18: 36) – ამბობს მაცხოვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკლესია ზეპოლიტიკური ორგანიზმია და მისი არსებობა არაა განპირობებული რომელიმე პოლიტიკური სისტემით. ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე IV საუკუნეში კაცობრიობა უკვე იცნობდა სამი ტიპის ხელისუფლებას: მონარქია, როდესაც ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი ადამიანის ხელში; არისტოკრატია, როდესაც ხელისუფლება განაწილებულია საზოგადოების ელიტის წარმომადგენლებზე; და დემოკრატია, როდესაც სახელმწიფოს მართავს ხალხი. არც მაცხოვრისა და არც მოციქულების ქადაგებაში ჩანს რაიმე მინიშნებაც კი, რომ ქრისტიანობა უპირატესობას ანიჭებდეს ხელისუფლების რომელიმე კონკრეტულ ტიპს.

სახელმწიფოსადმი ლოიალობის სახარებისეულმა პრინციპმა თავისი ასახვა ჰპოვა საეკლესიო კანონებშიც. "ვინცა ვინ აგინოს მეფესა ანუ მთავარსა თვინიერ სამართალისა, გუემისა თანამდებ იყავნ და, უკუეთუ მღვდელი იყოს, განიკუეთენ, ხოლო უკუეთუ ერისკაცი – უზიარებელ იქმენინ"  – ნათქვამია მოციქულთა 84-ე კანონში. ამ კანონის ტექსტიდან საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პირველი საუკუნეების ეკლესია თავისი წევრებისგან მოითხოვდა სახელმწიფოსადმი კანონმორჩილებას მაშინაც კი, როდესაც ხელისუფლება არაქრისტიანული და ზოგჯერ ქრისტიანობის მდევნელიც კი იყო. ამისი კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია II-III საუკუნეების ქრისტიანი აპოლოგეტების წმინდა იუსტინიანე ფილოსოფოსისა და ტერტულიანეს ნაშრომები, სადაც ისინი ამტკიცებენ, რომ ქრისტიანები აღიარებენ იმპერატორთა ხელისუფლებას და ემორჩილებიან მათ კანონებს.

ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგაც, როდესაც ქვეყანას განაგებდნენ მუსულმანი მმართველები, ეკლესიამ შეინარჩუნა იგივე ლოიალური დამოკიდებულება. კონსტანტინოპოლის დაცემის შემდგომი პირველივე პატრიარქ გენადი II სქოლარიუსს და ყველა შემდგომ პატრიარქს XIX საუკუნის ჩათვლით, სულთნის კარზე ეკავა დიდი ვეზირის თანამდებობა. მათ ფუნქციაში შედიოდა ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები მართლმადიდებელი მოსახლეობის პოლიტიკური ინტერესების დაცვა. თვითონ ის ფაქტი, რომ პატრიარქები იღებდნენ ოსმალეთის იმპერიის მართვაში გარკვეულ მონაწილეობას, მიუთითებს ეკლესიის მიერ არსებული ხელისუფლების აღიარებაზე, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აღარ მართავდნენ მირონცხებული მეფეები.

ზემოთმოყვანილი არგუმენტებიდან გამომდინარეობს, რომ სახელმწიფოს მმართველობის სისტემის რელიგიური შეფასება ბევრწილად განისაზღვრება საზოგადოების სულიერი და ზნეობრივი მდგომარეობით. სწორედ ამიტომ ეკლესია იღებს ან, უკიდურეს შემთხვევაში, არ ეწინააღმდეგება ნებისმიერ არსებულ პოლიტიკურ წყობას და ასეთ პირობებში, თავის მთავარ საზრუნავად ერის სულიერ აღზრდას მიიჩნევს. მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს თუ სასულიერო პირებს შეიძლება ჰქონდეთ თავისი პოლიტიკური შეხედულებები და ემხრობოდნენ სახელმწიფოს მართვის ამა თუ იმ სისტემას, მაგრამ მსჯელობებში ადამიანები უნდა იყენებდნენ მხოლოდ პოლიტიკურ და არა რელიგიურ არგუმენტებს. მონარქიისა თუ სახელმწიფოს მართვის სხვა ნებისმიერი პოლიტიკური სისტემის საკრალიზაცია თეოლოგიურად გაუმართლებელია.

წყარო: orthodoxtheology.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია