პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუგზარ ერგემლიძეს შვილი ბოდიშს უხდის
ნუგზარ ერგემლიძეს შვილი ბოდიშს უხდის

ცოტა ხნის წინ ნუგ­ზარ ერ­გემ­ლი­ძის ოჯა­ხი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. მი­ზე­ზი მომ­ღერ­ლი­სა და კომ­პო­ზი­ტო­რის ვა­ჟის, გი­ორ­გი ერ­გემ­ლი­ძის ინ­ტერ­ნეტსტა­ტუ­სი გახ­და, სა­დაც ის სა­კუ­თარ მა­მას დე­დას აგი­ნებ­და და წერ­და, რომ რცხვე­ნო­და მისი შვი­ლო­ბის. გი­ორ­გის ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ტერ­ვიუ ვთხო­ვეთ. ცნო­ბი­ლი მა­მის ცნო­ბილ­მა შვილ­მა შინ მიგ­ვი­პა­ტი­ჟა და თა­ვი­სი ოთა­ხის­კენ გაგ­ვი­ძღვა. ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი შინ არ გახ­ლდათ. გი­ორ­გის ოთა­ხი სტუ­დი­ას უფრო ჰგავს, მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რი და კე­დელ­ზე - კვერ­ცხის ჩა­სა­წყო­ბი მუ­ყა­ო­ე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი.

- ეს ოთა­ხი 13 წლის ასაკ­ში ვაქ­ციე სტუ­დი­ად. 10 წლი­დან და­ვი­წყე არან­ჟი­რე­ბის სწავ­ლა. პირ­ვე­ლი ინ­სტრუ­მენ­ტი ბე­ბი­ა­ჩემ­მა მი­ყი­და. მერე ვო­კა­ლის ჩა­წე­რა მო­მინ­და, ვი­ყი­დე კომ­პი­უ­ტე­რი და მივ­ხვდი, ამ "ლა­ტო­კე­ბის" გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და. დედა და­მეხ­მა­რა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად გა­ვა­კე­თეთ. მე და დედა უფრო ვმე­გობ­რობთ. მა­მას­თა­ნაც ვმე­გობ­რობ, მაგ­რამ ის უფრო მძი­მეა ჩემ­თან შე­და­რე­ბით. რო­გორ გი­თხრა, თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, არ სცა­ლია ამ ყვე­ლაფ­რის­თვის. 26 წლის ვარ... მა­მა­ჩემ­მა მი­ნი­მა­ლუ­რი ყვე­ლა­ფე­რი გა­მი­კე­თა. ყვე­ლა მამა უკე­თებს შვილს რა­ღა­ცას. რად­გან მა­მა­ჩე­მი ცნო­ბი­ლია, ცოტა მეტს ვი­თხოვ ხოლ­მე, ისიც ჩემი საქ­მის­თვის და არა ფუ­ფუ­ნე­ბის­თვის. მან­ქა­ნის ყიდ­ვა არას­დროს მი­თხო­ვია მის­თვის. არც მან­ქა­ნა მყავს, არც სამ­სა­ხუ­რი მაქვს. ფულ­საც არ ვი­თხოვ მა­მა­ჩე­მის­გან. ჩემი სტუ­დია მაქვს, ჩემ­თვის ელე­მენ­ტა­რულ ფულს ვა­კე­თებ. რა­საც ვა­კე­თებ, მე მყოფ­ნის. 14 წლის ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლი შეკ­ვე­თა რომ მი­ვი­ღე სტუ­დი­ა­ში, 20 დო­ლა­რი მომ­ცეს და ძა­ლი­ან მა­გა­რი გრძნო­ბა იყო. 14 წლი­დან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვარ. მშობ­ლებ­თან კი ვცხოვ­რობ, მაგ­რამ ჩემი საქ­მე მაქვს, მივ­დი­ვარ იქ, სა­დაც მინ­და. ბავ­შვო­ბი­დან დიდ ხალ­ხთან ვურ­თი­ერ­თობ­დი. 17 წლის ვი­ყა­ვი, მე­რაბ სე­ფაშ­ვილ­თან ერ­თად რომ ვმუ­შა­ობ­დი "სანო სტუ­დი­ა­ში". მუ­სი­კა­ლურ წრე­ში ჩე­მით გა­ვით­ქვი სა­ხე­ლი. ყვე­ლამ იცო­და ჩემი ნი­ჭის შე­სა­ხებ, მა­ქებ­დნენ. ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ­დი...

- ეს ხომ მა­მას დამ­სა­ხუ­რე­ბაა?

- მა­მა­სიც ნა­წი­ლობ­რივ, მაგ­რამ, - "ა, შენ ნუგ­ზა­რის ბიჭი ხარ, გეთ­ქვა მერე", - აი, ამ დო­ზით. ყო­ველ­თვის ვმა­ლავ­დი, მისი შვი­ლი რომ ვი­ყა­ვი. ჩე­მით მინ­დო­და წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­მეღ­წია. ვი­ცო­დი, რომ არ ვი­ყა­ვი ცა­რი­ე­ლი. არას­დროს მი­მა­რი­ა­ჟია მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლით.

- რჩე­ვებ­საც არ ეკი­თხე­ბო­დი მა­მას?

- ზოგ­ჯერ. როცა ვა­მოწ­მებ­დი, ჩემი და­წე­რი­ლი მე­ლო­დია სხვი­სას არ დამ­სგავ­სე­ბო­და. ვას­მე­ნი­ნებ­დი და ვე­კი­თხე­ბო­დი, ხომ არა­ფერს აგო­ნებ­და.

- მა­მას რე­პერ­ტუ­ა­რი მოგ­წონს?

- ძვე­ლი რე­პერ­ტუ­ა­რი მომ­წონს. ჩავ­წე­რე კი­დეც მისი "თეთ­რი გოგო". კი­დევ ვა­პი­რებ გან­ვა­ახ­ლო მისი სიმ­ღე­რე­ბი. 90-ია­ნებ­ში რაც და­უ­წე­რია, ისი­ნი არ მომ­წონს. სამ­წუ­ხა­როდ, როცა მა­მა­ჩემ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, ყვე­ლას პირ­ზე აკე­რია "თუ­თი­ყუ­ში მარ­ჩე­ლო". ამ დროს მა­მა­ჩემ­მა და­წე­რა: "თუკი გე­სიზ­მრე­ბი", "მე ჯა­დო­ქა­რი რომ ვყო­ფი­ლი­ყავ", "ლი­ა­ნე­ბი", "თეთ­რი გოგო", "მარ­ტო­ო­ბა". ბევ­რი მა­გა­რი სიმ­ღე­რა აქვს და­წე­რი­ლი, რაც ის­ტო­რი­ას დარ­ჩე­ბა. მაგ­რამ ხალ­ხს უნდა სე­ი­რი. მეც არ მომ­წონს "თუ­თი­ყუ­ში მარ­ჩე­ლო". არც ის მომ­წონს, რა­საც დღეს წერს და მერე შო­უ­ებ­ში მღე­რის. ბევრ რა­მე­ში არ ვე­თან­ხმე­ბით ერ­თმა­ნეთს. მა­მა­ჩე­მის კრი­ტი­კას ხში­რად არ ვით­ვა­ლის­წი­ნებ. მა­მა­ჩე­მის "პრო­დაქ­შე­ნი" ცოტა ისე­თია... რომ უნდა დათ­ვრეს კაცი და მერე რომ უნდა მო­ე­წო­ნოს. ალ­ბათ დღეს ეს უფრო მუ­შა­ობს. მაგ­რამ მე კო­მერ­ცი­უ­ლად არ ვუდ­გე­ბი ამ საქ­მეს. მიყ­ვარს მუ­სი­კა და მთა­ვა­რია, მე მომ­წონ­დეს ის, რა­საც ვა­კე­თებ.

- რე­პერ­ტუ­არს გი­წუ­ნებს მამა?

- მი­წუ­ნებს არა, ბო­ლომ­დე არ იზი­ა­რებს. არას­დროს არ მა­ქებს. რა მა­გა­რი­აო, არ უთ­ქვამს. ჰგო­ნია, რომ ეს გა­მა­ფუ­ჭებს. არა­და, ჩემ­თვის პო­პუ­ლა­რო­ბა თავ­ში ავარ­დნის სა­ფუძ­ვე­ლი არ არის. არ მოქ­მე­დებს ჩემ­ზე არც ქება და არც გი­ნე­ბა.

- გი­ნე­ბა რად­გან ახ­სე­ნე, აქვე გკი­თხავ, რა მოხ­და ისე­თი, სა­კუ­თარ მა­მას სა­ჯა­როდ "ფე­ის­ბუ­ქით" რომ აგი­ნე?

- გა­ცი­ლე­ბით მძაფ­რი სტა­ტუ­სე­ბი მქო­ნია ადრე. ყვე­ლამ იცის ჩემი და მა­მას კონ­ფლიქ­ტე­ბის შე­სა­ხებ. ამა­ზე 8 წლის წინ და­ი­წე­რა კი­დეც. ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი, ნუგ­ზა­რის ბიჭს ნუ მე­ძა­ხით-მეთ­ქი. დე­დაც მი­გი­ნე­ბია მათ­თვის, ვინც ნუგ­ზა­რის ბიჭს მე­ძახ­და.

- რა­ტომ ბრაზ­დე­ბი, ნუგ­ზა­რის ბიჭს რომ გე­ძა­ხი­ან?

- იმი­ტომ, რომ მე ინ­დი­ვი­დი ვარ და არა­ფერ შუ­ა­შია ეს მა­მა­ჩემ­თან, გარ­და იმი­სა, რომ ის მა­მაა ჩემი. მა­მა­ჩემს ირო­ნი­უ­ლად როცა იხ­სე­ნი­ე­ბენ, ეგეც მაბ­რა­ზებს. მა­მა­ჩემ­ზე რომ ღა­და­ობთ, თქვე­ნი მა­მე­ბი მა­ნახ­ვეთ-მეთ­ქი, მით­ქვამს, და­მი­წე­რია, მაგ­რამ ამა­ზე, სამ­წუ­ხა­როდ, ყუ­რა­დღე­ბა არა­ვის გა­უ­მახ­ვი­ლე­ბია. ხალ­ხზე ძა­ლი­ან ამიც­რუვ­და გული, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია სა­ზო­გა­დო­ე­ბა. როცა კარ­გს აკე­თებ, არა­ვინ გი­წო­ნებს, არა­ვინ გა­ქებს და როცა სა­კუ­თარ მა­მას აგი­ნებ, მა­შინ­ვე ყუ­რებს ცქვე­ტენ. რა გა­მო­დის, სა­კუ­თარ მა­მას უნდა აგი­ნო, რომ ყუ­რა­დღე­ბა მო­გაქ­ცი­ონ?! 27 ლა­რად რომ მა­გარ კლი­პებს ვი­ღებ, ამა­ზე არა­ვინ არა­ფერს წერს. შარ­შან გა­კე­თე­ბულ ვი­დე­ოს რვა ათა­სი ნახ­ვა რომ აქვს, ამა­ზე რა­ტომ არა­ფერს მე­კი­თხე­ბით?

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ნუგზარ ერგემლიძეს შვილი ბოდიშს უხდის

ნუგზარ ერგემლიძეს შვილი ბოდიშს უხდის

ცოტა ხნის წინ ნუგზარ ერგემლიძის ოჯახი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა. მიზეზი მომღერლისა და კომპოზიტორის ვაჟის, გიორგი ერგემლიძის ინტერნეტსტატუსი გახდა, სადაც ის საკუთარ მამას დედას აგინებდა და წერდა, რომ რცხვენოდა მისი შვილობის. გიორგის ამ თემასთან დაკავშირებით ინტერვიუ ვთხოვეთ. ცნობილი მამის ცნობილმა შვილმა შინ მიგვიპატიჟა და თავისი ოთახისკენ გაგვიძღვა. ბატონი ნუგზარი შინ არ გახლდათ. გიორგის ოთახი სტუდიას უფრო ჰგავს, მუსიკალური ინსტრუმენტები, კომპიუტერი და კედელზე - კვერცხის ჩასაწყობი მუყაოებია განთავსებული.

- ეს ოთახი 13 წლის ასაკში ვაქციე სტუდიად. 10 წლიდან დავიწყე არანჟირების სწავლა. პირველი ინსტრუმენტი ბებიაჩემმა მიყიდა. მერე ვოკალის ჩაწერა მომინდა, ვიყიდე კომპიუტერი და მივხვდი, ამ "ლატოკების" გარეშე არაფერი გამოვიდოდა. დედა დამეხმარა. ეს ყველაფერი ერთად გავაკეთეთ. მე და დედა უფრო ვმეგობრობთ. მამასთანაც ვმეგობრობ, მაგრამ ის უფრო მძიმეა ჩემთან შედარებით. როგორ გითხრა, თავისი პრობლემები აქვს, არ სცალია ამ ყველაფრისთვის. 26 წლის ვარ... მამაჩემმა მინიმალური ყველაფერი გამიკეთა. ყველა მამა უკეთებს შვილს რაღაცას. რადგან მამაჩემი ცნობილია, ცოტა მეტს ვითხოვ ხოლმე, ისიც ჩემი საქმისთვის და არა ფუფუნებისთვის. მანქანის ყიდვა არასდროს მითხოვია მისთვის. არც მანქანა მყავს, არც სამსახური მაქვს. ფულსაც არ ვითხოვ მამაჩემისგან. ჩემი სტუდია მაქვს, ჩემთვის ელემენტარულ ფულს ვაკეთებ. რასაც ვაკეთებ, მე მყოფნის. 14 წლის ვიყავი, პირველი შეკვეთა რომ მივიღე სტუდიაში, 20 დოლარი მომცეს და ძალიან მაგარი გრძნობა იყო. 14 წლიდან დამოუკიდებელი ვარ. მშობლებთან კი ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი საქმე მაქვს, მივდივარ იქ, სადაც მინდა. ბავშვობიდან დიდ ხალხთან ვურთიერთობდი. 17 წლის ვიყავი, მერაბ სეფაშვილთან ერთად რომ ვმუშაობდი "სანო სტუდიაში". მუსიკალურ წრეში ჩემით გავითქვი სახელი. ყველამ იცოდა ჩემი ნიჭის შესახებ, მაქებდნენ. ბევრ რამეს ვსწავლობდი...

- ეს ხომ მამას დამსახურებაა?

- მამასიც ნაწილობრივ, მაგრამ, - "ა, შენ ნუგზარის ბიჭი ხარ, გეთქვა მერე", - აი, ამ დოზით. ყოველთვის ვმალავდი, მისი შვილი რომ ვიყავი. ჩემით მინდოდა წარმატებისთვის მიმეღწია. ვიცოდი, რომ არ ვიყავი ცარიელი. არასდროს მიმარიაჟია მამაჩემის სახელით.

- რჩევებსაც არ ეკითხებოდი მამას?

- ზოგჯერ. როცა ვამოწმებდი, ჩემი დაწერილი მელოდია სხვისას არ დამსგავსებოდა. ვასმენინებდი და ვეკითხებოდი, ხომ არაფერს აგონებდა.

- მამას რეპერტუარი მოგწონს?

- ძველი რეპერტუარი მომწონს. ჩავწერე კიდეც მისი "თეთრი გოგო". კიდევ ვაპირებ განვაახლო მისი სიმღერები. 90-იანებში რაც დაუწერია, ისინი არ მომწონს. სამწუხაროდ, როცა მამაჩემზე ლაპარაკობენ, ყველას პირზე აკერია "თუთიყუში მარჩელო". ამ დროს მამაჩემმა დაწერა: "თუკი გესიზმრები", "მე ჯადოქარი რომ ვყოფილიყავ", "ლიანები", "თეთრი გოგო", "მარტოობა". ბევრი მაგარი სიმღერა აქვს დაწერილი, რაც ისტორიას დარჩება. მაგრამ ხალხს უნდა სეირი. მეც არ მომწონს "თუთიყუში მარჩელო". არც ის მომწონს, რასაც დღეს წერს და მერე შოუებში მღერის. ბევრ რამეში არ ვეთანხმებით ერთმანეთს. მამაჩემის კრიტიკას ხშირად არ ვითვალისწინებ. მამაჩემის "პროდაქშენი" ცოტა ისეთია... რომ უნდა დათვრეს კაცი და მერე რომ უნდა მოეწონოს. ალბათ დღეს ეს უფრო მუშაობს. მაგრამ მე კომერციულად არ ვუდგები ამ საქმეს. მიყვარს მუსიკა და მთავარია, მე მომწონდეს ის, რასაც ვაკეთებ.

- რეპერტუარს გიწუნებს მამა?

- მიწუნებს არა, ბოლომდე არ იზიარებს. არასდროს არ მაქებს. რა მაგარიაო, არ უთქვამს. ჰგონია, რომ ეს გამაფუჭებს. არადა, ჩემთვის პოპულარობა თავში ავარდნის საფუძველი არ არის. არ მოქმედებს ჩემზე არც ქება და არც გინება.

- გინება რადგან ახსენე, აქვე გკითხავ, რა მოხდა ისეთი, საკუთარ მამას საჯაროდ "ფეისბუქით" რომ აგინე?

- გაცილებით მძაფრი სტატუსები მქონია ადრე. ყველამ იცის ჩემი და მამას კონფლიქტების შესახებ. ამაზე 8 წლის წინ დაიწერა კიდეც. ყოველთვის ვამბობდი, ნუგზარის ბიჭს ნუ მეძახით-მეთქი. დედაც მიგინებია მათთვის, ვინც ნუგზარის ბიჭს მეძახდა.

- რატომ ბრაზდები, ნუგზარის ბიჭს რომ გეძახიან?

- იმიტომ, რომ მე ინდივიდი ვარ და არაფერ შუაშია ეს მამაჩემთან, გარდა იმისა, რომ ის მამაა ჩემი. მამაჩემს ირონიულად როცა იხსენიებენ, ეგეც მაბრაზებს. მამაჩემზე რომ ღადაობთ, თქვენი მამები მანახვეთ-მეთქი, მითქვამს, დამიწერია, მაგრამ ამაზე, სამწუხაროდ, ყურადღება არავის გაუმახვილებია. ხალხზე ძალიან ამიცრუვდა გული, მძიმე მდგომარეობაშია საზოგადოება. როცა კარგს აკეთებ, არავინ გიწონებს, არავინ გაქებს და როცა საკუთარ მამას აგინებ, მაშინვე ყურებს ცქვეტენ. რა გამოდის, საკუთარ მამას უნდა აგინო, რომ ყურადღება მოგაქციონ?! 27 ლარად რომ მაგარ კლიპებს ვიღებ, ამაზე არავინ არაფერს წერს. შარშან გაკეთებულ ვიდეოს რვა ათასი ნახვა რომ აქვს, ამაზე რატომ არაფერს მეკითხებით?

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია